სომატოფორმული აშლილობა, როგორც შფოთვითი აშლილობის ერთ-ერთი სახეობა, არც თუ ისე, იშვიათ გამონაკლის წარმოადგენს. სწორედ, ამიტომ ის გართულებებს ქმნის საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, არამარტო აშლილობის მქონე ადამიანებისათვის, არამედ მათი გარემოცვისათვის და იმ სპეციალისტებისათვის, რომლებიც მათთან მუ-შაობით არიან დაკავებულნი. გარდა იმისა, რომ სომატოფორმული აშლილობა თავისი-ვე თავში მოიაზრებს ადამიანის ფუნქციონირების, ცხოვრების ჩვეული რიტმის დარღვე-ვას, სერიოზულ პრობლემას ვხვდებით დიაგნოზის დასმისასაც- ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ სომატოფორმული აშლილობის შესახებ დასმული დიაგნოზი მცდარი აღმოჩნდეს და ნამდვილი პრობლემა ორგანულ დონეზე იყოს საძებნი (Merskey, 2004).
აუცილებელია, სომატოფორმული აშლილობა გავმიჯნოთ ფსიქოფიზიოლოგიური აშ-ლილობისგან, სადაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც ფსიქოსოციალური, ასევე ფიზიკური ფაქტორები და მათი ურთიერთშერწყმა განაპირობებს დარღვევის ჩამოყალი-ბებასა თუ განვითარებას. სომატოფორმული აშლილობის შემთხვევაში კი საქმე სხვაგვა-რადაა- ეს არის ფსიქოსოციალური ფაქტორებით ფორმირებული აშლილობა, რომელიც არ ატარებს სამედიცინო სახეს, თუმცა პაციენტის ჩივილები, სწორედ, რომ სომატურ სფეროს უკავშირდება. ხშირ შემთხვევაში, მისი ეს არსებითი მახასიათებლები ხდება დაბნეულობის მიზეზი და გვაყენებს ამ გაურკვევლობით გამოწვეული გართულებების წინაშე. მითუმეტეს, რომ პაციენტის ფიზიკური ჩივილები, შესაძლოა, იმდენად ჰგავდეს ორგანული დაავადებისათვის დამახასიათებელს, რომ მათი ერთმანეთისაგან გარჩევა, თითქმის, შეუძლებელიც კი იყოს. ორიდან- ორგანული დარღვევის დიაგნოზის დასმა მაშინ, როცა სინამდვილეში სომატოფორმულ აშლილობასთან გვაქვს საქმე ან/და პირი-ქით, წმინდად სამედიცინო მდგომარეობის სომატოფორმულ აშლილობად გამოცხადება - რომელიმე შეცდომის დაშვება უკავშირდება გართულებებს არასწორი დიაგნოზის დას-მისა თუ შემდგომი მკურნალობის არაეფექტურობის თვალსაზრისით. აღნიშნული საფ-რთხის მოსალოდნელობას არაერთი კვლევა ადასტურებს. ასე, მაგალითად, მსოფლიო მაშტაბით ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ ერთი მეხუთედი იმ ადამიანებისა (რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია), რომლებსაც მკურნალობენ, როგორც სამედიცინო პაციანტებს, შესაძლოა, ნამდვილად არიან კონვერსიული აშლილობის საფრთხის ქვეშ (Mergel et al.,2007; de Waal et al.,2004; Fink et al.,2004). მაგრამ, ყოველივე აღნიშნულისდა მიუხედავად, არ უნდა შევიდეთ შეცდომაში და სომატოფორმული აშლილობა გამოვაც-ხადოთ რომელიმე სამედიცინო დაავადებად, ან პირიქით, რადგან მისი განხილვისას, საქმე გვაქვს ფსიქოსოციალურ აშლილობასთან, რომელიც ფიზიკური ფაქტორებით მხო-ლოდ შენიღბულია.- აქვე მთავრდება სომატოფორმულ აშლილობებში ფიზიკური ფაქ-ტორების მონაწილეობის როლი.
დიაგნოზის დასმის სირთულის დასაძლევად, მნიშვნელოვანია, ექიმმა ყურადღება მიაქციოს სიმპტომების ყველა ფიზიკურ მიზეზს, გამოარკვიოს სიმპტომები და სამედი-ცინო ისტორია, გამოიყენოს ტესტი საფუძველმდებარე მიზეზების გამოსააშკარავებლად. ამისათვის უნდა გამოვიყენოთ:
ლაბორატორიული ტესტირება იმისათვის, რომ გამოვრიცხოთ სისხლში გლუკოზის დონე ( ჰიპიგლიცემია ან ჰიპერგლიცემია), თირკმლის სისუსტე ან ნარკოტიკთან დაკავ-შირებული მიზეზები;
წარმოსახვითი ( Imaging ) შესწავლა, როგორებიცაა გულის x- დასხივება, CT სკანირება ან MRI;
ელექტროენცეფალოგრამა ( EEG )- ტესტი, რომელიც იყენებს გრძნობებს ტვინში ელექ-ტრული აქტივობის შესამცირებლად;
ელექტროკარდიოგრამა ( EGG, EKG )- ტესტი, რომელიც იწერს გულის ფუნქციონი-რებას, გულის კუნთიდან მომდინარე ელექტრული ნაკადების გაზომვით;
თუ არცერთი აღნიშნული ფიზიკური მიზეზი არ იქნა დადგენილი, მაშინ შეიძლება პაციენტი გადაიგზავნოს ნევროლოგთან ან ფსიქიატრიულ კონსულტაციისათვის.
ასე, რომ ყოველივე ზემოთ აღნიშნულსა და სხვა წყაროებზე, თეორიებსა და გამოც-დილ პრაქტიკაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ, მიუხედავად სწორი დიაგ-ნოზის დასმის შესაძლებლობის სირთულისა, სიფრთხილის გამოჩენითა და შესაბამისი ცოდნით, სპეციალისტებს შეუძლიათ საკითხის დადებითად გადაწყვეტა და ამით სტა-ტიის სათაურში დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა- შესაძლებელია სამედიცინო მდგო-მარეობის სომატოფორმული აშლილობისაგან განსხვავება.
|