ორგანიზმის რეგულაციის ბუნებრივი და თვით რეგულაციის ხერხების რიცხვს შეგვიძლია მივაკუთვნოთ - ხანგრძლივი ძილი, გემრიელი საჭმელი, ბუნებასთან და ცხოველებთან ურთიერთობა, მასაჟი, მსუბუქი ვარჯიშის მაგვარი მოძრაობები, ცეკვა, მუსიკის მოსმენა და ა.შ. სამწუხაროთ განმუხტვის ამ საშუალებების გამოყენება უმეტეს წილად შეუძლებელია სამსახურში, იმ მომენტში როდესაც შეგექმნებათ დაძაბულობა და დაგიგროვდებათ დაღლილობა. მაგრამ არსებობს ხერხების სახეობა, რომელთა გამოყენება შესაძლებელია სამსახურშიც. ამისთვის პირველ რიგში საჭიროა: - გავარკვიოთ დაძაბულობის მოხსნის, განტვირთვისა და ტონუსის ამაღლების რომელ ბუნებრივ მექანიზმებს ფლობთ პირადად; - გაიაზროთ და გაათვითცნობიეროთ ისინი; - საკუთარი ორგანიზმისა და განწყობის მდგომარეობის რეგულირების მიზნით გადახვიდეთ თქვენ ხელთ უკვე არსებული ბუნებრივი რეგულაციის სპონტანური გამოყენებიდან გააზრებულ სარგებლობაზე; - სრულყოფილად აითვისოთ და პრაქტიკულად გამოიყენოთ თვით რეგულაციისა და საკუთარ თავზე ზეგავლენის მოხდენის ხერხები. ჩამოთვლილი ნაბიჯები საბოლოო ჯამში მიგიყვანენ თვით რეგულაციის არსამდე. თვით რეგულაციის გააზრებული და აქტიური გამოყენების შედეგად მიაღწევთ სამ ძირითად ეფექტს: - დამშვიდების ეფექტს( ემოციური დაძაბულობის მოხსნას) - აღდგენის ეფექტს(დაღლილობის გამოვლენების შესუსტებას) - გააქტიურების ეფექტს( ფსიქო-ფიზიოლოგიური რეაქტიულობის ამაღლებას) დროული თვით რეგულაცია შეიძლება შეფასდეს, როგორც თავისებური ფსიქოჰიგიენური საშუალება, რომელიც აგაცდენთ ჭარბი დაღლილობისა და დაძაბულობის ნარჩენი მოვლენების დაგროვებას, ხელს შეუწყობს ძალ-ღონის უფრო სრულ აღდგენას, საქმიანობის ემოციური ფონის ნორმალიზაციას, აგრეთვე გააძლიერებს ორგანიზმის რესურსების მობილიზებას. ამ საკითხებზე ჩატარებული კვლევების შედეგებით გამოიკვეთა ორგანიზმის რეგულაციის ბუნებრივი საშუალებებისა და ხერხების ზოგადი ჩამონათვალი: - იუმორი, ღიმილი, სიცილი; - კარგზე, სასიამოვნოზე ფიქრი; - სხეულის სხვა და სხვა სახის მოძრაობები კუნთების დაძაბულობის მოსახსნელად; - ფანჯრიდან ლამაზი ხედის დათვალიერება; - ოთახის ყვავილების, ფოტოსურათების, ან თქვენთვის სასიამოვნოდ მოსაგონარი ნივთების დათვალიერება; - გონებაში უმაღლესი ძალებისადმი, ღმერთისადმი მიმართვა; - მზის სხივებში რეალური ან ვირტუალური ნებივრობა; - სუფთა ჰაერის ღრმა ჩასუნთქვა; - საყვარელი ლექსის მოგონება და წაკითხვა; - შექება ან კომპლიმენტი ვინმეს მისამართით.
დაუსვით კითხვები საკუთარ თავს: რა მშველის განწყობის გამოკეთებაში, დაძაბულობის შეგრძნებიდან მშვიდ განწყობაზე გადასვლაში. გააზრების შედეგად ჩამოთვლილიდან - რისი გამოყენება შემიძლია. წარმოიდგინეთ ან უმჯობესია ქაღალდზე ჩამოწერეთ ამ ხერხებისა და საშუალებების ნუსხა.
გადაწყვიტეთ ამ ნუსხიდან რას გამოიყენებთ დაძაბულობის ან დაღლის შეგრძნების გადასალახავად. თუ ამ წინადადებების განხილვის ან პირადად თქვენთვის მისაღები მიდგომების ჩამოყალიბების პროცესში გაგიჩნდებათ დამატებითი შეკითხვა და შეგექმნათ სირთულე მოგვმართეთ ამ პუბლიკაციის კომენტარებში და მიიღეთ კონსულტაცია. ამ პრობლემატიკის მიმართ ინტერესისა და საიტის მომხმარებელთა მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში მოგაწვდით ინფორმაციას თვით რეგულაციისათვის მარტივად გამოსაყენებელი და იმავდროულად ეფექტური საშუალებებისა და ხერხების თაობაზე. მათი ნაწილი შეიძლება აქტიურად გამოყენებულ იქნას მოსწავლეების ემოციური მდგომარეობის კორექციისათვის.
|