ვისაც გიხმარიათ ნებისმიერი სათვალე ან დაგინახიათ ის ბებიას ცხვირზე თუ დაფიქრებულხართ - ვინ, სად და როგორ გამოიგონა ეს საოცარი ადამიანისთვის ხელშემწყობი საშუალება? როგორც ვარაუდობენ, 1280 წელს, იტალიელმა ფიზიკოსმა სალვინო დელია არმატიმ ( 1245 – 1317 ) დაამზადა პირველი სათვალე. მის მიერ გამოგონილი სათვალე შესდგებოდა ორი გამადიდებელი ლინზიდან, რომლებიც ისე ადიდებდნენ საგნებს, რომ ადამიანს შეეძლო მისი უკეთ დანახვა. გენიალურმა მხატვარმა,მუსიკოსმა, მოქანდაკემ და გამომგონებელმა ლეონარდო და ვინჩიმ, რომელიც თავისი მიგნებებით დღესაც გვაოცებს ყველას, პირველმა წამოაყენა იდეა კონტაქტური ლინზების თაობაზე. თავის ”კოდექსში თვალის შესახებ” მან აღწერა მილი, რომელშიც ორივე მხრიდან ჩამაგრებულია ლინზები და მათ შორის ჩასხმულია წყალი და მისი აზრით ეს მოწყობილობა უნდა ემსახურებოდეს მხედველობის კორექციას. ლეონარდო და ვინჩის იდეა პრაქტიკაში გამოიყენეს თომას იუნგმა და ჯონ ჰერშელმა. მათ ჰერშელის თვალზე დაიტანეს გამჭვირვალე ჰელის ფენა, რომლის მეშვეობითაც გამოასწორეს მისი მხედველობის დეფექტი. სათვალე - ლორნეტი მასიურად მზადდებოდა ათას ცხრაას ოთხმოცდაათიანი წლებიდან , ხოლო ერთ-ერთი მეტ ნაკლებად სრულყოფილი ლინზები გამოშვებულ იქნა ათას ცხრაას ოცდაათიან წლებში.
წაიკითხეთ აგრეთვე
მობილური ტელეფონის გამოგონების ისტორიიდან
ქაღალდისა და კალმის გამოგონების ისტორიიდან
დამწერლობის წარმოშობის ისტორიიდან
ეს -მართლაც საინტერესოა
|