ძილის დარღვევები ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური თემაა დღევანდელი საზოგადოებისათვის. ის საკმაოდ ხშირია, როგორ ბავშვებში, ისე მოზარდებსა და მოზრდილებში. ხშირად ვლინდება, როგორც მეორადი სინდრომი, ანუ ის რაღაც სხვა, პირველადი ფაქტორიდანაა გამოწვეული. მაგალითად, დეპრესიით, სტრესით, ალკოლოსა და ნარკოტიკების ჭარბი გამოყენებით.
გამოყოფენ ძილის დარღვევების ორ ძირითად კატეგორიას: დისომნიები და პარასომნიები. დისომნიები წარმოადგენს ძილის ნეირო-ფიზიოლოგიური მექანიზმების მოშლას და ვლინდება ინსომნიისა და ჰიპერსომნიის სახით. ინსომნია ძილის ყველაზე ცნობილი დარღვევაა ახალგაზრდებში, ის უკავშირდება ჩაძინების ან ხანგრძლივ ძილთან დაკავშირებულ პრობლემებს. შეიძლება გამოწვეული იყოს შფოთვით ან დეპრესიით. ხშირია ეს სიმპტომები: ჩაძინების პრობლემა, ხშირი გაღვიძება, ადრე გაღვიძება, დაღლილობის შეგრძნება გაღვიძებისას (დიდი ხნით ძილის შემდეგაც კი) და დაღლილობის შეგრძნება დღის განმავლობაში. ჰიპერსომნია არის გადაჭარბებული ძილიანობა. ამ დროს ადამიანებს, ღამის განმავლობაში სძინავთ 12 საათის მანძილზე და ასევე, დღის განმავლობაში რამდენიმე ხანმოკლე ძილით. ისინი იღვიძებენ რთულად და გრძნობენ დეზორიენტაციას, ენერგიის დეფიციტს, ახასიათებთ ნელი აზროვნება და მეტყველება, მადის დაკარგვა, მეხსიერების პრობლემები. რაც შეეხება პარასომნიებს, ეს არის ძილის დარღვევა, რომელიც გამოიხატება ძილის დროს არაადექვატური ქცევებით. პარასომნია მოიცავს ისეთ სინდრომებს როგორიცაა: ღამის კოშმარი, ძილში სიარული, საუბარი, ღამის კოშმარები და შიშები. განვიხილოთ თითოეული მათგანი. ღამის კოშმარს თან ახლავს ფიზიოლოგიურ რეაქციები, მეორე დღეს ადამიანს ნათლად ახსოვს თავისი სიზმარი. ღამის სიზმარი მოზრდილობაში სერიოზული დარღვევაა, ხოლო ბავშვობაში ნორმალურია და ხშირად სტრესის გამკლავების კარგი საშუალებაა. ღამის შიშებს ახასიათებს კივილი, მშფოთვარე რეაქციები, ოფლიანობა, კანკალი, პანიკური მდგომარეობა, ადამიანი ვერ აცნობიერებს გარემოცვას, გათიშულია და მეორე დღეს არაფერი ახსოვს. სომნილოგია-ეს არის ძილში გაუცნობიერებლად საუბარი, გაურკვეველი ბგერების გამოცემა. სომნაბულიზმი- ეს არის ძილში სიარული, რაც განსაკუთრებით ხშირია 6-12 წლამდე. ადამიანი აკეთებს კომპლექსურ მოქმედებებს ძილში, დადის, ავტომობილს ატარებს, ხშირად დანაშაულსაც სჩადის და მეორე დღეს არ ახსოვს. ძილის აპნეა- ეს არის ძილის დროს სუნთქვის შეწყვეტა, ტვინი არ გადასცემს სიგნალს სასუნთქ სისტემას, შედეგად ახასიათებთ ხვრინვა. სამწუხაროდ, საქართველოში ძილის დარღვევებს სეროიზულად არგანიხილავენ და თვლიან, რომ მარტივი პრობლემაა, თუმცა, ის ძალიან მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და შესაბამისად, ბევრ დაავადებასა და გამოფიტვას იწვევს. გამოყენებული ლიტერატურა:
SYNOPSIS OF PSYCHIATR HAROLD 1. KAPLAN, M.D.
http://en.wikipedia.org/wiki/Sleep_disorder http://supersleep.ru/?ITEM_ID=850
|