საქართველოს ტერიტორიის საერთო ფართობი შეადგენს 6.95 მლნ. ჰექტარს. აქედან, სახელმწიფო ტყის ფონდის მიერ დაკავებული ფართობი 3005.3 ათას ჰექტარია. ტყით დაფარული ფართობი 2772.45 ათას ჰექტარის შეადგენს, რაც მთლიანი ფართობის 40 % -ია. სახელმწიფო ტყის საერთო ფართობი 2456.2 ათას ჰექტარს შეადგენს, მათ შორის ტყით დაფარულია 2314.3 ათასი ჰექტარი. საქართველოში მერქნის საერთო მარაგი – 451.7 მილიონი კუბური მეტრია, რაც მსოფლიო მერქნის მარაგის 0.13% შეადგენს. ტყეებში 1 ჰექტარზე მერქნის საშუალო მარაგი 163 მ3-ია. საქართველოს ტყის ფონდის ტყეების 97% (2915.8 ათასი ჰა) დიდი დაქანების ფერდობებზეა განფენილი, დანარჩენი 3% (90.6 ათასი ჰა) დაბლობი ტყეებია (კოლხეთის დაბლობისა და დასავლეთ საქართველოს ჭალის ტყეები). ტყეები დაქანების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: 0-10° 5.5% (165.0 ათასი ჰექტარი), 11-20° 16.5% (496.0 ათასი ჰექტარი), 21-25° 16.6% (499.0 ათასი ჰექტარი), 26-30° 18.2% (547.0 ათასი ჰექტარი), 31-35 19.6% (589.0 ათასი ჰექტარი) და 36° და მეტი –23.6% (710.4 ათასი ჰექტარი).
ხნოვანების კლასების მიხედვით ტყეები შემდეგნაირადაა გადანაწილებული: საშუალო ხნოვანების – 33.4% 852.3 ათასი ჰექტარი), მწიფე და მწიფეზე უხნესი – 35.4% (904.4 ათასი ჰექტარი)
სახეობების მიხედვით ტყის ფონდი შემდეგნაირადაა წარმოდგენილი: წიფელი – 106 ათასი ჰექტარი – 46.6%; სოჭი – 161.5 ათასი ჰექტარი – 7%; ფიჭვი – 91.0 ათასი ჰექტარი 4%; მუხა – 241 ათასი ჰექტარი – 10.6%; თხმელა (მურყანი) – 125.1 ათასი ჰექტარი – 5.5%, წაბლი – 72.8 ათასი ჰექტარი - 3.2%; რცხილა – 220.6 ათასი ჰექტარი – 8.8%; ნაძვი – 102.0 ათასი ჰექტარი – 4.5% და სხვა ჯიშები – 220.6 ათასი ჰექტარი – 9.7%. სიმაღლეზე ზღვის დონიდან ტყეები შემდეგნაირადაა გადანაწილებული: 100 მ.ზ.დ. – 2%, 101-500 მ.ზ.დ. – 5%, 501-1000 მ.ზ.დ. – 20%, 1001-1500 მ.ზ.დ. – 35%, 1501-2000 მ.ზ.დ – 31%, 2001 მ.ზ.დ და მეტი – 7%.
წყარო: http://www.garemo.itdc.ge/index.php?site-id=102 |