მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    ფორმალური განათლებისა და არაფორმალური სწავლების ურთიერთქმედება ნანახია (15108) - ჯერ 09 თებერვალი 2015

     საზოგადოების გარკეული ნაწილი   განათლების სფეროს აღიქვმს ჩვეული სტერეოტიპებით: განათლება - ეს არის ბაგა-ბაღი, სკოლა, უნიერსიტეტი (მოგვიანებით ახსენდებათ, რომ   არსებობს პროფესიული კოლეჯიც) და მიაჩნია, რომ მხოლოდ ფორმალური განათლების ეს სასწავლო დაწესებულებები სრულად ასახავენ ამ მნიშვნელოვან სოციალურ სფეროს. ამიტომაც არავის არ გვიკვირს, რომ სახელმწიფოს ფინანსური რესურსები და საკანონმდებლო აქტები (სახელმწიფო კანონები თუ უწყებრივი რეგულაციები)   ძირითადად მიმართულნი არიან მხოლოდ ფორმალური განათლებისაკენ, როგორც სოციალური პოლიტიკის განსაკუთრებული სფეროსკენ.

    ამავე დროს, განვითარებული ქეყნები საკმაო ხანია მივიდნენ  დასკვნამდე, რომ დღევანდელ რეალობაში განათლების (რომელიც შეიძლება განიმარტოს როგრც ადამიანის არსებობისათვის საჭირო სოციალური ქმედება) და პროფესიული სწავლების (როგორც შრომის ბაზარზე მოთხოვნილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენა)  შორის რეალურად არსებობს შემხვედრი თანაქმედება და, რომ მხოლოდ ფორმალური განათლება, მისი დიდი მნიშვნელობის მიუხედავად, უკვე არ არის საკმარისი. უფრო მეტიც, თავის დროზე მიღებული საბაზისო ცოდნა პიროვნების სოციალიზაციისა და შრომის სფეროში მონაწილეობის პროცესში ცხოვრების განმავლობაში უნდა ივსებოდეს მუდმივი განვითარებით, რასაც ფორმრლურ განათლებასთან ერთად   ხელს უნდა უწყობდნენ ამ სფეროს სხვა სეგმენტებიც - არაფორმალური (non-formal) და „ფორმალურგარეშე“ (in-formal) სწავლებაც, მათ შორის ისეთი ფორმებით, როგორიცაა -  ელექტრონული საშუალებებით დისტანციური სწავლება (E- learning), პროფესიული მომზადება სამუშაო ადგილზე (training in the workplace), ან შეგირდობა (apprenticeships) და სხვა. ესე იგი მსოფლიომ აღიარა, რომ ფორმალურ განათლებასთან ერთად   არაფორმალური სწავლებაც წარმოადგენს განათლების თანამედროვე ( Lifelong Learning - LLL) დოქტრინის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს.

    მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების განმავლობაში სწავლების ცნება ( Lifelong Learning) ევროპის საბჭომ შემოიღო   გასული საუკუნის 60 -ნი წლებში, მხოლოდ 90-ნი წლებიდან საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით ის იქცა განათლების საყოველთაოდ აღიარებულ პარადიგმად და UNESCO - მ ცხოვრების განმავლობაში სწავლებას მიაკუთვნა მსოფლიო განზომილების სტატუსი, ხოლო ახალ ევროპულ დინამიკასთან კავშირში ევროკავშირმა მემორანდუმითა და ლისაბონის სტრატეგიით აქცია ის ადამიანური რესურსების განვითარების ცენტრალურ თემად.  მისი რეალიზაციისათვის შემუშადა ისეთი კონკრეტული ინსტრუმენტები, როგორიცაა ევროპული პასპორტი და ევროპული საკვალიფიკაციო ჩარჩო (EQF). განათლების მინისტრთა სტამბოლის კონფერენციაზე მოხდა ცხოვრების განმავლობაში სწავლების ხუთი საკვანძო კომპეტენციის ფორმულირებაც.

    საერთაშორისო გადაცყვეტილებებში თვალნათლივ იკითხება, რომ სწავლება ცხოვრების განმავლობაში არ გულისხმობს ცოდნის ფრაგმენტების ქაოტურ დაგროვებას, ადამიანის მთელი არსებობა წარმოადგენს სწავლების მუდმივ პროცესს, რომლის შედეგადაც მიიღწევა ცნებების, ცოდნა-უნარების ათვისება და ღირებულებათა სისტემის ფორმირება.

    LLL - ის პარადიგმასთან დაკავშირებით უპრიანი იქნება გავითვალისწინოთ საერთაშორისო დოკუმენტების შემდეგი განმარტებები:

    ·                 დღეს უკვე შეუძლებელია სწავლების სხვადასხვა პრაქტიკების 70 -იან წელებში შემოღებული განსხვავებებით მექანიკური დაყოფა:

    -                 ანუ, „ფორმალური - სტრუქტურირებული განათლებაა, რომელიც ემსახურება ზუსტად განსაზღვრული მიზნების მიღწევას, აღიარებული მოწმობებებისა თუ დიპლომების გაცემით;

    -                 ხოლო არაფორმალური სწავლება - ფორმალური სისიტემის გარეთ მყოფი ნებისმიერი საგანმანათლებლო აქტიობაა, ინფორმალური კი - ყოველდღიურ ცხოვრებაში დაუპროგრამირებული სწავლებაა.                                                                                                                                                                            

    (ამ თეზისების საპირისპიროდ უნდა ითქვას, რომ განათლების პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს საგანმანათლებლო ყველა სიტუაციას და პრაქტიკას).

    ·                 მხოლოდ ფორმალური სასწავლო დაწესებულებები, ფორმალური სახის სწავლება ვერ შეძლებენ   ცალკეული ინდივიდის და ადამიანთა განსხავებული სოციალური ჯგუფებისა თუ თემების მოთხოვნილებათა სრულ უზრუნველყოფას.                                                                                                                                                                                                                    (Eurydices (ევროპაში საგანმანათლებლო სისტემის საინფორმაციო ქსელი) მონაცემებით ევროპელი სტუდენტები ფორმალური განათლების სასწავლო დაწესებულებებში  წლის განმავლობაში ატარებენ საშუალოდ 800 საათს   და იგივე მოცულობის დროს - კომპიუტერის, მობილური ტელეფონის ან ტელევიზორის ეკრანთან. ეს მონაცემიც კი   გვკარნახობს ინდივიდუალური, დამოუკიდებელი სწავლების მნიშვნელობისა და მისი შედეგების აღიარების აუცილებლობას ქვეყნებში არსებული კონტექსტის მიუხედავად).

    ·                 ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ არაფორმალური სწავლება არ წარმოადგენს ფორმალური განათლების ალტერნატივას, არამედ ასრულებს შემდგომი დამოუკიდებელი, უწყვეტი სწავლების ფუნქციას, ემსახურება კვალიფიკაციის სრულყოფას ან განათლებაში „თეთრი ლაქების“ შევსებას. ის არის ფორმალური განათლების დანამატი და ერთობლიობაში ორივე წარმოადგენენ ცხოვრების განმავლობაში სწავლების (LLL) შემადგენელ ნაწილს. იმავდროულად გააჩნიათ განსხვავებული ამოცანები და თითოეული მიისარაფის თავისი მიზნებისა და შედეგების მისაღწევად. ადამიანის დასაქმების თვალსაზრისით მათ შეაქვთ სპეციფიკური წვლილი, ოღონდ ამ საქმეშიც გააჩნიათ ყურადსაღები საზღვრები.

    ·                    თვით არაფორმალური სწავლება შეიცავს ინფორმალურ სწავლებას, ანუ სხვა კონტექსტებში ცოდნისა და კომპეტენციების არაგეგმაზომიერ, სპონტანურ შეძენას, აგრთვე საწარმოებისა და სხვა სტრუქტურების მიერ მიზანდასახულ სწავლებას, რომლებსაც, რიგ ქვეყნებში, მოუმზადებლობის გამო არ აღიარებს პროფესიული განათლების სახელმწიფო სისტემა.

    ევროპის საბჭოს დოკუმენტებით განისაზღვრა არაფორმალური სწავლების მახასიათებლები,   ნიშნები და პრინციპებიც:

    ·                 არაფორმალური სწავლება თავის ხასიათით - ნებაყოფლობითია;

    ·                 ხელმისაწვდომია ყვეასათვის;

    ·                 მიიღწევა სახვადასხვა ადგილას და განსხვავებულ სიტუაციაში;

    ·                 წარმოადგენს პედაგოგიურ მიზნებთან დაკავშირებულ სასწავლო პროცესს;

    ·                 თავაზობს ცხოვრების განმავლობაში სწავლების სხვა შემადგენელ ნაწილებთან (კერძოდ, ფორმალურ განათლებასთან) დაკავშირებულ დანამატს;

    ·                 წარადგენს კომპეტენციების უპირატესობებს ყოველდღიურ ცხოვრებასთან და აქტიურ მოქმედებასთან მიმართებაში;

    ·                 ეყრდნობა გამოცდილებასა და ქმედებას, მიისწრაფის ბენეფიოციართა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისაკენ.

    ევროპის საბჭო აქტიურად უჭერს მხარს არაფორმალური სწავლების აღიარების აუცილებლობას / რეკომენდაცია 2003 (8); ევროპის საბჭოს და რესურსცენტრის SALTO - ს ერთობლივი კონფერენციის მასალები, ქ. ლოივენი, 2005: ევროპული პორთფოლიო ახალგაზრდა ლიდერებისათვის და არაფორმალური სწავლების პროვაიდერებისათვის (2007); ETF - ის (ევროპის პროფესიული მომზადების ფონდი) მიერ პარტნიორ ქვეყნებში ჩატარებული კვლევები და რეკომენდაციები და ა.შ. /  განათლების ევროპულმა პოლიტიკამ დაამკვიდრა სწავლების უწყვეტი პროცესის თეზისი, რომელიც აისახება საგანმანათლებო ქმედებების აღიარების სისტემის მეშვეობით.                                                                                                                                                                                                                            ანალიტიკოსი - ექსპერტები აღნიშნავენ არსებული აღიარების ორ ფორმას და მათ სხვაობას:

    Ø   სერტიფიკაციას  - რომელიც, როგორც ფორმალური განათლების ელემენტი, წარმოადგენს ინსტიტუციონალურად მიღებული განათლების ოფიციალურ აღიარებას (პროფესიული განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომი ან მოწმობა, რომელსაც გასცემს განათლების სამინისტრო);

    Ø   ვალიდაციას - რომელიც გაშლილად ასახავს კომპეტენციებისა და ცოდნის სრულ პალიტრას, მიუხედავად იმისა თუ რა დროს და სად იქნა მიღწეული მათი ათვისება, რასაც ხშირ შემთხვევაში ეთანხმებიან მეწარმე-დამსაქმებლები.

    სერტიფიკაცია წარმოადგენს ინსტიტუციონალური თავლსაზრისით დამკვიდრებულ, კარგად ცნობილ პროცესს, ხოლო ვალიდაცია შედარებით ახალი და უჩვეულო ფორმაა. ის ერთდროულად შეიძლება ეხებოდეს როგორც პროფესიულ კომპეტენციებს, რომლებიც მიეკუთნებიან მკაცრად განსაზღვრულ სამუშაო ადგილის კომტექსტს,   აგრეთვე ასახავდეს საზოგადოებაში არსებობისათვის აუცილებელ უნარებს (მაგ. სამოქლაქო, თუ კულტურათაშორისი კომპეტენციები) და ითვალისწინებდეს განათლების ყველა ფორმას, მათ შორის არაფორმალურ სწავლებას.

    ამ თვალსაზრისით ვალიდაციის პროცესის დანიშნულებაა „ხილული გახადოს თვით სწავლება და მისი შედეგი“, გამოკვეთოს და აღიაროს კომპეტენციების ერთიანობის ღირებულება, რომლებიც ინდივიდმა შეიძინა არასასკოლო გარემოში, არაფორმალური სწავლების მეშვეობით.

    ევროპის საბჭოს სხვადასხვა სტუქტურბის ანალიზი და დაკვირვება ცხადჰყოფენ, რომ არაფორმალური განათლებისა და მისი აღიარების მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს იჩენენ მეწარმეთა სექტორალური გაერთიანებები, სხვადასხვა ასაკის სამუშაოს მაძიებლები, დასქმებულები - საწარმოო ტექნოლოგიების განახლებასთან დაკავშირებით, ახალგაზრდები, რომლთაც სურთ პროფესიული განვითარება, მარგინალური ჯგუფებისა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები. ამის გათვალისწინებით განათლების სახელმწიფო სტრუქტურებმა გაბედულად უნდა გადადგან საცდელი ნაბიჯები ვალიდაციის პროცედურის მეწარმეთა სექტორალურ გაერთანებეზე და არადაინტერესებულ არაკომერციულ ორგანიზაციებზე დელეგირების თვალსაზრისით.

    პროფესიული განათლების ფონდი მოუწოდებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყველა დაინტერესებული მხარეების ინტერესთა გათვალისწინებით და მონაწილეობით ჩამოვაყალიბოთ არაფორმალური განათლების ვალიდაციის ეფექტური სისტემა  - ერთობლიად ავაგოთ ხიდები   ფორმალურ განათლებასა და არაფორმალურ სწავლებას შორის.

     

    წყარო: www.gvef.ge  

    ავტორი :ალექსანდრე ეჯიბაძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | სოციოლოგია | | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში უმაღლეს სასწავლებელში განმანათლების მართვის ორგანოებში კოლეჯში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში სკოლამდელ დაწესებულებაში სხვა პროფესიულ ცენტრში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024