საბავშვო-სადღესასწაულო ცენტრი "თიენი" დაფუძნებულია 2006 წელს.
ცენტრის პრიორიტეტს წარმოადგენს მომსახურების მაღალი დონე, გამრთობთა პროფესიონალიზმი, პროგრამათა მრავალფეროვნება და ორიგინალურობა, უგემრიელესი სამზარეულო და მისაღები ფასები.
"თიენში" მოსვლისთანავე მოგხიბლავთ უსაზღვროდ თბილი, ოჯახური გარემო და კომფორტი, კეთილგანწყობილი პერსონალი და სერვისის მრავალფეროვნება.
"თიენი" თქვენს იუბილეს თუ სხვა მნიშვნელოვან თარიღს დაუვიწყარ დღესასწაულად აქცევს.
აქ მიღებული შთაბეჭდილება დიდხანს გაგყვებათ თქვენც და ყოველ მოწვეულ სტუმარსაც.
მხოლოდ "თიენში": დაბადების დღის აღნიშვნა შეუძლია ნებისმიერი ასაკის იუბილარს.
ყოველი ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილია სპეციალური საფირმო პროგრამა.
გასართობი პროგრამა დაყოფილია ასაკობრივ ჯგუფებად: 2-6წ, 6-9წ, 9-12წ და...
მხოლოდ "თიენში": სპეციალური პროგრამა ზრდასრული იუბილარებისთვის!
თინეიჯერებს კარგ განწყობას შეუქმნის DJ ან სპეციალური გასართობი პროგრამა ორიგინალური თუ ნაცნობი გმირებითა და სხვადასხვა სახის თამაშებით. რა თქმა უნდა, ყველას ყურადღებას იპყრობს საიდუმლო ოთახი, რომელიც პროგრამის სათავგადასავლო ელფერს უფრო მეტად აძლიერებს.
პატარებს, ძირითად გასართობ პროგრამასთან ერთად, განსაკუთრებით ხიბლავს მაფეთ-თოჯინების იუმორისტულ-შემეცნებითი წარმოდგენები.
ჩვენთან კიდევ ერთხელ გაგაოცებთ პროფესიონალი ფაკირი.
"თიენში" გელოდებათ როგორც თქვენთვის საყვარელი მულტფილმების ნაცნობი გმირები, ასევე სხვა ორიგინალური პერსონაჟებიც.
ყველა სტუმარი, მიუხედავად თავისი ასაკისა, სიამოვნებით ერთობა ჩვენს ლაბირინთში და სრიალებს ორიგინალურ სასრიალოებზე.
მშობლებს, დაბადების დღის განმავლობაში, შეუძლიათ როგორც დაისვენონ და ლამაზი საღამო გაატარონ ბართან, სადაც განუწყვეტლივ ისმის სასიამოვნო მუსიკა და მონიტორზე ჩანს ბავშვების გასართობი მთავარი დარბაზი, ასევე აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა თამაშებში, მოსინჯონ საკუთარი თავი კარაოკეში.
უფროსი ასაკის იუბილარებო, "თიენი" თქვენც გელით სპეციალური გასართობი პროგრამით. დაიბრუნეთ ბავშვობა 2 საათით, ამაში "თიენი" დაგეხმარებათ.
დღესასწაულს გაალამაზებს ორიგინალური ფეიერვერკი.
აქ გატარებულ დაუვიწყარ წუთებს სხვა დროსაც შესანიშნავად გაიხსენებთ, თუ ისარგებლებთ ფოტო ან ვიდეო გადაღების სერვისით.
მხოლოდ "თიენი" გთავაზობთ დაბადების დღის ან სხვა ნებისმიერი დღესასწაულის აღნიშვნას თქვენსავე მითითებულ მისამართზე, თბილისში თუ მის შემოგარენში.
დაგვითმეთ მხოლოდ 2 საათი... სანაცვლოდ მიიღებთ შესანიშნავ დღესასწაულს და უსაზღვრო მხიარულებას, თქვენთვის და თქვენთვის ძვირფასი ადამიანებისთვის!
http://www.tieni.ge/
tieni@tieni.ge
|