მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    კორუფციის საფრთხე, რა ბრუნდება სკოლაში ნანახია (9706) - ჯერ 03 თებერვალი 2016

    მოსალოდნელი ცვლილებების თანახმად, სკოლებში საატესტატო გამოცდები აღდგება; ეროვნული გამოცდები მოიხსნება; აბიტურიენტების უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრას კი ატესტატის ნიშანი განსაზღვრავს. ახალი ინიციატივის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 18 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა. მისი აზრით, სკოლამ დაკარგული ფუნქცია რომ დაიბრუნოს, ამისათვის სკოლებში რაღაც ფორმით გამოსაშვები გამოცდები უნდა აღდგეს. პრეზიდენტის თქმით, მოსწავლეს უნდა სჭირდებდეს სკოლაში სიარული: “ეს იქნება მისთვის საგზური უმაღლეს სასწავლებელში”. უნივერსიტეტებში აბიტურიენტები საბოლოო სასკოლო ქულის მიხედვით მოხვდებიან. ამისათვის კი სასწავლებლებმა წინასწარ უნდა გამოაქვეყნონ მოთხოვნადი ციფრი.

    პროექტის მიხედვით, საატესტატო მხოლოდ ერთი გამოცდა ჩატარდება, თუმცა მასში ყველა ძირითადი საგანი შევა. განათლების სამინისტროში ფიქრობენ, რომ ცვლილება ამ დრომდე დამკვიდრებულ მავნე სისტემას მოშლის. განათლების მინისტრი ნიკა გვარამია არ უარყოფს, რომ საჯარო სკოლების უფროს კლასებში მხოლოდ იმ საგნების სწავლის პრაქტიკა, რომელიც უმაღლესში ჩასაბარებლად სჭირდებათ, უკვე კარგადაა დამკვიდრებული: “არასწორია ეს დამოკიდებულება... მაგრამ, უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი მიდგომა არსებობს”.  

    საატესტატო გამოცდისას დაბალი ქულის დაგროვების შემთხვევაში აბიტურიენტი ავტომატურად ბორტს მიღმა რჩება. მშობელთა ნაწილი ფიქრობს, რომ შესაძლოა, სკოლებში იმ დროის დაბრუნებას შეუწყოს ხელი, როცა მშობლები მასწავლებელთა კეთილგანწყობისა და, შესაბამისად, შვილებისთვის მაღალი ნიშნის “მოპოვებას” სხვადასხვა მეთოდებით ცდილობდნენ.
     
    “მოსალოდნელია, რომ ისევ დაიწყოს “საჩუქრების” ჩუქება მასწავლებლებისთვის”, - ამბობს ანდრიაწმნიდაში მცხოვრები დალი ინასარიძე. მის მოსაზრებას ნაწილობრივ ეთანხმება წნისის საბაზო სკოლის რუსული ენის მასწავლებელი ლაურა ივანიძე: “უმაღლეს სასწავლებელში აუცილებლად უნდა იყოს გამოცდა. სკოლაში ხომ შეიძლება ახლობლობით, ხათრით, რაღაცით ზედმეტი ქულა დაუწერონ”.

    ამავე სკოლის დირექტორი ვალენტინა გოგოლაძე კი ფიქრობს, რომ უნდა შემუშავდეს რაღაც მექანიზმიც, რაც ამას გააკონტროლებს. ცვლილება კი მისაღებია, რადგან სკოლა დაკარგულ ავტორიტეტს დაიბრუნებს და “ის ბავშვიც აღარ დაიჩაგრება, რომელსაც მომზადების ფული არ აქვს”.

    მოსალოდენელ ცვლილებებს არაერთგვაროვნად აფასებენ მოსწავლეები. ისინი ცვლილების ორ მხარეზე საუბრობენ. მიაჩნიათ, რომ ცვლილება კარგია, რადგან სწავლას ყველა დაიწყებს, მაგრამ, შესაძლოა, დაიწყოს მოსწავლეების გამორჩევა და არათანაბარ პირობებში ჩაყენება. “მაგალითად, გამოარჩევენ მასწავლებლების, დირექტორების შვილებს. და გარდა ამისა, ის ბავშვები დაკარგავენ სწავლის გაგრძელების შანსს, რომლებიც, ვთქვათ, ცუდად სწავლობდნენ, მაგრამ ბოლო წელს მოინდომეს”, - ამბობს კლდის საჯარო სკოლის მეთერთეტე კლასის მოსწავლე ელენე ბლუაშვილი. მისი თანატოლი, პირველი საჯარო სკოლი მოსწავლე ნია გელაშვილი ამბობს, რომ: “ჩაბარების შანსი ყველას უნდა ჰქონდეს, მათაც კი, ვისაც სკოლაში დაბალი შეფასება აქვს”.

    ვალენტინა გოგოლაძე კი ფიქრობს, რომ ცვლილება სწორედ იმიტომაა კარგი, რომ მოიშლება ერთგვარი, გაიოლებული მეთოდი: “სკოლაში არ ვისწავლი, ბოლო წელს სამ-ოთხ საგანში მოვემზადები და ჩავაბარებ”.

    საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მოსალოდნელი ცვლილება ისევ აამუშავებს კორუფციულ ბერკეტებს უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად. თუმცა ამჯერად კორუფცია არა უმაღლეს სასწავლებლებში, არამედ სკოლებში დაიწყება. ამიტომ ისინი მიიჩნევენ, რომ გამოცდები რაც შეიძლება მოწესრიგებულად უნდა ჩატარდეს, არა სკოლების პერსონალის, არამედ ნეიტრალური და არაადგილობრივი კადრების მონაწილეობით. “და უნდა იყოს არა ტესტები სკოლებში, არამედ გამოცდა რაღაც სხვაგვარი ფორმით. ზოგი ალალბედზე ხაზავს იმ ტესტებს და მაინც მაღალ ქულას იღებს”, - ამბობს ლაურა ივანიძე.

    იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებების შეტანისას ყველა საჭირო საფრთხეები გათვალისწინებული იქნება, მოსახლეობის აზრით, მოწესრიგდება გაკვეთილებზე დასწრება, აიწევს ზოგადი განათლების დონე და აღმოიფხვრება რეპეტიტორობის ინსტიტუტიც.

    “სკოლებშიც კვალიფიციური კადრები უნდა იყოს”, - ამბობს დალი ინასარიძე, რომელსაც აბიტურიენტი შვილი ჰყავს და რეპეტიტორებთან 2000 ლარს იხდის.

    ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი თინა გელაშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი სკოლა ვერ აკმაყფილებს იმ პირობებს, რაც ამ იდეაშია ჩადებული: “ქართველები ვართ და, ვფიქრობ, ეს ჯერ ჩვენთან ვერ გაამართლებს. მექრთამეობა შეიძლება არა, მაგრამ სუბიექტური მიდგომა რომ იქნება, ეს ფაქტია”. მაგრამ, თუ სკოლებში მდგომარეობა გამოსწორდა, რა თქმა უნდა, მისაღები სიახლეა, რადგან “ფიზიკა, ქიმია, ფაქტობრივად, ჩაკვდა სკოლებში და, შესაბამისად, ზოგადი განათლების დონე დაბალია”.

    პროექტის განხორციელებას, რომელიც ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა და უკვე მოჰყვა დიდი გამოხმაურება, ნიკა გვარამიას თქმით, მინიმუმ 4-5 წელი დასჭირდება, ვინაიდან “ჯერ ამისთვის სკოლები მზად არ არიან”. თუმცა, ყველა ძირითადი საგნის შესწავლა აბიტურიენტებს წელსვე მოუწევთ. განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ ეროვნულ გამოცდებზე მეოთხე საგნის დამატებაც რეფორმისთვის მოსამზადებელი ეტაპია.

    ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე
    გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“

    ავტორი :Adminstrator კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    პრესა განათლების შესახებ |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ჟურნალისტიკა, PR კინო და მუსიკა სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი უცხო ენები გეოგრაფია ოჯახი, მშობლები და ბავშვი სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი სიახლე განათლების სფეროში პრესა განათლების შესახებ სოციოლოგია, პოლიტოლოგია მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება ქიმია სკოლა და მოსწავლე ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა ბავშვის მოვლა და აღზრდა მათემატიკა განათლება საქართველოში და მსოფლიოში მშობლიური ენა და ლიტერატურა ფიზიკა გართობა და თამაშები იურისპრუდენცია სხვა განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა აბიტურიენტი და გამოცდები საგანმანათლებლო დაწესებულება ხელოვნება და კულტურა ეკონომიკა ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია სპორტი და ექსტრიმი ბიოლოგია გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული ფსიქოლოგია მოდა და დიზაინი დასაქმება და კარიერა ფინანსები რელიგია პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი ბუნება, ეკოლოგია
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024