ბიოგრაფია
პირველდაწყებითი მუსიკალური განათლება მიიღო თბილისის ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში პროფ. ლ. შიუკაშვილის ხელმძღვანელობით. 1956 წელს (10 წლისა) რესპუბლიკის ფესტივალის ლაურეატი გახდა (I პრემია), 1957 წელს ამიერკავკასიის მუსიკოს შემსრულებელთა I კონკურსის (მცირეწლოვანების გამო პრემია არ ერგო), ხოლო 1961 წელს - საკავშირო კონკურსის ლაურეატი (II პრემია). 1968 წელს დაამთავრა პ. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია (პროფ. დ. ოისტრახის კლასი). 1971 წლიდან მოსკოვის ფილარმონიის სოლისტია. ისაკაძე მუსიკის შემსრულებელთა მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია (მარგარიტ ლონგისა და ჟაკ ტიბოს სახელობის, პარიზი, 1965, I პრემის; ჩაიკოვსკის სახელობის, მოსკოვი, 1970, III პრემია; სიბელიუსის სახელობის, ჰელსინკი, 1970, I პრემია). 1965 წლიდან გასტროლებს მართავს საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში. ისაკაძე თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინეა. მისი დაკვრა გამოირჩევა არტისტიზმით, ღრმა მულიკალურობით, ვირტუოზულობით. მის რეპერტუარშია კლასიკური და თანამედროვე მუსიკის საუკეთესო ნიმუშები. ქართული კომპოზოტორების მთელი რიგი ახალი ნაწარმოებების (მაგ. ოთარ თაქთაქიშვილის სავიოლინო კონცერტის) პირველი შემსრულებელია. გადაღებულია ფინურ მხატვრულ ფილმში - "სიბელიუსი" (1975). მის შესახებ გადაღებულია იაპონური დოკუმენტური ფილმი (1974). ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია (1979). დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" ორდენით.
წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/ლიანა_ისაკაძე |