სწავლის ღირებულების თვალსაზრისით გამოირჩევიან კენიონ - კოლეჯი (ჰემბიერი,ოჰაიოს შტატი),ბაკნელის უნივერსიტეტი (ლუისბურგი,პენსილვანიის შტატი) , ნიუიორკის ვესსარ -კოლეჯი და სარა ლოურენსის კოლეჯი,რომლებშიც სწავლას აფასებენ წელიწადში 38 ათას დოლარზე ოდნავ მეტით. ყველა ეს სასწავლო დაწესებულება კერძოა და იქ მოსახვედრად უნდა გაიარო სერიოზული საკონკურსო შერჩევა.გადასახადის თანხა არ ითვალისწინებს საცხოვრებლის, კვებისა და სასწავლო ნივთების ღირებულებას.მათი ფასები ასახავენ კერძო ამერიკულ უნივერსიტეტებში დამკვიდრებულ ტენდენციას - სწავლისთვის ასტრონომიული ფასების დანიშვნის, ხოლო შემდგომ გულუხვი ფინანსური დახმარების და გრანტების შეთავაზებისა. Forbes-ი აღნიშნავს,რომ სახელმწიფო განათლების ღირებულებით აშშ-ს ავსტრალია უსწრებს,ხოლო კერძო განათლების თვალსაზრისით აშშ-ს უკავია ლიდერის პოზიცია.
მაგრამ ზოგიერთი ევროპული კერძო უნივერსიტეტი დიდად არ ჩამორჩება ამერიკულს.მაგალითად,ეიფელის კოშკიდან ერთ კვარტალში განლაგებული ამერიკული უნივერსიტეტი პარიზში სწავლისათვის წელიწადში ითხოვს 34,72 ათას დოლარს.სწავლის გადასახადი შვეიცარიის ფრანკლინ-კოლეჯში 30,86 ათას დოლარს შეადგენს. სწავლის გადასახადი დიდი ბრიტანათის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უმაღლესში,ბუკინჰემის უნივერსიტეტში,რომლის კურსდამთავრებული თავის დროზე გახდა ”რკინის ლედი” მარგარეტ ტეტჩერი,დოლარში გაანგარიშებით ბრიტანელი სტუდენტებისთვის ღირს 30,4 ათასი დოლარი,ხოლო უცხოელებისთვის 52,8 ათასი.ამ სასწავლებლის განცხადებით ის ერთად ერთი სასწავლებელია,რომელიც არ ღებულობს სახელმწიფო დახმარებას. რუსეთის სახელმწიფო უმაღლესებიდან ყველაზე ძვირი განათლება შეგიძლიათ მიიღოთ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე - წელიწადში 250 ათასი რუბლი და საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტში,სადაც მიახლოებით იგივე ღირებულებაა,აგრეთვე მოსკოვის სახელმწიფო იურიდიულ აკადემიაში,რომელშიც საკმაოდ მაღალი ფასია. |