მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    თქვენ იცით, რას ნიშნავს coach? ან coaching? ნანახია (11115) - ჯერ 12 თებერვალი 2014

    „...თუ რამე გვჭირია ყოვლის უწინარეს, აქტიური ხასიათია ჩვენთვის საჭირო“

     ანუ თქვენ იცით, რას ნიშნავს coach? ან coaching?

    ბოლო დროს უამრავი პროფესია და უამრავი ტერმინი შემოვიდა ინგლისურიდან. ბევრმა არც კი იცის დანიშნულება და მნიშვნელობა, მათ ფუნქციებსა და როლებს კი ინტუიტურად ვხვდებით, მაგრამ რას გულისხმობს, არ ვიცით. მაგალითისთვის:  CFO, HR, coach და უამრავი სხვა. ჩემთვის ყველაზე ახალი ტერმინი coach-ი იყო. მისი მნიშვნელობა კი ლექციებიდან გავიგე. ამიტომ, მინდა ყურადღება coach-ის მნიშვნელობაზე შევაჩერო. ვინაიდან მიმაჩნია, რომ ეს ისაა, რაც ქართველებს ძალიან სჭირდებათ. დიმიტრი უზნაძე ამბობდა:“ქართველს აკლია დაჟინებითი მისწრაფება, ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ,რომელსაც ვერავითარი დაბრკოლება და სიძნელე ვერ სპობს; მუდმივი, დაუღალავი შრომის უნარი, თავდავიწყებითი ჭაპანის წევა… პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა… პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანთებენ და უამისოდ კი ჩვენი ნება არ იძვრის; დიდი საქმეები კი გვაფეთქებენ, მაგრამ გული მანამდე ცივდება, სანამ საქმე სრულქმნის დონეს მიაღწევდეს“.  

     იქნებ coaching-ია გამოსავალი?! რამეს შეუძლია კი ამ ნაკლოვანებების გამოსწორება?!  

     

    საინტერესოა, თქვენ იცით, რას ნიშნავს coach? ან coaching?  

     

     

     თავიდან დავიწყოთ: სიტყვა coach (გერმ. Kutscher) ინგლისურიდან მოდის და ქართულად, როგორც მეეტლე ითარგმნება. სახელწოდების წარმოშობა კი უნგრული „Kocz szeker“-ს უკავშირდება, რაც  ეტლს Kocz-იდან ნიშნავს. ეს ადგილი გიორსა და ბუდაპეშტს შორის მდებარეობს, სწორედ იქ მზადდებოდა ინგლისის სამეფო ოჯახისთვის ეტლები.  

    70 იანი წლების მიწურულსა და 80 იანი წლების დასაწყისში ამერიკაში, მენეჯერები coaching-ის მიზანსა და განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომელთა მმართველობისთვის იყენებდნენ. ეს იმდროისთვის ახალი იყო და მუშაობის პროცეში ფსიქოლოგიაში დაგროვილი ცოდნა აქტიურად ინერგებოდა.  

     80 იანი წლების შუა პერიოდიდან უფრო გაიზარდა coaching-ზე მოთხოვნა და ეს კარიერის, მმართველი ძალების განვითარებისთვისა და მენტორული პროგრამებისთვის გამოიყენებოდა, ანუ ასაკში შესული, გამოცდილი თანამშრომლები კონსულტაციას უწევდნენ ახალგაზრდებს.  

    იმ დროს, როცა ამერიკულ ორგანიზაციაში coaching იერაქიულად შუა ფენას ეხებოდა, გერმანიაში მხოლოდ დიდ საწარმოში TOP-Management იყენებდა. Coach კი წონასწორობის დაცვის ფუნქციას ატარებდა. ანუ რაც უფრო მაღალ თანამდებობას იკავებს პირი, უფრო ნაკლებ პირდაპირ უკუკავშირსა და კრიტიკას იღებს.  

    90 იანი წლებიდან გერმანიაში უკვე ყველა საფეხურზე გამოიყენებოდა, რამაც კიდევ უფრო გააფართოვა coaching ფუნქიები. წარმოიშვა ე.წ ტრენინგის ფორმები: Projekt-Coaching, EDV-Coaching, Astrologie-Coaching, Lifestyle-Coaching, Dance-Coaching.  

    მაინც რა არის Coaching?  

     

     თავად პროცესი, Coaching არის ეფექტური, დროისდამზოგველი, პირდაპირი, მიზანზე ორიენტებული, პირადული, ექსკლუზიური, მიღწევაზე ორიენტებული და „თარგზე გამოჭრილი“, ეს კი ადამიანს ბევრის შესაძლებლობას აძლევს. პროცესის მიმდინარეობისას ყველაზე მთავარი  ნდობის ფაქტორი და კონფიდენციალურობის გარანტიაა. მიღწეულ შედეგზე, ან წარუმატებლობაზე coachee (იგივე კლიენტი) თავად იღებს პასუხისმგებლობას (სხვას არ გადააბრალებს, როგორც მიჩვეულები ვართ). პროცესში კიდევ რამდენიმე ფაქტორია აღსანიშნი: coach და coachee თანაბარი პოზიციიდან უნდა აღიქვამდნენ ერთმანეთს და ეს ურთიერთობა განასხვავებს Coaching-ს თერაპიისგან, ტრენინგისა და რჩევისგან. მთელი პროცესი სწორი გზის ჩვენებასავითაა, ადამიანს ასწავლის მიზნის მიღწევისთვის რა მეთოდები უნდა გამოიყენოს, თავად აირჩიოს - რა სჯობია და, შესაბამისად, შედეგზეც აიღოს პასუხისმგებლობა. Coaching-ს   ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ორგანიზაციულ განვითარებაში.

     

    პროცესი 5 ფაზისგან შედგება. გაცნობის ფაზას მოსდევს, შეთანხმების, კონტრაქტის ფაზა. კონტრაქტი არის ბილატერალური და სამკუთხა კონტრაქტები. ანუ კონტრაქტი იდება პიროვნებასა და Coach-ს შორის. ამავდროულად შესაძლებელია კონტრაქტი არსებობდეს  Coach სა და დამსაქმებელს შორის. თუმცა მნიშვნელოვანი Coachee-სთან გაფორმებული კონტრაქტია. ვინაიდან, აქ ხდება მიზნების დასახელება, რაზეც ადამიანს მუშაობა სჭირდება, პრობლემა აქვს (თავად ასახელებს). განისაზღვრება შეხვედრების რაოდენობა და ამის შემდეგ იწყება სამუშაო ფაზა (რამდენიმე შეხვერა). დასასულის ფაზა, სადაც მნიშვნელოვანია კლიენტმა შეაჯამოს მიღწეული შედეგები. ბოლო, მე-5 ფაზა კი  ევალუაციის ფაზაა, როდესაც თავად კლიენტი აფასებს coach-ს, coaching-ის პროცესს.  

      ის მეთოდები, რომლებიც მიზნის ჩამოყალიბება დასახვისთვის გამოიყენება საჭიროა ყოველდღიურობისთვის. მაგალითად: „მე სიგარეტს აღარ მოვწევ“ მიზნის არასწორი ფორმულირებაა. წინადადებას აუცილებლად უნდა ჰქონდეს პოზიტიური  ფორმულირება. ჩვენს გონებას არ შეუძლია ნეგატიური სიტყვების დაფიქსირება“ არაცნოებიერად ეს ასე ჟღერს „მე სიგარეტს მოვწევ“. ე.ი. ნებისმიერ მიზანს ფუქნქცია რომ სევძინოთ ამოსავალი მისი პოზიტიური ფორმულირება ხდება.   ამას გარდა, მიზნის დეფინირების  ოქროს წესიც არსებობს ე.წ. smart. ანუ მიზანი უნდა იყოს მარტივი, გაზომვადი, მიღწევადი, რეალური, დროში შეზღუდული.  

     

    ვის შეუძლია იყოს coach?  

     

    ბევრი რამ რაც Coaching-ის პროცესში გამოიყენება, ეხება Coaching პიონერებისგან უკვე არსებული გამოცდილების გადაცემას.  Coach-ის როგორც პროფესიის აღიარებსთვის ერთმანეთს უპირისპირდებასაკითხები -  მოდელები არის თუ არა მეცნიერულად დამტკიცებული, ან რომელი მეთოდებისა და ჩვენებები სტატისტიკურად დამტკიცებაა შესაზლებელი?! Coaching არ არის პროფესიული პროცესის აღწერა. ყველას შეუძლია Coach-ად იწოდებოდეს, სულ ერთია, რა კვალიფიკაცია აქვს. ამჟამად   Coach-ის პროფესიული და კვალიფიკაციური სტანდატის პასუხისმგებლობები მოიცავს პიროვნულ  შესაძლებლობებსა და საკუთარ უნარებს, პიროვნულ საზღვრებს.

    გვჭირდება საქართველოში  Coach-ები?  

     

    და ვინაიდან “ქართველს აკლია დაჟინებითი მისწრაფება, ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ“ იქნებ უკვე არსებობს წამალი და მას Coaching ჰქვია?!  

    ავტორი :ანნა კარდანახიშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    უმაღლეს სასწავლებელში განმანათლების მართვის ორგანოებში სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში პროფესიულ ცენტრში სკოლამდელ დაწესებულებაში კოლეჯში სხვა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024