ყოველი ადამიანი ამქვეყნად ცხოვრობს იმისათვის, რომ მიაღწიოს რაღაც, მისთვის განკუთვნილ მიზანს; იპოვოს საკუთარი მოწოდება და ეცადოს, უპირველეს ყოვლისა, იყოს პიროვნება.
მოწოდება - ეს არის ის, რისკენაც მიისწრაფის ადამიანი და ცდილობს განახორციე-ლოს იგი. მთავარია, მოიპოვო თავისუფლება, დაიცვა საკუთარი ინტერესები და წარმოა-ჩინო საკუთარი „მე“, განავითარო პირადი ჩანაფიქრი და ეცადო გახდე საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, ჩამოიყალიბო ცხოვრებისეული მოთხოვნები და გაითავისო ისი-ნი, შეგეძლოს გარშემომყოფთა ყურადღების მიპყრობა და მათთან ურთიერთობის დამ-ყარება, რადგან „ყველაზე დიდი ფუფუნება ადამიანთა ურთიერთობაა“...
მნიშვნელოვანია, არასოდეს დაკარგო სიმხნევე და საკუთარი პიროვნება, ეცადო მიი-ღო პატივისცემა სხვებისგან და, რაც მთავარია, იზრუნო, რომ ცხოვრებაში წარმოადგენ-დე „ ვინმეს“ და არა- „რამეს“, თუმცა, ეს არ არის ადვილი- ამისათვის დიდი შრომა და შესაფერისი გამოცდილებაა საჭირო. სწორედ, ეს იგულისხმება კ.გამსახურდიას სიტ-ყვებში: „ შრომაა უდიდესი სიქველე ამქვეყნად და არც არაფერი ამშვენებს ისე ვაჟკაცს, როგორც შრომაში გამოჩენილი სიმამაცე. უდიდესი სიამაყე შეუდგება სულს, როცა შემოქმედების შენის ნაყოფი ქვეყანასა და მიწას სამკაულად გამოადგება“. მთავარია, ამ ყოველივეს შენივე შესაძლებლობებით მიაღწიო, რადგან, როგორაც გ.რჩეულიშვილი აღნიშნავდა: „ვნებათა სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტრფობაში“; ილიას აზრით კი, „ქვეყანა ტაძარი კი არ არის, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა შრომობდეს და მუშაობდეს.“
იპოვო საკუთარი მოწოდება არ არის ადვილი. უნდა ეძიებდე მუდამ და ყოველგან, უნდა იყო დაძაბული აღმოჩენის მოლოდინში. - ამაზე მიგვითითებს ნ.ბარათაშვილიც: „ეძიო ყრმაო შენ მხვედრი შენი, ვინძლო, იპოვნო შენი საშვენი!..“ - აღმოჩენისა, რომელ-შიც ადამიანი ეცდება სულის მთელი სირთულის მოწესრიგებას, წინააღმდეგობრივი ძა-ლებისა და მათი ცვალებადობის წვდომასა და ცხოვრების იდუმალების ამოცნობას... მაგრამ მოწოდების წვდომის გზა, მხოლოდ საკუთარი ბილიკების გავლას არ უნდა მოიაზრებდეს. ჩვენს გვერდით მყოფი „სხვები“ ჩვენთვის „მნიშვნელოვან სხვებად“ უნ-და გადაიქცნენ, რათა შევძლოთ მათთვის დახმარების გაწევა, რადგან სხვებისათვის გა-ღებული ღვაწლი ჩვენვე დიდ ბედნიერებას მოგვანიჭებს, რომ არაფერი ვთქვათ, პიროვ-ნულ ზრდაზე, მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მიზნების განხორციელებისკენ მანძი-ლის შემცირებაზე - ამაზე მიგვანიშნებს ვიქტორ ჰიუგოს სიტყვებიც: „მინდა ვიყო სახე-ლოვანი- ეს ბედნიერებაა, მაგრამ სასარგებლოც მინდა ვიყო- ეს მოვალეობაა.“ |