მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    პიროვნული აშლილობის ზოგიერთი ტიპები, შედეგები და მკურნალობის გზები ნანახია (11436) - ჯერ 05 ივლისი 2014

       

     

     

      პიროვნული აშლილობის მიზეზები უცნობია. ზოგი ავტორი ასახელებს გენეტიკურ ფაქტორებს სხვადასხვა ტიპის ადრეულ ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან ერთად. ზოგიერთი  პიროვნული აშლილობა ეტიოლოგიურად არის ურთიერთდაკავშირებული მის მსგავს ფსიქიკურ აშლილობასთან.

     ადრეული ცხოვრებისეული გამოცდილების ზეგავლენის შესწავლა რთულია იმის გამო, რომ ამ გამოცდილებასა და ზრდასრულ ცხოვრებაში პიროვნული აშლილობის დიაგნოზს შორის ხანგრძლივი დროითი ინტერვალია. ბავშვობისდროინდელი გამოცდილებისა და პიროვნების დამაკავშირებელი   ფსიქოდინამიური თეორიები აქ ნახსენებია იმ კონტექსტში, სადაც ისინი გავლენის მქონეა. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად არის კლინიცისტებისთვის მისაღები ფსიქოდინამიური თეორია, მათი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ბავშვობის დროინდელ გამოცდილებას, პიროვნულ მახასიათებლებსა და პიროვნულ აშლილობას შორის მიზეზობრივი კავშირი არსებობს. პრაქტიკაში გამართლებულია ბავშვობისდროინდელი გამოცდილების შესწავლა და საღ აზრზე დაფუძნებული მსჯელობის გამოყენება იმის დასადგენად, თუ რამდენად შესაძლოა ამა თუ იმ გამოცდილებას ზეგავლენა მოეხდინა პიროვნების განვითარებაზე. მაგ., მშობლების მიერ ბავშვის მუდმივი უარყოფა შეიძლება დაკავშირებული იყოს ზრდასრულ ასაკში დაბალ თვითშეფასებასთან.

     რეტროსპექტული გამოკვლევები აშკარა პრობლემებს წარმოშობს, მაგრამ პროსპექტული გამოკვლევის ჩატარება უფრო პერსპექტიულია. ერთ-ერთი ასეთი გამოკვლევის თანახმად, დამოუკიდებლად დადგენილი უკიდურესი ფიზიკური უგულებელყოფა, სასტიკი მოპყრობა და სექსუალური ძალადობა ასოცირებულია ზრდასრულ ასაკში კლასტერში შემავალი პიროვნული აშლილობებისაღმოცენების რისკთან.

    ანტისოციალური პიროვნული აშლილობა

    გენეტიკური მიზეზები

      ტყუპებზე ჩატარებული გამოკვლევები. ყველაზე ხშირად ციტირებული გამოკვლევები ლანგესა და როზანოფს ეკუთვნის . ამ გამოკვლევებში შეისწავლებოდა პრობანდები _ რამდენჯერმე მსჯავრდებულნი სისხლის სამართლის დანაშაულისგამო და არა ანტისოციალური პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანები, რის გამოც ამ გამოკვლევების შედეგების რელევანტობა ასეთი აშლილობის მქონე ადამიანების მიმართ საეჭვოა. ტყუპებზე ჩატარებულმა უფრო გვიანდელმა გამოკვლევებმა დაადასტურა ანტისოციალური ქცევის მემკვიდრეობითი ხასიათი ზრდასრულ ადამიანებში და აჩვენა, რომ გენეტიკური ფაქტორები უფრო მნიშვნელოვანია ზრასრულ პირებში, ვიდრე ანტისოციალურ ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებთანაც საერთო გარემო ფაქტორები უფრო დიდი მნიშვნელობის მქონეა.    

    ნაშვილები პირების გამოკვლევა. კადორეს მიერ ჩატარებულ მნიშვნელოვან გამოკვლევაში შემდეგი შედეგები იქნა მიღებული:ნაშვილებ პირებს, რომლებიც დაბადებიდანვე დააშორეს პერსისტენტული ანტისოციალური ქცევის მქონე მშობელს, უფრო ხშირად აღენიშნებოდათ ანტისოციალური პიროვნული აშლილობა, ვიდრე იმ ნაშვილებ პირებს, რომელთა მშობელს ანტისოციალური ქცევა არ ახასითებდა. გამოკვლევა ითვალისწინებდა, თუ რომელ მშობელს ახასიათებდა ანტისოციალური ქცევა _ ბიოლოგიურ დედას თუ ბიოლოგიურ მამას. შთამომავლობაში, ანტისოციალური პიროვნული აშლილობა უფრო ხშირად იყო დიაგნოსტირებული მამაკაცებთან, ვიდრე ქალებთან, თუმცა ქალებთან უფრო დიდი სიხშირით დაფიქსირდა აშლილობის ტიპი, რომელსაც იმ დროს ისტერიას უწოდებდნენ. კადორე თვლიდა, რომ ისტერია ქალებში ისეთივე გენეტიკური დატვირთვის გამოხატულებაა, რაც ანტისოციალური პიროვნული აშლილობა მამაკაცებში.მიუხედავად იმისა, რომ ამ გამოკვლევას თავისი  სისუსტეები ახასიათებდა (30%-მა უარი თქვა ინტერვიუში მონაწილეობის მიღებაზე), მან მაინც დაამტკიცა მანამდე მიღებული შედეგები . მცირე მასშტაბის გამოკვლევამ, რომელიც შეისწავლიდა ანტისოციალური ქცევის მქონე ნაშვილები პირების ბიოლოგიურ მშობლებს, დაადგინა ანტისოციალური ქცევის უფრო მაღალი სიხშირე იმ ბავშვების ბიოლოგიურ მშობლებთან შედარებით, რომლებსაც ანტისოციალური ქცევა არ ახასიათებდათ კადორემ შეისწავლა ნაშვილები პირების აღზრდა და ოჯახური გარემო. ამ შემთხვევაშიც, ბიოლოგიური მშობლების ანტისოციალური პიროვნული აშლილობა გამოდგა ნაშვილები ბავშვების ანტისოციალური ქცევის პრედიქტორი. თუმცა, მშვილებელი ოჯახის უარყოფითი ფაქტორები (ცოლ-ქმრული პრობლემები და წამალმოხმარება) ზრდასრული პირების ანტისოციალური ქცევის დამოუკიდებელ პრედიქტორს წარმოადგენს.

     

    გენების შეჭიდულობის გამოკვლევები რთული ჩასატარებელია. ამჟამად, ამ ტიპის კვლევებით შეჭიდულობის ფაქტები არ არის დადასტურებული.

     

    ცერებრული პათოლოგია და ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარება

      ერთ-ერთი დაკვირვების თანახმად, თავის ტვინის დაზიანების მქონე ზოგიერთი პაციენტი აგრესიულ ქცევას ამჟღავნებს, რაც იმას გულიხმობს, რომ პიროვნების ანტისოციალურობის მიზეზს შეიძლება თავის ტვინის უმნიშვნელო დისფუნქცია წარმოადგენდეს. ეს მოსაზრება ჯერ-ჯერობით არ ყოფილა დადასტურებული. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია აჩვენებს, რომ ანტისოციალური პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანებთან პრეფრონტალურ უბანში შემცირებულია რუხი ნივთიერების სიმკვრივე თავის ტვინის უხეში დაზიანების გარეშე, რაც, შეიძლება, გარკვეული სახის პრეფრონტალურ დისფუნქციას ასახავდეს.

     

     

    განვითარების თეორიები

    მშობელთან განშორება. ხშირად ციტირებულ ადრეულ გამოკვლევაში, ბოულბიმ (Bowlby, 1944) შეისწავლა 44  მცირეწლოვანი ქურდი. მან დაასკვნა, რომ ბავშვის განშორება დედასთან იწვევს ანტისოციალურ ქცევას და ახლო ურთიერთობის ჩამოყალიბების უუნარობას.

    სოციალური დასწავლა ბავშვობაში. მრავალი წლის წინ, სკოტმა  წარმოადგინა ანტისოციალური ქცევის ჩამოყალიბების სოციალური დასწავლის მოდელი. ამგვარი ქცევის ჩამოყალიბება შეიძლება შემდეგით იყოს განპირობებული:

    1. ბავშვი ანტისოციალურ ოჯახში იზრდება;

    2. ოჯახში არ არსებობს თანმიმდევრული წესები;

    3. პიროვნებამ შეიძლება დაისწავლოს ანტისოციალური

    ქცევა, როგორც სხვა პრობლემებთან გამკლავების

    საშუალება (მაგ., როგორც არასრულფასოვნების განცდის

    დამალვის საშუალება);

    4. ყურადღების კონცენტრაციის უუნარობა და სხვა ფაქტორები,

    რომლებიც ხელს უშლის დასწავლას.

    მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა

    ამ შემთხვევაში არ დადგინდა მნიშვნელოვანი გენეტიკური ფაქტორები.

      ფსიქოანალიტიკური თეორიები აშლილობის მიზეზს ხედავენ დედა-შვილის არასრულყოფილ ურთიერთობაში ბავშვის ინდივიდუალიზაციის საფეხურზე (Kernberg, 1975). ამ მოსაზრებას ადასტურებს ის ფაქტი, რომ მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანები საკონტროლო ჯგუფთან შედარებით უფრო ხშირად განიცდიდნენ ბავშვობაში სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობას. 28 წლიან შემდგომ დაკვირვებაში ჰელგელანდმა (Helgeland) დაადგინა კავშირი, ერთი მხრივ, ბავშვის უგულებელყოფასა და მასზე ძალადობას და, მეორე მხრივ, გვიანდელ პერიოდში მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის განვითარებას შორის. არტისტული და სხვა ტიპის ნიჭი და ინტელექტუალური უნარები დადებითი ეფექტის მქონეა.

     

     

    ისტერიული პიროვნული აშლილობა

      ამ ტიპის პიროვნული აშლილობის მიზეზების შესწავლას სულ რამდენიმე ობიექტური კვლევა ეძღვნება. ისტერიული პიროვნული აშლილობის გენეტიკური ფაქტორი არ შეუსწავლიათ სტანდარტიზებული მეთოდების გამოყენებით. არსებობს სტანდარტიზებული მეთოდების გამოყენებით ჩატარებული რამდენიმე გამოკვლევა და ისინიც წინააღმდეგობრივ შედეგებს იძლევa. ფსიქოანალიზის მიხედვით, მოცემული აშლილობა დაკავშირებულიაან ოიდიპოსის , ან კიდევ ორალური კონფლიქტის გადაჭრის უუნარობასთან .

     

    მკურნალობა:

    ანტისოციალური (დისოციალური) პიროვნული  აშლილობა

     მედიკამენტები ნაკლებ ეფექტურია, თუმცა ანტიფსიქოზურმა პრეპარატებმა შეიძლება იქონიოს დროებითი დამამშვიდებელი ზემოქმედება აგრესიულ ქცევაზე, რომელიც ჩნდება მზარდი სტრესის საპასუხოდ, ხოლო ანტიდეპრესანტები, შეიძლება, საჭირო გახდეს კომორბიდული პიროვნული აშლილობის კონკრეტული ტიპების მართვა დეპრესიული აშლილობის დროს. ითვლება, რომ ზოგიერთ პაციენტთან ლითიუმი ასუსტებს აგრესიულ ქცევას , თუმცა ის მხოლოდ მაშინ უნდა დაინიშნოს, თუ პაციენტი ზუსტად დაიცავს დოზას და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს . უნდა ვერიდოთ ანქსიოლიზური პრეპარატების გამოყენებას, რადგან ისინი განმუხრუჭებასა და დამოკიდებულებას იწვევს. შესაბამისი რესურსების არსებობისას, შეგვიძლია გამოვიყენოთ ინდივიდუალური ან ჯგუფური თერაპია, მაგრამ მისი შედეგები ნათელი არ არის.

    ისტერიული პიროვნული აშლილობა

      ასეთი პაციენტები ზედმეტად მაღალ მოთხოვნებს უყენებენ თავიანთ მომვლელებს. ისინი ხშირად ცდილობენ თავს მოახვიონ პერსონალს მკურნალობასთან დაკავშირებული არაპრაქტიკული პირობები, ითხოვენ შეუსაბამო წამალს და შეუფერებელ დროს მოითხოვენ დახმარებას. სხვა პრობლემებია უადგილოდ მომხიბვლელი ქცევა, თვითდაზიანების მუქარა და მცდელობა უსაფუძვლოდ გაახანგრძლივო ინტერვიუ. მნიშვენლოვანია ამ პრობლემების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირება, რადგან თუ ისინი დამკვიდრდა, მათი მართვა ძალიან რთული ხდება. ამ ტიპის ქცევები პაციენტთან ერთად უნდა განვიხილოთ. მას უნდა ნათლად ავუხსნათ, რომ სამედიცინო პერსანალი მას აუცილებლად გაუწევს საჭირო დახმარებას, მაგრამ მისი ზოგიერთი ქცევა არასოდეს ჩაითვლება მისაღებად. ასეთ პაციენტებთან უნდა ვერიდოთ ინდივიდუალური ანალიზური ფსიქოთერაპიის გამოყენებას. მკურნალობა უნდა წარიმართოს სტრესულ სიტუაციებზე ადაპტაციური რეაქციების შემუშავების მიმართულებით. მედიკამენტები ნაკლებად გამოიყენება, თუ არ გვაქვს საქმე კომორბიდულ დეპრესიულ აშლილობასთან.

    მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა

      მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის მართვასთან დაკავშირებული პრობლემები ისტერიული პიროვნული აშლილობისთვის დამახასიათებელი პრობლემების მსგავსია. თუმცა, მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის დროს თერაპიული მეთოდების არჩევანი უფრო ფართოა. ზოგჯერ, სასარგებლოა პრობლემის გადაჭრაზე მიმართული კონსულტირების გამოყენება . ანტიფსიქოზური პრეპარატებისმცირე დოზამ შეიძლება ხანმოკლე დროით შეასუსტოს აგრესიული ქცევა. შეგვიძლია გამოვიყენოთ სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები, რადგან ისინი ამცირებს ზოგიერთ პაციენტთან იმპულსურ ქცევას . უნდა ვერიდოთ ანქსიოლიზური მედიკამენტების გამოყენებას, რადგან მათ შეიძლება განმუხრუჭებისა და დამოკიდებულების ეფექტი გამოიწვიონ. მათი დანიშვნისას, მედიკამენტის მიღება უფრო ფართო სამკურნალო გეგმის ნაწილს უნდა წარმოადგენდეს. შესაბამისი რესურსების არსებობისას შეგვიძლია მოვსინჯოთ რამდენიმე სახის ფსიქოლოგიური მკურნალობა, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ მათგანს არ ახასიათებს მნიშვნელოვანი და სანდო ეფექტი.

     

    დინამიური ფისქოთერაპია

     მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანები არ რეაგირებენ დინამიური ფსიქოთერაპიის ჩეულებრივ ფორმებზე, ხოლო არაპროფესიულმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ემოციების კონტროლის შესუსტება და იმპულსურობის ზრდა. კერნბერგმა (Kernberg, 1993) აღწერა ალტერნატიული მიდგომა ასეთი პაციენტების მიმართ, რომლის გამოყენებისას ნაკლებ სავარაუდოა ასეთი უარყოფითი შედეგების მიღება, მიუხედავად იმისა,   რომ თერაპიის პროცესი ძირითად ფსიქოპათოლოგიაზემოქმედებს. ასეთ მიდგომას ეწოდება ექსპრესიული ფსიქოთერაპია. ითვლება, რომ ის კარგი შედეგების მომტანია (Shtone 1987), მაგრამ ჯერ-ჯერობით არ ჩატარებულა შესაბამისი რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევა.

    ჯგუფური ფსიქოთერაპია

      ასეთი ტიპის მკურნალობას ის უპირატესობა აქვს, რომ გადატანის ურთიერთობა თერაპევტზე ფოკუსირების ნაცვლად ჯგუფზე ნაწილდება. ჯგუფის კომენტარები პაციენტის მიერ ქცევაში ემოციების გამოტანის შესახებ შეიძლება მისთვის უფრო მისაღები იყოს, ვიდრე თერაპევტის კომენტარები. თერაპევტს სჭირდება კარგად განვითარებული პროფესიული უნარ-ჩვევები მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის მქონე პაციენტისთვის დახმარების გასაწევად, რათა ასეთ პაციენტებთან ჯგუფური მუშაობისას ჯგუფის სხვა წევრების მკურნალობის ხარისხი არ გაუარესდეს. ჯგუფში, ჩვეულებრივ, იმყოფება მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის მქონე მხოლოდ ერთი პაციენტი.

    დიალექტიკური ბიჰევიორული თერაპია

      ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც მკურნალობის მეთოდმა გაიარა შეფასება კონტროლირებადი კვლევის მეშვეობით. კონტროლირებადი კვლევა ჩატარდა მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის მქონე ქალებზე, რომლებთანაც დაფიქსირდა სუიციდის განმეორებითი ეპიზოდები. დიალექტიკური ბიჰევიორული თერაპია უფრო ეფექტური გამოდგა საკონტროლო მკურნალობასთან შედარებით თვითდაზიანების რედუქციის დროს, მაგრამ უშუალოდ არ შეფასებულა ზემოქმედება თავად პიროვნულ აშლილობაზე. უფრო გრძელვადიანმა შემდგომმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ თერაპიის პროცესში მიღებული ეფექტების უმეტესობა ხანგრძლივი დროის მანძილზე არ ნარჩუნდება (Linehan 1991).

    ფსიქოანალიტიკური ორიენტაციის მქონე დღის მკურნალობა

     

      ამ ტიპის მკურნალობა წარმოადგენს ანალიტიკური ჯგუფური და ფსიქოანალიტიკური ინდივიდუალური მკურნალობის კომბინაციას. მისი მიზანია პაციენტის დახმარება სხვა ადამიანების შინაგანი მდგომარეობის უკეთ გაგებაში. ეს მკურნალობა განმტკიცებულია მცირე რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევით, რომელიც მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის მქონე პაციენტებზეა ჩატარებული. პაციენტები აჩვენებენ გაუმჯობესებას ყველა ტესტირებულ სფეროში მკურნალობიდან 18 თვის შემდეგ (Bateman & Fonagy, 1999). მკურნალობის დადებითი შედეგები შენარჩუნდა ან გაუმჯობესდა 18-თვიანი შემდგომი დაკვირვების პერიოდში.

     

     

    ავტორი :ვანო ჯანიაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    განათლება საქართველოში და მსოფლიოში ფიზიკური კულტურა და სპორტი ინტერესები/კონკურსები საგანმანათლებლო დაწესებულებები სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები სხვა სარეკლამო მომსახურება ბავშვის კვება და მოვლა მომზადება/ტესტირება/ჩაბარება სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები გართობა/თამაშები სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა მშობელი და ოჯახი სასწავლო დაწესებულების მართვა შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა კვალიფიკაციის ამაღლება სიახლე განათლების სფეროში მეცნიერება/ტექნიკა მედიცინა და პროფილაქტიკა საზოგადოებრივი ურთიერთობები პედაგოგიკა/ფსიქოლოგია ადამიანთაშორის ურთიერთობა გაერთიანებები/სოციალური ქცელები ბუნება/ეკოლოგია დასაქმება/კარიერა/ბიზნესი გამოცემები/პუბლიკაციები რელიგია კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი ბავშვის აღზრდა დასვენება/ტურიზმი სასარგებლო რჩევები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024