მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    რომელია უფრო თანამშრომლური: ჯგუფი თუ ინდივიდი? ნანახია (8886) - ჯერ 24 თებერვალი 2013

    ურთიერთდახმარება ცნობილია, როგორც თანამშრომლობა და წარმოადგენს სოციალური გაცვლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფორმას. თანამშრომლობა შეიცავს ინდივიდებს ან ჯგუფებს , რომლებიც მოქმდებენ ერთად, რათა მიაღწიონ საერთო მიზანს. ბუნებრივია დავუშვათ, რომ   თანამშრომლობას ყოველთვის ექნება ადგილი , როცა ორი ან მეტი ინდივიდი მიისწრაფვის საერთო მიზნისკენ. მაგრამ როცა დგება სიტუაცია , როცა ინდივიდი ცდილობს მაქსიმალური გახადოს თავისი მოგება, თანაც სხვის ხარჯზე ვითარდება ურთიერთობის ფორმა -კონკურენცია. ცნობილი სოციალური ურთიერთობის ე.წ. „ოქროს წესი“ - გაუკეთე სხვას ის, რაც გინდა, რომ სხვამ გაგიკეთოს შენ. მიუხედავად ამისა, ადამიანების ურთიერთობა ჩვეულებრივ ემყარება რეციპროკულობის პრინციპს. კვლევებით დასტურდება, რომ როცა სხვა გვემუქრება მაღალი კონკურენტული მანერით, ჩვენ ამავე მანერით ვპასუხობთ. როცა სხვები უფრო შემრიგებლურ სტრატეგიას ამჟღავნებენ ჩვენც მსგავსად ვპასუხობთ.   რა ხარისხშიაც თანამშრომლობისმაღალ დონეს ამჟღავნებს ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე, საპასუხოდ მეორე მხარეს შეიძლბა გაუჩნდეს ტენდენცია თანამშრომლობის მხარეს უპასუხოს ექპლუატაციით. ე.ი. ბოროტად იქნას გამოყენებული პარტნიორის თანამშრომლური ტენდენცია. თანამშრომლობა ორ ინდივიდს შორის არც ისე ადვილი მისაღწევია. ზოგჯერ ძნელია ინდივიდი გაერკვეს თავისი ოპონენტის მოტივებში, რაც შედეგად გვაძლევს ფრთხილი მიდგომის სტრატეგიას. თუ ასეთი სიძნელეებია ორი ინდივიდის ურთიერთობისას, რასაკვირველია ურთიერთობა გართულდება, როცა ურთიერთობაში ჩაბმული ინდივიდების რაოდენობა იზრდება. მართლაც აღმოჩნდა, რომ როცა სოციალურ ურთიერთობაში მონაწილეების რაოდენობა იზრდება, მათ შორის თანამშრომლობა მცირდება. აღინიშნა, რომ ამას მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს ; მაგალითად, რაც უფრო დიდია ურთიერთობაში ჩართული ინდივიდების რაოდენობა, მით უფრო მეტია ალბათობა, რომ მათ შორის ერთი მაინც მიიღებს კონკურენტულ ან ეგოისტურ სტრატეგიას, რადგან კონკურენტული სტრატეგია იწვევს სამაგიეროს გადახდის ტენდენციას, ჯგუფში ადვილად ყალიბდება კონკურენტული ტენდენცია. გარდა ამისა, როცა ურთიერთობაში ჩართული ინდივიდების რაოდენობა მატულობს, ასევე იზრდება ალბათობა, რომ ისინი დაიყოფიან დამოუკიდებელ ჯგუფებად , როგორც ამას ადგილი აქვს in-ჯგუფის და out-ჯგუფის შემთხვევაში. კერძოდ, ინივიდს, რომელიც მიეკუთვნება თითოეულ ამ ჯგუფს, ტენდენცია ექნება აჯობოს out-ჯგუფს და არა ის, რომ მაქსიამალური გახადოს საკუთარი სარგებელი.

    ერთ- ერთი მიზეზი, თუ რატომაა ჯგუფი ნაკლებად თანამშრომლური, ვიდრე ინდივიდები, თვით ჯგუფის ბაზისურ ბუნებაშია, რომ ჯგუფს აქვს ტენდენცია ჯგუფის გარეთა წევრები აღიქვან როგორც „სხვები“, რომლებიც უნდა დამარცხდნენ!   ამ ტენდენციის მნიშვნელოვანი ნაგულისხმევი აზრი ასეთია - როცა გვინდა მივაღწიოთ თანამშრომლობას ინდივიდთა დიდი რაოდენობის პირობებში და გვიხდება მათი მცირე ჯგუფებად დაყოფა, უნდაგავითვალისწინოთ ეს ტენდენცია. ყოველთვის უნდა გავაცნობიეროთ, რომ ასეტი ერთეულების გამოყოფა ხელს უწყობს კონკურენტულობას და არა თანამშრომლობას. ასეთ სიტუაციაში უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჯგუფის წევრებმა შეძლონ აქტივობების კოორდინირება, ერთად მუშაობა და თუ ეს არ არის   შესაძლებელი უნდა ვიზრუნოთ როგორმე, დავარეგულიროთ ჯგუფებს შორის შეჯიბრების ტენდენცია.   დავუსახოთ მათ საერთო მიზანი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ თანამშრომლობით მიიღწევა. ეს ტენდენცია, რომელიც ცნობილია როგორც დიქოტომია „ჩვენ - სხვები“ აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ მენეჯერებმა, რომლებსაც უწევთ ჯგუფის მართვა, არ უნდა შექმნან კონკურენტული გარემო.

     

    ლიტერატურა

    ქვარცხავა, რ. (2000). სოციალური ფსიქოლოგია. ტ. 1. ფსიქოლოგიური ბიბილიოთეკა: სახელმძღვანელოების სერია.

    ავტორი :თიკა გამყრელიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ჟურნალისტიკა და PR ტრანსპრტი ზოოლოგია მეწარმეობა საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია სექსოლოგია ლოგიკა ეკოლოგია ინვესტიციები სხვა გეოდეზია მათემატიკა ისტორია კულტუროლოგია კულინარია სამართალი სტატისტიკა მეტალურგია საბანკო საქმე ფილოსოფია ტექნოლოგია კრიმინალისტიკა ფიზკულტურა და სპორტი ვეტერინარია საბაჟო სისტემა ელექტრონიკა გეოპოლიტიკა პროგრამირება სოციოლოგია გეოლოგია უცხოური ლიტერატურა ტურიზმი ინფორმატიკა ეკონომიკა მიფოლოგია სახელმწიფო მოწყობა და მართვა არქიტექტურა მასმედია რელიგია პოლიტოლოგია მარკეტინგი და რეკლამა მრეწველობა, წარმოება პედაგოგიკა მენეჯმენტი უცხო ენები მედიცინა, ჯანმთელობა ფიზიკა კულტურა და ხელონება ლოგისტიკა საბირჟო საქმე მეცნიერება და ტექნიკა ბიოლოგია ჟურნალისტიკა ასტრონომია მშობლიური ენა და ლიტერატურა ფსიქოლოგია გადასახადები მუსიკა სოფლის მეურნეობა საერთაშორისო ურთიერთობები ქიმია ბუღალტერია და აუდიტი გეოგრაფია დაზღვევა ავიაცია მართვა ფინანსები და კრედიტი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024