ფლორისტიკით გატაცება მუდმივად, ყოველდღიურად იზრდება, ადამიანებს სურთ მიიღონ მონაწილეობა ფლორისტული კომპოზიციების შედგენაში და დაეუფლონ სათანადო ცოდნას. ამ ადამიანთა წრე არ იზღუდება მხოლოდ სპეციალისტებით, ფლორისტიკაში მოდიან სხვა და სხვა სფეროებიდან და ყველას ამოძრავებს ერთი სურვილი - ფლორისტიკის ჯადოსნური სამყაროს გათვითცნობიერება.
ბოლო წლებში გამოკვეთილი ტენდენციები ცხადყოფენ, რომ წარმოიშვა ბაღის მოწყობის, მაგიდის გაწყობის, დეკორირების კულტურის სრულიად ახალი ნაერთი, რომლის განსაზღვრაში უკვე ვერ შეიზღუდები ტერმინით - „ფლორისტიკა“ და რომელიც, ჩვენის აზრით, მოითხოვს სრულიად ახალ განმარტებას - „ფლორისტული დიზაინი“. ახალმა რეალობამ წარმოქმნა დიზაინის ამ სახეობის პროფესიის თანამედროვე განმარტებისა და აღწერილობის აუცილებლობა. იმავდროულად, თუ გავითვალისწინებთ ფლორისტიკის, მებაღეობის, დეკორისა და ინტერიერის დეკორატორის პროფესიათა შორის ურთიერთქმედების ტენდენციებს, ცხადი ხდება რა მიმართულებებით ვითარდება ფლორისტული დიზაინი და რა შანსები იქმნება ფლორისტების პროფესიული ინტერესების სფეროში. აქამდე არსებულმა იმიტაციებმა დაასრულეს არსებობა, სულ უფრო დიდ მხარდაჭერას იძენს ფლორისტული კულტურა, რომელიც ყალიბდება ამჟამად.
თანამედროვე ფლორისტული დიზაინის საყოველთაოდ აღიარებულმა მეტრმა - გრეგორ ლეშმა საჯაროდ ჩამოაყალიბა გამოკვეთილი ტენდენციების ხედვა და ფლორისტული გაფორმების ხუთი საწყისი წყარო, რომელთა პრინციპებს, მისი აზრით, განაპირობებს დიზაინერის შთაგონების ხუთი გზა: იდეა, კულტურა, მასალა, დიზაინი; შესრულების ტექნიკა, ემოციები.
გაფორმების ხუთი გზის თეორია ცდილობს უშუალოდ დიზაინერზე მოახდინოს გავლენა - დაიყვანოს მის ცნობიერებამდე, ერთის მხრივ, თვით ამ გზების არსებობის ფაქტი, მეორეს მხრივ კი, წარმოქმნას პროფესიულად-ორიენტირებული, ტექნიკურად სრულყოფილი, მხატვრულად შესატყვისი, თემების შესაბამისი ინდივიდუალური თავისებურება.
ამის გათვალისწინებით მიზნად დავისახეთ სწავლების ისეთი სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელიც მოიცავს ცოდნასა და უნარ-ჩვევებს ხუთივე სფეროში და კატეგორიების საყოველთაოდ აღიარებული მაორგანიზებელი სქემის მიხედვით გადმოსცემს კომპოზიციების. ამ სტრუქტურის გათვალისწინებით პროფესიონალი ფლორისტები შეავსებენ ცოდნის ბაგაჟს, დაინტერესებულ მოყვარულთა დიდი წრე ინტენსიურ კურსზე ჯერ შეისწავლის ძირითად საბაზო საწყისებს, ხოლო შემდგომ კი მცირესაათიანი მასტერკლასების მეშვეობით დაეუფლება ფლორისტიკის უახლეს ტექნიკებს. ამგვარი მიდგომა ერთის მხრივ - პასუხობს პიროვნების შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზაციის მზარდ მოთხოვნილებას, მეორეს მხრივ კი - უყალიბებს უნარს ცვალებად ბაზარს მოარგოს საკუთარი ნაშრომი და, იმავდროულად, შესძენს დამოუკიდებელ, განუმეორებელ ინდივიდუალურ სტილს.
მომხმარებლური სამყაროსგან განსხვავებით, ამჟამად სულ უფრო აქტიურად ვითარდება გამოცდილებასა და განცდაზე დაფუძნებული კულტურა. უკვე ნახსენები ბაღის, მაგიდის მორთვისა და დეკორაციის კულტურა ქმნიან ახალ სივრცეს მასმედიაში, სწავლებისადმი მიდგომებში, სასწავლო მასალებში და ვლინდებიან ამ თემებზე გამართულ დისკუსიებში.
პროფესიონალმა, ან გათვითცნობიერებულმა მოყვარულმა ფლორისტმა მებაღეობაში, დეკორირებასა და ინტერიერში არსებულ დამაკავშირებელ სეგმენტებში ინოვაციებსა და იდეებზე დაყრდნობით უნდა გამოიმუშავოს საკუთარი, ცნობადი სტილი. ამისათვის, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩვენს მიერ შეთავაზებული მიდგომები და, პირველ რიგში, პროფესიულად-ორიენტირებული ცოდნა და უნარ-ჩვევები, აგრეთვე სახელობო ტექნიკის დაუფლება ხელს უწყობენ სასწავლო კურსის მსმენელებს კომპოზიციების ფართო სპექტრის შექმნაში. ცალკეული ტექნიკების და ზოგიერთი სამუშაოების შესასრულებლად საჭირო დამხმარე კონსტრუირების თაობაზე ცოდნის მიწოდებასთან ერთად ჩვენ ვახერხებთ მივაწოდოთ მსურველებს ინფორმაცია და ვუჩვენოთ მათ ცნობილი და უახლესი ფორმები, რომლებსაც თავის ნამუშევრებში იყენებენ თანამედროვე ფლორისტიკის მეტრები, გარდა ამისა მივცეთ ცოდნა მცენარეული და კონსტრუქციების ასაგებად საჭირო მასალების შესახებ.
ყველა შესასრულებელი სამუშაოები მასტერკასებში თემებისა და სეზონების მიხედვით არის მოწესრიგებული - გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ხოლო ზამთარი აქტიურადაა დაკავშირებული საშობაო-საახალწლო დღესასწაულებთან. გერმანიაში შობას/ Weihnachten/Advent და ახალ წელს საერთოდ მეხუთე სეზონს უწოდებენ.
თამამად შემოაბიჯეთ ფლორისტიკის ჯადოსნურ სამყაროში - მობრძანდით ჩვენს სასწავლო კურსზე და მასტერკლასებზე, რათა გავუზიაროთ ერთმანეთს საოცარი შთაგონება! |