ყოველი საზოგადოება ეყრდნობა ძალაუფლებას, რომელიც სოციოლოგმა მაქს ვებერმა განსაზღვრა როგორც უნარი მიაღწიო სასურველ მიზანს სხვათა წინააღმდეგობის მიუხედავად (Weber, 1978; I გამოცემა 1921). მისი რეალიზება ხელისუფლების, ანუ იმ ორგანიზაციისა ძირითადი საქმეა, რომელიც საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებას ხელმძღვანელობს. თუმცა, ვებერის აზრით იშვიათია ხელისუფლება, რომელიც აღწევს ხალხის მორჩილებას მარტოოდენ პირდაპირი დიქტატის გამოყენებით. გაცილებით ხშირად სახელმწიფოს მოსახლეობა პატივს სცემს (ან, სულ მცირე, ეგუება) არსებულ პოლიტიკურ სისტემას. ნებისმიერი დიდი, რთულად აგებული საზოგადოებისთვის ძნელია არსებობა, თუ ძალაუფლება გამომდინერეობს მხოლოდ და მხოლოდ ძალისმიერი პრინციპიდან, - ასეთ შემთხვევაში ცხოვრება კოშმარულ ტერორად გადაიქცევა. სოციალური ორგანიზაცია დამოკიდებულია საზოგადოების შეთანხმებაზე, თუ როგორია მისი მიზნები (კულტურა), და ამ მიზნის მიღწევის მისაღები გზა (კულტურული ნორმა).
მაშასადამე ყველა საზოგადოება მიისწარაფის თავისი ძალაუფლების ლეგიტიმაზაციისკენ. სწორედ ამიტომ დაუთმო ვებერმა ძირითადი ყურადღება ისეთ ცნებას, როგორიცაა ავტორიტეტი - ანუ ძალაუფლებას, რომელიც მოპოვებულია არა ძალდატანებით, არამედ კანონიერი გზით. როგორ ხდება აბსოლუტური ძალაუფლების გარდაქმნა სტაბილურ ავტორიტეტად? ვებერმა მიუთითა სამ შესაძლებლობაზე, რომელთაგან თითოეული შეესაბამება საზოგადოების ეკონომიკური განვითარების გარკვეულ დონეს.
ტრადიციული ძალაულება
ვებერი თვლიდა, რომ წინაინდუსტრიული საზოგადოებები ხასიათდებიან ტრადიციული ძალაუფლებით - ისეთით, რომელიც იძენს ლეგიტიმურობას დიდი ხნით ადრე ჩამოყალიბებული კულტურილი ნიმუშების მიმართ არსებული პატივისცემით. ის თითქოს ჩანერგილია საზოგადოების კოლექტიურ მეხსიერებაში იმგვარად, რომ ადამიანები მიიჩნევენ სოციალურ მოწყობას ლამის წმინდა, საკრალურ მოვლენად. ასე აღიქმებოდნენ ძველ დროში ჩინეთის იმპერატორები, ასეთივე გზით მკვიდრდებოდა შუა საუკუნეების ევროპის ელიტა. ორივე შემთხვევაში ტრადიცია საკმაოდ მყარი იყო იმისთვის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანებს ჩაეთვალათ მემკვიდრეობით გაბატონებული დინასტიის წარმომადგენლები ლამის ღვთაებრივ არსებებად.
თუმცა, მრეწველობის განვითარების კვალდაკვალ ტრადიციულმა ძალაუფლებამ განიცადა დაცემა. ჰანა არენდტი აღნიშნავს, რომ ტრადიციული ძალაუფლება ურყევია, სანამ საზოგადოების წევრებს გააჩნიათ საერთო კულტურული მემკვიდრეობა და მსოფლმხედველობა (Arendt, 1963). ძალაუფლების ამ ფორმას ძირს უთხრის სპეციალიზაცია, რომლის გარეშე შეუძლებელია წარმოება და თანამედროვე მეცნიერული აზროვნება და აგრეთვე, სოციალური ცვლილებები და კულტურული დივერსიფიკაცია, რომელიც იმიგრაციის შედეგს წარმოადგენს. ამიტომაც ნაკლებად ალბათურია, რომ აშშ თანამედროვე პრეზიდენტი გარისკავს დაიფოცოს, რომ ”განახორციელებს მართვას ღმერთის წყალობით”. მაგრამ მიუხედავად ამისა, ზოგოერთი მაღლა მდგომი, შეძლებული ოჯახური კლანი - ბუშები, კენედები, რუზველტები და როკფელერები - თაობიდან თაობაზე იკავებენ პრივილეგირებულ მდგომარეობას, ისე, რომ ამ ოჯახების რომელიმე წარმომადგენლის პოლიტიკურ არენაზე გამოჩენისას, თავს იჩენს რაღაც ტრადიციული ძალაულებიდან გამოყოლებული (Baltzell, 1964).
რაციონალურ-ლეგალური ძალაუფლება
ვებერის მიხედვით, რაციონალურ ლეგალური ძალაუფლება (რომელსაც აგრთვე ბიუროკრატიულს უწოდებენ) - ისეთი ძალაუფლებაა, რომლის ლეგიტიმურობა დასტურდება დაკანონებული წესებითა და დადგენილებებით. ეს ძალაუფლება განმტკიცებულია კანონიერი ხელისუფლების მოქმედებებით.
ვებერს მიაჩნდა, რომ ბიუროკრატია არის რაციონალურად მოაზროვნე თანამედროვე საზოგადოებების ორგანიზაციული ჩონჩხი. მაგრამ ეს ყველაფერი როდია: ბიუროკრატიისთვის ხელის შეწყობით რაციონალური მსოფლმხედველობა ანგრევს ტრადიციულ ჩვევებსა და ჩვეულებებს. თანამედროვე საზოგადოებაში, სადაც შემოსავლების მაღალი დონეა, ადამიანები არ ეთაყვენებიან წარსულს და სამართლიანობის პრინციპად აღიარებენ ფორმალურად მიღებულ წესებს, პირველ რიგში კი - კანონებს.
რაცონალურად დადგენილ წესებს ეფუძნება აგრეთვე მრავალი უფლებრივი ურთიერთობა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ყალიბდება.ტრადიციული ძალაუფლებისგან განსხვავებით ამგვარი რაციონალური, ლეგალური ძალაუფლება გამომდინარეობს არა ადამიანის რომელიმე ოჯახისადმი მიკუთვნებულობიდან, არამედ იმ თანამდებობიდან, რომელსაც ის იკავებს ფორმალურ სამთავრებო სტრუქტურაში. ამრიგად, თუ მონარქი არის ცხოვრების ბოლომდე მმართველი, პრეზიდენტი ღებულობს და იხსნის უფლებამოსილებას კანონისნ თანახმად, ვინაიდან მისი ძალაუფლება განისაზღვრება თანამდებობით და არა პიროვნებით.
ქარიზმატული ძალაუფლება
ვებერი ამტკიცებდა, რომ ძალაუფლება შეიძლება გარდაიქმნას ავტორიტეტად ქარიზმის წყალობით. ქარიზმატული ძალუფლების ლეგიტიმიზაცია ხდება მხოლოდ და მხოლოდ ისეთი პიროვნული უნარების წყალობით, რომლებიც უბიძგებენ ერთგულებისა და მორჩილებისკენ. მაშასადამე, ტრადიციული და რაციონალური, ლეგალური ძალაუფლებისგან განსხვავებით ის დაკავშირებულია არა იმდენად სოციალურ ორგანიზაციასთან, რამდენადაც წარმოადგენს გარშემომყოფთათვის გამორჩეულად ძლიერი და მიმზიდველი პიროვნების ნიშან-თვისებას.
კაცობრიობის ისტორიამ იცის არა ერთი მაგალითი, როდესაც საზოგადოების ესა თუ ის წევრი ყალიბდებოდა როგორც ქარიზმატული ლიდერი. ქარიზმა განამტკიცებს აღიარებული ლიდერის პოზიციას და უფრო დამაჯერებელს ხდის იმ პიროვნების მოწოდებეს, რომელსაც ასეთ როლზე პრეტენზია გააჩნია. ასეთ ადამიანებს შესწევთ უნარი გადააქციონ აუდიტორია მიმდევართა გუნდად და ამავდროულად დაამკვიდრონ საკუთარი წესები და დაუპირისპირდნენ არსებულ ვითარებას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მაჰატმა განდი სათავეში ჩაუდგა ინდოეთის ხალხის ბრძოლას ბრიტანეთის კოლინიალური მმართველობისგან განთავისულებისათვის; ცოტა ხნის შემდეგ აშშ-ში შეიქმნა საზოგადოებრივი მოძრაობა სამოქალაქო უფლებებისთვის, რომელსაც სათავეში ჩაუდგა მარტინ ლუთერ კინგი-უმცროსი, ხოლო დედა ტერეზა მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში აქტიურად ეხმარებოდა ქალაქ კალკუტას მცხოვრებლებს ინდოეთში და მოუწოდებდა მსოფლიო საზოგადოებას ყურადღება მიაქციათ ამ მეგაპოლისის მცხოვრებთა საზარელი სიღატაკისთვის. |