„აჭარაბეთი“ წარმოგიდგენთ რიგით მე–8 თბილისის მოდის კვირეულს, რომელიც კომპანიაჯეოფეშენის ორგანიზებით 23 – 26 აპრილს, მეიდან ჯგუფის საღონისძიებო სივრცე თბილელისმუზეუმ ქარვასლაში გაიმართება. მოდის კვირეულის მთავარი ლოკაცია შეფუთული იქნებაგენერალური სპონსორის ყავა „კარტ ნუარის“ კრეატივით და მასში განთავსებული იქნება როგორცჩვენებების პოდიუმი, ასევე დიზაინერების კოლექციების შოუ რუმი და აქსესუარების ქართველი დიზაინერების ახალინამუშევრების გამოფენა.
თბილისის 4 დღიან მოდის კვირეულს ბევრი უცხოელი სტუმარი ეყოლება, რომელთაც სასტუმრო „ჰოლიდეი ინ თბილისი“უმასპინძლებს: ფრანგული სააგენტო „Paris Planet Fashion” დამფუძნებელი – ფაროუკ ჩექოუფი, რომელიც თბილისისმოდის კვირეულის პარტნიორი და წარმომადგენელი გახდა ევროპაში, მოსკოვიდან „ბიურო 24/7“ მთავარი რედაქტორი,მილანელი ფეშენ აიქონ – ჯიანი ფონტანა, იტალიელი ფოტო ფეშენ ბლოგერი ჯანლუკა სენესე, აზერბაიჯანიდან ჟურნალების“L’Officiel” და “ნარგიზის” მთავარი რედაქტორები, თურქეთიდან ჟურნალი „OK”, სტამბულის და ყაზახეთის მოდისკვირეულის ორგანიზატორები. ასევე ბაერები და სფეროს წარმომადგენლები აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან დათურქეთიდან.
შემოდგომა–ზათრის სეზონის კოლექციებს თბილისის მოდის კვირეულზე 20–მდე დიზაინერი წარადგენს: საზღვარგარეთმოღვაწე დიზაინერები რია ქებურია და გიორგი შაღაშვილი, ეკა ბალანჩივაძე, ქეთი ჩხიკვაძე, აკა ნანიტაშვილი, ატელიე 10ა,ატელიე კიკალა, ატელიე მატერია, ტატუნა ნიკოლაიშვილი და ავთანდილ ცქვიტინიძე. დიზაინერები სიმონ მაჩაბელი დათამარა კოპალიანი (პეპელა) პრეფომანსებით წარდგებიან მაყურებლის წინაშე. ასევე, თბილისის სამხატვრო აკადემიასთანთანამშრომლობით გაიმართება დამწყებ დიაზინერთა კონკურსი “NewComers Day”, რომლის გამარჯვებულებიც სხვადასხვაპრიზებით დაჯილდოვდებიან. თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში კიდევ რამდენიმე ჩვენება/ღონისძიება იგეგმება, რის შესახებ ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ამასთანავე, თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართება 3 უცხოელი დიზაინერის ჩვენება – აინურ ტურისბეკ(ყაზახეთი) , კსენია შნაიდერი (უკრაინა) და ამერიკელი მარკ ბაუერის წვეულება, რომელზეც მისი ბოლო კოლექციიდანრამდენიმე კოსტუმს ქართველი მოდელები წარმოადგენენ. მარკ ბაუერის კლიენტები არიან მომღერალი ბიონსე, ჯეიმიალექსანერი, სერიალ გმირების ახალგაზრდა ვარსკვლავი ჰეიდენ პანეტიერრე და მსოფლიო ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი.
როგორც ყოველთვის, წელსაც კასტინგის შედეგად შერჩეული სხვა და სხვა სააგენტოს 26 მოდელისგან შემდგარი 2 ჯგურიმოემსახურება თბილისის მოდის კვირეულის ჩვენებებს და პერფომანსებს. გოგონების მაკიაჟსა და თმის ვარცხნილობაზეიზრუნებს სილამაზის სალონების ქსელი „ნატალი“, რომელიც დამსწრე საზოგადოებას რამდენიმე სიურპრიზსაც უმზადებსკვირეულის ფარგლებში.
კულტურისა და ძელთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში რამდენიმემასტერკლასი და მრგვალი მაგიდა გაიმართება, რომელის დროსაც პროფესიონალი და დამწყები დიზაინერები შეძლებენუცხოელი სტუმრებისაგან მიიღონ მეტი ცოდნა და გამოცდილება თანამედროვე მოდის სტანდარტებისა და ტენდენციებისშესახებ, რაც მათ პროფესიულ განვითარებაში შეუწყობს ხელს. ასევე დაგეგმილია მასტერკლასები ფოტო და მოდისჟურნალისტებისათვის, რაც ასევე ახალი გამოცდილება და ექსპერიმენტი იქნება
ქართველი ახალბედა თუ პროფესიონალებისათვის. მასტერკლასებსა და მრგვალ მაგიდებს სასტუმრო „ჰოლიდეი ინ თბილისი“უმასპინძლებს, ისევე როგორც თავად უცხოელ სტუმრებს და რამდენიმე დახურულ ღონისძიებას. მასტერკლასების დროსსტუმრებსგენერალურის სპონსორის ყავით „კარტ ნუარ“ გაუმასპინძლდებიან.
თბილისის მოდის კვირეული ყველაზე კრეატიური და ინოვაციური ღონისძიებაა საქართველოს მოდის კალენდარში, რომლისფარგლებშიც პროფესიონალ თუ დამწყებ დიზაინერებს, მოდელებსა თუ ამ სფეროს სხვა წარმომადგენლებს, ეძლევათ შანსიწარმოაჩინონ საკუთარი თავი და შესაძლებლობები.
წარმდგენი – „აჭარაბეთი“
გენერალური სპონსორი - „კარტ ნუარი“
ოფიციალური მასპინძელი – სასტუმრო „Holiday Inn”
მთავარი ლოკაცია – მეიდან ჯგუფის საღონისძიებო სივრცე თბილელის მუზეუმი ქარვასლა.
პარტნიორები - “ჯორჯიან ივენტსი”, სამოდელო სააგენტო „ჯეომოდელსი“, „გაბუნია და პარტიორები“, “აითინოვეიშენს“.
მხარდამჭერები: კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია და თბილისის სამხატვრო აკადემია.
სპონსორები: სილამაზის სალონების ქსელი „ნატალი“, „კიკალა სტუდიო“, კონიაკი „სარაჯიშვილი“, ტავერნა „მონოპოლი”,წყალი „ბაკურიანი“, კალა ჯგუფის რესტორნები „კალა“ და „პასტორალი“.
პრინტ პარტნიორი – „First Floor Group”
საინფორმაციო მხარდამჭერები: რადიო „ფორტუნა“, „Georgia Today“, „Music Box“, „Focus Tv“. გენერალური მედიაპარტნიორი - “რუსთავი 2”.
წყარო: http://www.tbilisifashionweek.com/
|