მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

    რამდენ ჯერ დაგვმართვია პანიკური შიში ბავშვის კანზე შეუმჩნეველი გამონაყარის შემთხვევაში, ჩავვარდნილვართ სასოწარკვეთილებაში სიცხის აწევის გამო, გვიფიქრია და გვიკამათია ოჯახში ბავშვის კვებისა თუ ჰიგიენის თაობაზე. ამ სახის მრავალ საკითხზე გაეცანით შესაბამისი დარგის სპეციალისტების პუბლიკაციებსა და რეკომენდაციებს, მიმართეთ და მიიღეთ მათი რჩევა.


                                                           

    გრიპი H1N1,ანუ ”ღორის გრიპი” - რამდენად დიდია საფრთხე? /ვითარების ანალიზი, დაავადების სიმპტომები, პროფილაქტიკა/ ნანახია (15415) - ჯერ 13 ნოემბერი 2009

    ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2009 წლის 25 ოქტომბრის მონაცემებით მსოფლიოში დაფიქსირებულია H1N1 სახის ვირუსით ინფიცირების 441 661-ზე მეტი შემთხვევა და მის შედეგად 5 712 ( 10 %- მდე) სიკვდილიანობის შემთხვევა ( იხ. http://www.who.int/en/ ). ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამ დამთრგუნავი სტატისტიკით არავის შეშინებას არ აპირებს, მაგრამ ის საკმაოდ დამაფიქრებელია. ვირუსისა და დაავადების გავრცელების სერიოზული საშიშროება აღინიშნება არა მხოლოდ ლათინური ამარიკის ქვეყნებში,ამერკასა და კანადაში, არამედ ახლო ქვეყნებშიც, რომლებთანაც გაგვაჩნია აქტიური მიმოსვლა, მაგალითად უკრაინაში, საბერძნეთში და რუსეთში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით სულ საქართველოში ღორის გრიპით დაავადების 59 შემთხვევაა აღრიცხული. ცენტრის ინფორმაციით,ხუთშაბათს თბილისში გამოვლენილია გრიპის კიდევ 7 შემთხვევა..ე.წ. ღორის გრიპით დაავადების შემთხვევა თბილისის გარდა, ქუთაისშიც დადასტურდა.

    რა უნდა ვიცოდეთ ყველამ ამ ვირუსის შესახებ?.
    პიкველ რიგში - სიმპტომების თაობაზე:
    დასაწყის ეტაპზე ის სიმპტომატურად დიდად არ განსხვავდება ნებისმიერი სხვა გრიპებისგან. ინკუბაციის პერიოდი უმეტეს შემთხვევაში 2-4 დღიანი აქვს, შეიძლება გაგრძელდეს ერთ კვირამდე. ანუ დაავადებულ ადამიანთან კონტაქტის შემდეგ თუ ამ პერიოდის განმავლობაში არ გამოვლინდა სიმპტომები ე.ი. საფრთხე არ გელით.
    ხოლო თუ ინფიცირება მოხდა ინკუბაციის დასრულებისათვის ვლინდება ჩვეულებრივი გრიპისათვის დამახასიათებელი სიმპტომები:
    - სხეულის ტემპერატურის 39 და მეტ გრადუსამდე სწრაფი აწევა;
    - ყელის ლორწოვანის გაწითლება;
    - თვალების გაწითლება და სინათლის პირდაპირი სხივისაგან ტკივილის შეგრძნება;
    - თავის ტკივილი;
    - ზოგ შემთხვევაში კუჭის აშლილობა;
    - მეორე - მესამე დღეს შესაძლოა მშრალი ხველება;
    - მესამე - მეოთხე დღეს ტემპერატურა ეცემა და ფიქსირდება დაახლოებით 37 გრადუსის დონეზე;
    - თუ დაავადებამ არ გამოიწვია, რაიმე სახის გართულება 7 დღის შემდეგ ავადმყოფობა სრულდება.
    ანუ უშუალოთ ღორის გრიპი, დიდად არ განსხვავდება სხვა გრიპებისგან, მაგრამ ის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს დასუსტებული ორგანიზმისათვის სერიოზული გართულების მხრივ. და ეს გართულება წარმოადგენს დაავადების დამძიმების და სიკვდილიანობის მიზეზს.

    მკურნალობა:
    ამ ვირუსის ხსენების დროს უმეტესობა გაიძახის ერთ-ერთ ცნობილ პრეპარატს, როგორიცაა - ტამიფლუ. სპეციალისტთა ნაწილი ემხრობა ამ მოსაზრებას, ხოლო მეორე ნაწილი სთვლის, რომ ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველაზე ადრეულ,ანუ უშუალოდ ინფიცირების საწყის ფაზაში და დაავადების განვითარების სტადიაში ის ნაკლებად ეფექტურია. რეკლამირებას უწევენ რიგ სხვა პრეპარატებსაც, მაგრამ გადაჭრით ვერავინ ვერ ამტკიცებს იმას, რომ რომელიმე მათგანი წარმოადგენს პანაცეას. ამიტომ ყველაზე უპრიანია მაინც დროულად მიმართოთ ექიმს.

    სპეციალისტთა ერთი გაფრთხილება კი ძალზე საყურადღებოა: დაავადების შემთხვევაში ისინი კატეგორიულად, განსაკუთრებით ბავშვებში,კრძალავენ სიცხის დაწევას ასპირინის მეშვეობით, რომელიც დიდად ართულებს ავადმყოფის მდგომარეობას და შეიძლება გახდეს არა სასურველი შედეგის მიზეზიც კი. ამ სახის ვირუსით დაავადების დროს სიცხის დასაწევად სპეციალისტთა უმეტესობა რეკომენდაციას იძლევა, რომ გამოყენებულ იქნას პარაცეტამოლი, ტაილენოლი, პანადოლი ან იბუპროფენი. ნებისმიერ შემთხვევაში უკეთესია დაეყრდნოთ ექიმის რჩევას.
    გარდა ამისა სპეციალისტთა ერთი რჩევაც არის გასათვალისწინებელი: რეკომენდირებულია რაც შეიძლება მეტი სითხის მიღება. სხვა და სხვა სახის ბალახების ნახარშების, ლიმონისა თუ ციტრუსების წვენების მოხმარებას აზრი არც აქვს, საჭიროა ჩვეულებრივი სუფთა წყალი.
    და ბოლოს - ყველაზე მეტად გასათვალისწინებელი გაფრთხილება: მიუხედავად ვითომ მარტივი პირველადი გამოვლენებისა - გადაუდებელად მიმართეთ ექიმს, ხოლო ნებისმიერი გართულების (ძლიერი ხველება, შესაძლო სისხლდენით, ჰაერის ანუ სუნთქვის უკმარისობა, კრუნჩხვები და ა.შ.) ნუ დაელოდებით მკურნალი ექიმის მოსვლას და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

    მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში>>  

     

    ავტორი :Adminstrator კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ფიზიკური კულტურა და სპორტი კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი განათლება საქართველოში და მსოფლიოში პედაგოგიკა/ფსიქოლოგია მშობელი და ოჯახი სასწავლო დაწესებულების მართვა სასარგებლო რჩევები გართობა/თამაშები სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები გამოცემები/პუბლიკაციები საზოგადოებრივი ურთიერთობები სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები სხვა დასაქმება/კარიერა/ბიზნესი ბუნება/ეკოლოგია ბავშვის აღზრდა მედიცინა და პროფილაქტიკა ინტერესები/კონკურსები სიახლე განათლების სფეროში შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა რელიგია მომზადება/ტესტირება/ჩაბარება მეცნიერება/ტექნიკა გაერთიანებები/სოციალური ქცელები კვალიფიკაციის ამაღლება საგანმანათლებლო დაწესებულებები ადამიანთაშორის ურთიერთობა დასვენება/ტურიზმი სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა ბავშვის კვება და მოვლა სარეკლამო მომსახურება
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024