მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

    გამოცდისა ან ჩათვლისათვის მომზადების დროს ლიტერატურასა თუ ინტერნეტში ძებნის პროცესში ხშირად გადავეყრებით ხოლმე საინტერესო, სასარგებლო და ზოგჯერ საოცარ ინფორმაციას. საიტის ეს გვერდი განკუთვნილია სწორედ ასეთი ხასიათის მასალების გამოსაქვეყნებლად. აქტიურად გამოიყენეთ მისი შესაძლებლობები ამ სახის მასალების გასაცნობად ან თქვენ მიერ მოპოვებული საინტერესო ინფორმაციის განთავსებისათვის.


                                                           

    სტუდენტების ტიპები /კატეგორიების მიხედვით/ ნანახია (6448) - ჯერ 25 აგვისტო 2009

    წარმატებული სტუდენტი - მამრობითი სქესის ინდივიდებში 3-4 ჯერ ნაკლებად შეინიშნება, ჯგუფში პოპულარობით მაინც და მაინც არ სარგებლობს. ძირითადი მახასიათებელი - იცის ყველაფერი და ყველაფრის შესახებ. პედანტურად აკონსპექტებს ლექციებს, განურჩევლად ემზადება ყველა სემინარისათვის, გააჩნია დიდი გონებრივი პოტენციალი და ამიტომ არის წარმატებული. თვითონ იშვიათად იწყებს საუბარს, მაგრამ თუ გამოელაპარაკე, თავზე დაგახლის ენციკლოპედიური მოცულობის ინფორმაციას. სტუდენტების ნაწილს კარგი ურთიერთობები გააჩნია მასთან, ვინაიდან ხშირად ეხმარება ან გადასაწერად აძლევს დავალებებს. მას ვერ წარმოუდგენია კონსპექტებისა და საჭირო ლიტერატურის გარეშე არსებობა ან ლექციების გაცდენა. ჯგუფელების არა ფორმალურ შეკრებაზე შეუძლია ნასვამ თანაკურსელს, თუ ის ხელში ჩაიგდო მსმენელად, უყვებოდეს მეცნიერული თეორიების ან აღმოჩენების შესახებ. ჩათვლებსა და გამოცდების შეფასებებს მას უწერენ ავტომატურ რეჟიმში. თუ გამონაკლისის სახით გამოცდაზე მიიღო არა უმაღლესი შეფასება - ეს მისთვის იქცევა უმძიმეს მორალურ ტრავმად.

    ბეჯითი სტუდენტი - ამ გულმოდგინე კატეგორიაში მამრობითი სქესის ინდივიდების რაოდენობა უკეთეს შემთხვევაში ორჯერ ნაკლებია მდედრობითთან შედარებით. ძირითადი მახასიათებელია - არ აცდენს ლექციებს, პრაქტიკულ თუ ლაბორატორიულ მეცადინეობას, ემზადება ზედმეტი დაძაბულობის გარეშე, მაგრამ საკმარისად, შეუსრულებელს არ ტოვებს არც ერთ დავალებას. სწრაფად და კარგად აღიქვავს შესასწავლი მასალის არსს. გამოცდებს აბარებს კარგად და წარმატებით. ჯგუფელების არა ფორმალურ შეკრებებს არ აცდენს, მაგრამ თავს არ აძლევს მხიარულობის ან მოლხენის უფლებას, ყოველთვის შებოჭილია

    მზუთხავი სტუდენტი - სტუდენტთა ეს კატეგორია წარმოდგენილია ორი ქვე ტიპით - ზომიერი და სრული მზუთხავი. ზომიერი მზუთხავების კატეგორიაში სხვა და სხვა მიზეზების გამო დროთა განმავლობაში შეიძლება აღმოჩნდეს ბეჯითი სტუდენტიც, ხოლო ამ ტიპის სტუდენტი ”უკუ ევოლუციის” შედეგად იქცეს სრულ მზუთხავად. მამრობითი სქესის ინდივიდები ამ კატეგორიაში თითქმის არ არსებობენ. ორივე ქვე ტიპის ძირითადი მახასიათებელია, რომ ლექციების შემდეგაც ისინი არ წყვეტენ მეცადინეობას, იყენებენ მხოლოდ სავალდებულო ლიტერატურას. სრული მზუთხავი იმის გამო, რომ ძნელად აღიქვავს ლექციურ მასალას, ემზადება ყველა თემაში და საკითხში, იზეპირებს დიდ ტექსტებს. თუ პირველი ქვე ტიპი გამოცდებზე იმსახურებს ზომიერად მაღალ ქულებს, მისი მეზობელი - საკმაოდ დაბალ შეფასებებს. ერთმანეთ შორის ამ ქვე ტიპებს ანტაგონიზმი არ გააჩნიათ. მათ, როგორც წესია არ უყვართ წარმატებული და ბეჯითი სტუდენტები, თანაკურსელებში არ სარგებლობენ დიდი პატივისცემით. პირველი ქვე ტიპი შეგნებულად არ ეხმარება სხვა სტუდენტებს, ხოლო მეორე - ვერ შესძლებს ძალიანაც რომ მოინდომოს..

    თავხედი სტუდენტი - წარმოადგენს საკმაოდ აგრესიულ ტიპს, მიუხედავად ამისა კოლექტივი მას ადვილად ეგუება, ვინაიდან მისი აგრესიულობა ან დემონსტრატიული გაბედულობა ძირითადად გამოიხატება მასწავლებლებთან ურთიერთობაში. მას არ გააჩნია დიდი პოტენციალი, ამასთან არც თვლის საჭიროდ მიმართოს ის, რაც გააჩნია საგნების შესწავლაზე. აქვს საჭირო ნაცნობობა ინსტიტუტში ან ირჩევს ფასიანი სწავლის ფორმას. ლექციებზე დადის არა სტაბილურად, თუმცა ესწრება უმეტესს, ლექციებზე იქცევა მშვიდად, მას ძირითადად ახასიათებს თავდაჯერებულობა, ის თვლის, რომ მართალია ყოველთვის, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს ასე არ არის, მაინც არ თმობს პოზიციებს. გამოცდებზე ღებულობს ყველა დონის დადებით შეფასებებს, პრობლემები ექმნება მხოლოდ პრინციპულ მასწავლებლებთან.

    მლიქვნელი სტუდენტი - ამ ლაქუცა კატეგორიაში მამრობითი სქესის ინდივიდები არც თუ ისე ხშირია. ამ ტიპის სტუდენტი ესწრება ყველა ლექციას და სხვა სახის მეცადინეობას. არ გააჩნია სწავლის დიდი პოტენციალი. ის გამოკვეთილად ყურადღებიანია ყველას მიმართ, განსაკუთრებით კი ლექტორებთან ურთიერთობისა. როგორც წესი ლექციებზე ზის პირველ რიგებში, მრავალ ხერხს მიმართავს იმისათვის, რომ დაარწმუნოს ლექტორი, რომ გააჩნია საკუთარი შეხედულება ნებისმიერ საკითხზე, უყვარს აზრის გამოთქმა და დისკუსიაში ჩართვა სხვა კატეგორიის სტუდენტებთან, ხშირად მასწავლებელთანაც იმის ხაზგასმით, რომ მისი საგანი ყველაზე მნიშვნელოვანია და რომ თავისუფალ დროსაც კი დაკავებულია ამ საგნის შესწავლით. ხშირად და ყველა საკითხზე მასწავლებელს უსვავს შეკითხვას, ამით ვითომ და ადასტურებს დაინტერესებასა და მონდომებას. კოლექტივს ძნელად ეგუება. იგი არ უყვარს მზუთხავებს, ხშირად თავხედი სტუდენტის დაცინვის საგნად იქცევა. მშვიდობიან თანაცხოვრებას აღწევს წარმატებულ და ბეჯით სტუდენტთან. მშვიდად ემზადება გამოცდებისათვის და უმეტესად ღებულობს საკმაოდ მაღალ შეფასებას.

    მუქთახორა სტუდენტი - გავრცელებულია საშუალოდ. ამ კატეგორიაში მამრობითი სქესის ინდივიდის რაოდენობა 2-3 ჯერ ჭარბობს მდედრობითზე. შეიძლება გააჩნდეს საკმაო გონებრივი პოტენციალი და შემოქმედებითი უნარი. ძირითადი მახასიათებელი - აცდენს თითქმის ყველა ლექციასა და მეცადინეობას, პერიოდულად ესწრება იმ საგნებში, რომლებშიც ღებულობს დადებით ან მაღალ შეფასებებს. სწავლის გარდა ინტერესდება მუსიკით, დიზაინით და ა.შ., ახერხებს ფულის შოვნას. კოლექტივში პოპულარულია, გარდა მზუთხავებისა კარგი ურთიერთობები გააჩნია ყველა კატეგორიის თანაკურსელებთან. ეხმარება სტუდენტებსა და ლექტორებს, უბეჭდავს მათ ან უმრავლებს საკურსოებს და კონსპექტებს. აგრეთვე ეხმარება დეკანატს, დაუზარებელია კონკურსების, კონცერტების, სხვა ღონისძიებების მომზადებაში. კარგი ურთიერთობები აქვს უმეტეს ლექტორთან, ჩათვლებს ხშირად ავტომატურ რეჟიმში აღწევს, გამოცდებზე ღებულობს მხოლოდ დადებით შეფასებებს.

    უპასუხისმგებლო სტუდენტი - მეტწილად წარმოდგენილია მამრობითი სქესის ინდივიდებით. მას არ გააჩნია დიდი პოტენციალი სწავლაში, არ გამოირჩევა შემოქმედებითებით. ძირითადი მახასიათებელი - გაცდენილი აქვს თითქმის ყველა ლექცია, სესიიდან სესიამდე მოჰყვება დავალიანებების კუდები. უფრო მეტად ვერ ამთავრებს ინსტიტუტს.

    ავტორი :ნიკა კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სხვა ფინანსები სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა ფიზიკა სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება სიახლე განათლების სფეროში გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული პრესა განათლების შესახებ ხელოვნება და კულტურა განათლება საქართველოში და მსოფლიოში ბუნება, ეკოლოგია ბავშვის მოვლა და აღზრდა რელიგია მშობლიური ენა და ლიტერატურა იურისპრუდენცია დასაქმება და კარიერა ოჯახი, მშობლები და ბავშვი კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი ბიოლოგია ეკონომიკა აბიტურიენტი და გამოცდები გართობა და თამაშები საგანმანათლებლო დაწესებულება სოციოლოგია, პოლიტოლოგია პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი სკოლა და მოსწავლე გეოგრაფია ჟურნალისტიკა, PR უცხო ენები ქიმია მათემატიკა მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები ფსიქოლოგია სპორტი და ექსტრიმი მოდა და დიზაინი მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია კინო და მუსიკა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024