მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    რომელ ქვეყანაში უმჯობესია იცხოვრო? ნანახია (10598) - ჯერ 23 აპრილი 2014

    ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „Social Progress Imperative“ გამოაქვეყნა კვლევა "ადამიანის განვითარების ინდექსი 2014“, რომელიც ითვალისწინებს   ე.წ. სოციალური კეთილდღეობის დონეს მთელს მსოფლიოში.

    ქვეყნის სოციალური განვითარების წარმატებულობა აღნიშნულ კვლევაში განისაზღვრება 56 ინდიკატორით, რომლებიც განაწილებულები არიან სამ ძირითად ჯგუფად.

    პირველი ჯგუფი მოიცავს ადამიანის ძირითად მოთხოვნებს: საკვები,   პირველადი ჯანდაცვის, საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიის, სანიტარული მომსახურების ხელმისაწვდომობასა და პირად უსაფრთხოებას.

    მეორე ჯგუფში შესულია   ადამიანის კეთილდღეობის საფუძვლები:   საბაზო ცოდნის ხელმისაწვდომობა და მოსახლეობის წიგნიერების დონე, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ხელმისაწვდომობა, ჯანდაცვის დონე, ეკოლოგიური მდგრადობა.

     მესამე ჯგუფი ითვალისწინებს   ადამიანის განვითარების შესაძლებლობებს:   პირადი და სამოქალაქო თავისუფლების დონეს, ადამიანის უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფას გადაწყვეტილების მიღებაში და საკუთარი პოტენციალის რეალიზაციაში.

     

    კვლევის შედეგად, 132 ქვეყნიდან, პირველ ათეულში მოხვდნენ: ახალი ზელანდია, შვეიცარია, ისლანდია, ჰოლანდია, ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, დანია, კანადა და ავსტრალია. ახალმა ზელანდიამ საუკეთესო შედეგებს მიაღწია ისეთი ინდიკატორებით, როგორიცაა პოლიტიკური უფლებები, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ხელმისაწვდომობა, სასკოლო განათლება.

     ამერიკის შეერთებული შტატები ამ სიაში დაფიქსირდნენ მე -16 ადგილზე, საფრანგეთი მე -20, ესპანეთი, ფინანსური კრიზისის მიუხედავად, აღმოჩნდა 21ადგილზე.

     ლათინურ ამერიკაში პირველ ადგილზე გავიდა კოსტა რიკა,   მსოფლიოში - ის 25 ადგილზეა. ურუგვაი ლათინურ ამერიკაში - მეორე ადგილზეა, ჩილე - მესამეზე. მათ შემდეგ არიან პანამა და არგენტინა, შემდეგ კი - ბოლივია, პარაგვაი, ნიკარაგუა, ჰონდურასი და კუბა.

     საქართველოს და მისი უშუალო მეზობლების რეიტინგი ასეთია:  მე - 60 ადგილზეა - სომხეთი, 66 - ზე - საქართველო და 73 - ზე - აზერბაიჯანი.

     აღნიშნული კვლევით დადგენილი რეიტინგი გვიჩვენებს, რომ ქვეყნების ეკონომიკური მაჩვენებლები პირდაპირ კავშირში არიან სოციალური განვითარების დონესთან. თუმცა, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაღალი დონე, არ იძლევა მაჩვენებლების გაუმჯობესების გარანტიას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკოლოგია, ჯანდაცვა და სოციალური შესაძლებლობები. მაგალითად, მსოფლიოში მშპ - ს უმაღლესი მაჩვენებლის მქონე ნორვეგიამ - რეიტინგში დაიკავა მეხუთე ადგილი, ხოლო პირველ ადგილზე გავიდა ახალი ზელანდია, რომლის მშპ ერთ სულ მოსახლეზე თითქმის ორჯერ ნაკლებია, ვიდრე ნორვეგიაში.

     გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ   სოციალური განვითარების და გაეროს ადამიანის განვითარების ინდექსი კორუფციის კომპონენტის შეფასებაში ემთხვევა ერთმანეთს. ექსპერტთა აზრით,   კორუფციის წინააღმდეგ   ბრძოლა   ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში აძლევს შესაძლებლობას ოთხჯერ გაზარდოს სახელმწიფო შემოსავლები, 75%   - შეიძლება შემცირდეს ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, კორუფციის დონის შემცირება ბიზნეს უქმნის მნიშვნელოვნად სწრაფი განვითარების შესაძლებლობას.

     

    წყარო:  ”Social Progress Imperative“  

    P.S.  პირადი მოსაზრება: მიუხედავად იმისა, რომ ახალ ზელანდიას, თუ სხვა სახელმწიფოს, მართლაც გააჩნია სოციალური განვითარების ინდიკატორების მაღალი დონე,  მიმაჩნია, რომ ყველა ქართველი უნდა დაუბრუნდეს თავის მიწა - წყალს და ცხოვრობდეს საკუთარ, ოღონდ დალაგებულ და მოწესრიგებულ ქვეყანაში!

    ავტორი :ალექსანდრე ეჯიბაძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში უმაღლეს სასწავლებელში სკოლამდელ დაწესებულებაში სხვა კოლეჯში სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში პროფესიულ ცენტრში განმანათლების მართვის ორგანოებში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024