პირველი საჯარო სკოლის ყოფილი და ახლანდელი თანამშრომლები და კურსდამთავრებულები სამუსიკო სკოლის ფოიეში ნელ-ნელა იკრიბებოდნენ. შეხვედრა ემოციური იყო, ღონისძიების დაწყებამდე ყოფილი პედაგოგები ყოფილ მოსწავლეებთან ერთად სკოლაში განვლილ წლებს იხსენებდნენ. ღონისძიების ინიციატორი ახალციხის პირველი საჯარო სკოლა იყო. ეს სკოლა მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ყოველ წელს მართავს. "წინა წლებთან შედარებით წელს უფრო მასშტაბური ღონისძიება დავგეგმეთ. მოწვეული გვყავს ყველა ყოფილი პედაგოგი და ყველა ის კურსდამთავრებული, ვისაც ხმა მივაწვდინეთ", - გვითხრა პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა მაკა ჯანაშვილმა. საღამოს სკოლის კურსდამთავრებულები თამარ ლობჟანიძე და მიშიკო მაკარიძე უძღვებოდნენ. ღონისძიების დაწყებისთანავე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპული პედაგოგებისა და კურსდამთავრებულების ხსოვნას. შემდეგ ღონისძიება ეშხში შევიდა და საღამო ნამდვილ ზეიმად იქცა. დარბაზში მყოფ მასწავლებლებს კურსდამთავრებულები მასწავლებლის დღეს ულოცავდნენ და სკოლის კურიოზებს იხსენებდნენ. "40 წელია, რაც სკოლა დავამთავრე დავამთავრე. დღეს ვნახე ჩემი მეგობრები, კლასელები , მასწავლებლები მასწავლებლები. ის ადამიანები, რომლებიც ათეული წლებია აღარ მინახავს. ამაღელვებელი დღეა", - გვითხრა სპეციალურად ამ დღისთვის თბილისიდან ჩამოსულმა პავლე ნარიმანიშვილმა. ღონისძიებას მუსიკალურად ანსამბლი "მესხეთი" და სამუსიკო სკოლის აღსაზრდელები აფორმებდნენ. საღამოზე შესრულებული ყველა მუსიკალური ნომერი დარბაზში მყოფ პედაგოგებს ეძღვნებოდა . საქართველოში მცხოვრებ ყველა პედაგოგს მასწავლებლის დღე მიულოცა ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფ- როსმა ლია კობესაშვილმაც: "არ ვიცი, რა სიტყვებით შეიძლება იმ ემოციების გამოხატვა, რა ემოციებითაც დღეს აქ ვართ მოსული. ძალიან ძნე- ძნელია ლია პედაგოგის ღვაწლის შეფასება. ყველა მასწავლებელს ვულოცავ დღევანდელ დღეს". ღონისძიების მიწურულს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ასევე პირველი სკოლის კურსდამთავრებულმა ვასილ ბერიძემ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით ახალციხის შოთა რუსთაველის სახელობის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი მარიკა სამსონიძე განათლების სისტემაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის საპატიო მასწავლებლის წოდებით დააჯილდოვა. "გარდა ამისა, შოთა რუსთაველის სახელობის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები საპატიო მასწავლებლის წოდებით ვაჯილდოებთ მედეა ჟღენტს", - განაცხადა ვასილ ბერიძემ. მოგვიანებით, ღონისძიების დამთავრების შემდეგ, სტუმრებმა პირველ საჯარო სკოლაში გადაინაცვლეს, სადაც ყოფილი მასწავებლებლებისა და კურსდამთავრებულებისთვის მცირე ექსკურსი მოეწყო. ღონისძიება საზეიმო ბანკეტით დაგვირგვინდა.
ნათია ნებიერიძე, ახალციხე
გაზეთი ”სამხრეთის კარიბჭე” # 257 12.10.2009
|