მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    ცვლილებები ტესტებში და ერთიანი ეროვნული გამოცდების მოლოდინი ნანახია (10115) - ჯერ 23 თებერვალი 2014

    საქართველოში საგანმანათლებო სისტემების ყოველწლიური მოდიფიცირება ემსახურება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარ–ჩვევების სრულყოფას. ფაქტობრივად , მის ბოლო საფეხურს წარმოადგენს საერთო ეროვნული გამოცდები , რომელიც მოსწავლეებს უმოწმებს უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად საჭირო რა უნარები გააჩნია და რამდენად საკმარისია ეს უნარები არჩეული პროფესიის დასაუფლებლად . ამისათვის შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრი ცდილობს ყოველ წელს მაქსიმალურად ხარისხიანად შექმნილი , ორგანიზებული და თანამედროვე სტანდარტებს მორგებული პროგრამები შესთავაზოს აბიტურიენტებს. ეროვნული გამოცდები   ,რომელმაც პირველად მოდერნიზაცია 2005 წელს განიცადა და რის შედეგადაც ხელისუფლებამ საბჭოური საგამოცდო სისტემა ახალი სისტემით ჩანაცვლა , უზრუნველყოფს საუკეთესო აბიტურიენტების შერჩევას და მათ შემდგომ განათლებაზე ზრუნვას .

          2005 წლიდან საგამოცდო პროგრამები ბევრჯერ შეიცვალა . 2013 წელს კი რამდენიმე მისასალმებელ ცვლილებას ჰქონდა ადგილი . პირველი , რაც ყველაზე მნიშვნელოვანია , 2013 წლის ბიუჯეტში სტუდენტთა საგრანტო დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხები , რომელიც წინა წლებში სიმცირით ხასიათდებოდა და მხოლოდ 100%–იანი დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში აძლევდა სტუდენტს სწავლის გადასახადის გარეშე გაგრძელების საშუალებას , გაიზარდა , შესაბამისად მოიხსნა შეზღუდვები გრანტის განაწილების დროს იმ პროგრამებზე , სადაც მხოლოდ 100%–იანი დაფინანსება მოქმედებდა . გაუქმდა 30%–იანი გრანტიც , თუმცა მის ხარჯზე გაიზარდა 50,70 და 100%–იანი გრანტების რაოდენობა . გარდა ამ სასიკეთო ცვლილებისა , ამ სისტემამ 17 სპეციალობაზე სტუდენტს საშუალება მისცა უფასოდ მიეღო განათლება 4 წლიან საბაკალავრო პროგრამაზე .

          რაც შეეხება 2014 წლის საგამოცდო პროგრამებს , შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი წელსაც სიახლეებს სთავაზობს აბიტურიენტებს . ყველაფერი დაიწყო უცხოური გამოცდისთვის ახალი ტიპის მოსასმენი დავალების დამატებით , რომელიც პირველ ადგილს დაიკავებს და 8 ქულიანი შეფასების სქემით განისაზღვრება . იგი 4 დიალოგისა და ამავე რაოდენობის ტექსტისგან შედგება , თითოეულ საკითხს ახლავს 1 მარტივი შეკითხვა და სავარაუდო პასუხები . დავალების მთლიანი ხანგრძლივობა 8–10 წუთია და თითოეული მოსმენისას არის შუალედები პასუხის გადასამოწმებლად . „ენის ცოდნა გულისხმობს ოთხ ნაწილს –წერას , კითხვას , მოსმენას და ლაპარაკს , ამიტომ ჩვენი ტესტი იყო დაუბალანსებელი . რომ ყოფილიყო უფრო დაბალანსებული , უფრო პროფესიული , უფრო კარგად შეემოწმებინა აბიტურიენტის ცოდნა უცხო ენაში და ამავე დროს ,რომ ყოფილიყო დაახლოვებული საერთაშორისო სტანდარტებთან ჩვენ დავამატეთ მოსმენა . არის მეორე მიეზიც , ყოველი 5–6 წლის შემდეგ ტესტი მოითხოვს განახლებას . ჩვენ გავაკეთეთ აპრობაცია 700–მდე სკოლაში და, ჩვენდა გასაოცრად, მივიღეთ შესანიშნავი შედეგი . იყო იგივე შედეგი ,რაც კითხვასა და წერაში . ამან ძალიან გაგვახარა . ამის შემდეგ მოხდა ანალიზი , მოდიფიკაცია და დღევანდელი სახით ჩამოყალიბდა „ – ამბობს უცხოური ენის ჯგუფის ხელმძღვანელი , რუსუდან ტყემალაძე .

        შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს , რაც ძირითადად გამოიხატება მოსმენის უნარ–ჩვევების განვითარების მიზნით უცხოური ენის გაკვეთილზე მოსმენის დავალებებით ვარჯიშში . მათი თქმით ,ამის საშუალებას იძლევა ამ წელს გამოშვებული ყველა სახელმძღვანელო , რომელსაც მოყვება დისკი მოსასმენი დავალებებით .

        რაც შეეხება სხვა ცვლილებებს ერთიანი ეროვნული , მასწავლებელთა სასერთიფიკატო და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გამოცდებისთვის რეგისტრაცია 1 თვის განმავლობაში , 20 თებერვლიდან 21 მარტამდე გაგრძელდება და ამ დროის განმავლობაში მათ საშუალება მიეცემათ სწორად და ყოველივე შეფერხებების გარეშე გააკეთონ არჩევანი . კომპიუტერულმა პროგრამებმა გააუმჯობესეს რეგისტრაციის გავლის პროცედურები , როგორც გასულ წელს 2014 წელსაც რეგისტრაცია ინტერნეტით იქნება ხელმისაწვდომი . რეგისტრაციის შესახებ მითითებები ახსნილია ცნობარში ,რომელიც გაზეთის „ახალი განათლება „ ხელშეწყობით დაიბეჭდა .

        2014 წლის სიახლეებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წინ წამოწევის იდეას . აბიტურიენტებს წელს საშუალება ეძლევათ გარკვეულ ფაკულტეტზე არჩევით საგნებს შორის აირჩიოს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება , რომელიც საჯარო სკოლებში I-IX კლასის ჩათვლით ისწავლება , როგორც სავალდებულო საგანი და დანარჩენ სხვა დისციპლინებს შორის ღირსეული ადგილი უჭირავს . ამასთანავე მათ ,ვინც აპირებს სწავლა კონსერვატორიაში განაგრძოს ,ორ ახალ მიმართულებაზე – მუსიკის ტექნოლოგია და მუსიკის ჟურნალისტიკა არ მოუწევს შემოქმედებითი ტურის გავლა , ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი ,რეზო კიკნაძე იტყობინება თეიკო ანჯაფარიძის რადიოგადაცემიდან „გამოცდებიდან–გამოცდებამდე“.

          არც წელსაა გამონაკლისი და აბიტურიენტს ეძლევა უფლება აირჩიოს მისთვის სასურველი ყველა პროგრამა ,რომელიც გასულ წლებში ლიმიტირებული იყო და მხოლოდ 20 პროგრამის არჩევის შესაძლებლობას იძლეოდა . შესამჩნევია ცვლილება ზოგადი უნარების გამოცდაში , თუ გასულ წელს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 20 ქულა იყო , წელს ზღვარს გადალახავს სტუდენტი ,რომლის დაგროვებული   ჯამური ქულა იქნება 24 .

          აბიტურიენტების ხელშეწყობის მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს სპეციალური საინფორმაციო ვიდეორგოლების მომზადებას . თითოეული საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი ვიდეორგოლის მეშვეობით საუბრობს ტესტში განხორციელებულ ცვლილებებსა და ზოგადად ტესტში შეტანილი დავალებების თავისებურებებზე .

          რაც შეეხება მათ ვისაც აქვს სურვილი გააუმჯობესოს გასულ წლებში მიღებული დაფინანსება , აუცილებელია გაიაროს ზოგადი უნარების ტესტი   ,რომლის მაქსიმალური ქულა (42 ქულა ) წელს არ შეცვლილა . საგრანტო კონკურსის მსურველები რეგისტრაციას ინტერნეტის მეშვეობით ასევე 1 თვის განმავლობაში ( 20 თებერვლიდან 21 მარტის 18:00 საათამდე ) შეძლებენ .

        გასულ წელს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია ტესტების გაჟონვის შესახებ . შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველივეს უარყოფს და , როგორც გასულ წელს , ხაზგასმით აღნიშნავს , რომ კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია დაცული ბეჭდვისას . ტესტები ბრიტანეთში , კონფიდენციალური მასალების ბეჭდვაში გამოცდილი კომპანიის „ სტივენ ოსტინის“ მიერ იბეჭდება ,შესაბამისად, შეუძლებელია ვისაუბროთ ტესტების შესახებ ინფორმაციის გაჟონვისა და სხვა მსგავს ფაქტებზე .

     

        შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ქალბატონი მაია მიმინოშვილი ფეისბუქის   გვერდზე აქვეყნებს განცხადებას , რომელშიც რამდენიმე სიტყვითაა შეჯამებული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მუშაობა : „ დარწმუნებული ვარ , არა მხოლოდ ეროვნული გამოცდები , არამედ ყველა პროექტი ,რომელიც უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში წამოვიწყეთ ,წარმატებით გაგრძელდება და დაიხვეწება . ამის გარანტიაა ისიც ,რომ  არც თამარ სანიკიძეს და არც მე არ გვეშინია საკუთარი მოსაზრებებისა და განსხვავებული პოზიციების საჯაროდ ,ღიად გამოხატვა და ეს არა დაპირისპირების ,არამედ ეფექტური , ჯანსაღი თანამშრომლობის წინაპირობაა „ . ქალბატონი მაია აბიტურიენტებს , წარმატებასა და გაწეული შრომის დაფასებას უსურვებს .  

    ავტორი :გიორგი დუნდუა კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ლოგიკა პოლიტოლოგია კრიმინალისტიკა ბიოლოგია მეწარმეობა არქიტექტურა სოციოლოგია ზოოლოგია მენეჯმენტი მეცნიერება და ტექნიკა პედაგოგიკა მრეწველობა, წარმოება ელექტრონიკა ფიზკულტურა და სპორტი მარკეტინგი და რეკლამა ასტრონომია ქიმია ფიზიკა მშობლიური ენა და ლიტერატურა მედიცინა, ჯანმთელობა ეკოლოგია კულტუროლოგია სექსოლოგია სოფლის მეურნეობა უცხოური ლიტერატურა გეოლოგია ავიაცია სტატისტიკა ეკონომიკა ისტორია საბანკო საქმე საერთაშორისო ურთიერთობები გეოგრაფია ჟურნალისტიკა საბირჟო საქმე გადასახადები ჟურნალისტიკა და PR მუსიკა მათემატიკა საბაჟო სისტემა უცხო ენები სამართალი გეოპოლიტიკა მასმედია სახელმწიფო მოწყობა და მართვა პროგრამირება მიფოლოგია ლოგისტიკა კულტურა და ხელონება ტურიზმი დაზღვევა ინვესტიციები სხვა ბუღალტერია და აუდიტი მართვა ინფორმატიკა გეოდეზია საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია ტექნოლოგია ფსიქოლოგია რელიგია კულინარია მეტალურგია ტრანსპრტი ფილოსოფია ვეტერინარია ფინანსები და კრედიტი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024