მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    გვიანი მოზრდილობა: ეიჯიზმი, სტერეოტიპები, კოგნიტური ცვლილებები მოხუცებულობაში ნანახია (10268) - ჯერ 08 აგვისტო 2013

    ბევრი ადამიანისათვის სიბერე შემზარავად ჟღერს. მათ ეშინიათ ენერგიის, კონტროლის, მოძრაობის თავისუფლების, ინტელექტის დაკარგვის. ამ ყველაფერს ართულებს სტერეოტიპები, რომლებიც ხანშიშესულ ადამიანებზე არსებობს საზოგადოებაში. არსებობს დადებითი და უარყოფითი სტერეოტიპები, თუმცა ორივე ტიპის აზრი უარყოფს მოხუცებულ ადამიანებში ინდივიდუალური განსხვავებების არსებობს და მათ შესახებ ერთგვარ წარმოდგენას ქმნის. საზოგადოების აზრმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მოხუცების შესახებ გატარებულ პოლიტიკურ თუ სოციალურ რეფორმებზე. სტერეოტიპებში არსებობს ასევე გენდერული განსხვავება. ერთერთი კვლევით დადასტურდა რომ კინოფილმებში მოხუცებულ ქალებს გაცილებით უფრო ხშირად გამოხატავენ როგორც არამიმზიდველ, ბოროტ ადამიანებს.

       დღესდღესობით, მოხუცებულთა ფენა ბევრი სტერეოტიპის ქვეშ ექცევა. ხალხი ფიქრობს, რომ ხანში შესული ადამიანები უფრო ღარიბები არიან, უფრო სუსტები და ნაკლებად შეუძლიათ პროფესიული დავალებების შესრულება. არსებობს აზრი რომ მათ უჭირთ აზროვნება და არ აქვთ ახალი შეხედულებების გაზიარების უნარი. რაც შეეხება პოზიტიურ სტერეოტიპებს, ესენია: მოხუცებულები აქტიურად მონაწილეობენ ქვეყნის პოლიტიკაში, ისინი უფრო ადვილად კონტაქტობენ სხვებთან, არიან კარგი მსმენელები, კარგად გამოსდით ბავშვებთან ურთიერთბა, კარგად ეპყრობიან შვილიშვილებს.

       ამერიკელ სტუდენტებთან ჩატარებული ერთ-ერთი  კვლევა აჩვენებდა, რომ სტუდენტები უარყოფითად იყვნენ განწყობილნი ხანშიშესული ადამიანებისადმი. ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ 60 წლის შემდეგ ადამიანში ბევრი უარყოფითი თვისება ვლინდება. გარდა ამისა, ამბობდნენ, რომ მათ არ უყვართ მოხუცებთან ერთად დროის გატარება, რადგან ისინი მოსაწყენები არიან და ბევრს ლაპარაკობენ. გარდა ამისა, სტუდეტთა დიდი ნაწილი თვლიდა, რომ მოხუცებული ადამიანები არ არიან ჭკვიანები და აქტიურები, მიუხედავად იმისა, რომ მათი ბებია-ბაბუა საკმაოდ ენერგიულად იყვნენ ჩაბმული პროფესიულ საქმიანობაში. სხვა კვლევების მიხედვით, შეხედულებები ხანში შესულთა შესახებ ხშირად კონტრადიქტორულია. მათ მოიხსენიებენ ერთდროულად ბრძენებად და უჭკუოებად, კეთილებად და უჟმურებად.   ზოგადად, სწორედ ეს უარყოფითი სტერეოტიპები გვიქმნის სიბერის შიშს და თუ სტერეოტიპებთან ბრძოლას შევძლებთ, უარყოფითი შეგრძნებებიც შემცირდება.

    სოციოკულტურული პერსპექტივები.

       ადამიანები ყოველთვის არ არიან შეშინებულნი სიბერის პერსპექტივით. მაგალითად ჩინეთში, იაპონიასა და აღმოსავლური კულტურის სხვა ქვეყნებში ხანში შესულ ადამიანებს პატივისცემით ეპყრობიან და მათ აზრს ყოველთვის იზიარებენ. აღმოსავლური კულტურისთვის დამახასიათებელია უფროსი და ახალგაზრდა თაობების თანაცხოვრება, რაც ინდივიდუალისტურ კულტურაში სულ უფრო ნაკლებად გვხვდება. თუმცა ასეთი დამოკიდებულება, მაგალითად იაპონიაში, ყველაზე მეტად შუა ხნის ადამიანებს აქვთ, რომლებიც ქალაქგარეთ ცხოვრობენ და უფრო ნაკლებად ახალგაზრდებს და ქალაქის მაცხოვრებლებს.

       ამერიკის კოლონიზაციის პერიოდში იქაური მოსახლეობა გრძელ სიბერეს ღვთის საჩუქრად თვლიდა კარგად განვლილი ცხოვრებისათვის. ეს იმიტომაც ხდებოდა, რომ იმ დროს იშვიათი იყო ადამიანის ხანგრძლივი ცხოვრება.  დღესდღეისობით ამერიკაში საშუალო ასაკი მუდმივად იზრდება. ამის მიზეზი ნაწილობრივ გაუმჯობესებული ჯანდაცვის სისტემაა.

     

    კოგნიტური ცვლილებები გვიან მოზრდილობაში

       გონებრივი ოპერაციების შესრულების სიჩქარე: მრავალმა კველვებმა აჩვენა, რომ ინტელექტუალური ფუნქცია, რომელიც დამოკიდებულია სიჩქარეზე   მცირდება მოხუც ხალხში. მათ ახასიათებთ ნელი რეაქციები, ნელი აღქმის პროცესები და ზოგადად ნელი შემეცნებითი პროცესები. მაგალითად სტანდარტული მეხსიერების ამოცანებში, რომელიც დამოკიდებული იყო დროზე ჩატარებულ იქნა კვლევები, სადაც 30-70 წლამდე ასაკის ადამიანები მონაწილეობდნენ. შედარებით მარტივ შემეცნებით ამოცანებში , მაგალითად მონაწილეებმა უნდა შეადარონ სხვადასხვა ობიექტების ზომები, აღმოჩნდა რომ მოხუცებს დაახლოებით 50 %-ით მეტი დრო სჭირდებოდათ ამოხსნისთვის ვიდრე ახალგაზრდებს.

       ამ ფუნქციების შესქრულების სიჩქარე შეიძლება განპირობებული იყოს ასაკთან ასოცირებული ნევროლოგიური ცვლილებებით, ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს სხვადასხვა სტრატეგიით გამოწვეული რომელსაც მოხუცი ადამიანები იყენებენ. მაგალითად მოხუცები უფრო ზუსტად აფასებენ მოვლენებს ვიდრე ახალგაზრდები.  სტუდენტები რეგულარულად სწავლობენ პრაქტიკაში სხვადასხვა საკითხებს გამოცდებისთვსი, მოხუცები კი როგორც წესი აღარ იმეორებენ ნასწავლს დიდი ხნის განმავლობაში. ბევრი ხანდაზმული ადამიანი ტესტს იმიტომ აკეთებს ნელა რომ მათ არ უვარჯიშიათ თავიაანთ უნარებში უახლოესი დროის განმავლობაში. ამგვარად, შემეცნებითი ფუნქციების სიჩქარის კლება გამოწვეულია ასაკის მატებით.

      ხანდაზმული ადამიანები ხშირად სწავლობენ ახალ სტრატეგიებს დაკარგული შემეცნების სიჩქარის კომპენსაციისთვის. ერთ-ერთ კვლევაში, მოხუცებული ბეჭდავდა ისევე სწრაფად როგორც ახალგაზრდები მიუხედავად მისი შენელებული ვიზუალური პროცესებისა, შენელებული რეაქციის დროისა და შემცირებული სიმარჯვისა. თუმცა როდესაც სიტყვების რიცხვი   კონტროლდეობდა და შეზღუდული იყო, მოხუცებულის ბეჭდვის სიჩქარე მნიშვნელოვნად ნელი იყო ვიდრე ახალგაზრდა მბეჭდავების.

       ვ. შაი  იკვლვედა ასაკთან დაკავშირებულ   სხვადასხვა შემეცნებითი შესაძლებლობების ცვლილებებს 50 წლის ზემოთ. მან შეისწავლა მრავალი დაბერებასთან დაკავშირებული ფაქტორები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგები ეხებოდა 6 კოგნიტურ ფაქტორის ცვლილებას, ესენია: ვერბალური უნარები, სივრცეში ორიენტაცია, ინდუქციური მსჯელობა, ციფრული (რიცხვებთან დაკავშირებული) უნარები, აღქმის სიჩქარე  და ვერბალური მეხსიერება.

      მნიშვნელოვანია რომ ასაკთან დაკავშირებული კოგნიტური ფუნქციების გაუარესების კომპენსცია შეიძლება მოხდეს დამატებითი ძალისხმევით ან უკეთესი სტრატეგიების ქონით პრობლემის მოგვარებისთვის. გარდა ამისა შესაძლებლობების გაუარესების შეგრძნების შემცირების კომპენსირება ხდება გამოცდილებით, რომელიც ადამიანს საკმაოდ აქვს დაგროვილი მოხუცებულიბის ასაკისათვის.

      ზოგიერთი ადამიანი მეტად განიცდის ასაკში კონგიტური უნარების გაუარესებას, შემეცნების შემცირება, ვიდრე სხვები. ამის გამო მოხუცებულმა ადამიანმა შეიძლება ზედმეტი ყურადღება გამახვილოს მხოლოდ დანაკარგებზე და უუნარობაზე , და დაგროვილი სიბრძნე რომელიც მას აქვვს ვეღარ გამოიყენოს შესაბამისად, სხვა უნარების დაქვეითების კომპენსირებისთვის.

      მნიშვნელოვანი შემეცნებითი უნარების შეზღუდვები მოხუცებულობაში   შეიძლება გამოწვეული იყოს ასევე სხვადასხვა ფაქტორებით, მათ შორის დავადებებით როგორიცაა დემენცია , ალცჰეoმერი და ინსულტი.

    ავტორი :ვანო ჯანიაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    პედაგოგიკა გეოდეზია გადასახადები კულინარია ელექტრონიკა ინფორმატიკა მართვა ბიოლოგია ფიზიკა ტექნოლოგია ქიმია საბაჟო სისტემა ლოგიკა საერთაშორისო ურთიერთობები სახელმწიფო მოწყობა და მართვა კულტუროლოგია პოლიტოლოგია მუსიკა მასმედია უცხოური ლიტერატურა მიფოლოგია მათემატიკა რელიგია ფინანსები და კრედიტი გეოლოგია პროგრამირება საბანკო საქმე არქიტექტურა ფილოსოფია ტურიზმი სამართალი მეწარმეობა გეოგრაფია მეცნიერება და ტექნიკა სხვა ჟურნალისტიკა და PR სტატისტიკა მედიცინა, ჯანმთელობა ჟურნალისტიკა მენეჯმენტი ბუღალტერია და აუდიტი ზოოლოგია ეკონომიკა ფიზკულტურა და სპორტი ეკოლოგია ვეტერინარია უცხო ენები კულტურა და ხელონება ისტორია სოფლის მეურნეობა მრეწველობა, წარმოება ფსიქოლოგია ასტრონომია მშობლიური ენა და ლიტერატურა საბირჟო საქმე ტრანსპრტი კრიმინალისტიკა ლოგისტიკა საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია მარკეტინგი და რეკლამა მეტალურგია გეოპოლიტიკა სოციოლოგია ავიაცია ინვესტიციები სექსოლოგია დაზღვევა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024