მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    ჯგუფები ნანახია (10988) - ჯერ 07 მაისი 2014

    ჯგუფი წარმოადგენს ადამიანის ცხოვრების ბუნებრივ ფორმას. ყოველ მოცემულ მომენტში ინდივიდი რამდენიმე ფორმალური და არაფორმალური ჯგუფის წევრია. რა იცვლება ინდივიდში როცა ის ჯგუფის წევრი ხდება?

     

       ცნობილია ჯგუფისადმი მიდგომის ორი თვალსაზრისი: ინდივიდუალისტური თეზისი და ჯგუფური გონის თეზისი. ინდივიდუალისტური მიდგომის არსი შემდეგია: ფსიქოლოგიურ პროცესებს ადგილი აქვთ მხოლოდ ინდივიდებში, რომლებიც წარმოადგენენ ერთადერთ, დაკვირვებისთვის მისაწვდომ რეალობას; მხოლოდ ინდივიდს შეუძლია სიყვარული და სიძულვილი, აღქმა და აზროვნება. მხოლოდ ინდივიდი ღებულობს გადაწყვეტილებას და ა.შ. შესაბამისად ვარაუდობენ, რომ ინდივიდი წარმოადგენს ერთადერთ რეალობას, ხოლო ჯგუფი წარმოადგენს ფიქტიურ აბსტრაქციას.

     

       ამ თვალსაზრისის საწინააღმდეგო თვალთახედვას წარმოადგენს ჯგუფის გონის თეზისი. ეს თვალსაზრისი უშვებს, რომ როდესაც ადამიანები ცხოვრობენ და მოქმედებენ ჯგუფში, წარმოიშვებიან ძალები და მოვლენები, რომლებიც მიჰყვებიან თავიანთ კანონებს რომელთა აღწერა არ შეიძლება იმ ინდივიდთა თვისებების აღწერით, რომლებიც ქმნიან ჯგუფებს. ჯგუფური გონი წარმოადგენს პროცესს, რომელიც ინდივიდუალისტურ პროცესებზე მაღლა დგას. ჯგუფს, მათი აზრით, გააჩნია საკუთარი კანონები, რომლებიც განსხვავდებიან ინდივიდუალური მახასიათებლებიდან და ამდენად მათი დაყვანა ინდივიდებამდე არ შეიძლება. დიურგჰეიმი ლაპარაკობს ჯგუფის მენტალურ მთლიანობაზე. ამდენად ამ მიდგომის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ,რომ ინდივიდუალურ, ფსიქოლოგიური ფაქტებიდან არ შეგვიძლია გამოვიყვანოთ სოციალური პროცესები. სოციალურ ფაქტებს გააჩნია საკუთარი კანონები, სოციალური ერთიანობა არის საზოგადოება და მისი პროცესები. ინდივიდი მათი აზრით წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ სოციალური სხეულის უჯრედს.  

    რატომ ერთიანდებიან ადამიანები ჯგუფში?  

    ამ კითხვაზე, ძალიან ზოგადად, სოციალური ფსიქოლოგია შემდეგ პასუხს იძლევა:

    პირველი, ჯგუფი გვეხმარება დავიკმაყოფილოთ მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებები, როგორიცაა მივიღოთ და გავცეთ ყურადღება ან გვქონდეს მიკუთვნებულობის გრძნობა.

    მეორე, ჯგუფი გვეხმარება მივაღწიოთ მიზნებს, რომლებსაც ვერ მივაღწევდით დამოუკიდებლად. სხვასთან ერთად მუშაობით ჩვენ ხშირად შეგვიძლია შევასრულოთ საქმე რომელსაც ჩვენ თვითონ ვერ შევასრულებდით.

    მესამე, ჯგუფის წევრები ხშირად გვამარაგებენ ცოდნით და ინფორმაციით რომლის მიღებას სხვანაირად ვერ მოვახერხებდით, ან ძალიან ძნელი იქნებოდა დამოუკიდებლად მისი მიღება. მეოთხე, ჯგუფი გვეხმარება უშიშროების მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში რაც მეტად მნიშვნელოვანია ადამიანისათვის.

    დაბოლოს, ჯგუფის წევრობა ხელს უწყობს პოზიტიური სოციალური იდენტურობის ჩამოყალიბებას, ის ხდება ჩვენი სელფ-კონცეფციის ნაწილი.

    თანამედროვე კვლევები მიუთითებენ, რომ ადამიანები რომლებიც მიეკუთვნებიან 3მარგინალიზირებულ4 ჯგუფებს, რომლებიც ჩათვლილია რომ არიან დევინტურები მაგალითად ადამიანები რომლებიც მიეკუთვნებიან ექხტრემისტულ პოლიტიკურ პარტიებს - აყალიბებენ უფრო ძლიერ იდენტურობას თავიანთ ჯგუფთან და აგრეთვე განიცდიან სელფ-მისაღებობის და აღიარების მაღალ სურვილს ე.ი. სურვილს გამოავლინონ თავიანთი დაფარული იდენტურობა. საერთოდ ჩათვლილია,რომ რაც უფრო პრესტიჟულია ჯგუფი, რომელსაც მივეკუთვნებით, მით უფრო მხარდაჭერილია ჩვენი სელფ-კონცეფცია.

     

    ჯგუფების ბუნება და მოქმედება.

    ადამიანების ერთობა რომ განხილული იქნას როგორც ჯგუფი, ის უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ პირობებს:

    პირველი, ადამიანები ჩართული უნდა იყვნენ გარკვეული სახის სოციალურ ურთიერთობებში. გარკვეულ სივრცეში მხოლოდ ერთიდაიმავე დროს ყოფნა არ არის საკმარისი რომ ის განხილულ იქნას როგორც ჯგუფი;

    მეორე, ისინი უნდა იყვნენ ურთიერთდამოკიდებულნი, ის რაც შეემთხვევა ერთერთ მათგანს უნდა მოქმედებდეს იმაზე, რაც მოუვა სხვას.

    მესამე, ურთიერთობა უნდა იყოს მყარი, უნდა გაუძლოს დროს. მეოთხე, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საერთო მიზანი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯგუფი გარკვეული მიზნისთვის ყალიბდება; და ბოლოს, ადამიანები, უნდა აღიქვამდნენ თავიანთ თავს როგორც მიკუთვნებულს ჯგუფისადმი. ამრიგად, ჯგუფი არის ორი ან მეტი ინდივიდის ერთიანობა, რომლებიც არიან სოციალურ ურთიერთქმედებაში, აქვთ მყარი სტრუქტურული ურთიერთქმედება ერთმანეთთან, არიან ურთიერთდამოკიდებულნი, აქვთ საერთო მიზნები და აღიქვამენ, რომ არიან ჯგუფის წევრები.

     

     

    ჯგუფის სტრუქტურა

     

    ჯგუფის სტრუქტურაში არჩევენ ძალის, კომუნიკაციის და ინტერპერსონალური მიზიდულობის სტრუქტურებს. რათქმაუნდა ეს სტრუქტურები შეიძლება ნაწილობრივ დაემთხვნენ ერვმანეთს, მაგრამ მათი უფრო სრულყოფილი გაგების მიზნით საჭიროდ ჩავთვალეთ მათი დამოუკიდებელი განხილვა. მაგ. ხშირად ჯგუფში სწორედ ყველაზე მეტი ძალის მქონე პიროვნება - ლიდერი იღებს სხვებზე მეტ კომუნიკაციას და შეიძლება სხთებზე უფრო მეტად იყოს მოწონებული მაგრამ ეს სამი, ძალა, მოწონება და კომუნიკაცია, შეიძლება ერთ ჯგუფში სხვადასხვა ინდივიდებში განაწილდეს.

       ძალის სტრუქტურა. ფორმალურ ჯგუფებში სტრუქტურა ჯგუფის ორგანიზაციის მონახაზს იძლევა. სტრუქტურა ჩვეულებრივ იერარქიულია. არაფორმალურ ორგანიზაციებს შეიძლება ჩვეულებრივ არ ჰქონდეს ორგანიზაციული სტრუქტურა, მაგრამ მიუხედავად ამისა, შეიძლება ჰქონდეთ ძალის სტრუქტურა. ერთი ან ორი ინდივიდი შეიძლება უფრო აღიარებული იყოს როგორც ძალის მქონე ვიდრე სხვები.        ჯგუფებში ინდივიდების დიფერენციაცია ხდება იმის მიხედვით, თუ რა როლი უკავია მას ჯგუფში.

       როლები: - დიფერენციაცია ჯგუფში. აღმოჩნდა, რომ ჯგუფში არსებობს საკმაოდ განსხვავებული ფუნქციები. ჯგუფებში ინდივიდები განსხვავებულ საქმეს აკეთებენ და მისგან მოელიან ჯგუფისათვის მოცემული სპეციფიკური საქმის შესრულებას, მოკლედ ისინი განსხვავებულ როლებს ასრულებენ. როლები ხშირად დადგენილია ფორმალურად, მაგ. ლიდერი ან ხაზინადარი და ა.შ. სხვა შემთხვევაში ინდივიდები განსხვავებული როლისაკენ მათი ინტერესების და უნარების საფუძველზე მიისწრაფიან, ამ როლისადმი ფორმალური მიწერის გარეშე. მაგ. ინფორმაციის ლიდერი, სოციალური ლიდერი და სხვა. რაკი ამ მექანიზმით ინდივიდს ჯგუფში სპეციფიკური როლი მიეწერება, სხვები მოელიან, რომ ის გარკვეული მანერით მოიქცევა. ასეთი როლური მოლოდინები შეიძლება ძალიან ძლიერი იყოს და ისინი ხშირად ქმნიან მნიშვნელოვან გზებს, რომელშიც ჯგუფი ძლიერ გავლენას ახდენს მის წევრებზე.

       ერთერთი ხაზგასმული და უნივერსალური ფაქტი ჯგუფის შესახებ არის ის, რომ მას ყოველთვის ჰყავს ლიდერი. ჯგუფის სტრუქტურაში ლიდერს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

    გამოყენებული ლიტერეტურა:

    რევაზ ქვარცხავა - სოციალური ფსიქოლოგია

    ავტორი :ნინო კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ვეძებ სპეციალისტს სასწავლო პროგრამები ხელოვნება/კულტურა განათლება/სწავლება ფიზიკური კულტურა/სპორტი კურსები/ტრენინგები/სტაჟირება ტურიზმი/დასვენება/გართობა კონფერენციები/ღონისძიებები ვყიდი მომსახურება სტიპენდიები ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა სხვა ვიყიდი ვცვლი გავაჩუქებ ტენდერები/გრანტები ვარ სპეციალისტი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024