პორტალზე education.ge გამოქვეყნებული იყო პუბლიკაცია „პედაგოგის წარმატებულობის თვითანალიზი და თვითშეფასება“ . პუბლიკაციამ გამოიწვია ცოცხალი ინტერესი. მას გაეცნო 20 000 - მდე პედაგოგი. ზოგმა მოსაზრებები გამოხატა კომენტარის სახით, ხოლო დიდმა ნაწილმა საკუთარი ხედვა გაგვიზიარა პორტალის სახელზე გამოგზავნილ წერილებში.
გზავნილების ანალიზმა ცხადყო, რომ ამ სახის პრობლემატიკა აქტუალურია პედაგოგებისათვის, ისინი ობიექტურად ხედავენ და აფასებენ რეალობას. ვფიქრობთ, რომ მსჯელობის პროცესმა, თვითანალიზმა და დასკვნებმა დახმარება გაუწიეს პედაგოგებს თავისი საქმიანობის შეფასებაში.
ამჯერად გთავაზობთ: ერთად ვიმსჯელოთ პედაგოგის პროფესიული თვისებებისა და უნარების თაობაზე, თვით პედაგოგებმა შეავსონ პროფესიული თვისებების შეთავაზებული ჩამონათვალი, ან გამოხატონ მოსაზრება თუ საკუთარი რედაქცია პუბლიკაციის კომენტარებში.
პედაგოგის პროფესიული თვისებები და უნარები
• სასწავლო საგნისა და სწავლების მეთოდიკის ფლობა
• პედაგოგიური ოსტატობა და ხელოვნება
• სწავლების უნარი
• აღმზრდელობითი საქმიანობის უნარი
• პროფესიული სრულყოფის მუდმივი სურვილი
• სამეცნიერო, შემოქმედებითი ენთუზიაზმი
• პედაგოგიური ორიენტაცია
• პროფესიული იდენტობა
• პედაგოგიური ჰუმანიზმი
• პედაგოგიური ოპტიმიზმი
• პედაგოგიური ტაქტი
• ორგანიზატორული უნარები და ჩვევები
• პასუხისმგებლობა
• მოწაფესთან ურთიერთობის მუდმივი სურვილი
• მუდმივი ინტერესი აღსაზრდელთა ცხოვრების მიმართ
• კომუნიკაბელურობა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების ფლობა
• მეტყველების (კომუნიკაციის) კულტურა
• ორატორული ხელოვნება
• ადამიანების პიროვნული თვისებების ცოდნა
• მოსმენისა და აზრთა გაზიარების უნარი
• ზრახვებისა და მოსაზრებების აღქმის უნარი
• ადამიანების განწყობის აღქმის უნარი
• ადამიანების ურთიერთობებში გარკვევის უნარი
• ექსტრემალურ სიტუაციებში სწრაფი გარკვევის უნარი
• ადექვატური რეაგირების უნარი
• პროფესიული დონის სრულყოფის მუდმივი სურვილი
• რწმენა პროფესიული საქმიანობის მნიშვნელობის მიმართ
• პროფესიული ურთიერთობის კულტურა
• თვითრეგულირების მაღალი ხარისხი
• ხელმძღვანელობის უნარი
• აქტიურობა
• დისციპლინიანობა
• ორგანიზებულობა
• მაღალი ზნეობა
• წესიერება
• პატიოსნება
• ღირსება
• გულითადობა
• სიკეთე
• პატრიოტიზმი
• ტოლერანტობა
• კეთილმოსურნეობა
• გულშემატკივრობა
• კაცთმოყვარეობა
• ჰუმანურობა
• თანაგრძნობის უნარი
• მიმზიდველობა
• ხიბლი
• ერუდიცია
• ფართო მსოფლმხედველობა
• ლოგიკური აზროვნება
• დაკვირვებულობა
• ობიექტურობა
• დაჟინებულობა
• დაუზარებლობა
• პრინციპულობა
• თვითკრიტიკულობა
• თავშეკავებულობა
• თანამედროვეობა
• შრომისუნარიანობა
• შრომისმოყვარეობა
• მომთხოვნელობა
• გაწონასწორებულობა
• თავდაჯერებულობა
• მიზანდასახულობა
• სამართლიანობა
• მოთმინება
• თვითგანათლების უნარი
ყველას გთავაზობთ კომენტარის სახით გამოხატოთ პირადი აზრი, შეავსოთ აღნიშნული ნუსხა საკუთარი მოსაზრებებით ან მოგვაწოდოთ თქვენი რედაქცია, რათა შემდგომში ვიმსჯელოთ პედაგოგის პროფესიული თვისებები თაობაზე. |