თითქმის ნახევარი საუკუნეა კაცობრიობა ყოველწლიურად, 22 აპრილს აღნიშნავს დედამიწის საერთაშორისო დღეს. მთელ ცივილიზებულ სამყაროში - ეს უკვე საყოველთაოდ აღიარებული ტრადიციაა.
ეს დღე ამერიკელმა სენატორმა გეილორდ ნელსონმა მას შემდეგ დააარსა, რაც 1969 წელს სანტაბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რამაც ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება გამოიწვია. ამ დღის აღნიშვნაში მონაწილეობა 20 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
დედამიწის საერთაშორისო დღე მსოფლიოში 43-ედ აღინიშნება. წელს მისი მთავარი თემაა „კლიმატის ცვლილების სახე”- ექსტრემალური ამინდი, დაკარგული სახეობები, დაბინძურებული გარემო - ჩვენი დღევანდელობა.
ყოველ წელს ამ დღეს მილიონობით ადამიანი მსოფლიოს 192 ქვეყანაში აღნიშნავს. საქართველოში დედამიწის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.
ყოველდღიურად გავუფრთხილდეთ ჩვენს დედამიწას, ვიზრუნოთ ჩვენს გარემოზე!
|