არასამთავრობო ორგანიზაცია ,, ბორჯომის საზოგადოებრივი აზრის დარბაზის” წევრებმა ბორჯომის ხეობის ეკოლოგიური მდგომარეობა განიხილეს. შეხვედრას ამ დარგის სპეციალისტები და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ,, ბორჯომის საზოგადოებრივი აზრის დარბაზის” თავმჯდომარის ლევან გოცირიძის თქმით, მათ იმსჯელეს საკურორტო ტყეების იმ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, რაც შეიქმნა სატყეო მეურნეობის დარგში გატარებული რეფორმის შემდგომ: ,, რეფორმის ჩატარება აუცილებელია, მაგრამ არა ისე, როგორც ჩატარდა გარემოს დაცვის სამინის- სამინისტროს ტროს ქვეშ დაქვემდებარებულ ობიექტებზე. რეფორმების მიმ- მიმდინარეობისას დინარეობისას არავინ გაითვალისწინა სპეციალისტების აზრი”. 2007 წლიდან ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო მეურნეობა გაუქმდა, დარჩა ბორჯომ-ბაკურიანის ერთი სატყეო უბანი, რომელსაც 20 რეინჯერი ემსახურება. ლევან გოცირიძის განმარტებით, მათ უნდა გააკონტროლონ ბორჯომის, წაღვერის , ტბის, ცემის, ბაკურიანის , გუჯარეთის , ტაძრისის , საკირის, დვირის და სხვა არაერთი ტყის მასივი მაშინ, როცა გასულ წლებში საკურორტო ტყეებს 120 მცველი იცავდა. რეფორმა გატარდა დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის სისტემაშიც, კერძოდ, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. ,, ექვსი რაიონის ბაზაზე შექმნილია ეროვნული პარკი, რომ- რომლის ლის ფართობი 85 ათასი ჰექტარია. ჩემი აზრით, ესეც იყო ნაჩქარევი რეფორმა , რომელიც სრულყოფილი არ არის, - ამბობს იგი და დასძენს, რომ ყველაზე მტკივნეული ბოლო 10 -15 წლის განმავლობაში მიმდინარე ხე-ტყის უკანონო ჭრებია : ”კომპეტენტურ ადამიანებთან ერთად ჩვენ თავი მოვუყარეთ იმ დარღვევებს , რაც დაკავშირებულია საკურორტო ტყეების მოვლასთან. უახლოეს მომავალში მივმართავთ პრეზიდენტს და მთავრობას თხოვნით, რომ ბორჯომს შევუნახოთ სამოსელი”.
გაზეთი ”სამხრეთის კარიბჭე” # 259 25.10.2009 |