სტენბერგის სამიერარქიული თეორია
სტენბერგის წარმატებული სამიერარქიული ინტელექტის თეორია აერთიანებს სამ ზოგად ინტელექტს:
1. ანალიტიკური ინტელექტი ანუ ინფორმაციის დამუშავების უნარები
2. შემოქმედებითი ინტელექტი
3. პრაქტიკული ინტელექტი
ანალიტიკური ინტელქეტი -ინფორმაციის დამუშავების იმ კომპონენტებს აერთიანებს, რომლებიც განსაზღვრავს ყველა გონიერ მოქმედებას: სტრატეგიების გამოყენებას, ინფორმაციის მიღებას და თვითრეგულაციის ამუშავებას.
შემოქმედებითი ინტელექტი - ზოგიერთ სიტუაციაში წარმატების მისაღწევად არ კმარა მხოლოდ ინფორმაციის დამუშავება, არამედ სასარგებლო გადაწყვეტილების მეშვეობით ახალი პრობლემის დაყენებაცაა საჭირო. შემოქმედებითი ადამიანები ახალ სიტუაციას სხვაზე კარგად ერგებიან. ახალი დავალებების შესრულების დროს ისინი უფრო უფრო ეფექტურად იყენებენ ახალ უნარებს.
პრაქტიკული ინტელექტი - აერთიანებს შემდეგ მიზნებს: მორგებას, განსაზღვრას და გარემოს ამოჩევას. ამ ინტელექტის მეშვეობით ადამიანები ოსტატურად არგებენ გარემოს საკუთარ უნარებსა და სურვილიებს. როდესაც ისინი ვერ ერგებიან გარემოს, ცდილობენ შეცვალონ ის საკუთარი საჭიროებების მიხედვით და თუ ამის გაკეთება შეუძლებელია, ირჩევენ ახალ კონტექსტებს რომელიც მათ ჩევებს ღირებულებებს და მიზნებს შეესაბამება.
გარდნერის ინტელექტის თეორია
ჰოვარდ გარდნერმა უატყო ზოგადი ინტელექტის თოერია და სტენბერგისგან განსხვავებით თავის ინტელექტის თეორიაში გამოყო 8 ფაქტორი. გარდნერი მიიჩნებს რომ ინტელექტს უნიკალური ბიოლოგიური საფუძველი, განვითარების საკუთარი გზა და განსხვავებული ოსტატობა აქვს. ამავე დროს ის, ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერი ნედლი პოტენციალის განვითარებისათვის საჭიროა განათლების ხანგრძლივი პროცესი.
გარდნერის მრავალფაქტორიანი მოდელი:
ლოგვისტური ინტელექტი
ზეპირ და წერით მეტყველებაში ენის ეფექტურად გამოყენების უნარი. წერისა და ზეპირ გამონათქვამებში უმცირესი, ფაქიზი ნიუანსების მიხვედრისა და გამოყენების უნარი.
ლოგიკურ-მათემატიკური ინტელექტი
ლოგიკური აზროვნების უნარი. მათემატიკური ოპერაციების აზრის წვდიმის და ეფექტურად გამოყენების უნარი.
ვიზუალურ-სივრცით-დროითი ორიენტაციის ინტელექტი
ვიზუალური სამყაროს სწორად აღქმისა და წარმოსახვის, სივრცითი და დროითი პერსპექტივების სწორად აღქმისა და წარმოსახვის უნარი.
მუსიკალური ინტელექტი
მუსიკის აღქმის, განცდის, შესრულებისა და შეფასების უნარი.
ფიზიკურ-კინესთეტიკური ინტელექტი
მოტორულ-კინესთეტიკური აპარატის სრული დაბალანსებული კოორდინაციის უნარი, კიდურების სწრაფად, მარჯვედ, მოქნილად გამოყენების უნარი, უაღრესად აქვთ განვითარებული მოძრაობის, წონასწორობის და კინესთეტიკური შეგრძნებები.
ინტერპერსონალური ინტელექტი
სხვა ადამიანების სულიერ სამყაროში შეღწევის უნარი. მათ განწყობების, ემოციების, მოტივაციის, სურვილების, განზრახვების აღქმის და მიხვედრის უნარი.
ინტერპერსონალური ინტელექტი
თვითშემეცნების, საკუთარი გრძნობების, მოტივების, სურვილების გაცნობიერების, თვითკონტროლისა და თვითრეგულაციის უნარი.
ნატურალისტური ინტელექტი
ბუნებაში არსებული სიცოცხლის ფორმების (ფლორა და ფაუნა) და ობიექტების (მთები, ზღვები, ტბები და სხვა) ამოცნობისა და მათ შორის მიმართებების (მსგავსება-განსხვავების, მიზეზ-შედეგობრივი და ა.შ.) მიხვედრის, წვდომის უნარი.