მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    ახდენს თუ არა გავლენას პიროვნული თვისებები ჯანმრთელობაზე ნანახია (8177) - ჯერ 04 თებერვალი 2013

     

    შეგხვედრიათ წარმატებაზე ორიენტირებული ადამიანი, რომელიც არაფრად აგდებს დაბრკოლებებს?  მისი კლასელების უმრავლესობა აღიარებს, რომ გულის შეტევა მას 20 წლამდე დაემართება. გავხართ ამ პიროვნებას? როგორც იცით, ზოგი ადამიანი სავსე ცხოვრებით ცხოვრობს, სხვები უფრო ნელ ტემპს ამჯობინებენ. შეიძლება დაგაინტერესოთ, რამდენად ზემოქმედებს ინდივიდუალური განსხვავებები ჯანმრთელობაზე. ერთმნიშვნელოვნად მოწმობს, რომ პასუხი ამ კითხვაზე დადებითია. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი. 1950-იან წლებში მაიერ ფრიდმანი (Meyer Friedman) და რეი როუზმენი   (Ray Rosenman) მიუთითებდნენ იმაზე, რასაც ადამიანები ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან ვარაუდობდნენ: არსებობს კავშირი პიროვნული მახასიათებლების ერთობლიობასა და ავად გახდომის შესაძლებლობას, განსაკუთრებით, გულის კორონარულ დაავადებებს შორის. ამ მკვლევრებმა დაადგინეს ორი ქცევითი პატერნი, რომლებსაც ტიპი A და ტიპი B უწოდეს.A ტიპის ქცევითი პატერნი არის ქცევისა და ემოციების რთული პატერნი, რომელიც უკიდურეს მეტოქეობას, აგრესიულობას, მოუთმენლობას, სულსწრაფობასა და მტრულ განწყობას გულისხმობს.

    A ტიპის ადამიანები ხშირად უკმაყოფილონი არიან საკუთარი ცხოვრების ძირითადი მხარეებით, უაღრესად კონკურენციულნი და ამბიციურნი და, ძირითადად, მარტოხელები არიან;

    B ტიპის ქცევითი პატერნი არის ყველაფერი ის, რაც არ არის A ტიპი, ანუ ამ ტიპის ინდივიდები ნაკლებად მტრულად განწყობილნი არიან, არ უყვართ კონკურენცია და ..

    ფრიდმანი და როუზმენი ამტკიცებდნენ, რომ ადამიანებს, რომლებიც A ტიპის ქცევით პატერნს ავლენენ, სხვებთან შედარებით გაცილებით უფრო ხშირად აწუხებთ გულის დაავადებებ(Friedman& Rosenman, 1974; Jenkins,1976).

    გამოკვლევებში დიდი ყურადღება ეთმობა ინდივიდებს, რომლებიც ხასიათდებიან A ტიპის ქცევითი პატერნით. გამოკვლევების მიხედვით აღმოჩნდა, რომ A ტიპის ქცევა გულის დაავადებებთან

    ერთად ბევრ სხვა თანმდევ ავადმყოფობასთანაა დაკავშირებული. ამჟამად კვლევები A ტიპის ქცევითი პატერნის იმ სპეციფიკური ელემენტების გამოვლენაზეა ფოკუსირებული, რომლებიც ყველაზე ხშირად აყენებენ ადამიანებს საფრთხის წინაშე. პიროვნული მახასიათებლებიდან ყველაზე მეტი ტოქსიკურობით მტრულიგანწყობა გამოირჩევა. მტრულმა განწყობამ შეიძლება ჯანმრთელობაზე ზემოქმედება მოახდინოს როგორც ფიზიოლოგიურად _ იწვევს რა სხეულის სტრესული რეაქციების ქრონიკულ ზეაგზნებადობას, ისე ფსიქოლოგიურად _ იწვევს რა მტრულად განწყობილ ადამიანებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და სოციალური მხარდაჭერისაგან თავის არიდებას. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ბიჰევიორალური თერაპია A ტიპის ქცევითი პატერნის შესასუსტებლად, უმრავლეს შემთხვევაში წარმატებული იყო. თუ საკუთარ თავში მტრულ განწყობას აღმოაჩენთ, საკუთარი ჯანმრთელობის დასაცავად ამ ტიპის ჩარევას უნდა მიმართოთ. ზემოთ აღნიშნული ტიპი A და მისი საწინააღმდეგო ტიპი B მკვლევრებმა ქცევასა და გულის კორონარულ დაავადებებს შორის კავშირის ასახსნელად შექმნეს. ცოტა ხნის წინ მკვლევრებმა მიუთითეს, რომ კიდევ ერთი, C ტიპის ქცევათა პატერნი, საშუალებას მოგვცემს ვიწინასწარმეტყველოთ, რომელ ინდივიდებს აქვთ კიბოთი დაავადების მეტი ალბათობა, ან ვისთან უფრო სწრაფად განვითარდება ეს ავადმყოფობა (Eysenck, 1994; Temoshok & Dreher,1992).. ქცევის  C ტიპი გულისხმობს ისეთი თვისებების

    არსებობას, როგორებიცაა: გულისხმიერება, სიმტკიცე, ან საკუთარი თავის მსხვერპლად გაღება, თანამშრომლობა და სხვათა გულის მოგება, მორიდებულობა, მოთმინება, ავტორიტეტებისადმი მორჩილება და უარყოფითი ემოციების, განსაკუთრებით, ბრაზის არგამოვლენა. C  ტიპის ქცევით პატერნს არ შეესატყვისებამებრძოლი სული”, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს კიბოს, ან სხვა რომელიმე სერიოზული ავადმყოფობის მიმდინარეობის შენელებას. “მებრძოლი სულის” ზემოქმედება მკვლევრებმა აღმოაჩინეს შიდსით დაავადებულ პაციენტებთან. ინდივიდები, რომლებიც საკუთარი სიკვდილის გარდაუვალობას არ ეგუებოდნენ, უფრო მეტხანს ცოცხლობდნენ, ვიდრე ისინი, ვინც ბედს შეეგუა ზოგადად, C ტიპის ინდივიდებისათვის დამახასიათებელი პასიური მიღება ავადმყოფობისადმი საუკეთესო მიდგომა არ არის.

       ოპტიმისტები წარუმატებლობას გარეგან მიზეზებსა და არასტაბილურ ცვალებად მოვლენებს მიაწერენ. დაძლევის ეს სტილი ძლიერ გავლენას ახდენს ოპტიმისტთა კეთილდღეობაზე. მკვლევრებმა დაამტკიცეს ოპტიმიზმის გავლენა იმუნური სისტემის მოქმედებაზე. ოპტიმისტ ადამიანებს ავადმყოფობის ნაკლები ფიზიკური სიმპტომები აქვთ, უფრო სწრაფად ახერხებენ გარკვეული ავადმყოფობებისგან გამოჯანმრთელებას, ზოგადად უფრო ჯანმრთელები არიან და უფრო მეტხანს ცხოვრობენ.

     დადებითი სამომავლო პერსპექტივები სხეულზე ქრონიკული სტრესის ზემოქმედების შემცირებაში დაგეხმარებათ და სასარგებლო ქცევების განხორციელების ალბათობას გაზრდის.

    ( ფ.ზიმბარდო : "ფსიქოლოგია და ცხოვრება". )

     

    ავტორი :ნინო ბაიდოშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ბიოლოგია | | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ბუნება/ეკოლოგია მშობელი და ოჯახი გამოცემები/პუბლიკაციები გაერთიანებები/სოციალური ქცელები საზოგადოებრივი ურთიერთობები შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა საგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები ინტერესები/კონკურსები ფიზიკური კულტურა და სპორტი გართობა/თამაშები სასწავლო დაწესებულების მართვა დასვენება/ტურიზმი სარეკლამო მომსახურება სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები ბავშვის აღზრდა ბავშვის კვება და მოვლა სასარგებლო რჩევები პედაგოგიკა/ფსიქოლოგია რელიგია მეცნიერება/ტექნიკა კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი სიახლე განათლების სფეროში მომზადება/ტესტირება/ჩაბარება მედიცინა და პროფილაქტიკა სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა კვალიფიკაციის ამაღლება ადამიანთაშორის ურთიერთობა განათლება საქართველოში და მსოფლიოში დასაქმება/კარიერა/ბიზნესი სხვა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024