ადიქციის, ადიქტური პიროვნების ცნებები განიხილება, როგორც პიროვნებისა, რომელიც საჭიროებს ფსიქიკური საქმიანობის გარკვეულ, დამატებით პირობებს, რაღაც ისეთებს, რომლებიც ავსებს პიროვნებას და მას რაღაც დამატებით უარყოფით თვისებას სძენს. ასეთ ვრცელ ინტერპრეტაციას წარმოშობს მოთხოვნები, პრაქტიკით ნაკარნახევი, რომლებიც ნარკოლოგებისა და ფსიქიატრების ზედამხედველობას მოკლებული ავადმყოფების კონტიგენტის წარმოშობას მოწმობს.
ფსიქოაქტიური ნივთიერებების (ფან) გამოყენების ავადმყოფური ბუნების შესახებ წარმოდგენები, მათ შინაარსობრივ და, შესაბამისად, ტერმინოლოგიურ ნაწილში, გარკვეული თანმიმდევრობით ვითარდებოდა . უკანასკნელ პერიოდამდე, უპირატესობით სარგებლობდა ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმყოფური გამოყენების ბიოლოგიური მოდელი. ალკოჰოლის ავადამყოფური მოხმარების შემთხვევები კლინიკურ-ბიოლოგიური ნიშნებით ერთიანდებოდა. მეტისმეტად დიდი ოდენობის ალკოჰოლის მოხმარების აღსაწერად ტერმინების ფართო დიაპაზონს იყენებდნენ. 1840 წლის შემდგომ მდგომარეობა, რომელიც ცნობილი იყო „დიპსომანიის“ სახელწოდებით, „მუდმივ ლოთობად“ ან „პაროქსიზმული ხასიათის ავადმყოფურ და გამოხატულ ალკოჰოლის წყურვილად“ იწოდებოდა. 1852 წელს შვედმა ექიმმა მაგნუს ჰუსმა შემოგვთავაზა ტერმინი „ალკოჰოლიზმი“, რათა განემარტა, როგორც ადამინის ორგანოებზე ალკოჰოლის ზემოქმედება, ისე ალკოჰოლით გამოწვეული ავადმყოფობის მდგომარეობა. საუკუნის განმავლობაში ექიმები და არაპროფესიონალები ასევე იყენებდნენ ტერმინს „ჩვეულებადქცეული ლოთობა“ და „ჩვეულებრივი ლოთი“, რათა პათოლოგიური მდგომარეობა უბრალო თრობისგან განესხვავებინათ, რომელსაც იშვიათად ჰქონდა ადგილი და შეიძლებოდა ჩვეულებრივ დღესასწაულზე შეგვხვედროდა, ალკოჰოლის გამოყენების ნორმატიული და ავადმყოფური ფორმების განსხვავება. სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების წარმოშობასთან ერთად, რომელთა მიმართაც ავადმყოფური მისწრაფებები ჩნდებობდა, ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოდიოდა ახალი ტერმინები დაბოლოებით - „მანია“ და „იზმი“. წარმოიშვა „მანიების“ გაუთავებელი სია: `ოპიომანია~, `ჰაშიშომანია“, `მორფიომანია“, `ქლორალომანია“ და `ქლოროფორმომანიაც“ კი; “იზმ”-ებიდან: `ალკოჰოლიზმი“, `ჰაშიშიზმი“, `კოკაინიზმი“ და `მორფინიზმი“. ამ ტერმინების გაუგებარმა და არათანამიმდევრულმა გამოყენებამ XIX საუკუნის ფსიქოლოგიისა და ფიზიოლოგიის წინააღმდეგობები ასახა. თუმცა, ტერმინების თვითნებური მრავალსახეობა მსგავს თანმხლებ მნიშვნელობებსაც მოიცავდა. ბოლო დროს, წამყვანი მნიშვნელობა შეიძინა ნარკოლოგიური დაავადებების ბიოფსიქოსოციალურმა მოდელმა, რომლის აქცენტი ავადმყოფების ინდივიდუალურ ფსიქოლოგიურ თავისებურებებზეა გადატანილი. მკვლევართა და პრაკტიკოსთა ყურადღება, უმეტეს წილად, ეთმობა დამოკიდებულებასთან ასოცირებული ხასიათის ნიშნების გამოვლენის თეორიის აღწერას. ქიმიური დამოკიდებულების წარმოშობა სხვადასხვა ინდივიდებში, რომლებიც შეიძლება მსგავს სოციალურ-ყოფით პირობებში იმყოფებოდნენ, თავისთავად წარმოშობს იდეას დაავადების განვითარებაში ქარაქტეროლოგიური თავისებურებების გადამწყვეტი მნიშვნელობის შესახებ. დამოკიდებული პირების გარემოში არსებული ატმოსფეროს ერთგვაროვნება და დამოკიდებულ პირთა მოჩვენებითი გარეგნული ფსიქოლოგიური მსგავსება წარმოშობს შეხედულებას გარკვეული ფსიქოლოგიური ერთგვაროვნების შესაძლებლობის შესახებ. ეს მუდმივად იყო დაკავშირებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენებისკენ მიდრეკილი სფეციფიკური ტიპის პრემორბიდის ძიებასთან. ამასთანავე, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნარკოლოგიურ ავადმყოფებს შორის ერთგვაროვანი პრემორბიდი არ არსებობს. ნარკოლოგიური დაავადებების წარმოშობასთან დაკავშირებით ერთგვაროვანი სპეციფიკური ნიშნების გამოყოფა შეუძლებელია. პრაქტიკიდან ცნობილია, რომ ნარკომანებსა და ალკოჰოლიკებს შორის ნებისმიერი ტიპის ხასიათი გვხვდება. პრემორბიდული თავისებურებებისა და ნარკოლოგიური ავადმყოფების ტიპების ამგვარი მრავალფეროვნება გამორიცხავს შესაძლებლობას იმისას, რომ შევქმნათ ნარკოლოგიური დაავადებების განვითარებისა და მიმდინარეობის უნივერსალური ფსიქოლოგიური თეორიები. რადგან დადასტურებულია შეხედულება, რომლის თანახმად, არ არსებობს ერთგვაროვანი „ნარკოლოგიური ტიპის ხასიათი”, ეს გარემოება შესაძლებლობას გვაძლევს გამოვიკვლიოთ პიროვნული აშლილობის გავრცელება ალკოჰოლური და პოლინარკომანული დამოკიდებულებით დაავადებულ, ჰოსპიტალიზებულ ავადმყოფებს შორის, „მეორე დაავადებების ღერძებს“ შორის ურთიერთობების საფუძველზე. ასე, მაგალითად, Dეჟონგ С.A. ეტ ალ. (1993)-მა გამოარკვია, რომ ალკოჰოლური დამოკიდებულების მქონე პაციენტების ჯგუფში 78%-ს ჰქონდა, მინიმუმ, ერთი პიროვნული აშლილობა, ხოლო პიროვნული აშლილობის საშუალო მაჩვენებელი ერთ პაციენტზე 1.8-ს შეადგენდა. პოლინარკომანების ჯგუფში პაციენტების 91%-ს აღენიშნებოდა, მინიმუმ, ერთი პიროვნული აშლილობის ნიშნები, ხოლო პიროვნული აშლილობის საშუალო მაჩვენებელი ერთ პაციენტზე 4.0-ს შეადგენდა. ასეთი შედეგები წარმოშობს კითხვებს იმის თაობაზე, თუ რამდენად კანონიერი და სასარგებლოა ქიმიური დამოკიდებულების პაციენტებში განსხვავება პირველ ღერძსა და დაავადებებს შორის, და არ გვაძლევს საშუალებას, ვამტკიცოთ პიროვნული პათოლოგიების კატეგორიული კლასიფიკაციის ვალიდურობა. მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს, რომ საერთოდ არა აქვს აზრი ნარკომანიისადმი გარკვეული ინდივიდუალური მიდრეკილების ძიებას. როგორც ჩანს, დამოკიდებულების ფორმირების (თავიდან აცილების) პროცესში გარკვეული, ცალკე აღებული ინდივიდუალური ნიშნების მონაწილების შესახებ ვარაუდების მიზანშეწონილობა ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიურ კვლევას მოითხოვს, რომლის პროცესშიც გონებაჭვრეტითი ჰიპოთეზები უნდა გამოირიცხოს. იმავე ლიტერატურული მონაცემებიდან ცნობილია, რომ ნარკოლოგიური დაავადების განვითარების რისკი დამოკიდებულია არა იმდენად ხასიათის პათოლოგიაზე, როგორც ასეთზე, არამედ მის ტიპზე, ნორმატიული გამოხატულების ფარგლებში. ამასთან, არსებობს კონსტიტუციური ტიპები, რომლებიც ყველაზე ხშირად ნარკოლოგიურ ავადმყოფებს შორის გვხვდება. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ რადგან უარი ვთქვით ნარკოლოგიური ავადმყოფებისათვის დამახასიათებელი ხასიათის უნიტარული ტიპების ძიებაზე, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ხასიათის სხვადასხვა ტიპების გარკვეულ, საერთო განმსაზღვრელ ნიშნებზე. სახელდება ხასიათის ნიშნები, რომლებსაც ყველაზე ხშირად მივყავართ დამოკიდებულების ჩამოყალიბებამდე. თავიანთი შინარსის მიხედვით, ისინი შეიძლება დაიყოს, მინიმუმ, 4 ჯგუფად: თვითშეგნების, დეფენზიურობის, ასოციალურობისა და კოგნიტიური დეფიციტის ჯგუფებად. ქიმიური დამოკიდებულების მკვლევართა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ავადმყოფების ხასიათების დაჯგუფებამ გარე პირობების მიმართ ფსიქიკური რეაქციების დამოკიდებულების/დამოუკიდებლობის ნიშნით. ფსიქიატრიასა და ნარკოლოგიაში ჰომო-, ჰეტერონომიურობის ცნება გარკვეული განზოგადების შედეგია, რომელიც ძირითადი ნიშნის მიხედვით ერთმანეთისგან გამოჰყოფს ენდო- და ეგზოგენურ ფსიქიკურ დაავადებებს. ჰეტერონომიურობით აღინიშნება გარე პირობების მიმართ ნერვული სისტემისა და, შესაბამისად, ფსიქიკური საქმიანობის ძლიერი დამოკიდებულების თვისებები. ჰომონომიურობა და, მისი უკიდურესი ვარიანტი – ავტონომიურობა, აღნიშნავს გარე პირობების მიმართ ფსიქიკური საქმიანობის სუსტ დამოკიდებულებას ან სრულ დამოუკიდებლობას. ცნების განსაზღვრებიდან ცხადი ხდება, რომ ნარკოდაავადებისათვის ხასიათის ჰომონომური თვისებები ჰეტეროგენულ, ანუ უცხო თვისებებს წარმოადგენს. თავის მხრივ, ჰეტერონომია ჰომოგენურია ეგზოგენური ბუნების ფსიქიკური აშლილობების მიმართ და ისინი, თვით განსაზღვრებიდან გამომდინარე, გარე ზემოქმედებების მიმართ მაღალი დამოკიდებულებით გამოირჩევა. ინდივიდის ფსიქიკისა და ხასიათის ჰეტერონომიურობის შესახებ შეხედულება ახლო დგას ფსიქოლოგიაში `პოლედამოკიდებულების” ცნებასთან. თუ კარგად დავაკვირდებით უკანასკნელ ხანებში პოპულარულად ქცეულ ტერმინს „თანადამოკიდებულება“ , მისი ფსიქოლოგიური შემადგენლობა თვალწინ წარმოგვიდგება, როგორც დამოკიდებულებისადმი ზოგადი მიდრეკილება, რის შედეგადაც ცხადი ხდება, რომ იგი ახლოსაა ჰეტერონომიისა და პოლედამოკიდებულების შესახებ წარმოდგენებთან. თანადამოკიდებულება ფსიქოლოგიურ ტიპადაც კი არ განიხილება, არამედ იგი მიიჩნევა თავისებურ ავადმყოფურ მდგომარეობად, რომლის მთავარ გამოვლინებას წარმოადგენს უკიდურესი ხარისხის პოლედამოკიდებულება, როგორც ფსიქოლოგიური ადიქციის ფორმა, ჰეტერონომური ტიპის ხასიათის უკიდურესი ვარიანტი. თანადამოკიდებულების დიაგნოზის ჩამოყალიბების აუცილებელი პირობა ის არის, რომ ინდივიდი რაღაცაზე ან ვიღაცაზე უნდა იყოს დამოკიდებული, ფსიქოლოგიურად მუდმივად უნდა იყოს დაკავშირებული რაღაც გარემოებებთან. ავტორთა შეხედულებით, ხასიათის ავადმყოფური მდგომარეობა, სახელწოდებით „თანადამოკიდებულება“, თავის მხრივ, ჩვეულებრივ, ნარკოლოგიური ან ნევროზული დაავადებების სახით ვლინდება ხოლმე. ავტორების წარმოდგენების მიხედვით, ჩვეულებრივ, ხასიათის ავადმყოფური მდგომარეობა, სახელწოდებით `თანადამოკიდებულობა”, თავის მხრივ, ნარკოლოგიურ ან ნევროზულ დაავადებებში ვლინდება. ზემოთ ხსენებული ფსიქოლოგიური თვისებები ხასიათის ცალკეულ ნიშნებს ეხება, რომლებითაც განისაზღვრება ნარკოლოგიური დაავადებების ხასიათის ჰომოგენური თავისებურებების ძირითადი არსი. ზემოთმოყვანილი ცნებები დაზუსტებას საჭიროებს. კლინიკურ პრაკტიკაში ასეთი ზოგადი მახასიათებლები ცალკეული ნიშნებისა და კლინიკური ხასიათის ტიპების სახით გვევლინებიან. ხასიათის ნიშნები, რომლებიც ჰეტერონომიის, პოლედამოკიდებულობისა და თანადამოკიდებულობის ცნებებით არის განსაზღვრული, ნარკოდაავადებებისათვის ხასიათის ჰომოგენურ თავისებურებებს წარმოადგენს. ხასიათის ეს თავისებურებები ნარკოლოგიური დაავადებების მიმართ კამორბიდულნი არიან, ანუ ისინი მათ ფსიქოლოგიურ საფუძველს ქმნიან ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ფან-ის ქრონიკული გამოყენების შედეგად პიროვნების მეორადი ცვლილებები გამოვლინდებოდეს. ფსიქოდინამიკურ განზომილებაში, რომელიც აქამდე კლინიკური წარმოდგენების ალტერნატივად გვევლინებოდა, პოლედამოკიდებულობისა და თანადამოკიდებულობის გამოვლინებები ყველაზე მკაფიოდ გამოიხატება პიროვნების აშლილობაში, სახელწოდებით `პიროვნების მოსაზღვრე ტიპი” . ნებისმიერ შემთხვევაში, ინდივიდუალური თავისებურებების ნებისმიერი თანაფარდობის პირობებში, პიროვნება ქიმიური ფან-ების გამოყენებამდე მიდის, რადგან მას უჩნდება მათი, როგორც ფსიქიკური საქმიანობის რაღაც დამატებითი პირობის, მოთხოვნილება. ინდივიდის ცხოვრებაში ფან-ის როლის შესახებ ასეთმა შეხედულებამ, როგორც რაღაც ისეთისა, რომელიც დამატებითია და თითქოს ავსებს პიროვნებას, რომელიც პიროვნებას დამატებით უარყოფით თვისებას სძენს, ასახვა ჰპოვა ადიქციის ცნებაში, რომელიც მომდინარეობს ინგლისური სიტყვიდან ადდ, რაც ნიშნავს დამატებას, შეერთებას, შეჯამებას; ადდიცტიონ-მიდრეკილებას, დამღუპველ ჩვევას; ან ამ თემისთვის კიდევ უფრო გასაგებ კონტექსტში: ადდიცტ-ნარკომანს. ტერმინი ადიქცია (ადდიცტიონ) ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძველი რომის დროიდან, როდესაც ის განისაზღვრებოდა, როგორც მოვალისა და კრედიტორის ურთიერთობა. XVII საუკუნის შუა წლებში, ტერმინი თანმხლებ თვითრეფლექსირებად მნიშვნელობას იძენს, რომელიც გამოუსწორებელი ჩვევის ქონას, მიდრეკილებას ან ვნებას, სიმპათიას, თანაგრძნობას გულისხმობს. XIX საუკუნის განმავლობაში ტერმინ ადიქციას რაღაცისადმი ერთგულების, ძლიერი ვნების, მიტმასნილობის, ძიების, მისწრაფების ან მიდრეკილების აღსანიშნად იყენებდნენ; მაგალითად, ამ ტერმინით აღნიშნავდნენ წერილების წერით, ბოტანიკით ან გაზეთებით `გატაცებას”. მხოლოდ XIX საუკუნის მიწურულს მოიცვა ამ ტერმინმა, როგორც მრავალ მიდრეკილელებებსა და დამოკიდებულებებს შორის ერთ-ერთმა, მორფის, კოკაინის, ჰეროინის, ქლორალის მსგავს ნარკოტიკებზე დამოკიდებულების მნიშვნელობა. პირველი მსოფლიო ომის დროიდან, უილიამ კოლინზის წინადადებით, ტერმინ ალკოჰოლიზმის ნაცვლად, უპირატესობა მიანიჭეს ტერმინს ადიქცია, რაც იყო გამოხატულება ახალი თეორიისა, რომლის თანახმად, ალკოჰოლიზმი უფრო `სურვილის ავადმყოფობა”, ანუ უფრო ფსიქოლოგიური პრობლემა იყო, ვიდრე ფიზიკური. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს ტერმინით `ადიქცია” ნარკოტიკების მიმართ პათოლოგიური დამოკიდებულების აღნიშვნა, რამაც ტერმინს ჩამოაშორა ერთგულებისა და მიდევნების მნიშვნელობა. აქედან დაიწყო ადიქტის ცნების გამოყენება ფსიქოლოგიურ იდენტობასთან მიმართებით, რასაც იგი ადრე არასდროს მოიცავდა. ამ დროიდან მოყოლებული, საზღვარგარეთ, მედიცინის დარგმა, რომელიც სწავლობს და მკურნალობს ქიმიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულ ავადმყოფებს, ადიქტოლოგიის სახელწოდება შეიძინა, მაშინ, როდესაც სამამულო მედიცინაში ეს დარგი ნარკოლოგიად იწოდება. ცხადია, რომ ადიქტოლოგიის ქვაკუთხედს წამოადგენს იდეა პროადიქტული პიროვნების არსის შესახებ. ხსენებული განმარტებიდან ნათელი ხდება, რომ ადიქტურ ქცევას, პიროვნების ადიქტურ თავისებურებებს ან ადიქტურ პიროვნებას შეიძლება ადგილი ჰქონდეს ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენების გარეშეც. ადიქტური ქცევა გარეგნულ პირობებზე პიროვნული დამოკიდებულების ნიშნების გამოხატულებას წარმოადგენს. პიროვნება თვითდაუკმაყოფილებელია და საჭიროებს რაიმე ნივთიერების, ენერგიის ან ინფორმაციის მიღებას გარედან, რის ერთ-ერთ გამოვლინებას ნარკოლოგიური დაავადება წარმოადგენს. ადიქტური ხასიათი, ან როგორც საზღვარგარეთ ესმით, `ადიქტური პიროვნება” პოლედამოკიდებულების” ნიშნების სპეციფიკურ გარდატეხას და მათი ქიმიური დამოკიდებულებების სახით გამოვლენას ასახავს. როგორც საზღვარგარეთ განმარტავენ, ასეთი ხასიათი ისეთი სპეციფიკის მატარებელია, რომ თავის გამოხატულებას არა ნებისმიერ დამოკიდებულობაში პოულობს, არამედ ახლა უკვე მხოლოდ ქიმიური ფან-ების მიმართ დამოკიდებულებაში. ამგვარად, სპეციალისტების აზრით, თანამედროვე ადიქტოლოგიაში წამყვანი მნიშვნელობა ავადმყოფების პიროვნულმა თავისებურებებმა შეიძინა. ადიქტურ პიროვნებას შეიძლება საფუძვლად დაედოს არა მხოლოდ ნორმატიული ხასიათის ტიპი, ან მისი უკიდურესი ვარიანტი, არამედ სრულიად განსაზღვრული პიროვნული დეფიციტიც. იდეა ქიმიური დამოკიდებულებით დაავადებულის პიროვნების აშლილობის შესახებ, მისი დეფექტურობის მნიშვნელობით, რომლის შემსუბუქებასაც პიროვნება გარკვეული `დამატებებით~, “შევსებებით” ცდილობს, ადიქტოლოგიას თავისებურ `დეფექტოლოგიად” აქცევს, რაც პიროვნებას, თავისი პიროვნული პრობლემების გადასაჭრელად, რაციონალურ გზაზე აყენებს. ქიმიურ ნივთიერებებზე დამოკიდებული ავადმყოფის გარკვეულ პიროვნულ დეფიციტს ან ქარაქტეროლოგიურ დისბალანსს სიტუაციის ფსიქოსოციალურ დეზადაპტაციამდე მივყავართ. ხოლო, ფსიქოაქტიური ნივთიერებების გათავისების პირობები წარმოგვიდგება, როგორც გასაღები ამ პიროვნების თავისებურებებისა, რაც კიდევ უფრო დიდ დეზადაპტაციას იწვევს. ადიქტოლოგიის ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ავადმყოფი ამ სიტუაციიდან გამოიყვანოს, ხელი შეუწყოს პიროვნების შეცვლაში, შეუქმნას განსხვავებული სიტუაციები და პირობები, რომლებიც ასევე მოერგება ინდივიდის პიროვნებას, როგორც მისი გასაღები, ოღონდ უკვე სხვა სახისა, რაც უზრუნველყოფს დეფიციტის კონპენსაციასა და ადაპტაციის უნარის გაზრდას. დეფექტი ან დეფიციტი, თვით განსაზღვრებიდან გამომდინარე, გულისხმობს გარკვეულ კომპენსაციას, გარედან დამატების აუცილებლობას იმ სფეროში, რომელშიც აქვს ადგილი ხსენებულ ნაკლს. ადიქციისა და ადიქტოლოგიის ტერმინების შემოღებამ შესაძლებლობა მოგვცა, გამოყენებული ნივთიერებებისაგან დამოუკიდებლად, ავადმყოფური მდგომარეობები ერთი ცნების ქვეშ გაგვეერთიანებინა. ავადმყოფებს ქიმიურ ნივთიერებებზე მათი ფსიქოფიზიკური დამოკიდებულობა აერთიანებდა. ეს იყო მომავალზე ორიენტირებული, პერსპექტიული განზოგადება, რომელიც ახალ-ახალი ნივთიერებების გამოყოფის შესაძლებლობას იძლეოდა. ამ გამჭრიახმა განზოგადებამ სხვა ისეთი ქმედებების მიმართ დამოკიდებულობის მხრივაც გაამართლა, რომლებიც არ იყო დაკავშირებული ქიმიური ნივთიერებების გამოყენებასთან. ამის შემდეგ, ადგილი ჰქონდა არა ტერმინის შეცვლას ან ახალი ცნებების შემოღებას, არამედ უკვე არსებული ცნების შინაარსის გაფართოებას. ამ მომენტიდან, შეიძლება ითქვას, რომ ადიქცია გასცდა თანამედროვე ნარკოლოგიის ფარგლებს, როგორც ის სამამულო მედიცინაში ესმით. კერძოდ, უკანასკნელ წლებში ადიქტოლოგიის საზღვრებში მოექცა აზარტული თამაშები და სხვა მოქმედებები, რომლებიც იწვევს ფსიქოფიზიკურ დამოკიდებულობას, თუმცა, აზარტული თამაშება დღემდე სხვა კატეგორიაში შედის. МКБ-10-ის კრიტერიუმების თანახმად, დაავადება, სახელწოდებით `პათოლოგიური მიდრეკილება აზარტული თამაშებისკენ” (F 63.0), ჩვევებისა და მისწრაფებების აშლილობების კატეგორიაში ექცევა (F 63)" თუმცა, არ შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკაში სიტუაციის ზემოთმითითებულ ცვლილებებთან მიმართებით, ტერმინს ცვლილება არ განუცდია. ტერმინში ადიქცია იგულისხმება არა მხოლოდ ახალი, გაფართოვებული შინაარსი, არამედ განსხვავებული ლინგვისტური ინტერპრეტაციაც. როგორც ზემოთ უკვე ითქვა, სიტყვას ადიქტი ასევე აქვს თანმხლები მნიშვნელობა – დამატება, აუცილებელი მიერთება, რომლის გარეშეც ადამიანს ცხოვრება არ შეუძლია. ადიქტი მიზნად ისახავს გარკვეული ფსიქოფიზიკური და სულიერი მდგომარეობის მიღწევას. ამასთან, ადგილი აქვს გარშემო მყოფი ობიექტების, პირების ან ჩვეული ქმედებების გადაჭარბებულ გამოყენებას. მკვლევარები დამოკიდებულობის (ადიქციის) განვითარების შესაძლებლობას უშვებენ არა მხოლოდ ორგანიზმში ნივთიერებების შეყვანის საშუალებით, არამედ სუბიექტის მიერ განხორციელებული ქმედებებისა და თანმხლები ემოციების გზითაც. ასევე შეიძლება შეგვხვდეს ტერმინი დამოკიდებული ქცევის დაავადება, რომელიც აერთიანებს ადიქციის სხვადასხვა სახეობებს, რომლებიც, თავის მხრივ, დიდი ნარკომანული სინდრომის სტერეოტიპის გზით ვითარდება . ავტორების თანახმად, დამოკიდებული ქცევის დაავადება განმარტებულია, როგორც ქრონიკული ფსიქოგენური არაფსიქოტიკური ფსიქიკური აშლილობა, რომელიც პიროვნების ეტაპობრივ პათოლოგიურ განვითარებაში მდგო
|