ამასწინათ, დედოფლისწყაროს ერთ-ერთ სკოლაში მობილურით გადაღებული სტრიპტიზის ცეკვა მას ძვირად დაუჯდა, იძულებული გახდა საბერძნეთში გადახვეწილიყო. წუხს, რომ მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. ნინიმ ინტერნეტ-გაზეთ ,,ქიზიყს` ვრცელი წერილი გამოუგზავნა სადაც მომხდარს დეტალურად იხსენებს და თანარაიონელებს ღიად მიმართავს.
ნინი (15 წლის):
,,საქართველოდან მაგ ამბის გამო წამოვედი, მანდ ძალიან ბევრი დამცირების ატანა მიწევდა საზოგადოებიდან.
არ ვამბობ, რომ მე არ ვარ დამნაშავე, უბრლაოდ ეს სამეგობროს შორის მოხდა. ანუ, სანამ მე ცეკვას დავიწყებდი კლასში საქმეს ვაკეთებდი, რომ მოვრჩი გოგონებმა დარჩენა მთხოვეს. შემდეგ მათ ამ ცეკვაში მეც ავყევი, შემდეგ ნონა წიკ.....მა გადაღებული ვიდეო ჩემ თვალწინ წაშალა, მაგრამ სანამ წაშლიდა სხვა ფაილზე გადაინახა. მეც დავუჯერე რადგან მისი მჯეროდა, არ ველოდი რომ ამას გამიკეთებდნენ, მითუმეტეს, რომ ყველამ იცეკვა. მე ღმერთის წინაშე ცოდვას არ ჩავიდენ და იმას არ ვიტყვი რაც არ ყოფილა. ზევითა საცვალი ერთერთმა იქ მყოფმა მათხოვა, მაგრამ ჩემ გარდა გახდილს არავის უცეკვია. ეს ჩემ ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა და დანაშაული იყო. ამას ჩემ თავს დღემდე ვერ ვპატიობ და დღეს ისევ ვიმყოფები ნერვულ სტრესში. მაგ ამბის მერე დავკარგე სულიერი სიძლიერე და სიმშვიდე, ჯამრთელობაც აღარ მივარგა იმისთვის რომ ამ ტკივილს ვებრძოლო, მარტო ისღა დარჩა რომ უფალს ვთხოვო სულიერი სიძლიერე და ჯამრთელობა დამიბრუნოს იმისთვის, რომ შევძლო ბედნიერად ცხოვრება. მინდა ყველამ იცოდეთ, რომ ამ შეცდომის გამო ჩემი ცხოვრება ყველანაირად შეიცვალა და აღარ მინდა დედოფლისწყაროში დაბრუნება,
რადგან მეც ჩემი ადამიანობა გამაჩნია.
დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარში დამიდგა და გჯერათ ჩემი. ეხლა კი დავრწმუნდი, რამდენად შურდათ მაგ ხალხს ჩემი, რადგან მასწავლებლებისთვის თვალსაჩინო მოსწავლე ვიყავი, მე არმინდა რომ მასწავლებლებმა ჩვენი უსაქციელობის გამო, რამეში პასუხი აგონ, ყველას მინდა უფალი გფარავდეთ. დიდი მადლობა ყველას მთელი გულით.
უკმაყოფილო
ძალიან ბევრ ადამიანზე ვარ. მაგათ გამო 2 თვე მძიმედ ვიყავი, სიკვდილს ვებრძოდი,
არავინ მყავდა ვინც დამეხმარებოდა და ასეთი რამ გამიკეთეს. უბრალოდ მე მაგათ
სიცოცხლე გამიმწარეს და არავის ვაპატიებ... მე მანდ კარგად ვსწავლობდი და არც
მიფიქრია საბერძნეთში წამოსვლა, მაგრამ ასეთი რამის მერე დედოფლისწყაროში წამით
აღარ გავჩერდებოდი.
___
მე ვაპირებდი სასამართლოში საჩივარი შემეტანა რა თქმა უნდა არც მე ვარ უდანაშაულო,
მაგრამ მასწავლებლების გამო შევიკავე საჩივრის დაწერისგან თავი, რადგან მე მათ
ვუყვარდი და ყველა გვერდში მედგა.
P.S.
,,ქიზიყი` ამ საკითხთან დაკავშირებით იურისტებსა და ფსიქოლოგებს ესაუბრა. ვისი
დანაშაული იკვეთება და აგებს თუ არა სკოლის დირექცია არასრულწლოვანის შებღალულ
იმიჯზე პასუხს, ამას სულ მალე მოგაწვდით...
გაზეთი ”ქიზიყი” ოქტომბერი, 2009 წელი.
ეს მასალა მოგვაწოდა გოგონას უბედურების მძიმე ისტორიის გამო აღშფოთებულმა და უკიდურესად დამწუხრებულმა გაზეთი ”ქიზიყი”-
ს რედაქტორმა ბატონმა ილია მარტყოფლიშვილმა. გაზეთის რედაქციასთან ერთად
მივმართავთ ფსიქოლოგებს, სოციოლოგებს, პედაგოგებს, იურისტებს - ყველას ვინც
გულგრილი არ დატოვა არასრულწლოვანი გოგონას უბედურების ისტორიამ: ვინ არის
დამნაშავე და ვინ უნდა აგოს პასუხი მის გამრუდებულ ბედ-იღბალზე? რით და როგორ შეიძლება უშველოთ მას?
|