ჩვენი დედამიწა გარემოცულია ჰაერის დიდი ფენით, რომელიც ქმნის ატმოსფეროს. ეს ჰაერი შეიცავს ჟანგბადს, აზოტს, ნახშირბადს, აგრეთვე წყლის ამონაორთქლისა და მტვრის მიკროსკოპულ ნაწილაკებს, რომლებიც მუდმივ მოძრაობაში არიან. როდესაც მზის სხივი შეაღწევს ატმოსფეროში, გაზები თეთრ სხივს ყოფენ შემადგენელ ნაწილებად ანუ სპექტრად: წითელ, ნარინჯის, ყვითელ, მწვანე, იისფერ, ცისფერ და ლურჯ ფერებად. ამ დაყოფაში ჭარბობს ცისფერი და ლურჯი ფერის ზოლი და ამიტომ ცა ცისფრად გვეჩვენება. მთვარეს არ გააჩნია ატმოსფერო, ამიტომ ცა მის თავზე - შავია. როდესაც კოსმოსური ხომალდი გააღწევს მიწის ატმოსფეროდან ორბიტაზე, კოსმონავტები პლანეტებსა და ვარსკვლავებს ხედავენ ხავერდოვან შავ ცაზე. იცით თუ არა, რომ მზის სხივის ფერებად დაყოფა ჯერ კიდევ 1704 წელს აღმოაჩინა, ვინ? ნიუტონმა. ეს აღმოჩენა მან აღწერა თავის ნაშრომში ”ოპტიკა”. აბა თუ იცით სად გაჩნდა პირველად და ვინ გამოიგონა ბორბალი? არ გაგიკვირდეთ, მაგრამ არა მარტო თქვენ, არამედ არავინ დანამდვილებით არ იცის ამის შესახებ. მეცნიერთა უმეტესი ნაწილი ვარაუდობს, რომ პირველად ბორბალი ჩვენ წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 3500 წლის წინ სამეთუნეო წრის სახით გამოიყენეს მესოპოტამელმა (თანამედროვე ერაყი) მეთუნეებმა. ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილ მოზაიკურ გამოსახულებაზე, რომელიც თარიღდება 3200 წლით ჩვენ წელთაღრიცხვამდე, ასახულია ურმის ტიპის ოთხთვალა სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც შებმულია ცხენი. არსებობს სხვა მოსაზრებაც. მეცნიერთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ბორბალი გამოიგონეს ცენტრალურ ან აღმოსავლეთ ევროპაში. დადგენილია, რომ ამერიკის კონტინენტზე ბორბალი არ იყო ცნობილი XV საუკუნეში ევროპელი მეზღვაურების გამოჩენამდე. ბორბლის კონსტრუქციის დახვეწაზე ადამიანი ზრუნავდა ათასწლეულების განმავლობაში. ლეონარდო და ვინჩიმაც კი შექმნა საკუთარი კონსტრუქციის ბორბალი. ბორბლის გამოგონებამ გადატრიალება მოახდინა კაცობრიობის განვითარებაში. შეგიძლიათ ერთი წამით მაინც წარმოიდგინოთ მოწყობილობა, დანადგარი, თუ გინდ - ავტომობილი ბორბლის გარეშე? შეუძლებელია არა? ბორბალი ნამდვილად, რომ უდიდესი მამოძრავებელი გამოგონებაა კაცობრიობის ისტორიაში.
გარდა ამისა ამ გვერდზე თქვენ გაიგებთ ბევრ საინტერესოს მათემატიკიდან, ფიზიკიდან, ქიმიიდან, ისტორიიდან და სხვას, ოღონდ არა იმას, რასაც გასწავლიან სკოლაში, არამედ - რაც უფრო დაგაინტერესებთ ან შეიძლება გამოგადგეთ ცხოვრებაში. სად, როდის და როგორ შეიქმნა პირველი დამწერლობა, პირველი კალკულატორი და შემდეგ კი პირველი კომპიუტერი? თუ იცით ვინ იყო ერთ-ერთი პირველი პროგრამისტი? ვინ იყო ალექსანდრე მაკედონელის მასწავლებელი და რას ასწავლიდა ის? როგორ აღმოაჩინეს ჟანგბადი? ვინ გამოიგონა მიკროსკოპი და სათვალე? როგორ შეიქმნა პირველი ავტომობილი? სინამდვილეში პირველმა ვინ აღმოაჩინა ამერიკა და როგორ აღმოაჩინეს ავსტრალია? რომელია ყველაზე მაღალი მწვერვალი დედამიწაზე და პირველმა ვინ დაიპყრო ის? ვინ და როდის გამოიგონა თქვენი საყვარელი მობილური ტელეფონი? ამ და სხვა უამრავ საინტერესო აღმოჩენებისა და გამოგონებების შესახებ შეიტყობთ თუ თვალ-ყურს ადევნებთ გვერდს ”ეს საინტერესოა” და თუ რამემ დაგაინტერესათ, მოიწერეთ და გაეცანით საპასუხოდ გამოქვეყნებულ მასალას. ან თუ თქვენთვის ცნობილია რაიმე იშვიათი და ბევრისათვის უცნობი, გამოგვიგზავნეთ - გამოგიქვეყნებენ.
წაიკითხეთ აგრეთვე
ტელეფონის გამოგონების ისტორიიდან
ვინ იყო ალექსანდრე მაკედონელის მასწავლებელი
ქაღალდისა და კალმის გამოგონების ისტორიიდან
დამწერლობის წარმოშობის ისტორიიდან
მისტიკა, დამთხვევა,თუ კანონზომიერება?
უცნობი ამბები აღმოჩენებისა და გამოგონებების ისტორიიდან
ჯინსის ისტორია
@ - ნიშნის წარმოშობის შესახებ
სათვალე და საკონტაქტო ლინზები
|