მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    ადამიანის ევოლუციური პოპულაცია - თაობა Z ნანახია (1725) - ჯერ 22 თებერვალი 2023

    უილიამ შტრაუსისა და ნილ ჰოუსის თაობათა გრადაციის მიხედვით Z თაობის ადამიანები დაიბადნენ  2000 წლიდან - 2011 წლამდე.

    ამ თაობის  გარკვეული ასაკოებრივი ნაწილის სოციალური და ფილოსოფიური მსოფლმხედველობა ყალიბდებოდა ისეთი ფაქტორების პირობებში, როგორიცაა 2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისი და, არანაკლებ, მობილური ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება, ისევე რიგი სხვა ფატორების გარემოში…

    ამ თაობის უფროსი წარმომადგენლები ამჟამად 12-დან 23 წლამდე ასაკის არიან და, აქედან გამომდინარე, მკვლევარებს არ ჰქონდათ საკმარისი დიდი დრო ამ პოპულაციის შესწავლისათვის. ალბათ კიდევ  ათეული წელი დასჭირდება მისი თავისებურებებისა და დამახასიათებელი თვისებების შესწავლასა და სისტემატიზაციას.

    საზოგადოების გარკვეული ნაწილიც, როგორც ცხდჰყოფს   დაკვირვება, ასეთივე გაურკვევლობის შედეგად მიდრეკილია გააკრიტიკოს ამ ასაკობრივი პოპულაციის  წარმომადგენლები იმის გამო, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ სხვანაირად, ვიდრე წინა თაობები. ამის საპირისპიროდ, საზოგადოების მეორე ნაწილი, რომელიც შედგება Z თაობის მხარდამჭერებისგან, პრობლემების არასტანდარტული ხედვისა და არატრადიციული  გადაწყვეტილებების გამო, ახდენს მის რომანტიზაციასაც კი. და მართლაც, Z თაობის წარმომადგენლები არ ეყრდნობიან შაბლონებს, რაიმე შეზღუდვებს, მკაცრად თუ მკაფიოდ განსაზღვრულ პრინციპებსა და უკვე დამკვიდრებულ  შეხედულებებს.

    ზუმერები (როგორც ზოგჯერ უწოდებენ Z თაობას) საკმაოდ ადრე აცნობიერებენ ფინანსური დამოუკიდებლობის მნიშვნელობას და ამის მისაღწევად არ აყოვნებენ ნებისმიერი შესაძლებლობების გამოყენებას. ისინი სწრაფად სწავლობენ მოგების მიღწევას ინტერნეტში და განათლებასთან შეთავსებითაც კი პოულობენ ოოფლაინ შემოსავლებსაც. ამის შედეგად, რაც გასაკვირია, მათი შემოსავალი ხშირად აღემატება მშობლების შემოსავალს.

    Z თაობის   ნაწილი არ არის დაინტერესებული გარანტირებულ შრომითმოწყობასა და ნებისმიერი ხერით სამუშაო ადგილის შენარჩუნებაში, მათთვის უფრო ადვილია მისი შეცვლა, ვიდრე ხელმძღვანელების მოთხოვნებზე უპირობო მორგება. მიუხედავად იმისა, რომ სამსახურში ისინი ხალისით მიჰყვებიან კურატორებს   და გარშემო მყოფი თანამშრომლები მათ ღიაობასა და ლოიალობას „აბრალებენ“, გამოკვლევების შედეგების მიხედვით, ზუმერების მხოლოდ 3.9%-ია  მზად, გამოავლინოს ეს თვისებები დამსაქმებლის მიმართ.

    ამ ფონზე მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ ამ თაობის წარმომადგენლები საგულდაგულოდ იცავენ საკუთარ პირად სივრცეს და არ სურთ მასში უცხო პირების შეშვება, თუმცა, ამავე დროს, ისინი ადვილად უერთდებიან მსხვილ გაერთიანებეს.  

    ზუმერები  უპირატესად ეყრდნობიან საკუთარ თავს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მზად არიან იმუშაონ გუნდშიც. ამასთან, როგორც წესი, ორიენტირებულები არიან შედეგზე და პირად წარმატებაზე და არაფერს აკეთებენ კონკრეტული მოტივაციის გარეშე.

    იმის გამო, რომ იზარდებოდნენ სწრაფად განვითარებად ტექნოლოგიურ ეპოქაში, ისინი უპირველესყოვლისა პრიორიტეტს ანიჭებენ საკუთარ ბიზნეს - იდეებსა და სტარტაპებს და არა იმ კორპორაციების ბრმა მომსახურებას, რომლებიც მათ ქირაობენ.

    ამის გათვალისწინებით, ზოგიერთი ანალიტიკოსი, ასევე ცალკეული მედია, მათ „სამეწარმეო თაობად“ მიიჩნევენ. თუმცა, ამ უპირატესობებისა და სამეწარმეო აქტიურობის მიუხედავად, მათი უმეტესობა მიისწრაფვის მაღალი რისკების თავიდან აცილებისკენ და ძირითადად უსაფრთხოებისა და სტაბილურობისკენ არის მიმართული.

    ისინი მართლაც საკმაოდ პრაქტიკულები არიან, მაგრამ მათი ფხიანობა, მკვლევარების აზრით, უფრო უნდა განიხილებოდეს როგორც გადარჩენის შესაძლებლობა და მექანიზმი, ვიდრე თვითმიზანი და სიმდიდრისკენ სწრაფვა. წარმატება მათ მიერ არ განიხილება როგორც  სტატუსი და სიმდიდრე, არამედ როგორც გამოცდილების მრავალფეროვნება. ხშირ შემთხვევაში სამეწარმეო პროცესიდან  კმაყოფილება უფრო მნიშვნელოვანია მათთვის, ვიდრე მოგება.

    ამასთან, წინა თაობისგან განსხვავებით, ისინი არ თანხმდებიან კომფორტის ზონის დატოვებას, მ.შ. სახლში, ანუ ყოველდღიურ ყოფაშიც.ისინი მიჩვეულები არიან ელექტრონული მოწყობილობების ყოველდღიურ გამოყენებასა და ინტერნეტის შესაძლებლობებს. მაღალი ტექნოლოგია, როგორც ატყვიან -  "მათ სისხლშია", მაგრამ ისინი მას განსხვავებულ დონეზე ეპყრობიან, ვიდრე წინა, მ.შ.  Y-ის თაობის წარმომადგენლები.

    Z თაობის ადამიანებს გააჩნია ვირტუალურ სამყაროში ღრმა ჩაფლობის მიდრეკილება. აქედან გამომდინარე, უფროსი თაობები და ხშირად მედიაც ახასიათებენ მათ, როგორც „ქსელებში მუდმივ მაცხოვრებლებს“, სოციალური ქსელებისა და სათამაშო პლატფორმების „მობინადრეებს“, რომლებიც ქმნიან და ავითარებენ აქაუნტებს Instagram-ში, TikTok-ზე, YouTube-ზე.

    ამავდროულად, ამ თაობის წარმომადგენელთა დამახასიათებელი ნიშნების გათვალისწინებით, ყურადღება უნდა მიექცეს მათ მიერ დროის აღქმას. უსაზღვრო ელექტრონული შესაძლებლობებისა და დოის სიმცირის, ანუ ერთგვარი „შეკუმშვის“,  სამყაროში გაზრდილი თაობა ვერ ახერხებს  დიდი ხნის განმავლობაში რამეზე    კონცენტრირებას. და თუ დაუჯერებთ უახლეს კვლევას, Z თაობის ყურადღების დიაპაზონი 8 წამამდე შემცირდა. სწორედ ამის გამო, მოხდა ადაპტირება  დიდი მოცულობის ინფორმაციის სწრაფად გადახედვისა და შეფასების საჭიროებასთან. ინტერნეტის მობილურ აპლიკაციებში ზუმერები ეყრდნობიან ინფორმაციულ სექციებსა და ჩანართებს, რომლებიც შეიცავენ მათთვის საჭირო და უახლეს  კონტენტს.

    Z თაობის წარმომადგენლელთა  განზოგადოებულ- პერსონალიზებული თვისებები.

    მათი ძლიერი მხარეებია:

    ·                 ფსიქოლოგიური მოქნილობა,

    ·                 მიზნობრივი ერუდიცია,

    ·                 სწავლებისა და თვითგანვითარების უნარი (მ.შ. non-formal  და informal  ფორამატში)

    ·                 პრაქტიკულობა,

    ·                 კრეატიულობა,

    ·                  მულტიკულტურალიზმი.

    სუსტი მხარეებია:

    ·                 ამბიციურობა,

    ·                 ეგოცენტრიზმი,

    ·                 არასაკმარისი კონცენტრირულობა,

    ·                 ნარცისიზმი,

    ·                 ცოცხალი ურთიერთობის უუნარობა,

    ·                 იერარქიის აბსოლუტური, უკომპრომისო უარყოფა,

    ·                 კრიტიკის სრული მიუღებლობა,

    ·                 დაბალი დისციპლინა,

    ·                 შრომის დაფასების მუდმივი და უპირობო მოთხოვნილება.

    Z თაობის წარმომადგენლები ადვილად იცვლიან აზრს ყველაფერზე. ადვილად ექცევიან მეგობრებისა და ცნობილი ბლოგერების გავლენის ქვეშ. მათ ურჩევნიათ არ იფიქრონ ყველაფერზე ღრმად და საგულდაგულოდ, არამედ ჩაიდინონ ბოლომდე გაუაზრებელი რაღაც ქმედება, ამიტომ  ყველა ეტაპზე ვერც შეიგნობენ ხოლმე თავიანთი ქმედებების შედეგს.

    v   შემდეგ მოგიყვებით ალფა თაობის შესახებაც.

    ავტორი :ალექსანდრე ეჯიბაძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ბუნება/ეკოლოგია გამოცემები/პუბლიკაციები საგანმანათლებლო დაწესებულებები დასაქმება/კარიერა/ბიზნესი ბავშვის კვება და მოვლა სიახლე განათლების სფეროში კვალიფიკაციის ამაღლება სასწავლო დაწესებულების მართვა სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები მშობელი და ოჯახი სასარგებლო რჩევები საზოგადოებრივი ურთიერთობები ფიზიკური კულტურა და სპორტი მომზადება/ტესტირება/ჩაბარება მედიცინა და პროფილაქტიკა დასვენება/ტურიზმი ბავშვის აღზრდა შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები გაერთიანებები/სოციალური ქცელები ინტერესები/კონკურსები ადამიანთაშორის ურთიერთობა სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა გართობა/თამაშები რელიგია მეცნიერება/ტექნიკა განათლება საქართველოში და მსოფლიოში სარეკლამო მომსახურება სხვა კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი პედაგოგიკა/ფსიქოლოგია
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024