მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

    რამდენ ჯერ დაგვმართვია პანიკური შიში ბავშვის კანზე შეუმჩნეველი გამონაყარის შემთხვევაში, ჩავვარდნილვართ სასოწარკვეთილებაში სიცხის აწევის გამო, გვიფიქრია და გვიკამათია ოჯახში ბავშვის კვებისა თუ ჰიგიენის თაობაზე. ამ სახის მრავალ საკითხზე გაეცანით შესაბამისი დარგის სპეციალისტების პუბლიკაციებსა და რეკომენდაციებს, მიმართეთ და მიიღეთ მათი რჩევა.


                                                           

    დისლექსია და დისგრაფია - უცნაური მოვლენა ბავშვის განვითარებაში. ნანახია (16670) - ჯერ 15 ნოემბერი 2009

    დისლექსია.
    ( ბერძ. δυσ „დის“ — დასუსტებული; λέξις „ლექსის“ — სიტყვა)
    სპეციალურ ლიტერატურაში დისლექსია განიმარტება, როგორც კითხვის უნარის ნაწილობრივი დარღვევა, რომელიც ვლინდება იმაში, რომ ბავშვი კითხვის შესწავლის დროს მუდმივად იმეორებს ერთ და იგივე შეცდომებს, რაც სპეციალისტების დასკვნით აიხსნება კითხვის პროცესში მონაწილე უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების ჩამოუყალიბლობით. ერთ- ერთი განმარტება შემოთავაზებულია ”დისლექსიის საერთაშორისო ასოციაციის” (IDA) მიერ: ”დისლექსია არის სწავლების (დასწავლის) სპეციფიკური დარღვევის სახეობა, რომელსაც გააჩნია ნევროლოგიური ბუნება. ის ხასიათდება სიტყვების სწრაფი და უტყუარი ამოცნობის უუნარობით (word recognition), დეკოდირების განხორციელებისა და სპელინგის უნარ-ჩვევების ათვისების უუნარობით” (IDA– ს დირექტორთა საბჭო, 2002 წ. 12 ნოემბერი ) http://www.interdys.org/ IDA
    დისლექსია ვლინდება კითხვის პროცესის დაუფლების შენელებაში, აგრეთვე წაკითხვის ნელ ტემპში ანუ არა საკმარის და დაბალ სისწრაფეში. დისლექსიის უფრო მნიშვნელოვან გამოვლენად ითვლება კითხვის დროს სპეციფიკური შეცდომების მდგრადი, მუდმივი გამეორება.

    დისლექსიის დროს აღინიშნება შემდეგი ხასიათის სპეციფიკური შეცდომები და გამოვლენები: სიტყვის ბგერით და დამარცვლით სტრუქტურის დამახინჯება, კითხვის დროს ფონემატიკურად მსგავსი ბგერებისა და გრაფიკულად მიმსგავსებული ასოების შეცვლა, გადაადგილება ან არევა, ზედმეტი ბგერების წარმოთქმა. სიტყვის მხოლოდ დაცალკევებული ასოებით წაკითხვა და აგრეთვე განცალკევებული ბგერებად წარმოთქმა. ძირითად სირთულეს წარმოადგენს ბგერების მარცვლებად და მერე სიტყვებად შეერთება და გარდაქმნა. წაკითხულის აღქმის დარღვევა ვლინდება, როგორც ცალკეული სიტყვის, აგრეთვე წინადადებისა და მთელი ტექსტის დონეზე.
    დისლექსია უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვის პიროვნულ განვითარებაზე. წარუმატებლობა კითხვის დაუფლებაში ხელს უწყობს ხასიათის ისეთი თვისებების ჩამოყალიბებას, როგორიცაა თავდაუჯერებლობა,გადამეტებული მორიდებულობა, უმიზეზო ეჭვიანობა, ან პირიქით - აგრესიულობა, ბრაზიანობა, ნეგატივიზმი. ზოგ შემთხვევაში ამ სახის აფექტური რეაქციები შეიძლება უშუალოთ დაუკავშიროთ და შევაფასოთ, როგორც დისლექსიის შედეგი, ზოგჯერ კი - როგორც უშუალო კავშირში არ მყოფი, ანუ თანმხლები გამოვლენები, რომლებიც ერთვებიან ნერვულ-ფსიქიკური დაავადებების ერთიან სტრუქტურაში.

    დისლექსია დგინდება ბავშვის მიერ მისთვის ახალი უნარ-ჩვევის ( კითხვის) დაუფლების პროცესის ანალიზის შედეგად. კითხვის დაუფლების საწყის ეტაპებზე შეცდომებს უშვებს ყველა ბავშვი, მაგრამ თუ სხვა მოსწავლეები შედარებით სწრაფად თავისუფლდებიან ყველა, მათ შორის სპეციფიკური, ხასიათის შეცდომებისგან, დისლექსიის მქონე ბავშვები ხანგრძლივად, ზოგჯერ თვეებისა და წლების განმავლობაში ინარჩუნებენ ამ შეცდომებს. აღსანიშნავია ისიც, რომ კითხვაში შექმნილი პრობლემები თავისებური ხასიათის დარღვევას წარმოადგენენ და ზოგ სხვა საგანს ბავშვი წარმატებით ეუფლება. დისლექსიის პირობებში კითხვის დროს დაშვებულ შეცდომებს მდგრადი ხასიათი აქვთ და სპეციალური კორექციული მუშაობის გარეშე შეძლება ბავშვს შეუნაჩუნდეს მრავალი თვეებისა და წლების განმავლობაშიც. ( იხ. http://www.mydr.com.au/kids-teens-health/dyslexia-in-children და http://www.logoped.org/?key=dislexia )
    უნდა აღვნიშნოთ, ისიც რომ ზოგ ქვეყანაში, მაგალითად აშშ - ი ჩამოყალიბებულია სპეციალიზირებული დაწესებულებები, რომლებიც ეხმარებიან ხანგრძლივი დისლექსიის მქონე ბავშვებს კოლეჯში სწავლის დაწყებამდე. სამწუხაროთ ჩვენ ასეთი ბავშვების სწავლებისთვის სპეციალური კლასები და მეთოდიკაც კი არ გაგვაჩნია.

    დისგრაფიის შესახებ და დისლექსიასთან ერთად მათი ძირითადი სახეობების თაობაზე, აგრეთვე რჩევებზე მშობლებისთვის საუბარი გვექნება შემდგომ პუბლიკაციებში.  

    ავტორი :Adminstrator კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    მეცნიერება და ტექნიკა სამართალი ფინანსები და კრედიტი ტექნოლოგია მარკეტინგი და რეკლამა კულტურა და ხელონება ლოგიკა საბირჟო საქმე მრეწველობა, წარმოება ვეტერინარია ბიოლოგია მასმედია არქიტექტურა ავიაცია უცხო ენები ფიზკულტურა და სპორტი კულტუროლოგია მენეჯმენტი ისტორია ზოოლოგია ეკონომიკა ინფორმატიკა ინვესტიციები საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია ასტრონომია გადასახადები პროგრამირება მუსიკა ფიზიკა რელიგია პედაგოგიკა სახელმწიფო მოწყობა და მართვა სხვა გეოდეზია ტრანსპრტი ქიმია ფსიქოლოგია უცხოური ლიტერატურა ბუღალტერია და აუდიტი ტურიზმი კულინარია გეოგრაფია კრიმინალისტიკა ლოგისტიკა საბაჟო სისტემა ფილოსოფია პოლიტოლოგია ელექტრონიკა სტატისტიკა მართვა სექსოლოგია მიფოლოგია გეოლოგია ეკოლოგია სოფლის მეურნეობა მეწარმეობა მშობლიური ენა და ლიტერატურა მეტალურგია გეოპოლიტიკა ჟურნალისტიკა და PR სოციოლოგია მათემატიკა საერთაშორისო ურთიერთობები მედიცინა, ჯანმთელობა ჟურნალისტიკა დაზღვევა საბანკო საქმე
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024