”ტროიანის” პროგრამის ახალი ვირუსი DownLoad.47256 თავისი აღწერილობით საკმაოდ საინტერესოა კომპიუტერში შეღწევის, შემდგომი შესაძლო მოქმედებისა და თავისი მრავალ ფუნქციონალობის მხრივ. მას დამოუკიდებლად შეუძლია ინტერნეტის ბლოკირება, გააჩნია თვითაღდგენის შესაძლებლობები, ამატებს საკუთარ თავს ავტომატურ ატვირთვაში და ა.შ. სრულიად ”საიდუმლოდ” წარმოჩნდება და ასევე ”უჩინრად” გაქრება. მაგრამ, მისი მრავლსახოვნება გამოიხატება იმაში, რომ ქმედებების შედეგებზე უკვე არსებული დაკვირვებით,ის თავს ავლენს მრავალნაირად: ერთ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ამოცანების დისპეჩერში - პროცესებში, ან ავტომატურად ტვირთოს მაგალითად notepad.exe, თუ გინდ ის მოაშორო კიდევაც ავტოატვირთვიდან. ზოგი ანტივირუსი ცდილობს მის დაჭერას. რა შედეგი აქვს ამ მცდელობებს ამის გარკვევა ჯერ ვერ მოვასწარით.მაგრфმ, როგორც აცხადებენ ისინი ვისაც უკვე გააჩნიათ მასთან ახლო შეხება,მაგალითად NOD-32 - ით, ღრმა ანალიზის შემთხვევაში, მოშორება შესაძლებელია და ინტერნეტს პრობლემა არ ექნება. ჩვენი მხრიდან შეგვიძლია დავძინოთ, რომ სხვებივით ხსენებული ანტივირუსიც ყველაფერს არ იჭერს. ამიტომ, როგორც გვარწმუნებენ, არ იქნება ურიგო პერიოდულად შევიდეთ ფაილებში -total commander,documents and setting,network service,local settings,temporary internet files,content IE5, იქ შესაძლოა მაგალითად დაგხვდეთ ipg - ს სახის რამოდენიმე გაუგებარი ფოტოფაილი. საერთოდ კი დავაკვირდეთ შესაძლოა ისევ ვინმე ( ამჯერად არ დავასახელებთ - იმიტომ, რომ ეს ჯერ მხოლოდ ვერსიაა) ცდილობს ”შემოგვთავაზოს” ცხელ - ცხელი ანტივირუსი. უახლოესი დრო გვიჩვენებს...
გაზიარება
|