პროექტის მიზნები განათლების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტურანტურა) სტუდენტებს, მკვლევარებს და აკადემიურ პერსონალის მობილობის ხელშეწყობა ორ კონტინენტს შორის, რაც პროექტის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება; განვითარებადი ქვეყნების კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებსა და პროექტის პარტნიორი დაწესებულებათა აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს შორის ცოდნისა და გამოცდილება გაზიარება; განვითარებადი ქვეყნების წარმომადგენლებისათვის თანამედროვე სატრენინგო პროგრამების, სემინარების, პროექტების, კვლებების, საველე ღონისძიებების, სტაჟირების, საგანმანათლებლო ვიზიტების შეთავაზება, ევროპული ინსტიტუტების მატერიალური ბაზისა და ცოდნის გამოყენება; უნარშეზღუდული სტუდენტებისათვის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სხვა მეთოდების გამოყენებით განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ტრანსნაციონალურ დონეზე ცოდნისა და გამოცდილების გაცვლის მხარდაჭერა განვითარებადი და ევროპის ქვეყნების აკადემიური პერსონალის მობილობის უზრუნველყოფის გზით; პროექტის ბენეფიციართა ლინგვისტურ შესაძლებლობათა გაძლიერება, როგორც ინგლისური ენის ინტენსიური სასწავლო კურსების შეთავაზების, ასევე სასწავლო კურსის ინგლისურ ენაზე გავლის გზით; ახალი ტექნოლოგიებისა და ბოლონიის პროცესის სამოქმედი პრინციპების დანერგვით განვითარებადი ქვეყნების უნივერსიტეტებში ახალი მოსამზადებელი პროგრამების შექმნა და ამ მიზნით აკადემიური პერსონალის, პოსტ-დოქტორანტურის მკვლევარებისათვის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტებისათვის აღნიშნულ საკითხებზე სემინარების ჩატარება; მყარი საგანმანათლებლო, კულტურული და ეკონომიკური კავშირების შექმნა ორი კონტინენტის ინსტიტუტებსა და ქვეყნებს შორის, პროექტის ფარგლებში დიალოგისა და თანამშრომლობის გაძლიერება; გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა, გარკვეული პრიორიტეტის მინიჭება სოციალური და ეკონომიური პრობლემების მქონე სტუდენტებისათვის, ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთათვის.
სრულე ვერსია იხილეთ: http://mes.gov.ge/index.php?module=multi&page=detals&multi_id=16&id=997
http://erasmusmundus5.teithe.gr
|