ჩინური ტრადიციის მიხედვით ცხენი არის კეთილშობილების, დიდების, კარგი გემოვნების და გაბედულობის სიმბოლო. ამ ნიშნისთვის დამახასიათებელია ისეთი თვისებები, როგორიცაა პრაქტიკულობა, შეუზღუდაობა და ფეთქებადი ხასიათი.
ცხენის ჩინური სახელწოდებაა - „Ма“
ჩინური ზოდიაქოს - მეშვიდე ნიშანია.
შესაბამისი დასავლური ნიშანია- ლომი
ცხენი არის: 1942, 1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014, 2026 წლების სიმბოლო.
ცხენის წელი ძალაში შედის 31.01.2014 - დან და გაგრძელდება 02.18.2015 წლის 02. 18 - მდე.
წლის კოსმიური ელემენტია - ხე, ფერი - ლურჯი.
2014 წელი საშუალებას მისცემს მრავალს მიაღწიოს უმაღლეს მიზნებს, განახორციელოს ფართომასშტაბიანი გეგმები და განახორციელოს დიდი ხნის ოცნება. მაგრამ იმისათვის, რომ სრულად ისარგებლონ არსებული შესაძლებლობებით მოუწევთ ბრძოლა. ამიტომაც წელს წარმატებული იქნება ადამიანი ენერგიული, აქტიური, ქმედითუნარიანი, მაშინაც კი, თუ გზაზე დახვდება დაბრკოლებები. ეს წელიწადი ხელსაყრელია იმ ადამიანისთვის, ვინც მოგზაურებს, ისევე ვინც ცხოვრობს სამშობლოდან შორს. ცხენი უმზადებს სერიოზულ გამოცდას მათ, ვინც მისდევს დინებას და არ ფიქრობს მიზანშეწონილობაზე.
ფინანსური თვალსაზრისით: ცხენის წელი არ არის დიდად წამატებული - რთული ხდება ყოველდღიურად განსაზღვრო ფინანსური სახსრები. დიდწილად ეს მოხდება იმის გამო, რომ ცხენი ყველა სფეროზე ახდენს ემოციურ გავლენას. ძალიან ბევრს მოუწევს გარღვევა ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობამდე: სრული უიმედობიდან - უსაზღვრო ოპტიმიზმამდე და პირიქით, იმ შემთხვევაშიც კი თუ შეგვიძლია არსებულ ვითარებაში დასაბუთებულად ბიზნესის კეთება.
ბევრისთვის 2014 - იქნება ვნებიანი რომანების წელი, რაც აგრეთვე იქნება ცხენის გავლენის შედეგი. თუმცა, ამ შემთხვევაში, აქტიურობის ელემენტიც შეიტანს თავის კორექტივებს: ურთიერთობაში, რომელიც დაიწყება ხის ცხენის წელს წარმოდგენილი იქნება არა მხოლოდ ძლიერი გრძნობები, არამედ ჯანსაღი გაანგარიშების ელემენტიც.
2014 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით პ.გლობასგან.
ვერძი
ვარსკვლავები ურჩევენ ადამიანებს, რომლებიც დაბადებულნი არიან ვერძის ნიშნის ქვეშ მომავალ წელს შეინარჩუნონ მეტი სიმშვიდე და მოიშორონ უარყოფითი ემოციები, წინააღმდეგ შემთხვევაში ემოციურმა გამოცდილებამ შეიძლება სერიოზულად დააზიანოს მათი ჯანმრთელობა. თუ დაიოკებენ საკუთარ ემოციებს ასეთი პიროვნებები გააძლიერებენ და არ დაფანტავენ ურთიერთობებს ადამიანებთან, რომელზეც დიდწილად დამოკიდებულია ვერძის მომავალი. საქმიანობა, რომელიც 2014 წელს საუკეთესო შედეგების მომტანი იქნება გახდება ის, რომელიც მოითხოვს ხანგრძლივ მოგზაურობას და სახელშეკრულებო საქმეებში ვერძის მონაწილეობას.
ამ ადამიანების პირადი ცხოვრება არ იქნება ძალიან ნათელი, იმავდროულად მათ არ ელით ძალიან ბევრი წვალება, იმ შემთხვევაში თუ ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი შესძლებს რეგულარულად გაიხსენოს, რომ მას ყავს ოჯახი ან საყვარელი ადამიანი.
კურო
კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ელით საკმაოდ რთული და ძალზე მნიშვნელოვანი წელი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანისთვის შესაძლოა განმსაზღვრელიც კი გახდეს მთელი ცხოვრების განმავლობაში. კუროსთვის მნიშვნელოვანია, რომ მიიღოს მკაფიო, აწონ - დაწონილი გადაწყვეტილებები, ვინაიდან გაზაფხულზე ის დადგება სერიოზული დილემის წინაშე - არჩევანი გააკეთოს ოჯახსა და საყვარელ ადამიანს შორის. არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხები წარმოიქმნება კუროს პროფესიულ სფეროშიც.
შესაძლოა კონკურენტი ფირმები ეცდებიან მის გადაბირებას და კურომ უნდა აირჩიოს მისთვის საუკეთესო ვარიანტი. ნებისმიერ შემთხვევაში კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულმა ადამიანმა არჩევანი უნდა აკეთოს მხოლოდ საღი აზრით, რათა არ იტანჯებოდეს მომდევნო ცხოვრებაში. არ უნდა დახარბდეს მატერიალურ კეთილდღეობაზე, რადგან არ არის გამორიცხული, რომ ახლო მომავალში კუროსთვის მათ აღარ ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა.
ტყუპები
იმისათვის, რომ მომავალმა 2014 წელმა ტყუპებისთვის არ ჩაიაროს ფუჭად და, უფრო მეტიც, არ იქცეს დანაკარგების წლად, ამ პიროვნებებმა უნდა ისწავლონ ყაირათიანობა და საქმისადმი ფრთხილი მოპყრობა. ეს თვისება მნიშვნელოვანი იქნება როგორც მათი მატერიალური კეთილდღეობისთვის, აგრეთვე სხვა ადამიანებთან ურთიერთობისთვის. კუროს ეს წელი არ მოუტანს მნიშვნელოვან დივიდენდებს, ვინაიდან ტყუპები მოახდენენ დიდ ინვესტირებას თავის ბიზნესში (საქმიანობაში) და საკუთარ სამომავლო განვითარებაში, და თუ იმავდროულად პირადი გართობისათვის დაიწყებენ ფულის უაზრო ფლანგვას, წელიწადი შესაძლოა დიდი ვალებით დაასრულონ.
გარდა ამისა, შესაძლებელია, რომ ტყუპებმა მოახდინონ ჩვეული ურთიერთობების გაბათილება, დაიწყონ უცხო წრეში საკუთარი ვნებების დაკმაყოფილების გზების ძებნა, რაც ასევე უარყოფით გავლენას მოახდენს მათ ოჯახურ ცხოვრებაზე. წლის ბოლო ხელსაყრელი იქნება ამ ადამიანებისთვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად.
კირჩხიბი
ლურჯი ცხენის წელი კირჩხიბის ნიშნის წარმომადგენლებს პირდება, რომ იქნება პროდუქტიული წელი. ეს პიროვნებები არ მოსწყეტენ ციდან ვარსკვლავებს, მაგრამ სერიოზულად არიან განწყობილნი პირადი კეთილდღეობის გაუმჯობესებაში და ამისათვის მზად არიან შეიტანონ ცვლილებები საკუთარ თავში. კირჩხიბებს მოუწევთ კოლეგებთან ურთიერთობების გაუმჯობესება, რაც დაეხმარება იმაში, რომ შუა წლისთვის კომპანიაში იქცნენ მნიშვნელოვან პერსონად. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში კირჩხიბს დაუდგება ისეთი მომენტი, როცა მოუწევს და საჭიროც გახდება პირად პარტნიორთან პატიოსნად აღიაროს საკუთარი ცოდვები, არ დამალოს "ჩონჩხები კარადაში", რადგან ყველაფერი უახლოეს მომავალში შესაძლოა უეცრად გამოაშკარავდეს. იმის გამო, რომ 2014 წელში კირჩხიბი შედის დასუსტებული იმუნიტეტით, მნიშვნელოვანია, რომ დაიცვას თავი ჰიპოთერმიისგან, ასევე ყველა ხერხით, სწორი კვებითა და ფიზიკური ვარჯიშებით გააძლიეროს საკუთარი ორგანიზმი. სასუნთქი გზების დაავადებას შესაძლოა მოჰყვეს ძალიან სერიოზული შედეგები.
ლომი
2014 წლის დასაწყისიდან ლომებს მოუწევთ საკუთარ ჯანმრთელობაზე სერიოზული ზრუნვა. დაუდევრობა ამ საკითხის მიმართ შესაძლოა ამ ზოდიაქოს ნიშანს დაუჯდეს ძალზე ძვირად. მუშაობაში ჩაფლულს, თვითდაჯერებულ ლომს შეუძლია გადაიტანოს გრიპი ფეხზე დამდგარს, ან ძალიან მძიმედ გაცივდეს, რაც გამოიწვევს სერიოზულ გართულებას და ნერვის ანთებას. ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში გამჭრიახობა და საოცარი ინტუიცია ლომს საშუალებას მისცემს არა მხოლოდ დაიცვას საკუთარი სახსრები, არამედ ოსტატურად გაზარდოს მათი მოცულობა. ამ სფეროში, მას შეუძლია რისკის გაწევაც, მაგრამ რისკი უნდა იყოს გამართლებული. ოღონდ რისკის გაწევას და ექსპერიმენტების ჩატარებას საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში უმჯობესია მოერიდოს, რადგან ამგვარი ქცევა ლომის მხრიდან შესაძლოა არასწორად იყოს ინტერპრეტირებული.
ქალწული
ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის დამდეგი წელი უნდა გახდეს აღმოჩენებისა და სასიამოვნო სიურპრიზების წლად. ქალწულები უკვე საკმაო ხანია ოცნებობენ ადამიანზე, რომელიც ეყვარებათ იმ სახით, როგორიც ის არის სინამდვილეში და არ ეცდებიან მის შეცვლას. სწორედ ასეთ ადამიანთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნებათ ქალწულებს წლის პირველ ნახევარში. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ პიროვნებას შეექმნება იმის პირობები, რომ გამოავლინოს ნიჭი და შემოქმედებითი უნარი, რომელიც მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ შეცვალოს საქმიანობის პროფილი. ქალწულებისთვის იწყება დრო, რომელიც გამოსადეგია იმისათვის, რომ დაუფიქრდნენ ცუდი ჩვევებისგან გათავისუფლებას, აქცენტი გააკეთონ ჯანსაღ კვებაზე ან გადწყვიტონ იმ ოპერაციის ჩატარება, რომელიც უკვე დიდი ხანია ემუქრებოდა მათ.
სასწორი
2014 წელს ცვლილებების მოლოდინში იქნებიან სასწორის ნიშნის ადამიანებიც. ამ ხალხს სჭირდება, საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ საკუთარი ცხოვრების თითოეულ სფეროში და აირჩიონ მხოლოდ ის, რაც მოსწონთ. ორჭოფობა და ორ სკამზე ჯდომის მცდელობა ხელს უშლის ამ პიროვნებებს გეგმაზომიერ განვითარებაში. გარდა ამისა, განვითარებისთვის სასწორს ესაჭიროება კონკრეტული საბოლოო მიზანი, რომელისკენაც უნდა ისწრაფოდეს. თუ იცხოვრებენ უმიზნოდ, მხოლოდ ზეციერი საოცრების მოლოდინში, ამ ჯგუფის ადამიანები განიცდიან დეგრადაციას. ლურჯი ცხენის წელს სასწორს არ უნდა გააჩნდეს ბედ-იღბლის საოცარი გამართლების იმედი. უმჯობესია მოამზადონ თავი დაძაბული შრომისთვის. პრობლემები შესაძლოა წარმოექმნას ჯანმრთელობის მხრივ. აუცილებელია გაიარონ შინაგანი ორგანოების დიაგნოსტიკა, დროულად აღმოაჩინონ არსებული პრობლემები ან ახალი წარმონაქმნებები და თავიდან აიცილონ სერიოზული გართულებები.
მორიელი
მორიელის სული მოითხოვს განახლებებს, ახალ ემოციებსა და გრძნობებს, რადგან მათ გარეშე 2014 წელს მორიელი ვერ გაიხარებს. ცხოვრებაში განახლების წარმოუდგენელი წყურვილი აიძულებს ამ ზოდიაქოს ნიშნის ადამიანებს სინანულის გარეშე დატოვონ უკვე მობეზრებული პარტნიორები, ან დატოვონ ასევე მობეზრებული სამსახური. აშკარად გამოვლინდება მორიელის მისწრაფება და სურვილი იმუშაოს მარტო, დამოუკიდებლად, ჩამოაყალიბოს საკუთარი კომპანია ან გახსნას მაღაზია. დაოჯახებული მორიელებიც კი, რომლებიც ვითომ შეგუებულები არიან ჩვეულ მდგომარეობას, გადაწყვეტენ ჩაატარონ სახლში კაპიტალური რემონტი ან უბიძგებენ თავის მეუღლეს ან პარტნიორს გააჩინოს ბავშვი. ეს წელიწადი ხელსაყრელია იმისთვის, რომ მოიცილოთ დაავადებები, რომლებიც არ გასვენებენ ტკივილით. შესაძლოა ღირდეს კიდევაც გაიკეთოთ ქირურგიული ოპერაცია, რათა სამუდამოთ დაივიწყოთ პრობლემა.
მშვილდოსანი
მობილურ, ჭეშმარიტების და სამართლიანობის მუდმივ ძიებაში მოხეტიალე მშვილდოსნებს მოუწევთ დამშვიდება და დინჯი ქცევა. ცხენის წელი შესაფერისია იმისათვის, რომ გაარკვიონ ურთიერთობები საყვარელ ადამიანთან, აირჩიონ ის ვისაც სურთ დაუკავშირონ საკუთარი ბედი და ერთად დაიწყონ მომავალი ცხოვრების დაგეგმვა. გარდა ამისა მშვილდოსნები უნდა დარწმუნდნენ საკუთარ შესაძლებლობებში და იმოქმედონ უფრო მტკიცედ ახლობლებთან ურთიერთობაში და კარიერის აგებაში. თუ შესძლებენ საკუთარ თავში ამ თვისებების განვითარებას წელიწადის მეორე ნახევარი იქნება ნამდვილად ბედნიერი და ძალიან პროდუქტიული. ასევე ამ პერიოდში მშვილდოსნებს არ უღალატებს იღბალი, ამიტომ ხელი არ უნდა ჰკრას მას და არ შეუშინდეს წინ გადასადგმელ ნაბიჯებს, რადგან ეს იქნება ნაბიჯი უკეთესი ცხოვრებისკენ.
თხის რქა
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ იქონიონ სერიოზული დივიდენდების იმედი, რომლებსაც მათ დაუბრუნებს 2014 წელი იმ სამუშაოსათვის, რომელიც ამ ადამიანებმა შეასრულეს ადრე. თხის რქებმა მართლაც ბევრი იშრომეს იმისთვის, რომ ლურჯი ცხენის წლის პირველ ნახევარში გახდნენ პასუხისმგებელი მართვის პოზიციის დაკავების პრეტენდენტები. გარდა ამისა, თუ ადრე თხის რქა ინვესტირებას უფრო მეტად ახდენდა სხვადასხვა პროექტებში და ნაშრომებში, ახლა დაუდგება ის დრო, როცა გაწეული ინვესტიციება დაბრუნდება ას წილად. ვარსკვლავები ურჩევ ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს გამოიჩინონ სიფრთხილე და ბრმად არ ენდონ საიმედო პარტნიორებსაც კი, რადგან თხის რქა შეიძლება მოატყუონ ან მოიპარონ მას თანხების ნაწილი. ოჯახში კონფლიქტების აცილებისთვის მეტი ურთიერთობა მოუწევთ ახლობლებთან და მეგობრებთან, უმჯობესი იქნება, რომ ამ ადამიანებთან გააჩნდეთ საერთო საქმე.
მერწყული
მერწყულის ნიშნის ადამიანებმა 2014 წელს უნდა გამოიჩინონ მეტი აკურატულობა და სიფრთხილე. 2014 წელი არ არის ხელსაყრელი განვითარებისთვის, გარდა ამისა მას შეუძლია უარყოფითი ზემოქმედება მოახდინოს ამ ნიშნის ადამიანების ჯანმრთელობაზე. ამიტომ აუცილებელია რისკების შეფასება, არ უნდა ჩაიგდონ თავი საფრთხეში ორივე თვალსაზრისით - ჯანმრთელობის მხრივ და ფინანსების სფეროში. ამ წელიწადში შეიძლება გააქტიურდნენ მერწყულის კონკურენტები და მტრები, რომლებიც ეცდებიან ხელის შეშლას და ამ ნიშნის ხალხის დისკრედიტაციას. არ ღირს ღია კონფლიქტში შესვლა, უფრო სწორი იქნება შევიკავოთ თავი და დაველოდოთ როცა ჩაიქროლებს ქარიშხალი. მსგავსად უნდა ხდებოდეს კონფლიქტების მოგვარება ახლობელ ადამიანებთანაც, რადგან უხეშობის გამოვლენაზეუხეშ პასუხს არ მოაქვს სიკეთე.
თევზები
თევზების ნიშნის წარმომადგენლებსაც მოუწევთ ცხოვრება მეტად მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო წელიწადში. წლის დასაწყისიდან ამ ხალხის იმედი ექნება ხელმძღვანელობას და ბიზნეს პარტნიორებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ უნდა გამოავლინონ მტკიცე ხასიათი და ისწავლონ ცალსახა გადაწყვეტილებების მიღება. პირიქით, საყვარელ ადამიანებს თევზები უნდა მოექცნენ უფრო რბილად არ გამოიჩინონ მათ მიმართ ეგოიზმი, წინააღმდეგ შემთხვევაში ურთიერთობაში თავიდან ვერ აიცილებენ კონფლიქტებსა და სკანდალებს. მთელი წლის განმავლობაში იღბალი არ მიატოვებს თევზებს, ამიტომ რისკის გაწევის არ უნდა ეშინოდეთ, თუ ეს რისკი გამართლებულია. ჯანსაღი ტონუსის შესანარჩუნებლად თევზებმა რეგულარულად უნდა დაისვენონ და დღე-ღამეში იძინონ მინიმუმ 7 საათი.