თანამედროვე, სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების სამყაროში არა მხოლოდ წარმოების ან მომსახურების სფეროში, არამედ თითოეული ადამიანის ცხოვრებაში თითქმის ყოველდღიურად ხდება მნიშვნელოვანი ცვლილება. ამის გამო საქმიანობის ნებისმიერ სფეროში უწყვეტი სწავლის, ახალი კომპეტენციების შეძენის უნარი იქცა პიროვნების ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნილ თვისებად. დამსაქმებლებიც უკვე ცდილობენ იპოვონ არა მხოლოდ პროფესიონალი მუშაკი, მათ უკვე სჭირდებათ ადამიანი, რომელიც ცდილობს ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას.
ეკონომიკაში სწრაფად მიმდინარე დიგიტალიზაციის პროცესმა (ინგ. digitalisation - ინფორმაციის ციფრულ ფორმატში გადაყვანამ) და ინტერნეტმა ფაქტობრივად არა მხოლოდ გარდაქმნეს ჩვენი ყოფა, არამედ ამავდროულად მოახდინეს განათლების სფეროს ტრანსფორმაციაც. ამიტომაც თანამედროვე ინფორმაციულ სამყაროში ონლაინ სწავლებას (E-Learning ან EdTech) ექსპერტების უმეტესმა ნაწილმა მიიჩნია განათლების ინოვაციურ მიმართულებად, რომელიც შეესაბამება LLL– ის (ცხოვრების განმავლობაში სწავლების) მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებულ იდეას.
ანალიტიკური სააგენტოს Research and Markets- ის პროგნოზით, ციფრული სწავლების გლობალური ბაზრის მოცულობა 2025 წლისთვის თითქმის გაორმაგდება. ლიდერად EdTech- ის ბაზარზე კვლავ აღიარებენ ამერიკის შეერთებულ შტატებს. მოცულობით მეორე ადგილზე ფიქსირდება სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩინეთი და ინდოეთი, სადაც ონლაინ განათლების მიწოდება და მოხმარება ბევრად უფრო სწრაფად მატულობს. პუბლიკაციაში „მცირე ბიზნესის ტენდენციები“ ასევე აღნიშნულია, რომ 2020 წლისთვის კორპორატიულ სწავლებაშიც კი კომპანიების 98% გეგმავს ელექტრონული სწავლების გამოყენებას, ასევე ნათქვამია, რომ გასული 16 წლის განმავლობაში, კორპორაციებმა ელექტრონული სწავლების გამოყენება გაზარდეს კოლოსალური 900% -ით.
ონლაინ სწავლებისადმი მზარდი ინტერესი ასევე განპირობებულია ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის ყოველწლიური მატებით, რომლებიც ამჯობინებენ ქსელში შესვლას მობილური მოწყობილობების მეშვეობით. Mediascope -ს თანახმად, ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება დაახლოებით 15% -ით.
ამგვარ მიდგომას განაპირობებს რამოდენიმე ურთიერთდაკავშირებული და გადამკვეთი ტრედი. იზრდება ახალი პროფესიების რიცხვი, ძველ სპეციალობაბში მიმდინარეობს კომპეტენციების ხარისხობრივი ცვლა. ამის გამო ადამიანმა სწრაფად უნდა შეიძინოს აქტუალური ცოდნა და უნარები, ყველაზე ადექვატური გზით აღწევდეს შრომის ბაზარზე საკუთარი ღირებულების ამაღლებას. ამიტომაც განუხრელად იზრდება ონლაინ სწავლების პოპულარულობა. ამ ტენდენციებზე დაყრდნობით ბოლო წლების ანალიტიკა გვიჩვენებს, რომ შემოთავაზებული ონლაინ კურსების რაოდენობაც სტაბილურად იზრდება.
ამგვარ ტენდენციას განაპირობებს რამოდენიმე ურთიერთდაკავშირებული და გადამკვეთი ტრედი: დაუსრულებლად მიმდინარეობს პროგარამული უზრუნველყოფა; იზრდება ახალი პროფესიების რიცხვი, ძველ სპეციალობაბში მიმდინარეობს კომპეტენციების ხარისხობრივი ცვლა; ადამიანმა უფრო სწრაფად უნდა შეიძინოს აქტუალური ცოდნა და უნარები, რათა ყველაზე ადექვატური გზით აღწევდეს შრომის ბაზარზე საკუთარი ღირებულების ამაღლებას.
პრაქტიკა ადასტურებს, რომ რიგ სფეროში ონლაინ განათლება უფრო წარმატებულად ახდენს ფაქტობრივი პრობლემების გადაჭრას, ვიდრე ტრადიცული ოფლაინ განათლება. ონლაინ სწავლება არა მხოლოდ იზრდება პოპულარობით, არამედ იქცა სასურველ ფორმატად. მრავალმა ადამიანმა უკვე გააცნობიერა, რომ ინტერნეტი და სწავლების უახლესი ტექნოლოგიები გვთავაზობენ თანამედროვე განათლების ხელმისაწვდომობას და ლოგიკურია, რომ ონლაინ ტრენინგი მიიჩნევა შრომის ბაზარზე შრომითი რესურსის ღირებულების ზრდის ყველაზე შესაფერის გზად.
რა თქმა უნდა, დღეისათვის შეუძლებელია ტრადიციული, ფორმალური განათლების სრული უარყოფა, რომლის საფუძვლები ჩამოყალიბდა საუკუნის წინ. ოღონდ ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ კონსერვატიულად განწყობილი ადამიანების ნაწილი მთლიანად არის აქცენტირებული დასწრების აღრიცხვაზე, შეფასების მხოლოდ ფორმალურ კრიტერიუმებზე და მიიჩნევს მათ სწავლების შედეგის ეფექტურ საზომად და ხდება სასწავლო პროცესში მონაწილეთა შთაგონება, რომ ეს არის ერთადერთი გზა ცოდნის ყველა სფეროში მაღალი მაჩვენებლის მისაღწევად. ამგვარი მიდგომების გამო ჩვენ ვხარჯავთ სახსრებს, ენერგიას, დროს და ვცდილობთ შევახტეთ მატარებლის, რომელიც დიდი ხანია წასული, ხოლო თანამედროვე ადამიანის ამოცანაა უმოკლეს დროში მიიღოს აქტუალური ცოდნა, ანუ მიაღწიოს რეალურ შედეგს, რათა ეფექტურად გამოიყენოს იგი სწრაფად ცვალებად სამყაროში.
ონლაინ სწავლება კი, თავის მხრივ, მიზნად ისახავს მოსწავლისათვის აქტუალური ამოცანების რეალიზებას, აქცენტირებულია რეალურ შედეგზე, ცოდნისა და უნარების გაუმჯობესების შემდეგ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობაზე. ელექტრონული ფორმების ზრდის გამო, ფორმალური განათლების ტრადიციული მეთოდები ძველდება და, შესაბამისად, კონსერვატიული ფორმალური განათლება ხდება ნაკლებად ეფექტური. ახალგაზრდობის საკმაო ნაწილი ფორმალური განათლების გარკვეულ ეტეპზე აცხადებს, რომ "მობეზრდა“ , „ ყელში ამოუვიდა“ ტრადიციულ ფორმატით სწავლა და უარყოფს მას.
სამყარო მართლაც წარმოუდგენელი სიჩქარით იცვლება, რაც ქმნის ახალ, მნიშვნელოვან დაბრკოლებებს: სახელმძღვანელოები ითხოვენ სწრაფ ცვლილებებს, რაც იწვევს არა მხოლოდ გაუმართლებელ ხარჯებს, არამედ მუდმივად წარმოშობს ახალ პრობლემებს, მაგალითად, ისწავლება თემატიკა, რომლებიც უკვე მოძველდა, ან პრაქტიკულად გამოუყენებელია. ონლაინ სწავლა კი ეხმიანება სწრაფად ცვალებად სამყაროს ამ გამოწვევებს. ორგანიზებისა და შინაარსის თვალსაზრისით, ის უფრო მოქნილად და სწრაფად რეაგირებს ყველა ცვლილებაზე, ვიდრე განათლების ტრადიციული ფორმები. ამასთან, Brandon Hall Group-ს კვლევის თანახმად ელექტრონული სწავლა, როგორც წესი, 40% -დან 60% -მდე ნაკლებ დროს მოითხოვს, ვიდრე იგივე მასალის შესწავლა ”ტრადიციულ საკლასო გარემოში”.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ისეთი ფაქტორიც, რომ თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მოთხოვნილი ხდება დასაქმებული, ზრდასრული ადამიანების პროფესიული კომპეტენციების დონის ამაღლება, ხოლო ამ კატეგორიის უმეტესობას არ ყოფნის დრო ტექნოლოგიური ტენდენციების შესასწავლად, რათა კონკურენტუნარიანი რჩებოდეს შრომის ბაზარზე. აქედან გამომდინარე, ისინიც ირჩევენ ელექტრონულ სწავლებას, რომლის მაშვეობითაც შეუძლიათ გაიარონ ტრენინგი, თუ სემინარი, მიიღონ ინსტრუქტაჟი, როცა ესაჭიროებათ და ზუსტად იმ მოცულობითა და შინაარსით, რომელის მათ სჭირდება. ამ მხრივ ყურადსაღებია ბოსტონის საკონსულტაციო ფირმა Eduventures, Inc - ს დასკვნაც, რომელიც მეტყველაბს იმაზე, რომ დამსაქმებელთა 60 პროცენტზე მეტი აღიარებს ონლაინ ფორმატით კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას.
ონლაინ სწავლების არაერთმა კვლევამ დაადგინა მისი უპირატესობები:
1. მოხერხებულობა და კომფორტულობა. მოსწავლე/მსმენელზე ორიენტირება. სწავლა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა გაიაროთ ონლაინ კურსები სეგმენტების, თანმიმდევრობისა და სასწავლო მოდულის არჩევით. თვითონ ჩამოაყალიბოთ მეცადინეობის გრაფიკი, ისწავლოთ მოსახერხებელ რეჟიმში, ტემპით და მოსახერხებელ დროს - სამსახურში, ტრანსპორტის მოლოდინში ან სახლში. არც მეცადინეობაზე წასასწლელედ დახარჯავთ დროს და სახსრებს.
2. ხარჯების შემცირება. ეკონომია. ონლაინ კურსი უფრო იაფია ვიდრე მისი ანალოგი სწავლების ტრადიციულ ფორმატში. არ ითხოვს მგზავრობის და საცხოვრებელ ხარჯებს. საშუალებას გაძლევთ, რომ არ დაშორდეთ საწარმოო პროცესს და გააგრძელოთ მუშაობაც.
3. ტექნოლოგიები. Microsoft- ის კვლევის თანახმად, 18 და 24 წლამდე ასაკის ადამიანების 77% მობილური გაჯეტების მიმდევარია, ამიტომ ელექტრონული სწავლების მოდულები იქმნება სმარტფონებისთვის და სხვა პორტატული მოწყობილობებისთვის, ანუ მობილურობისთვის, ე.ი. ყველგან სადაც მისაწვდომიაინტერნეტი. ამავდროულად გაკვეთილის კონტენტი, პოდკასტები, ვიდეო და სხვა ვიზუალური ელემენტები იძლევიან საჭირო ინფორმაციასთან უწყვეტ და შეუზღუდავ წვდომას, ხოლო ელექტრონული ტესტირების მეშვებით შეძლებთ შეაფასოთ თქვენს მიერ მიღწეული ცოდნის დონე.
4.დამატებითი უპირატესობა. თქვენ შეგიძლიათ საუთარი საჭიროებების შესაბამისად დაამატებითი მოდულების დაკავშირებით შეიქმნათ პირადი უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამები. თეორიის ნახევრად ავტონომიური კრეატიულად შესწავლის შემოქმედებითი ბუნება და დავალებების დამოუკიდებელი შესრულება ხელს შეუწყობს აზროვნების დამოუკიდებლობას, სწავლებისადმი ინოვაციურ და შემოქმედებით მიდგომას. იქმნება ნებისმიერი ასაკის, სოციალური სტატუსის, ფინანსური მდგომარეობის ადამიანების სწავლების შესაძლებლობა. არ არსებობს შეზღუდავ, ან დისკრიმინაცია რასის, სქესის, ასაკის, რელიგიის, ეროვნების, სამოსის, გარეგნობის და ა.შ. მიხედვით.
------------
პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ, სამუშაოს დაწყებისათვის ან კარიერული ზრისათვის ახალგაზრდები, როგორც წესი, ირჩევენ არატრადიციულ განათლებას, ამასთან ონლაინ სწავლების ფორმატს ანიჭებენ უპირატესობას სამსახურისგან მოწყვეტის გარეშე ცოდნის შევსებისა და განათლების გაგრძელებისათვის. კომპანიების ხელმძღვანელებიც პერსონალთან მუშაობაში, დამკვიდებული ფორმების გარდა, ბოლო დროს უფრო აქტიურად იყენებენ ადაპტირებული ონლაინ შინაარსის მიწოდებას, ასევე ყურადღებას აქცევენ პერსონალის ცოდნასა და უნარებში ხარვეზების დიაგნოზირებასა და იდენტიფიცირებას, რათა წრაფად გადაწყვიტონ პრობლემები. ამ და სხვა ამოცანების გადასაწყვეტად პრაქტიკაში, გამოიყენება „შერეული სწავლების“ მიდგომაც - ეს არის სასწავლო პროგრამაში ორი ან მეტი ონლაინ ან ოფლაინ მოდალის გამოყენება, რაც იძლევა მიზნების მიღწევის შესაძლებლობას, აუდიტორიის, გარემოსა და ბიზნესის საჭიროებების გათვალისწინებით.
პუბლიკაციის წყარო: http://e-chef.ge/
გამოყენებულია ანალიტიკური მასალები:
Global E-Learning Market Analysis & Trends — Industry Forecast to 2025. Börje Holmberg, The Evolution, Principles and Practices of Distance Education. David L Levinson, Community Colleges: A Reference Handbook, J.J. Clark, «The Correspondence School—Its Relation to Technical Education and Some of Its Results.
|