თოჯინების თეატრმა ახალციხეში ფუნქციონირება 1981 წელს დაიწყო, როგორც კულტურის სახლთან არსებულმა თოჯინების მოყვარულთა წრემ. ოთხი წლის განმავლობაში მოყვარულთა ფესტივალები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში ტარდებოდა. მალე ახალციხის თოჯინების თეატრმა სახალხო თეატრის წოდება მიიღო. წლების განმავლობაში აქ შექმნილ მრავალფეროვან რეპერტუარზე თეატრის მეორე სართულზე თოჯინებით სავსე საწყობი მეტყველებს. თაროებზე შემოწყობილი რეპერები, კომბლე, წითელქუდა, თავადები, კურდღელი, ნაცარქექია, რწყილი, ჭიანჭველა, ბეკეკები და სხვა მრავალი არა მხოლოდ ქართული ნაწარმოებების გმირი ზღაპრულ სამყაროში დაგაბრუნებს. „სპექტაკლის დადგმას დაახლოებით სამი თვე სჭირდება. ხომ უნდა დამზადდეს დეკორაცია, გაკეთდეს მხატვრობაც ვრობაც ”, - ამბობს თოჯინების თეატრის მმართველი რუსუდან სისაური. მიუხედავად იმისა, რომ ერთი პრემიერისთვის მომზადებას სამი თვე სჭირდება, მიმდინარე წლის ბოლომდე თოჯინების თეატრში ექვსი ახალი წარმოდგენა დაიდგმება. ”ასეთი რამ საერთოდ მსოფლიო თეატრის ისტორიაში, საბავშვო იქნება ეს თუ დრამატული, არ ხდება. კულტურის სამინისტროშიც გაოცებულები არიან, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, რადგან თნამშრომლები ხელფასს საჰონორარო სისტემით იღებენ იღებენ”,- აცხადებს რუსუდან სისაური. თოჯინების თეატრი მესამე წელია, პროგრამულ დაფინანსებაზეა. სპექტაკლების დასადგმელად ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტიდან 18 ათასი, კულტურის სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან კი 24 ათასი ლარია გამოყოფილი. ”18 ათასი ლარი სამი სპექტაკლის თანხა იყო და სამჯერ აიღეს თანამშრომლებმა ხელფასი. არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ჩვენი შემოსავლებით მთელი წლის განმავლობაში ვაძლიოთ მსახიობებს ანაზღაურება. ბილეთების გაყიდვით შემოსული თანხით მხოლოდ ოთხმა კაცმა მივიღეთ ხუთი თვის ხელფასი. გამოდის, რომ ენთუზიაზმზე ვმუშაობთ ვმუშაობთ”, - ამბობს თოჯინების თეატრის ბუღალტერი ჯილდა ჯანოვა. თოჯინების თეატრში 23 საშტატო ერთეულია. აქედან ყოველთვიურად ხელფასს მხოლოდ ოთხი ღებულობს „ყოველთვიური ხელფასი როგორ არ უნდა ჰქონდეს მსახიობს? თუნდაც ექვსჯერ რომ აიღო ხელფასი წელიწადში , საკმარისია საკმარისია?!” - კითხულობს იგი. გარდა მცირე ანაზღაურებისა, თოჯინების თეატრში სხვა, კიდევ არაერთი პრობლემა აქვთ. შენობაში, რომელიც 1994 წლიდან არ შეკეთებულა, წყალია ჩამოსული. სარემონტოა დარბაზიც და სცენაც. ”განათების ცეხი მთლიანად გამოსაცვლელია, ძლივს ვანათებთ თეატრს. მწყობრიდანაა გამოსული გახმოვანების აპარატურაც. ამ ყველაფრის შეცვლას კი საკმაოდ დიდი თანხა სჭირდება სჭირდება”, - ამბობს რუსუდან სისაური. თოჯინების თეატრის თანამშრომლები ამბობენ, რომ ბოლო დროს მაყურებელთა რაოდენობამ იკლო. 150 -კაციან დარბაზში ხშირად ბევრი ადგილი ცარიელი რჩება. ”ბილეთებს საბავშვო ბაღებსა და დაწყებით კლასებში ვავრცელებთ. კარგი იქნება, ბავშვებს ვინმე რომ აფინანსებდეს. თუ გაყიდუ- გაყიდული ლი ბილეთიდან ფული შემომივა და შუქის დავალიანებას დავფარავ, შემდეგ სამ სპექტაკლს მაინც პატარებს უფასოდ ვუჩვენებთ ვუჩვენებთ”, - აცხადებს თეატრის მმართველი. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის იური ზარიძის თქმით, სკოლებში ბილეთების ძალით გაყიდვა არ შეიძლება, როგორც ეს წლების წინ ხდებოდა: ”სპექტაკლები უნდა იყოს ისეთი , რომ პატარები დააინტერესოს , თორემ ჩვენ ბილ ბილეთებს თებს ვერავის ვუყიდით ვუყიდით”. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ათუნაშვილის თქმით, მომავალი წლიდან შესაძლოა, თოჯინების თეატრისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში მეტი თანხა გაიწეროს, თუმცა ეს ისევ პროგრამული დაფინანსებით მოხდება: ”რასაც იმუშავებენ, თანხას იმის მიხედვით აიღებენ . დადგან მეტი წარმოდგენა და ხელფასსაც მეტს მიიღებენ მიიღებენ”. რაც შეეხება გახმოვანებისა და განათების აპარატურის შეძენას, გამგებლის განცხადებით, ეს პრობლემა შესაძლოა, ძალიან სწრაფად გადაიჭრას: ”ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. მობრძანდნენ, გავიაროთ ერთად ყველა საკითხი და დავეხმარებით”.
თამუნა უჩიძეხ , ახალციხე
გაზეთი ”სამხრეთის კარიბჭე” # 259 25.10.2009 |