მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    აბრაჰამ მასლოუ ნანახია (21355) - ჯერ 05 თებერვალი 2014

    აბრაჰამ მასლოუ დაიბადა ნიოუ-იორკში 1908წელს, რუსეთიდან გადმოსახლებულ ებრაულ ოჯახში. ის საკუთარ თავს ახასათებდა როგორც მოუხერხებელ, მორცხვსა და მოკრძალებულს   ბავშვობის წლებში. ეს იყო რთული პერიოდი მასლოუსთვის, რაგდან ის განიცდიდა ანტი-სემიტურ დამოიდებულებას მასწავლებლებისა და ბავშვებისაგან. სკოლის დამთავრების შემდეგ ის შევიდა ნიუ-იორკის კოლეჯში სასწავლებლად. 1926 წელს მან დაიწყო ღამის სკოლაში სიარული, მაგრამ მალევე მიატოვა და 1927 წელს გადავიდა ორნელში, რომელიც ერთი სემესტრის შემდეგ დატოვა.  ის დაბრუნდა ქალაქის კოლეჯში და კოლეჯში სწავლის დასრულების შემდეგ სწავლა დაიწყო ვისკონსინის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის განხრით. 1928 წელს ის დაქორწინდა ბერტაზე, რომელსაც შეხვდა ბრუკლინში სწავლის დროს.   მან კარგი ექსპერიმენტული წრთობა გაიარა ვისკონსისის უნივერსიტეტის პრიმატების ქცევის შემსწავლელ ლაბორატორიაში, ნეობიჰევიორიზმის ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომაგენელის ჰ. ჰარლოუს ხელმძღვანელობით. 1931 წელის ზაფხულში მან დაასრულა თავისი ნაშრომი და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ფსიქოლოგიაში. დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ 1934წელს, იგი ერთ ხანს მუშაობდა ნიუ-იორში, კოლუმბიის უნივერსიტეტში თორნდაიკის ხელმძღვანელობით, ხოლო შემდეგ ბრუკლინის   კოლეჯში გადავიდა. ნიუ-იორკში გატარებულმ წლებმა დიდი გავლენა მოახდინა მასლოუს ორიენტაციის საბოლოო ჩამოყალიბებაზე. იმ   პერიოდში ნიუ-იორკში მოღვაწეობდნენ ნაციზმს გარიდებული ბრწყინვალ ევროპელი   სპეციალისტები: ადლერი, ვერთჰაიმერი, კოფკა, დრომი, მათ მასლოოუსთან მჭიდრო კავშირი ჰქონდათ. 1951-1968 წლებში იგი სათავეში ედგა ფსიქოლოგიის კათედრას ბრანდეისის ახალგახსნილ   უნივერსიტეტში ბოსტონის მახლობლად.   მასლოუ გარდაიცვალა გულის შეტევით 1970წლის 8 ივნისს.

                          მასლოუს თავდაპირველი ფსიქოლოგიური ორიენტაცია ბიჰევიორისტული იყო. მისი სადოქტორო ნაშრომი ეხებოდა მაიმუნების კოლონიაში სექსუალურ ქცევაზე მოქმედი გარეგანი ფაქტორების შესწავლას. როგროც შედარებითი ფსიქოლოგიის სპეციალისტი, იგი ემყარებოდა რწმენას, რომ ცხოველების შესწავლამ შეიძლება საშუალება მოგვცეს გავიგოთ ადამიანის ქცევა, რაგდან ადამიანებიც ცხოველებს მიეკუთვნებიან.მოგვიანებით მასლოუმ   კატეგორიულად უარყო ყოველგვარი მოდელი, რომელიც ცხოველთან ან მანქნასთან ადამიანის ანალოგიას გულისხმობს.   მასლოუს ახალი მრწამსის ჩამოყალიბება დაიწყო 30-იანი წლების ბოლოს, როდესაც მან ხელი მოჰკიდა დომინანტობისა და თვითპატივისცემის შესწავლას. კვლევაში გაჩნდა მოსაზრევა, რომ ეს თვისებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია   სულიერი ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ამ იდეებმა განაპირობა მასლოუს ინტერესები მოტივაციისა და ჯანმრთელობის საკითხის მიმართ, რაც მთელი სიცოცლის განმავლობაში გაჰყვა. შემდოგში მასლოუ დაინტერესდა ფენომენოლოგიით და აღმოსავლური ფილოსოფიით, კერძოდ ჩინური სისტემით, დაოიზმით.   მასლოუ მიჩნიევდა, რომ დასავლურ მეციერებაში არსებული მიდგომები მასალის ორგანიზაციისა და აღწერის მიმართ დამყარებულია აბსტრაქტულ სქემებზე და გონებაჭვრეტით სპეკულაციებზე. მათ სანაცვლოდ უნდა გამოვიყენოთ დაოსური ჩაურეველუ შემეცება. ეს ნიშნავს ჭეშმარიტ წვდომას, გაგებას,   მკვლევარისა და ობიექტის შერწყმას. ობიექტი უნდა მივიღოთ ისე, როგორც ის გვეძლევა. მივიღოთ იგი უშუალო მოცემულობაში ანუ ექპირიენტულად. ასე უნდა იწყებოდეს ფსიქოლოგიური კვლევა. შემდგომ ეტაპზე, როდესაც დადგება ფენომენოლოგიური გამოცდილების ორგანიზაციის, კლასიფიკაციისა თუ განზოგადების ამოცანა, მოვა ჰიპოთეზური კონსტრუქციების დროც. ამოცანა მდგომარეობს ამ ორი მეთოდოლოგიის ოპტიმალურ ურთიერთშეთანხმებაში იმის გათვალისწინებით, რომ ყოველთვის მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ   უშუალო სასიცოცხლო გამოცდილებასთან.

                          ომის შემდგომ პერიოდში მასლოუ იწყებს თვითაქტუალიზებული პიროვნების სისტემურ კვლელვას. თავდაპირველად თვითაქტუალიზებული პიროვნების შესწავლა არ იყო ჩაფიქრებული ავტორის მიერ, როგორც მეცნიერული კვლევა. მასლოუს დიდი ინტერესი ჰქონდა გაერკვია თუ რითი განსხვავდებიან მისი სათაყვანებელი მასწავლებლები რუთ ბენედიქტი და მაქს ვერთჰაიმერი სხვებისგან. მას ექმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ისინი რაღაც უფრო მეტს წარმოადგენდნენ, ვიდრე უბრალოდ ადამიანები. მან დაასკვნა , რომ აქ საქმე გვაქვს ადამიანთა გარკვეულ ტიპთან - თვითაქტუალიზებულ პიროვნებასთან.  

                          თვითაქტუალიზებული პიროვნების კვლევისას იგი იყენებდა კლინიკურ ანალიზთან ერთად ბიოგრაფიულ მეთოდსაც. შეისწავლა რიგი გამოჩენილი ადამიანის სასიცოცხლო გზა. მასლოუმ გამოჰყო ის თვისებები, რომლებიც განსაკუთრებით გამოარჩევთ თვითაქტუალიზებულ პიროვნებებს/ მათ შორისაა: რეალობაზე ორიენტირებულობა, მომთმენლობა და შემწყარებლობა, უბრალოება და ბუნებრიობა, სპონტანურობა, პრობლემებსა და საქმეებზე ცენტრირება, უმაღლესი ან მისტიკური განცდების ქონა, დამოუკიდებლობა და ავტონომიურობა, აღქმის სიცხოველე, ზეშთაგონებულობა, საზოგადოებრივი ინტერესი, თანაგრძნობა, ხასიათის დემოკრატიულობა, სიკეთისა და ბოროტების, მიზნისა და საშუალებების გამიჯვნა, ფილოსოფიური იუმორის გრძნობა, შემოქმედებითობა და არაკონფორმულობა.

                          თვითაქტუალიზებული პიროვების მოტივაციურ სფეროში თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილებას დომინირებული ადგილი უკავია. ადამიანს აქვს მოთხოვნილება აკეთოს ის, რისთვისაც არის მოწოდებული. თუ ადამიანში ჩადებულია მოაზროვნის, მეცნიერის თვისებები, მან უნდა მოახდინოს ამ თვისებათა რეალიზაცია. მხატვრული ნიჭით დაჯილდოებულმა ადამიანმა უნდა ხატოს, პოეტურით-წეროს ლექსები, თუ რა თქმა უნდა ადამიანს საკუთარ თავთან ჰარმოიაში ყოფნა სურს.

     

     „ ადამიანი ვალდებულია იყოს ის, რაც მას შეუძლია იყოს. ადამიანი გრძნობს, რომ უნდა შეესაბამებოდეს თავის ბუნებას. ამ მოთხოვილებას შეუძლია ეწოდოს თვითაქტუალიზაცია“.

     

    მასლოუს მიხედვით, თვითაქტუალიზირებული პიროვნებები მოსახლეობის უმცირესობას წარმოადგენენ დაახლოებით 1% შედგენენ. ამ ფენომენს მასლოუ ხსნის მოტივთა იერარქიული თეორიის საფუძველზე, სადაც მთხოვნილებები დალაგებულია მარტივიდან უმაღლესისაკენ.

    1.ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები- შიმშილი, წყურვილი, სექსუალური ლტოლვა, ძილი და ა.შ

    2. უსაფრთხოების მოთხოვნილებები- უსაფრთხოების,კომფორტის,უშფოთველობის,შიშისგან თავისუფლების მოთხოვნილება.

    3.სოციალური კავშირებისა და სიყვარულის მოთხოვნილებები- ადამიანს აქვს მოთხოვნილება მიეკუთვნებოდეს რომელიმე სოციალურ ჯგუფს. სურს უყვარდეს ვინმე და უყვარდეს ვინმეს.

    4. აღიარებისა და დაფასების მოთხოვნილებები-გამოიყოფა ორი ჯგუფი:

     ა) სიძლიერის, დომინირების, მიღწევის, შეჯიბრის, დამოუკიდებლობიდ მოთხოვნილებები.

     ბ) პატივისცემის, ყურადღების, დაფასების მოტხოვნილებები.

    5. თვითრეალიზაციის მოთხოვნილებები - საკუთარი მონაცემებისა და შესაძლებლობების (ადამიანური კაპიტალის) გამოხატვა; ანუ ესაა იმის მიღწევის შესაძლებლობა, რის პოტენციალიც პიროვნებას გააჩნია. იგი უშუალოდ უკავშირდება ადამიანის სულიერ სამყაროს.

    თუ ეს მოთხოვნილებები ვერ კმაყოფილდება, მაშინ ირღვევა შემოქმედებითი საქმიანობის რეგულაცია, იგი ვერ ქმნის ახალს, ის აღარაა შემოქმედი.

                          იერარქიის უმდაბლეს დონეს ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები შეესაბამება, ხოლო უმაღლესს-თვითაქტუალიზაციის. რაც უფრო მაღალია მოთხოვნილება, მით უფრო გვიან წარმოიქმნება იგი გენეტიკურად, მით უფრო ხანგრძლივად შეიძლება მისი დაუკმაყოფილებლობის ატანა. მაღალ მოხოვნილებათა დაკმაყოფილება იწყება მხოლოდ მაშინ, თუ დაკმაყოფილებულია რიგში უფრო დაბლა მდგომი მოთხოვნილებები. დაკმაყოფილების შემდეგ მოთხოვნილებას ატუალობა ეკარგება და ინდივიდს შესაძლებლობა ეძლევა იზრუნოს შემდგომი დონის დაკმაყოფილებაზე. ადამიანთა უმეტესობის ქცევა მთელი ცხოვრების განმავლობაში წარმართულია არა თვითაქტუალიზაციაზე , არამედ დაბალი რიგის მოტხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. ამიტო შეადგენენ თვითაქტუალიზებული პიროვნებები მოსახლეობის უმცირესობას. მასლოუ ადასტურებს იეთ შემთხვევებსაც, როდესაც მოთხოვნილებები ქცევის რაელური მოტივები ხდებიან დაბალი კოთხოვნილებების დაუკაყოფილებლობის პირობებშიც.

                          აღწერილი მოდელი მასლოუმ ჩაოაყალიბა თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წიგნში „მოტივაცია და პიროვება“ (1954). იგი შემდეგშიც სრულყოფდა და ამდიდრებდა თავის შეხედულებებს ამ საკითხთან მიმართებაში. მის მიერ შესწავლილი პიროვნებები ასაკოვანი ხალხი გახლდათ, რომლისთვისაც თვითაქტუალიზაცია პიროვნული განვითარების შედეგს წამოადგენდა. მაგრამ როგორ შეიძლება დახასიათდეს ეს პიროვნებები თვითაქტუალიზაციის კუთხით, მათი ჩამოყალიბების განმავლობაში? მან თავის მოდელში ე.წ. ზრდის მოტივაცია შეიტანა. ესაა განვითარებისკენ სწრაფვის მუდმივი ტენდენცია, რომლის უმაღლეს და საბოლოო სახეს აქტუალიზაცია შეადგენს.

     

    „თვითაქტუალიზაცია რადენადმე განხორციელებულ ფაქტს   მხოლოდ მცირე ადამიანებთან წარმოადგენს.   მიუხედავად ამისა, უმრავლესობასთან იგი არსებობს იმედის, მისწრაფების, ლტოლვის, ბუნდოვნად სასურველის, მაგრამ ჯერ მიუღწეველის სახით. თვითაქტუალიზაციის ღირებულებები რეალურად არსებობენ მაშინაც, როცა ისინი არაა აქტუალიზებული. ადამიანი ერთდროულად წარმოადგენს იმასაც, რაც ის არის და იმასაც, რისკენაც ის იისწრაფის“

     

     მასლოუ ლაპარაკობს „საზღვრულ განცდებზე“. მათ დახასიათებას ავტორი შემდეგი სიტყვებით ცდილობს: ესაა ყველაზე შესანიშნავი განცდა, ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წამები, მომენტი   აღფრთოვანებისა და ნეტარებისა. ეს შეიძლება მოხდეს სიყვარულში, მუსიკის მოსმენისას, წიგნის კითხვისას ან შემოქმედებითი აღტკინებისას.

     

    „ ყოველი ადამიანი, ყოველ საზღვრულ განცდაში დროებით იძენს ბევრ იმ თვისებათაგანს, რომლებიც მე აღმოვაჩინე თვითაქტუალიზებულ პიროვნებაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველი ადამიანი, ხანმოკლე დროებით მაინც ხდება თვითაქტუალიზებული.“

     

    მასლოუს ინტერესს შეადგენს არა თვითაქტუალიზაცია, როგორც ერთჯერადი აქტი, არამედ როგორც ცხოვრების სტილი, როგორც განვითარებული პიროვნების არსებობის ფორმა. თავის წიგნში „ყოფიერების ფსიქოლოგიისაკენ“ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მეტამოთხოვნილებებსა და ყოფიერების ღირებულებების ტერმინებზე. მასლოუ მიჯნავს მოტივაციის ორ სახეს: პირველი ახასიათებს ადამიანებს, რომლებსაც არ მიუღწევიათ თვითაქტუალიზაციისათვის, ხოლო მეორე დამახასიათებელია თვითაქტუალიზირებულ ადამიანისთვის. მეტამოთხოვნილებათა როლს უმაღლესი ღირებულებები ანუ ყოფიერების ღირებულებები ასრულებენ. ბიოლოგიური მოთხოვნილბების მსგავსად ყველა ადამიანს ახასიათებს   იმთავითვე ყოფიერების ღირებულებებისადმი სწრაფვა.

    მეტამოტივები ინსტიქტოიდური ხასიათისააა. გარემოს ფაქტორებს შეუძლია ხელი შეუწყოს ან შეაფერხოს მათი აქტუალიზაცია. მეტამოთხოვილებათა ქრონიკული ფრუსტრაცია იწვევს ფსიქიკურ დაავადებებს ანუ მეტაპათოლოგიებს, როგორიცაა დეპრესია, აპათია, გაუცხოება და ა.შ.

                           აბსოლიტურად ჯანმრთელი, ნორმალური, ბედნიერი ადამიანი მეტამოტივირებული პიროვებაა. მასლოუს მიერ წარმოდგენილი ჰუმანიტარული ფსიქოლოგიის მიზანი კარგი საზოგადოების შექმნაა, ისეთი საზოგადოებისა, რომელშიც შესაძლებელია საკუთარი თავის რეალიზება და თვითაქტუალიზაცია. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა აქტიური ფსიქოკონსულტაცია   და ფსიქოკორექციული მუშაობა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

                          მასლოუ თავად იყო ჰუმანსიტური რეფორმენის გატარების ინიციატორი ბიზნესისა და ინდუსტრიის სფეროში. მან სპეციალური შრომა მიუძღვნა მენეჯმენტის ფსიქოლოგიას, რომელიც ითვალისწინებდა ხელმძღვანელსა და შემსრულებელს შორის დემოკრატიული ურთიერთობების დამყარებას უმაღლესი მოტივების შესაბამისად.

                          მასლოუს იდეები ფართოდაა გავრცელებული საზოგადოებრიობაში, თუმცა მის იდეებს ყველა არ იზიარებს. განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება ჰპოვა იერარქიულმა მოდელმა. ავტორთა უმრავლესობა სამართლიანად სვამს საკითხს ამ მოდელის უნივერსალობის თაობაზე. პირველ რიგში ეს ეხება თვითაქტუალიზაციის პირობებს. მართლაც, აუცილებელია თუ არა ამ პირობების შესაქმნელად ყველა დანარჩენი მოთხოვილებების   დაკმაყოფილება, როგორც ამას მასლოუ ამტკიცებდა.

                          მასლოუ ანგარიშს უწევდა მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს. კერძოდ, მან აღიარა, რომ ერთი დონის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება ავტომატიურად არ იწვევს მასზე მაღალი დონის მოტივაციის აქტუალიზაციას. თვითაქტუალიზაციის ტენდენციაც არ ჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა მოთხოვილებებია დაკმაყოფილებული.

     

                          ყველაზე მეტი კრიტიკა წილად ხვდა მასლოუს მოსაზრებას თვითაქტუალიზაციისა და მაღალი მეტამოთხოვნილებების ე.წ. ინსტიქტოიდურობის შესახებ. მასლოუმ ისინი ადამიანის თანდაყოლილ ბუნების ნაწილად მიიჩნია. ეს თვალსაზრისი ნამდვილად ბიოლოგისტურია. მასში იგნორირებულია სპეციფიკური ადამიანური მოტივაციის ქმნადობის, ფორმირების, გარემოსეული დეტერმინირებულობის უმნიშვნელოვანესი ასპექტები. მასლოუს პოზიცია ერთგვარად ეხმაურება დღეს უკვე საკმაოდ პოპულარულ სოციობიოლოგიურ კონცეფციას, რომელის თანახმადაც ადამიანის მაღალი მოთხოვილებები ევოლუციის შედეგია და მის მემკვიდრულ ნიშან-თვისებას წარმოადგეს. მკვლევართა უმრავლესობა, განურჩევლად მათი თეორიული ორიეტაციისა, ემხრობა მაღალი მოტივაციის შეძენილობის, მისი უპირატესად სოციალური დეტერმინირებულობის თვასაზრისს.

    ავტორი :თინი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    კურსები/ტრენინგები/სტაჟირება ტენდერები/გრანტები გავაჩუქებ მომსახურება სასწავლო პროგრამები ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა ვიყიდი ხელოვნება/კულტურა ვეძებ სპეციალისტს ტურიზმი/დასვენება/გართობა სტიპენდიები ვყიდი განათლება/სწავლება კონფერენციები/ღონისძიებები სხვა ვარ სპეციალისტი ფიზიკური კულტურა/სპორტი ვცვლი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024