მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    ქორწინება -როგორ გადავარჩინოთ იგი?! ნანახია (3799) - ჯერ 26 აგვისტო 2016

     რა არის ქორწინება? - ბედნიერება თუ დაბრკოლებებით აღსავსე ცხოვრების გზა; სიყვარული თუ ტკივილი; შენარჩუნებული თბილი ურთიერთობა თუ რუტინისაგან გაყინული ურთიერთდამოკიდებულება; სასიამოვნო მეგობრობა თუ მომაბეზრებელი სიახლოვე; დამთმობლობა თუ დაუძლეველი სიამაყე; მშვიდი გარემოება თუ იძულები-თი შეგუება... არაერთი მსგავსი კითხვა შეიძლება გაგვიჩნდეს, როცა მსჯელობა ქორწინე-ბის შესახებ მიმდინარეობს.

          ზოგისათვის ქორწინება ცხოვრებისეული მოვალეობაა, ან კიდევ, მარტო დარჩენის ში-შის კონპესირება. მაგრამ, საბედნიეროდ, არსებობენ ისეთებიც, რომელნიც ქორწინებაში ხედავენ ბევრად მეტს, ვიდრე სხვებისათვის გამართული დემონსტრაციაა ან, უარეს შემ-თხვევაში, მხოლოდ ბიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების ლეგიტიმური საშუალება. როცა ურთიერთობა ორ ინდივიდს შორის ამაზე მეტად არ ღრმავდება, პი-როვნება რჩება დაუკმაყოფილებელი და მარტო. ამის საწინააღმდეგოდ, ოჯახის შექმნი-სას თანაცხოვრების საკუთარი სტილის გამომუშავება საფუძველია ერთობისათვის, რო-მელიც მომდევნო წლებში შეიძლება სულიერ ჰარმონიაში გადაიზარდოს. აქვე მოიაზრე-ბა, მეუღლეთა ერთობლივი ურთიერთქმედებით, მომავალი თაობისათვის გარემოს, ოჯახური ატმოსფეროს შექმნა, ოჯახის კულტურის ფორმირება. ინდივიდუალუ დონე-ზე კი, იმ უნიკალურობისა და თანასწორუფლებიანობის გაცნობიერება, რაც მიუხედა-ვად სულიერი თუ მორალური განვითარების დონის სხვადასხვაობისა, ყველა ადამიან-ზე ვრცლდება. ქორწინების ფარგლებში კი მნიშვნელოვანია კაცისა და ქალის თანასწო-რუფლებიანობის საკითხი- ორ სქესს შორის ბიოლოგიური განსხვავებისდა მიუხედავად (ბიოლოგიურად ქალი და კაცი ურთიერთშემავსებელნი არიან, მათ ერთმანეთი სჭირდე-ბათ რეპროდუქციისთვის, ცხოვრების უმთავრესი მიზნის- სახეობის განუწყვეტელი არ-სებობის უზრუნველსაყოფად ), ისინი სულიერად, „მე“-ს დონეზე თანასწორნი არიან- ორივენი ადამიანები არიან, ორივეს გააჩნია ინდივიდუალობა.

          ხშირად, ქორწინების კრიზისში დიდ როლს თამაშობს ის, რომ ადამიანს არ სურს შეიცნოს საკუთარი უარყოფითი მხარე, ხოლო მეუღლის ნაკლოვანებებს ცხადად აღიქ-ვამს. არ უნდა გავიგოთ, რომ რომელიმე მეუღლე, რომელსაც ასეთი ხედვა აქვს შემუშა-ვებული, ‘ცუდი’ ადამიანია- ცალკ-ცალკე ორივე მათგანი დადებით, მშვენიერ ცხოვრე-ბისეულ პერსონაჟად გვევლინება. მაგრამ, თუნდაც, მრავალი წლის ერთად ცხოვრებისდა მიუხედავად, მათ ვერ აღმოუჩენიათ ერთმანეთის ინდივიდუალობა, რაც გადაფარულია პარტნიორში ‘შავ-ბნელი’ მახასიათებლის წინ წამოწევით, ერთმანეთის სიხარულისა და სევდის გაუზიარებლობით. საყვედურებით მოცული განწყობების გაძლიერებამ კი უკან ჩამოიტოვა ის დიდი სიხარულის გრძნობა, რომელიც მომდინა-რეობს ურთირთნდობის გაცნობიერებიდან. ურთიერთგაცნობიერების საფუძველი კი თვითგაცნობიერების, შინაგანი სიმწიფისაკენ სწრაფვაშია საძიებელი.-   თუ ადამიანის ცხოვრება სხვებისათვის საკუთარი შეცდომების მიზეზების გადაბრალებით შემოიფარ-გლება, რაც საკუთარი თავის ისეთად მიღების შეუძლებლობაზე მიუთითებს, როგორიც ის რეალურად არის, მაშინ ადამიანს არ შეუძლია ნამდვილი თვითშემეცნება, ეს კი დიდ წვლილს შეიტანს მეუღლეთა შორის ურთიერთვერგაგებაში, რადგან ადამიანს თუ არ შეუძლია საკუთარი თავის მიღება როგორც საკუთარი უპირატესობებით, ასევე ნაკლო-ვანებებით, მითუმეტეს, ვერ შეძლებს მეორე ადამიანის- მეუღლის მიღებას.

          ზოგიერთმა ჩვენგანმა, შესაძლოა, მეუღლეთა შორის დაძაბულობის ასახსნელად, დაა-სახელოს სხვადასხვა მიზეზი. მაგალითად, ისეთი, როგორიცაა დიდი ასაკობრივი გან-სხვავება მეუღლეთა შორის, ან/და ურთიერთგანსხვავებული რელიგია ან იდეოლოგია, მაგრამ არცერთი მათგანი არ არის ამ შემთხვევაში გადამწყვეტი, რადგან ტოლერანტო-ბის გამოჩენითა და, ამის საფუძველზე, მეუღლისათვის იმ თავისუფლების მინიჭებით, რომელსაც საკუთარი თავისთვის ვისურვებდით, ურთიერთშეთანხმება მიღწევადი ხდე-ბა.

     

          ზემოთ განხილულის საფუძველზე ისევე, როგორც პრობლემის ყველა ასპექტზე ყურა-დღების გამახვილებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ შინაგანი განვითარების გა-ნუწყვეტლობამ შეიძლება იხსნას ადამიანთა შორისი, და მათ შორის ქორწინებრივი, ურ-თიერთობა ნგრევისაგან!

    ავტორი :თეონა ნუცუბიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა კინო და მუსიკა სიახლე განათლების სფეროში გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული განათლება საქართველოში და მსოფლიოში კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი სოციოლოგია, პოლიტოლოგია ჟურნალისტიკა, PR დასაქმება და კარიერა მათემატიკა ეკონომიკა ქიმია აბიტურიენტი და გამოცდები ბავშვის მოვლა და აღზრდა პრესა განათლების შესახებ მშობლიური ენა და ლიტერატურა მოდა და დიზაინი ფსიქოლოგია ფიზიკა სხვა სპორტი და ექსტრიმი ფინანსები მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია ბუნება, ეკოლოგია სკოლა და მოსწავლე ოჯახი, მშობლები და ბავშვი გართობა და თამაშები გეოგრაფია ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება უცხო ენები ხელოვნება და კულტურა საგანმანათლებლო დაწესებულება რელიგია იურისპრუდენცია პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი ბიოლოგია
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024