ხშირად გვესმის „მათ კონფლიქტი აქვთ“.“ჩვენ კონფლიქტურ სიტუაციაში ვიმყოფებით, „ახლა კონფლიქტი დაიწყება“, „ჩვენ კონფლიქტური ზონები გვაქვს“ ინფორმაციის მიმღებმა კი ყოველთვის იცის ამ ფრაზებით რა ქმედების აღწერა გვსურს. სინამდვილეში, ეს ერთი სიტყვა მრავალ ასპექტს მოიცავს. ამ ასპექტების აღწერა წარმოადგენს მიმდინარე სტატიის მიზანს. მიმოვიხილოთ რას ნიშნავს კონფლიქტი და რა სახეები არსებობს.
რა არის კონფლიქტი?
კონფლიქტი წარმოიშობა მაშინ , როცა წარმოიქმნება განსხვავებული აღქმის , სურვილის, მოთხოვნილების , ხედვის, ინტერესებისა და ქმედებების შეჯახება . კონფლიქტს განვიხილავთ სისტემას როგორც ერთ თვისებას , სადაც ერთი მიზნის მიღწევის შესაძლებლობა გამორიცხავს სხვა მიზნების მიღწევას. კონფლიქტი ეს არის მოვლენა, რომელიც დამახასიათებელია ადამიანური ურთიერთობების ყველა დონისათვის, პიროვნებებს შორის ურთიერთობებიდან დაწყებული საერთაშორისო ერთიერთობებით დამთავრებული. კონფლიქტი არის: ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფების მიზნების შეუთავსებლობა ან შეუთანხმებლობა. ტერმინი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან რაც ნიშნავს „შეჯახებას“ და აღნიშნავს როგორც პროცესს, ასევე მდგომარეობას. კონფლიქტი გულისხმობს ორი ან მეტი ადამიანის ბრძოლას რაიმე ფასეულობების ან ძალაუფლებისათვის, ან დეფიციტური რესურსების გამო. კონფლიქტი ყოველთვის დაკავშრებულია ადამიანების, როგორც ამა თუ იმ სოციალური ჯგუფების წარმომადგენლების მიერ საკუთარი ინტერესების სხვათა ინტერესებთან დაპირისპირების სუბიექტურ გაცნობიერებასთან.
ყოველდღიურ აზროვნებაში სიტყვა კონფლიქტი უარყოფითი მნიშვნელობით აღიქმება. თუმცა კონფლიქტი შეიძება ატარებსდეს როგორც პოზიტიურ, ისე ნეგატიურ ელფერს, რასაც კონფლიქტის კონსტრუქციული და დესტრუქციული ფუნქციას უწოდებენ. ისინი შესაბამისი კონკრეტული ნიშნებით ხასიათდებიან. დესტრუქციული კონფლიქტი სოციალური სისტემების სხვადასხვა დონეზე იჩენს თავს, სადაც კონფლიქტი კავშირშია ძალადობრივ მეთოდებთან ასეთ შემთხვევაში მსხვერპლი და მატერიალური ზიანი უფრო დიდია. ამ დროს სოციალურ სისტემაში დესტაბილიზაციაა და კონფლიქტი აფერხებს სისტემის განვითარებას. კონფლიქტის კონსტრუქციული ფუნქცია იმაში გამოიხატება, რომ აქ შესაძლოა დაფიქსირდეს წინააღმდეგობები და მხარეთა მიერ გაცნობიერდეს, შემდეგ კი მოახდინონ კონფლიქტის ესკალაციის დადგენა და იმ გზებზე ფიქრი დაიწყონ, რომლითაც შეიძლება მოგვარდეს არსებული წინააღმდეგობა.
კონფლიქტის სახეობები
ფრიდრიხ გლაზლი გამოყოფს კონფლიქტის სხადასხვა სახეს:
· ინტერპერსონალური (სულიერი, პიროვნული კონფლიქტები)
· ინტერპერსონალური ადამიანთაშორისი კონფლიქტები:
- 2 ადამიანს შორის, ე.წ. წყვილთა კონფლიქტი
- სამ ადამიანსშორის, ე.წ. სამკუთხედის კონფლიქტი
-ჯგუფებს შორის კონფლიქტი.
3. ორგანიზატორული კონფლიქტები
ასევე ვ.ლინკოლნი გამოყოფს კონფლიქტის ხუთ ტიპს, ესენია:
ინფორმაციული-კონფლიქტი, რომელიც გამოწვეულია ინფორმაციის რაოდენობისაგან – სიმცირე, სიჭარბისაგან, ან ინფრომაციის ხარისხისაგან – დეზინფორმაცია, ინფორმაციის დამახინჯება და ა.შ.
ინსტიტუციური, გამოწვეულია წესების, კანონების, ნორმების მიუღებლობის შედეგად. თუ არ არსებობს ამ ტიპის კონფლიქტი მდგომარეობა სტაბილურია.
ღირებულებითი ეს არისერთ-ერთი ყველაზე რთულად მოსაგვარებელი კონფლიქტი, რომელიც დაკავშირებულია ადამიანების ფასეულობებთან.
ურთიერთდამოკიდებულებითი, ამგვარი კონფლიქტის დროს მხარეებს შორის, ურთიერთქმედებით უკმაყოფილებასთან გვაქვს საქმე. ამგვარი კონფლიქტების ობიექტი შეიძლება იყოს: ურთიერთობების მნიშვნელობა და მოლოდინები, მხარეთა წვლილი ამ ურთიერთობებში, ნდობის დონე ურთიერთობაში, ავტორიტეტი და სხვა მრავალი.
ინტერესთა, რომელიც დაკავშირებულია ინტერესთა შეუთავსებლობასთან, როდესაც მხარეები ვერ ახორციელებენ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებას თნადროულად.
კონფლიქტის ნიშნები :
· კომუნიკაცია - არ არის ღია , ინფორმაცია არასაკმარისია, გააზრებისას შეცდომაში შემყვანი, არის მუქარა დისკუსიის მაგივრად.
· აღქმა - განსხვავებები ფასეულობებში, ინტერესებში და ღირებულებებში. მიმიკა, საქციელი და ჟესტიკულაცია აღიქმება როგორც მტრული.
· დამოკიდებულებები (შეხედულებები) - ნდობა იკლებს, არის ფარული და ღია მტრობა, თანამშრომლობის ნაცვლად კი-საბოტაჟი.
· დავალებების დამალვა: დავალება არ აღიქმება როგორც ყველასთვის საერთო, ყველა ცდილობს საქმე მარტომ გააკეთოს. ადგილი აქვს ინფორმაციის დამალვას - რათა არ გაჟონოს.
ზოგადად, თეორეტიკოსები კონფლიქტის ორ სახეს გამოყოფენ: ე.წ ცხელი და ცივი.
ცხელი
ამგვარი კონფლიქტის დროს ხდება: იდეებით აღფრთოვანება, ენთუზიაზმი, აღმატებითი მიზნები, მოწინააღმდეგეთა გადარწმუნება, დამხმარეთა მოზიდვა. მიილტვის დაპყრობისა და ექსპანსიისკენ. ემოციუას დამახასიათებელია ე.წ. ,,აფეთქებები’’ ჭარბი ენთუზიაზმი , მხარეებს შორის ჩნდება წინააღმდეგობები. წესები და პროცედურები უგულებელყოფილია.
ცივი
ამგვარი კონფლიქტისთვის დამახასიათებელია: ჭარბი აღფრთოვანების შემცირება , შეფერხებით მიზნების დასახვა, მოწინააღმდეგის ილუზიიდან გამოყვანა, დაბლოკვა, კავშირის დაშლა, იმპლოზია, ეროზია, სარკაზმი, უკანდახეული პოზიცია, ,,სოციალურად ნეიტრალური ზონა’’, არაპერსონალური პროცედურების მატება.
პირობითად კი კონფლიქტის პროტოტიპებად შემდეგ სახეობებს გამოყოფენ:
,,სიცილია’’
მისი დახასითება ასე შეგვიძლია: დომინანტური, ფეთქებადი სახის გადმოცემის მძაფრი ფორმები , ცეცხლოვან - გოგირდოვან-კვამლიანი ფორმითა და ხმაურით მიმდინარეობს.
,,ისლანდია’’
ასეთი ფორმის ძირითადად ხანგრძლივად მიმდინარე კონფლიქტებია. ამ ტიპისთვის დამახასიათებელია გადმოცემის ცივი ფორმები, მაგრამ განსხვავდება დომინანტურობითაც. ასევე მცირე პრობლემებს მივყავართ შეუდარებლად ძლიერ ვულკანურ ეპიზოდებამდე. ეს დიდხანს არ გრძელდება და მალევე ბრუნდება უკან, ცივდება.
,,გრელანდია’’
ასეთი ტიპს კი ქრონოლოგიურად დალაგებული კონფლიქტები მიეკუთვნება, რომელიც სქელ, ყინულის ფენას ქმნის. ხდება კონფლიქტების უგულებელყოფა, ყინულის გადნობის მცდელობა, დეესკალაცია კი ყოველთვის უარყოფილია.
არსებობს კონფლიქტის ესკალაციის 9 საფეხური, რომლის ცოდნაც არამარტო დეესკალაციის დროსაა უცილებელი, არამედ ცხოვრებაშიც.
პირველ საფეხურზე მყოფ კონფლიქტს გამყარების (Verhärtung) სახელით მოვიხსენიებთ. საწყისი პუნქტები ზოგჯერ ერთმანეთს ეჯახება, თანადროულად მიდის გამარჯვებისთვის, სხვისი დამარცხებისთვის ბრძოლა, მაგრამ ორივე მხარეს გაცნობიერებული აქვს, რომ ეს დაძაბულობაა და ამ ფაქტორის დამსახურებით, ეს დაძაბულობა საუბრის შედეგად მოგვარებადია. ანუ ჯერ კიდევ არ არსებობს ჩამოყალიბებული მხარეები, პარტიები და ალიანსები. ანუ ამ შემთხვევასი კოოპერაცია უფრო მაღალია ვიდრე კუნკურენცია.
მეორე საფეხურზე მყოფ კონფლიქტს დებატებისა და პოლემისკის სახელით მოვიხსენიებთ. აქ ხდება მოსაზრებების, გრძნობების, სურვილების მკვეთრად გამიჯვნა, ანუ შავ-თეთრი აზროვნება. ვერბალური შეურაცხყოფა ისე, თითქოს ეს რაციონალური არგუმენტია. განსხვავებულია საუბრის ფორმაც. ასე შეგვიძლია აღვწეროთ: „საუბარი ტრბუნიდან“, „პუნქტებად საუბარი“, დუალობები“ მაღალი-დაბალი ტონები“, ბრძოლა პოზიციის მოსაპოვებლად (ტრანზაქციის მოდელი), ცოტა ხნით შექმნილი დაჯგუფებები. საჩვენებელი თითით მინიშნება. კოოპერაცია და კონკურენცია ერთმანეთს ენაცვლება.
მესამე საფეხურზე მყოფ კონფლიქტს პიობითად ასე ვუწოდებთ : „საქმე სიტყვების ნაცვლად“ ანუ საუბრები აღარ გვეხმარება, ამიტომ - იმოქმედე! განსხვავებაა ვერბალურ და არავერბალურ ქმედებას შორის. ამ შემთხვევაში დომინანტი არავერბალურია. საშიშროება კი ისაა, რომ შეიძლება ამის არასოწორად ინტერპრეტაცია მოხდეს. უნდობლობა ხელს უწყობს პესიმისტურ მოლოდინებს, ხდება მოსაზრებებზე ზეწოლა, როლების კრისტალიზება. ემპათია იკარგება და კონკურენცია ბევრად დიდია, ვიდრე კოოპერაცია.
მეოთხე საფეხურზე მყოფ კონფლიქტს პირობითად „იმიჯი და კოალიციები“ ეწოდება. იქმნება კლიშეები, რომლებიც ცოდნასა და შესაძლებლობებს ეყრდნობა. პოზიტიური vs. ნეგატიური მტრის ხატს უპირისპირდება. პარტიები მოწინააღმდეგეს ნეგატიურ როლებს მიაწერენ და სწორედ ამ ნეგატიური მტრის ხატის წინააღმდეგ იბრძვიან. ანუ მიმდინარეობას იმიჯებს შორის ბრძოლა და ხშირად ერთმანეთს ჭორებსაც უვრცელებენ. სუსტები კოალიციაში შედიან ზლიაერთან მიმდინარეობს ე.წ „სიმბიოზი“. გამღიზიანებლები დაფარულია ე.წ Dementierbares Strafverhalten რაც გულისხმობს იმას, რომ ისეთ რამეს აკეთებენ მისი დამტკიცება ან გამოაშკარავება შეუძლებელია, თუმცა წყარომ იცის, რომ მოწინაარმდეგეს ეს ქმედება აუცილებლად გააღიზიანებს, ან ზიანს მიაყენებს. ადგილი აქვს პარადოხსებსა და „ორმაგ დაბმას“.
მეხუთე ფაზას პირობითად „სახის დაკარგვა, თავდასხმას“ ვუწოდებთ. აქ უკვე ღია, საჯარო თავდასხმაა. მორალური ინტეგრაციის პროცესი მთლიანად დარღვეულია. ერთმანეთს კრიმინალურს, ავადმყოფს, უსირცხვილოს, მონსტრს და ა.შ უწოდებენ. ნიღბის ჩამოგლეჯის პროცესი, როგორც რიტუალი ისე იგეგმება და სრულდება, რაც მოწინააღმდეგეში იმედგაცრუებას იწვევს. „აჰა ეფექტი“ იწვევს იმას, რომ მსხვერპლი „ეშმაკის როლშია“ ხოდლო თვდამსხმელი კი- „ანგელოზის“. ემოციურად ზიზღი, სიძულვილი წარმმართველი ხდება. სრულად იკარგება გარესამყაროსთან კავშირი, სადაო საკითხები იქცევა იდეოლოგიის მთავარ კითხვებად, რომლებიც იდეოლოგიასა და მთავარი სამოქმედო პრინციპებსწმინდა პრინციპებს ეწინააღმდეგება. მსხვერპლს დიდი მორალური ზიანი ადგება, ამიტომ ის დეესკალაციის დროს რეაბილიტაციაზეა ფიქსირებული.
მეექვსე ფაზას პირობითად „მუქარის შემცველ სტრატეგიას“ ვუწოდებთ. აქ მუქარა და საპირისპიროდ დაბრუნებული მუქარის პროცესი სპირალურად მიმდინარეობს. იქმნება ე.წ „მუქარის სამკუთხედი“
მეშვიდე ფაზაში კონფლიქტის მხარეები იწყებენ მუქარათა რეალობაში მოყვანას, ისინი უსულო საგნებივით ეპყრობიან ერთმანეთს, რადგანაც კარგავენ რწმენას მოწინააღმდეგის ადამიანურობაში. მოწინააღმდეგეებმა კარგად იციან, რომ სრულ/სუფთა გამარჯვებას ვეღარ მიაღწევენ, ამიტომ ერთმანეთს იძულებით თავგანწირვას აიძულებენ. სიცრუე ომის უმთავრეს იარაღად არის ქცეული, ჯერჯერობით მიმდინარეობს საგნობრივი ომი და ვაჭრობა. აღსანიშნავია, რომ შემაკავებელი მექანიზმები ისევ მოქმედებს, საქმე არ მიდის ფიზიკურ დაპირებამდე.
მერვე ფაზას ეწოდება „მტრის დანაწევრება“: ამ ეტაპზე კონფლიქტის მხარეები ირჩევენ პრინციპს: „ყველაფერი ან არაფერი“, მტერი უნდა განადგურდეს, როგორც ფინანსურად, ასევე ფსიქოლოგიურად. ოპონენტთა სასიცოცხლო ორგანოებზე ხდება შეტევა, მაგ. აიტი დეპარტამენტზე, რომელიც გადამწყვეტ როლ თამაშობს თანამედროვე ორგანიზაციების მუშაობაში. ორგანიზაცია პარალიზებულია, ვეღარ ახერხებს მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულებას, მისი დასუსტება შიგნიდან ხდება. სიტუაცია იმდენად შეიძლება გამძაფრდეს, რომ მხარეები შეიძლება ფიზიკურ განადგურებამდეც კი მივიდნენ.
მეცხრე ფაზაში კონფლიქტიის მხარეები უკან დასახევ გზებს ვეღარ ხედავენ, მთელი ძალა მობილიზებულია მოწინააღმდეგის გასანადგურებლად. არც ერთი მხარე აღარ ერიდება, მოწინაააღმდეგის ზარალის სანაცვლოდ, საკუთარი თავის საზიანო ქმედებაზე გადასვლასაც კი. უკვე მხარეებს გაცნობიერებული აქვთ მარცხი და რაღაცნაირი, თვითგანადგურების სურვილიც კი ჩნდება. ისინი სიამოვნებით ჭრიან იმ ტოტს, რომელზედაც მოწინააღმდეგესთან ერთად სხედან.
რატომაა საჭირო ჩვენ ეს ვიცოდეთ?
ჩემი აზრით, ამის ცოდნა მეტ-ნაკლებად ყველას სჭირდება. არსებობს ტერმინი „სოციალური იმუნური სისტემა“, რაც იმას ნიშნავს, რომ კონფლიქტის ესკალაციის დროს ჩვენ შეგვიძლია თვითგაჯანსაღების პოტენციალი სწორად მივმართოთ ან ვიცოდეთ, როდისაა საჭირო კონფლიქოტოლოგის, მრჩეველთა ჩარევა. მაგალითად პირველ, მეორე და ნაწილობრივ მესამე ესკალაციის საფეხურებზე იმუნიტეტი არააქტიურია, მაგრამ მისთვის საჭირო. მესამე, მეოთხე საფეხურების დროს იმუნიტეტი ცოტა დაზიანებულია, მაგრამ გამოსწორებადია, მეხუთე საფეხურიდან კი აღარ ფუქნქციონირებს.
|