ინტროვერტი, თუ ექსტრავერტი ხარ?
პირველ რიგში მოდით მარტივად და გასაგები, ცხოვრებისეული ფორმულირებით განვმარტოთ - ვინ არის ინტროვერტი და ვინ ექსტრავერტი.
ინტროვერტი თავის შინაგან სამყაროში ჩაღრმავებული ადამიანია, რომელიც გამოირჩევა საკუთ განცდებსა და მოსაზრებებზე განსაკუთრებული ორიენტირებით.
ხოლო ექსტრავერტი - პიროვნების ისეთი ტიპია, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია გარე სამყაროსთან ურთიერთობაზე.
ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი, შვეიცარიელი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი კარლ გუსტავ იუნგი მიიჩნევდა, რომ ექსტრავერსია და ინტროვერსია წარმოადგენენ ადამიანების თანდაყოლილ თვისებას, რომლსაც გააჩნია ფიზიოლოგიური საფუძველი. თანამედროვე მეცნიერებამაც დაადასტურა მისი, შეიძლება ითქვას, ინტუიციური ვარაუდების სისწორე.
მთავარი, რაც განასხვავებს ინტროვერტს ექსტრავერტისგან, არის ენერგიის წყარო. ექსტრავერტებს ენერგიით აძლიერებს გარესამყარო – აქტივობები, ადამიანები, ადგილები და საგნები. ისინი ენერგიის მფლანგველები არიან.
ექსტრავერტები ადვილად გამოხატავენ საკუთარ თავს, არიან შედეგზე ორიენტირებულები, მათ იზიდავს ხალხმრავლობა, მოქმედება, უმეტესობას უყვარს კომუნიკაცია, რაიმე სახის საქმიანობით დაკავება, ადამიანებთან მუშაობა, ქმედაბაში და მოვლენებში ყოფნა. გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, მათ სულაც არ აქვთ მარტივი და ხალისიანი ბუნება, უბრალოდ, მათი ყურადღების სამიზნე ყოველთვის საკუთარი პიროვნების გარეთაა.
ინტროვერტები, თავის მხრივ, ენერგიის წყაროს პოულობენ იდეების, ემოციების და შთაბეჭდილებების საკუთარ, შინაგან სამყაროში. მათ მიმართ მოარული მოსაზრებების საპირიპიროთ, ისინი სულაც არ არიან მშვიდი ან თგულჩათხრობილი ადამიანები. უბრალოდ, მათი ყურადღება ფოკუსირებული საკუთარ პიროვნულ სამყაროში. უმეტეს შემთხვევაში მათ სჭირდებათ წყნარი ადგილი, სადაც ყოვეგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ იფიქრონ და დაიმუხტონ საჭირო ენერგიით. ისინი ახდენენ ენერგიის აკუმულირებას, შენახვას. გარესამყარო მათ სწრაფად აყენებს ზედმეტ აღზნებაში და უჩნდებათ უსიამოვნო განცდა, რომ რაღაც-რაღაცა მათ ირგვლივ "ძალიან მრავლადაა წარმოჩენილ-წარმოსახული".
ინტროვერტები, რომლებსაც შეუძლიათ ენერგეტიკული მოთხოვნილებების გაწონასწორება-დაბალანსება, ავლენენ სიმტკიცესა და შეუპოვრობას, შეუძლიათ დამოუკიდებლად შეხედონ საგნებსა, თუ მოვლენებს, სათანადო კონცენტრირების შედეგად აღწევენ მათ კრეატიულ გააზრებასა და შესაბამის ქმედებას.
ინტროვერტებსა და ექსტრავერტებს შორის შემდეგ განსხვავებას წარმოადგენს მათ მიერ გარე აღზნებების განსხვავებულად აღქმა და გარე გამაღიზიანებლებზე რეაგირება. ექსტრავერტები კომფორტულად გრძნობენ თავს მუდმივი მოქმედების ატმოსფეროში. ექსტრავერტებს იზიდავთ ემოციების და ახალი შთაბეჭდილებების განცდა, ხოლო ინტროვერტებს მოსწონთ მეტი იცოდნენ იმის შესახებ, თუ რას განიცდიან. ინტროვერტებს ახასიათებთ შინაგანი აქტივობის მაღალი ხარისხი და ყველაფერი, რაც აღწევს გარე სამყაროდან სწრაფად ზრდის მათ დაძაბულობის დონეს.
უცნობ ადამიანების გარემოცვაში ყოფნაც კი უკვე ზედმეტად ძაბავს ინტროვერტებს. დაგროვებული ენერგია ტოვებს მათ, როდესაც ისინი იმყიფებიან, თუ აღმოჩნდებიან ხალხმრავლობაში, სასწავლო აუდიტორიაში, ან ძალზე ხმაურიან, ნერვიული სისტემის დამთრგუნავ გარემოში.
მესამე განსხვავება ექსტრავერტებსა და ინტროვერტებს შორის. ექსტრავერტს ურჩევნია ფართო დიაპაზონი: ჰყავდეს ბევრი მეგობარი, მიიღოს მეტი შთაბეჭდილება, ოდნავ და არასრულად გაერკვიოს ყველაფერში, იყოს უნივერსალი. ყველაფერი, რასაც ისინი გარემოსგან სწავლობენ, როგორც წესი, მიღებული გამოცდილების დამუშავებით არ ღრმავდება. ინტროვერტები უპირატესობას ანიჭებენ სიღრმეს და ზღუდავენ შთაბეჭდილებებს, მაგრამ ყველაფრის გააზრებაში ცდილობენ მივიდნენ პირველ წყარომდე. მათ, როგორც წესი, მეგობრები მრავლად არ ჰყავთ, მაგრამ, ვისაც მეგობრად აღიარებენ - ის ძალიან ახლობელია. მათი გონება შთანთქავს ინფორმაციას გარემოდან, შემდეგ აანალიზებს და აფართოებს მას.
მოკლე ფორმულების სახით - როგორ მოვიაზროთ და რით განვასხვავოთ ინტროვერტი და ექსტრავერტი?
ინტროვერტი:
· დამშვიდება-დასვენება მას ურჩევნია მარტოდ ყოფნისას, ან ახლო მეგობრების ვიწრო წრეში.
· მეგობრებად მიიჩნევს მხოლოდ მათ, ვისთანაც გააჩნია ღრმა ურთიერთობა.
· გარკვეული აქტივობის შემდეგ სურს დაისვენოს, თუნდაც ეს გასართობი ამბავიც ყოფილიყო.
· გამოიყურება მშვიდად, გაწონასწორებულად, უყვარს დაკვირვება.
როგორც წესი, ის ჯერ ფიქრობს, შემდეგ კი მეტყველებს ან მოქმედებს.
· ადამიანთა ჯგუფში ყოფნისას, თუ ყოფნის შედეგად ან სტრესულ ვითარებაში თავს დაცლილად გრძნობს.
· არ მოსწონს მუშაობით გადატვირთულობის შეგრძნება.
ექსტრავერტი:
· უყვარს მოვლენების შუაგულში ყოფნა.
· მოსწონს მრავალფეროვნება, ერთი და იგივე მას მალე ბეზრდება, აწუხებს.
· იცნობს ბევრ ადამიანს და მათ მეგობრებად მიიჩნევს.
· უყვარს ადამიანებთან საუბარი, თუნდაც უცნობებთან.
· მხოლოდ მოქმედებას შეუძლია დამუხდოს ის, ამიტომაც მოუთმენლად ეფლობა მომდევნო ქმედებაში.
· ლაპარაკობს ან მოქმედებს წინასწარი გააზრების აუცილებლობის გარეშე.
· ზოგადად, ის საკმაოდ ენერგიული ადამიანია.
· მიდრეკილია უფრო მეტი ისაუბროს თვითონ, ვიდრე მოუსმინოს სხვას.
თუ ექსტრავერტს უფრო ფართო ხედვა გააჩნია, ინტროვერტის კვლევითი უნარი უფრო სიღრმისეულია. ექსტრავერტი უფრო ოპტიმისტი და ენთუზიასტია, ხოლო ინტროვერტი უფრო გონივრული და კრიტიკულია.
რა პროფესიებში არიან წარმატებულები ექსტრავერტები და ინტროვერტები?
მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ექსტრავერტები წარმატებას აღწევენ ისეთ პოზიციებზე, სადაც მნიშვნელოვანია შესასრულებელი სამუშაოს გარე მხარე, ან სადაც ძირითადი ფუნქცია დაკავშირებულია კომუნიკაციებთან და საჯაროობასთან. ასევე, ექსტრავერტი ეფექტურია, როგორც მამოძრავებელი ძალა მოკლე პროექტების განხორციელებისას, ის საკმაოდ ეფექტურად უმკლავდება სწრაფი გაყიდვების ამოცანებს. ინტროვერტები უფრო მეტ სარგებელს მოიტანენ გრძელვადიან პროექტში, დაგეგმვასა და განვითარებაში, სამეცნიერო კვლევებში, სტრატეგიულ ამოცანებში, ისინი შეუცვლელნი არიან რუხი კარდინალების როლებში.
დაკვირვებამ ცხადჰყო, რომ ექსტრავერტი, მაგალითად, წარმატებულია ისეთ პროფესიებში, როგორიცაა: პედაგოგი, ლექტორი, ოფისის მენეჯერი, მდივანი, პირადი ასისტენტი, გიდი, ანიმატორი, მხატვარი, კორესპონდენტი სამხედრო, პოლიციელი, ადვოკატი.
ინტროვერტები: მეცნიერი, მწერალი, დიზაინერი, IT სპეციალისტი, პროგრამისტი, ფინანსისტი, ბუღალტერი, მარკეტერი, ვეტერინარი.
არ გაგიკვირდეთ, რომ თურმე ექსტრავერტები და ინტროვერტები განსხვავდებიან თავისი დამოკიდებულებითაც საჭმლის მიმართ. ექსტრავერტები უფრო ტრადიციულები არიან როგორც კვების განრიგში, ასევე პროდუქტების ასორტიმენტშიც. ხოლო ინტროვერტის უმეტესი ნაწილი აზიზი მჭამელია, პრეტენზიულია საჭმელი პროდუქტების მიმართ და მათი საკვები პროდუქტების ასორტიმენტი შეიძლება იყოს ძალზე ფართო და მრავალფეროვანი.
ვფიქრობთ, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული პუბლიკაციის გაცნობის შემდეგ თქვენც მოგეცათ იმის შესაძლებლობა, რომ გაგერკვიათ ექსტროვერტისა და ინტროვერტის მახასიათებელი თვისებები, აგრეთვე ის, თუ რაში და როგორ ვლინდება სხვაობა მათ შორის.
მოცემული მასალის გაცნობის შედეგად ადამიანთა რომელ ტიპს მიაკუთნეთ საკუთარი თავი?
თუ ჯერ კიდევ არ ხართ დარწმუნებული იმაში თუ რომელ ტიპს შეგიძლიათ მიაკუთვოთ საკუთარი თავი - ამ შემთხვევაში იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ უპასუხებთ ჩვენს მიერ დასმულ შემდეგ კითხვას: კრიზისულ ვითარებაში თავს ჩაკეტილ მდგომარეობაში აღიქვამთ? ახდენთ ყველაფრისგან დისტანცირებას და აუჩქარებლად, საკმაოდ ნელა რეაგირებთ მომხდარზე? თუ გირჩევნიათ დაუყოვნებლივ ამოძრავდეთ, იმოქმედოთ უყოყმანოდ, დაუფიქრებლადაც? თუ ამ კითხვას უპასუხებთ გულწრფელად- მცირედი ცდომილების შემთხვევეაშიც კი მიხვალ სწორ დასკვნამდე!
|