მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    თაღლითობა მისაღებ გამოცდაზე ნანახია (30399) - ჯერ 24 აგვისტო 2009

    მსოფლიოს რიგ ქვეყნებში მოქმედებს უშუალოდ უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების ჩაბარების პრაქტიკა, ხოლო ზოგში კი უმაღლესში მოსახვედრად აბარებენ ერთიან სახელმწიფო გამოცდას. გამოცდების ჩატარების არც ერთი სისტემა სამწუხაროდ არ არის სრულად დაცული დარღვევებისა და თაღლითობისაგან. ყველა ქვეყანაში, როგორც წესი, აბიტურიენტი მონდომებული სწავლითა და გამოცდებისათვის დაძაბული მომზადებით აღწევს უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვას. მაგრამ უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრის პრეტენდენტთა შორის ყოველთვის გაერევიან იოლი, უშრომელი   გზების მოყვარული თაღლითები. უშუალოდ ტესტების შევსების პროცესში დარღვევების გარდა თაღლითობის სახეობებში გამოვლენილია ისეთი ნაირსახეობა, როგორიცაა - სხვის მაგივრად ტესტების ჩაბარება. საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ სანუკვარი მიზნის მისაღწევად ასეთი გზების არჩევა არა საიმედო და ზოგჯერ სახიფათოცაა. ამიტომ არც გირჩევთ დაადგეთ მას. ტესტების შემმუშავებელი ამერიკული საბჭოს (GMAC) -ის პრეზიდენტი დეივ უილსონი ადასტურებს, რომ ბოლო ორი წლის შედეგებით ნახევარი მილიონი შემოწმებული ტესტებიდან მათ საბჭომ მოახდინა თაღლითურად შევსებული 185 ტესტის ანულირება. თაღლითობის მოყვარულთა ნაწილი უკვე ჩარიცხულიც კი იყო ა.შ.შ. და კანადის ბიზნეს -   სკოლებში, მათ შორის ჰარვარდში, სტენფორდისა და ტორონტოს უნივერსიტეტებში, მაგრამ ტესტების შემოწმების შედეგად დაისაჯნენ. ა.შ.შ.- ეს ტერიტორიაზე აბიტურიენტების მიერ ტესტების ჩაბარების, მათ შორის დარღვევების შესახებ ინფორმაცია თავს იყრის სპეციალიზებულ სამსახურში - ETS -ში. დამუშავების შემდეგ ტესტირების შედეგები აბიტურიენტის ფოტოსურათთან ერთად ეგზავნება ამერიკისა და ევროპის უმაღლეს სასწავლებლებსა და ბიზნეს-სკოლებს. ამიტომ სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს აქვთ სრული ინფორმაცია მომავალი სტუდენტების თაობაზე. როგორც ამტკიცებს ორგანიზაცია   ETS - ის წარმომადგენელი რეიმონდ ნიკოსია: ”აბიტურიენტები, რომლებიც აპირებდნენ ბიზნეს-სკოლების მოტყუებას (მათი ხვედრითი წილი საერთო რაოდენობიდან არ აღემატება 1%), იყვნენ გამოაშკარავებულნი და მათ მიმართ მიიღეს მკაცრი ზომები, ხოლო ფლიდობით დაკავებული გაიძვერების საქმეები გადაეცა გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI). თაღლითობასთან ბრძოლის საინტერესო სისტემა ჩამოყალიბდა კანადაში. მაგალითად, როდესაც რომელიმე სასწავლებელი დაადგენს აბიტურიენტის მიერ დოკუმენტაციის გაყალბებას, ამ დამრღვევის შესახებ ის აუწყებს ქვეყნის ყველა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას და ამით გაიძვერობას უკეტავს კარს. მაგრამ, როგორც   სპეციალისტები აცხადებენ, თაღლითთა ფანტაზიას საზღვარი არ აქვს და ზოგჯერ საქმე კურიოზებამდეც მიდის. საილუსტრაციოდ მოგიყვანთ ერთ ამგვარ ფაქტს, რომელიც გასულ წელს გამოვლინდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე მისაღები გამოცდების დროს. ახალგაზრდა მამაკაცი თავის დის ნაცვლად აბარებდა გამოცდას მათემატიკაში. მას ეცვა ქალის სამოსი, საგულდაგულოდ ჰქონდა გაკეთებული გრიმი, სიყალბე სრულიად შემთხვევით გამოვლინდა: მათემატიკა მას არ დავიწყებია, ხოლო ქალისა და მამაკაცის ტუალეტი კი შეეშალა.

    ექსპერტები სერიოზულად აანალიზებენ იმას თუ რა უბიძგებს აბიტურიენტებს დადგნენ გაყალბების გზაზე, ”მიუხედავად თაღლითობის ყველა შემთხვევისა ჩვენ წინასწარ აკვიატებულების გარეშე უნდა მოვექცეთ თვითოეულ აბიტურიენტს, - ასეთ აზრს გამოთქვამს ტორონტოს უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლის მისაღები კომისიის ხელმძღვანელი ჩერილ მილინგტონი, - რაც უფრო პრესტიჟულია ბიზნეს-სკოლა - მით უფრო დიდი ხელფასი ექნება მის კურსდამთავრებულს, სწორედ ეს აიძულებს აბიტურიენტებს წავიდნენ რისკზე, გააყალბონ დოკუმენტები” - თქვა მან. მაგრამ, მიუხედავად ამ შეხედულების მიმტევებლებისა და ჰუმანიზმისა, აცხადებენ სხვა სპეციალისტები, ამ სახის არგუმენტების გამამართლებელ საფუძვლად მიჩნევა დაუშვებელია. მით უმეტეს, რომ თაღლითებს, როგორც გვიჩვენებს პრაქტიკა, ერთ ხვრელს თუ გადაუკეტავენ, ისინი უმალვე მოძებნიან სხვას. ამის გამო აბიტურიენტების მიერ საერთაშორისო ტესტების შევსების დროს თაღლითობის თავიდან ასაცილებლად ამერიკაში იძულებულნი გახდნენ ვიდეო და აუდიო შესაძლებლობებისა   და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების გარდა ბიომეტრიის საშუალებებისათვისაც მიემართათ. ამის შედეგად კი თაღლითობა ზოგჯერ მძიმე შედეგებითაც სრულდება. მაგალითად, ქალაქ ბალტიმორის სასამართლომ მხოლოდ გასულ წელს გაასამართლა ამ სახის დანაშაულში მხილებული ოთხი ადამიანი.

    რაზე მეტყველებს ჩვენი მონათხრობი? პირველ რიგში, ალბათ იმაზე, რომ უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად აუცილებელი არ არის აირჩიო ფლიდობის ხერხი და ყოვლად მიუღებელი მრუდე გზა. ღრმა ცოდნა ამგვარ არჩევანს ყოველთვის აჯობებს. სწორედ ამის თქმა გვინდოდა ჩვენ ქართველი აბიტურიენტისათვის.
    საქართველოში ჩატარდა 2009 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები. ზოგი აბიტურიენტი ჩაირიცხა უმაღლესში,ზოგი - გულგატეხილი დარჩა.სამწუხაროთ ზოგჯერ ასეთია რეალობა. ძვირფასო   ყოფილო აბიტურიენტებო, ტესტების შევსების გარდა გამოცდების პროცესში თქვენ გახდით მრავალი სასაცილო თუ სევდიანი ისტორიის მომსწრეები. გამოაქვეყნეთ თქვენს მიერ   დანახული ან გაგონილი ისტორია.

    ავტორი :Adminstrator კომენტარები (1)

    კომენტარები  
    გვანცა ნიჟარაძე 30 ივლისი 2013

    martlac arachveulebrivi rchevebia, male mec miwevs gamocdebi da vnaxot ramdenad gaitvaliswinebs chemi arseba :)))

    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სასწავლო პროგრამები კურსები/ტრენინგები/სტაჟირება გავაჩუქებ ვარ სპეციალისტი ვეძებ სპეციალისტს ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა მომსახურება ვიყიდი სტიპენდიები ფიზიკური კულტურა/სპორტი ვყიდი ვცვლი განათლება/სწავლება ტენდერები/გრანტები ხელოვნება/კულტურა კონფერენციები/ღონისძიებები სხვა ტურიზმი/დასვენება/გართობა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024