მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    წყალი 29 აგვისტო 2009

    საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით. მის ტერიტორიაზე მიედინება 26060 მდინარე, რომელთა საერთო სიგრძე 26 ათას კმ-ს აღწევს. ამ მდინარეების 99,4% მცირე სიგრძისაა (25 კმ-ზე ნაკლები).

    წყლის რესურსები არათანაბრად არის განაწილებული და ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილშია თავმოყრილი. საქართველოს მდინარეები მიეკუთვნებიან ორ ძირითად აუზს, რომლებსაც ლიხის ქედი ყოფს. შავი ზღვის აუზს მიეკუთვნება დაახლოვებით 18109 მდინარე, ეს საქართველოს მდინარეთა საერთო რაოდენობის 70 %-ია, ხოლო კასპიის ზღვის აუზს მიეკუთვნება 7951 მდინარე (30%). ჰიდროლოგიურად შესწავლილია 555 მდინარე შავი ზღვის აუზში და 528 მდინარე კასპიის ზღვის აუზში.

    აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის ყველა მდინარე ქმნის მტკვრის ერთიან სისტემას და ჩაედინება კასპიის ზღვაში, დასავლეთ საქართველოს მდინარეები კი დამოუკიდებლად ერთვიან შავ ზღვას. საქართველოს უდიდესი მდინარე მტკვარი, საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ მისი შუა წელია (400 კმ) სათავე თურქეთშია, ხოლო ჩაედინება კასპიის ზღვაში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. დასავლეთ საქართველოს მდინარეებს შორის ყველაზე უდიდესი და წყალუხვი მდინარე რიონია. იგი მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზეა მოქცეული, დიდი კავკასიონის მთებში იღებს სათავეს და ქუთაისისა და ფოთის გავლით შავ ზღვაში ჩაედინება.
    საქართველოში 860-მდე ტბაა, უმეტესობა ძალიან პატარაა, ამიტომაც ტბების საერთო ფართობი 170კვ.კმ-ს არ აღემატება (ქვეყნის ტერიტორიის 0.24%), მათი უმეტესობა მტკანარია. საქართველოში ფართობით ყველაზე დიდია ფარავანის ტბა, მოცულობით ტაბაწყურის, სიღრმით რიწის (იგი უღრმესია ამიერკავკასიის ტბებს შორის).
    ჭაობებს   საქართველოში განსაკუთრებით დიდი ფართობი( 225 ათასი ჰა) უკავია კოლხეთის დაბლობზე. დასავლეთიდან საქართველოს აკრავს შავი ზღვა, რომლის სანაპირო ზოლის სიგრძე საქართველოს ფარგლებში 315კმ-ია.
    ჰიდროელექტროსადგურებსა და ირიგაციულ სისტემებს 43 წყალსაცავი ემსახურება. მათგან 35 აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს. წყალსაცავები დიდ როლს ასრულებენ ქვეყნის ეკონომიკაში. ამჟამად საქართველოში ელექტროენერგიის 75%-ზე მეტი ჰიდროელექტროსადგურებში გამომუშავდება. ქვეყნის აღმოსავლეთ, უფრო მშრალ ნაწილში ირიგაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს სოფლის მეურნეობისათვის.
    ქვეყნის მტკნარი მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი მარაგი დაახლოვებით 18000 მლნ. მ3-ს შეადგენს. საერთო საპროგნოზო-საექსპლუატაციო მარაგები დაახლოებით 10600 მლნ. მ3-ია
    საქართველოში დღეისათვის წყლის რესურსების მართვა ხორციელდება ადმინისტრაციული პრინციპის საფუძველზე, რაც ნაკლებად ეფექტიანია გამომდინარე წყლის ბუნებიდან და იმ ჭეშმარიტებიდან, რომ “წყალმა არ იცის საზღვრები”. ადმინისტრაციული მოდელი ვერ უზრუნველყოფს წყლის რესურსების მოხმარების ეფექტიან დაგეგმვას მდინარის აუზის ფარგლებში არსებული წყალმოსარგებლეების ინტერესების და ამავდროულად გარემოსდაცვითი მიზნების გათვალისწინების საფუძველზე.
    საქართველოს მდინარეები ძირითადად დაბინძურებულია აზოტის ნაერთებით, ზოგიერთ შემთხვევაში მძიმე ლითონებით (მდინარე მაშავერა, ბოლნისის რაიონი; მდინარე ყვირილა ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთზე), ხოლო შავი ზღვის აჭარის რეგიონის მდინარეები – ნავთობპროდუქტებით.
    საქართველოში ზედაპირული წყლების დაბინძურების ძირითადი წყაროებია წყალმომარაგება-კანალიზაციის სექტორი, თბოენერგეტიკა და მრეწველობა.
    სექტორების მიხედვით დაბინძურებული ჩამდინარე წყლების ჩაშვება ნაწილდება შემდეგნაირად:
    • წყალმომარაგება-კანალიზაციის სექტორი – 344,1 მლნ.მ3/წელ. (67%)
    • თბოენერგეტიკა – 163,8 მლნ.მ3/წელ. (31%)
    • მრეწველობა – 9,6 მლნ.მ3/წელ. (2%)
    ამდენად, ზედაპირული წყლების ძირითადი დამბინძურებელი არის კომუნალური სექტორი (ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების კანალიზაციის ჩამდინარე წყლები). დღევანდელი მდგომარეობით წყლის გამწმენდ არცერთ ნაგებობას არ შეუძლია უზრუნველყოს ჩამდინარე წყლების გაწმენდა საპროექტო ხარისხის შესაბამისად. წყლის ბიოლოგიური გაწმენდა არ ხდება არცერთ ქალაქში. პირველადი მექანიკური გაწმენდა ხორციელდება მხოლოდ ქ.თბილის-რუსთავის რეგიონულ გამწმენდ ნაგებობაზე. შედეგად, ზედაპირული წყლის ობიექტებში აღინიშნება მნიშვნელოვანი დაბინძურება.
    მიწისქვეშა წყლები
    საქართველოს მინერალურ სიმდიდრეთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მიწისქვეშა წყლებს (მტკნარი, მინერალური და თერმული), რომლებიც ხასიათდება დიდი რესურსებით, მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლებით და, მყარი წიაღისეულისგან განსხვავებით, დროში განახლებადობით. მტკნარი მიწისქვეშა წყლები წარმოადგენს ყველაზე ძვირფას წიაღისეულს და სასმელად ვარგისი, უმაღლესი ხარისხის წყლების, ყველაზე საიმედოდ დაცულ წყაროს. იგი წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლის უპირველესი მოთხოვნილებას ჰაერის შემდეგ და, სწორედ, ამიტომაც ითვლება უნიკალურ წიაღისეულად, რომელთა რაოდენობის მხრივ საქართველო ერთერთი უმდიდრესი ქვეყანაა.   მიწისქვეშა მტკნარი წყლების ბუნებრივი რესურსების უდიდეს ნაწილს – 95% –ს (571,7 მ3/წმ – 49,4 მლნ. მ3/დღ.ღ.) შეადგენს სასმელი წყლები, რომლებიც ფართოდ, მაგრამ არათანაბრად არიან გავრცელებული საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მათი საერთო რაოდენობის 63,4% – (362,5 მ3/წმ) მოდის დას. საქართველოზე, 24,1% – (137,9 მ3/წმ) აღმ. საქართველოზე, ხოლო 12,5% – (71,3 მ3/წმ) კი – სამხრ. საქართველოზე. მნიშვნელოვანი ნაწილი ამ წყლებისა ხასიათდება მარილების ძალზე დაბალი შემცველობით (200–300 მილიგრამამდე ლიტრზე). ასეთი წყლები, გარდა სასმელად და ჩამოსასხმელად ვარგისიანობისა, მათი სიხიხტიდან გამომდინარე, ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა უალკოჰოლო, თუ ალკოჰოლიანი სასმელების ჩამოსასხმელად. მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების საერთო რესურსების დაახლოებით მესამედი ნაწილი დეტალურად არის შესწავლილი და მათი მარაგები დამტკიცებულია სახელმწიფო კომისიაში 145,5 მ3/წმ რაოდენობით. რომელთაგანაც 48% (63,9 მ3/წმ) მოდის დას. საქართველოზე, 45%, (60,3 მ3/წმ) აღმ. საქართველოზე, ხოლო 6,7% (6,7 მ3/წმ) სამხრ. საქართველოზე. ყველა კატეგორიის დამტკიცებული მარაგების გათვალისწინებით, ერთ სულ მოსახლეზე მოდის სასმელი წყალი 2,2 მ3/დღ.ღ. ოდენობით, ხოლო მაღალი (სამრეწველო) კატეგორიის მიხედვით – 0,88 მ3/დღ.ღ. დასაშვები ნორმატივების მიხედვით, პერსპექტივაში (მოსახლეობის 5 მლნ–მდე გაზრდის შემთხვევაში), ბუნებრივი რესურსების გამოყენების შესაძლებლობა 2,5–ჯერ მეტია ქვეყნის შორეულ პერსპექტიულ მოთხოვნილებაზე, ე.ი. ჭარბი რესურსი შეადგენს 150 მ3/წმ.
    სასმელი და სამკურნალო დანიშნულების მინერალური წყლები –არსებული მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე მინერალური წყლების გამოსავლების საერთო რაოდენობა 160 ათ. კუბომეტრზე მეტი ჯამური სადღეღამისო დებიტით, 2 ათასს აჭარბებს. დღეისათვის ქვეყნის ტერიტორიაზე გეოლოგიურად შესწავლილია მინერალური წყლების ორმოცზე მეტი საბადო. გამოვლენილი და მარაგების სახელმწიფო კომისიაში დამტკიცებული მინერალური წყლების სამრეწველო მარაგები დღე–ღამეში 43,5 ათ.მ3–ს შეადგენს.
    უდიდესი ნაწილი დამტკიცებული მარაგებისა (25 ათ.მ3/დღ.ღ.) მოდის 17 საბადოს სამკურნალო წყლებზე, რომლებიც გამოიყენება გარეგანი მოხმარებისათვის (სამკურნალო აბაზანები) – მაგ. წყალტუბო, მენჯი და სხვ.
    მინერალური წყლების მეორე ჯგუფი, რომელთა დამტკიცებული სამრეწველო მარაგები 7 ათ.მ3/დღ.ღ. შეადგენს, ორმაგი მოხმარებისაა – გამოიყენება ადგილზე სასმელ–სამკურნალოდ და სამრეწველო ჩამოსხმის მიზნებისათვის (ბორჯომი, ნაბეღლავი), ასევე სამკურნალო აბაზანებში (კურორტებზე).
    მესამე ჯგუფი მინერალური წყლებისა, რომელთა დამტკიცებული მარაგები 6 ათას კუბომეტრს აჭარბებს დღეღამეში, გამოიყენება მხოლოდ სამრეწველო ჩამოსხმის მიზნებისათვის (მაგ. საირმე, მიტარბი). ეს არის ძირითადად ნახშირმჟავა (ნახშირორჟანგიანი), სხვადასხვა ქიმიური შედგენილობისა და სამკურნალო თვისებების მქონე წყლები, რომელთა საერთო მინერალიზაცია 1,5–11,0 გ/ლ–ის ფარგლებშია. სამრეწველო ჩამოსხმის მიზნებისათვის გამოსაყენებელი მინერალური წყლებიდან უნდა გამოიყოს ჯგუფი დაბალმინერალიზებული (1,0–2,5 გ/ლ) ე.წ. სუფრის წყლებისა. ამ ტიპის წყლებზე მსოფლიოს ბაზარზე მოთხოვნილება ძალზე დიდია, მათი მარაგების სახელმწიფო კომისიაში დამტკიცებული სამრეწველო მარაგები აღემატება 3 ათ.მ3/დღ.ღ., რომელთა დიდი ნაწილი განლაგებულია საქართველოს მაღალმთიანეთში (ყაზბეგი, უწერა, მესტია). თერმული წყალი არის დედამიწის სიღრმული სითბოს ამომტანი ზედაპირზე. გეოთერმული სითბო, რომელიც განახლებადი ენერგიის ერთ-ერთი უშრეტი წყაროა, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ყველაზე იაფი და ეკოლოგიურად სუფთა სითბური ენერგიის გამოყენების თვალსაზრისით.
    გეოთერმული წყლების მოხმარების სპექტრი საკმაოდ ფართეა. მას იყენებენ მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, კომუნალურ მეურნეობასა და ბალნეოლოგიაში. საქართველოს ტერიტორიაზე თერმული წყლები არათანაბრად არის განაწილებული. გამოვლენილი გეოთერმული რესურსების უდიდესი ნაწილი თავმოყრილია საქართველოს მთათაშუეთში (რიონისა და მტკვრის დეპრესია), გამოსავლების სიხშირით მეორე ადგილზეა აჭარა–თრიალეთი, ხოლო კავკა¬სიონის სამხრედ ფერდზე დაფიქსირებულია თერმული წყლების ერთეული გამოსავლები. ამჟამად, საქართველოს ტერიტორიაზე აღრიცხულია 30–1080 c ტემპერატურის მქონე წყლის 250–მდე ბუნებრივი (წყაროები) და ხელოვნური (ჭაბურღილები) ცალკეული და ჯგუფური გამოსავლები. მათი ჯამური დებიტი შეადგენს 160 ათ.მ3/დღ.ღ. გეოთერმული შესწავლის დონის მიხედვით, წიაღში არსებული წყლების მარაგები, თვითდენის პირობებში, შეადგენს 350–400 მლნ. მ3/წელიწადში. მათგან, დღეისათვის გამოვლენილია (თბილისის, ზუგდიდის, ოჩამჩირის, სენაკის, ხობის, გალის, სამტრედიის, სოხუმის რაიონებში) და მარაგების სახელმწიფო კომისიაშია დამტკიცებული სამრეწველო კატეგორიებში, თერმული წყლების საექსპლუატაციო მარაგები 126 ათ. მ3/დღ.ღ. ოდენობით, რაც საერთო პროგნოზული მარაგების მხოლოდ 20%–ს შეადგენს. თერმული წყლების პროგნოზული რესურსების შესაძლო თერმოენერგეტიკული პოტენციალი, 500 ათასი ტონა პირობითი სათბობის ექვივალენტურია (ტპს) წელიწადში, ან 500 მლნ. კუბური მეტრი საწვავი აირისა წელიწადში.

    წყარო: http://www.garemo.itdc.ge/index.php?site-path=resources/water

    ავტორი :Adminstrator

    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ბუნება, ეკოლოგია |
       
     
    საკვანძო სიტყვები  
    სასარგებლო რჩევები ბუნება/ეკოლოგია განათლება საქართველოში და მსოფლიოში მომზადება/ტესტირება/ჩაბარება ფიზიკური კულტურა და სპორტი სხვა კვალიფიკაციის ამაღლება დასაქმება/კარიერა/ბიზნესი სარეკლამო მომსახურება სასწავლო დაწესებულების მართვა გართობა/თამაშები ბავშვის აღზრდა რელიგია ადამიანთაშორის ურთიერთობა სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები გამოცემები/პუბლიკაციები ბავშვის კვება და მოვლა მედიცინა და პროფილაქტიკა მეცნიერება/ტექნიკა საზოგადოებრივი ურთიერთობები მშობელი და ოჯახი ინტერესები/კონკურსები პედაგოგიკა/ფსიქოლოგია სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა დასვენება/ტურიზმი გაერთიანებები/სოციალური ქცელები კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა საგანმანათლებლო დაწესებულებები სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები სიახლე განათლების სფეროში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024