ბუნების სხვადასხვაგვარი სახე
„ სიცოცხლე ბუნების საუკეთესო გამოგონებაა, სიკვდილი მისთვის სიცოცხლის ზრდისა და გაძლიერების საშუალებაა“.(გოეთე)
ჩვენ, ადამიანები ვცხოვრობთ ბუნების გარემოცვაში და ყოველდღიურად ვხედავთ და ვაკვირდებით მის სილამაზეს, რომელიც, ერთი შეხედვით, მარტივად აღსაქმელი და შესაცნობია, მაგრამ მისი აზრისა და მისწრაფების სიმტკიცე გასაოცარი და საკვირველია, მისი მნიშვნელობა უდიდესია, როგორც ვ.ფშაველა ანიშნავდა, „მისი გონიერი მოქმედე-ბა ადამიანის გონიერებას ბევრად აღემატება.“
„ბუნებას არა აქვს ენა, სიტყვები, მაგრამ ქმნის ათასობით ენასა და გულს, რომელთა მეშვეობითაც ლაპარაკობს და გრძნობს“( გოეთე ).
მისი მნიშვნელოვნება გამოიხატება იმაშიც, რომ მწერლები ხშირად იყენებენ ბუნების აღწერის სახეებს თავიანთ შემოქმედებაში. ისინი ამით მეტად მხატვრულსა და სასია-მოვნოს ხდიან ნაწარმოებს, რომელსაც მკითხველისათვის უდიდესი ზეგავლენის მოხ-დენა შეუძლია. ხშირად, ისინი თავიანთი ნაწარმოებების მეტად გასააქტიურებლად, ბუ-ნების შემადგენელ ნაწილებს ადამიანურ თვისებებს ანიჭებენ - ახდენენ განპიროვნებას. მსგავსი ქმედება არაერთი მწერლის არაერთ ნაწარმოებში გვხვდება.
ამგვარად, ბუნების დატვირთვა ძალზედ დიდია- იგი წარმოგვიდგება ისევე როგორც ყოველდღიური თვალით აღსაქმელი სილამაზე, სინაზე და სიმშვენიერე, ასევე ლიტერა-ტურული სიმდიდრისა და მხატვრულობის ერთ-ერთი წყარო. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სასურველია, სრულებით მივენდოთ გოეთეს სიტყვრბს, რომ „ ბუნება ყველაფერია: ის კეთილია, ბრძენია, ცბიერია, მაგრამ მხოლოდ სიკეთეს ემსახურება.“ |