მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    თვითრეგულაცია ნანახია (11686) - ჯერ 31 აგვისტო 2014

     

    თვითრეგულაციის გარეგან ფაქტორებია ის სტანდარტები, რომლის მიხე­დვითაც, ჩვენ ვაფასებთ ჩვენს ქცევას. ეს სტანდარტები იქმნება გარემოს და პიროვნული მახასიათებლების ურთიერთზემოქმედების შედეგად. მაგალითად, პედაგოგებისა და მშობლებისგან ჩვენ ვიგებთ - რა არის სიკეთე, პატიოსნება, მამულიშვილობა და ა.შ. სხვებზე დაკვირვებით ჩვენ შევიმუშავებთ მრავალ სტანდარტს, რომლის საფუძველზეც ვაფასებთ ჩვენს ქცევას. ამასთანავე თვითრეგულაციის გარეგან სტანდარტებში შედის საზოგადოების მხრიდან მიღებული განმტკიცება - მატერიალური მხარდაჭერა, შექება, წახალისება და ა. შ.

    თვითრეგულაციის შინაგანი ფაქტორებია: თვითდაკვირვება, შეფასება და რეაქცია საკუთარ თავზე.

    თვითდაკვირვება. ადამიანი აკვირდება საკუთარ ქცევას. ის შერჩევით გამოყოფს, ყურადღებას აქცევს ქცევის ზოგიერთ მხარეს, ხოლო დანარჩენ მხარეს იგნორირებას უკეთებს. ის რასაც ჩვენ დავინახავთ, დამოკიდებულია ადამიანის ინტერესებზე და სხვა პიროვნულ მახასიათებლებზე.

    შეფასება. ადამიანი აფასებს ქცევას იმის მიხედვით, თუ რამდენად ღირებულია ის მიზნის მისაღწევად. შეფასებისას ვითვალისწინებთ სხვა ადამიანების და ჩვენს წარსულ მიღწევებს, სტანდართულ ნორმებს და ჩვენს პირად სტანდარტებს.

    მნიშვნელოვანია ისიც, თუ რას ვთვლით ჩვენი მიღწევების მიზეზად. თუ ვთვლით, რომ ჩვენი წარმატება, ან წარუმატებლობა ჩვენი ძალისხმევის შედეგია, გამოვავლენთ თვითრეგულაციის მაღალ მზაობას. თუ ჩავთვლით, რომ ჩვენი წარუმატებლობის მიზეზია გარეშე ძალები, მაშინ გამოვავლენთ თვითრეგულაციის   დაბალ დონეს.

    რეაქცია საკუთარ თავზე. ჩვენ განვიცდით დადებით ან უარყოფით ემოციებს იმის მიხედვით, თუ რამდენად შეესატყვისება განხორციელებული ქცევა ჩვენს პიროვნულ სტანდარტებს.

    თვითრეგულაციის (შინაგანი კონტროლის) ჩართვა და გამორთვა.

    მას შემდეგ, რაც ადამიანი (ბავშვი) დაეუფლება საზოგადოებრივ და მორალურ სტანდარტებს, ისინი ახდენენ საკუთარი ქცევის რეგულირებას, სანქციების 2 ტიპის გამოყენებით: საზოგადოებრივი სანქციებით და პირადი სანქციებით.

    საზოგადოებრივი სანქციების გავლენით, ადამიანები ნაკლებად დაარღვევენ ქცევის წესებს, ვინაიდან ეშინიათ საზოგადოების გაკიცხვის, ან სხვა არასასურველი შედეგის.

    საკუთარი, შინაგანი სანქციები კი არეგულირებს ქცევას პიროვნული სტანდარტების გათვალისწინებით. ხდება შინაგანი კონტროლის შერჩევითი ჩართვა, ან გამორთვა. როცა ადამიანი თვლის, რომ გარკვეული ქცევა არ შეესატყვისება მის პიროვნულ სტანდარტებს, ის ირჩევს სხვა ქცევას. სხვა სიტუაციაში, იგივე ქცევა შეიძლება ჩაითვალოს ადექვატურად. ე. ი. ადამიანები სიტუაციის გათვალისწინებით შერჩევით რთავენ ქცევის სხვადასხვა ვარიანტებს.

    შინაგანი კონტროლის გამორთვა, ისევე როგორც შერცევითი ჩართვა უფლებას აძლევს ადამიანს (ბავშვს) ისეთი ქცევა განახორციელოს, რომელიც არ არის მიღებული საზოგადოებრივი ნორმებითა და მორალური პრინციპებით. ასეთი ქცევა მომგებიანია კონკრეტული ადამიანისათვის, მაგრამ ზიანს აყენებს სხვა ადამიანებს. თვითკონტროლის ჩართვის და გამორთვის მექანიზმებია:

     1.   მორალური გამართლება - გადავაწერინე, იმიტომ რომ შემეცოდა.

    2.     წარმოდგენების შეცვლა - ვიხუმრე, დიდი ამბავი.

    3.     მომგებიანი შედარება - ჩემზე უარესად სხვა მოიქცა.

    4.     პასუხისმგებლობის სხვებისთვის გადაბრალება - დამავალეს.

    5.     პასუხისმგებლობის განაწილება - ასე მოვილაპარაკეთ ჯგუფმა.

    6.     შედეგების დამახინჯება - მე ფეხი გამოწეული მქონდა, ის წამოედო და დაეცა.

    7.     დეჰუმანიზაცია - ცუდი ბიჭია და ეგრე მოუხდება.

     

     

    ავტორი :ნინო დვალიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    კომპიუტერული ტექნიკა ხელოვნების სკოლები, სტუდიები სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები გამოცემები სახელმძღვანელოები პედაგოგები რეპეტიტორები საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი საგანმანათლებლო რესურსები მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები საბავშვო მაღაზიები დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) განათლება საზღვარგარეთ ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები კოლეჯი უმაღლესი სასწავლებელი სამეცნიერო პორტალები წიგნების მაღაზიები არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა უცხო ენები ავტოსკოლები ბიბლიოთეკები სპორტული სკოლები, სტუდიები პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი სადღესასწაულო ცენტრები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024