მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     
    რუბრიკა სწავლა საზღვარგარეთ: საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების შესაძლო ვარიანტები. /სასარგებლო ინფორმაცია ჩარიცხვის ტექნოლოგიის შესახებ/ 15 ნოემბერი 2013

    საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარება.  
    საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარების რამდენიმე მოდელი არსებობს, ოღონდ თვითოეულ მათგანს გააჩნია თავისებურებანი. ამ მოდელებიდან შეგვიძლია გამოვყოთ შემდეგი ძირითადი ვარიანტები:
    - უცხოურ სკოლაში დამამთავრებელი კლასების გავლა, მ.შ. საერთაშორისო პროგრამით International Baccalaureate;
    - მოსამზადებელი პროგრამა უცხოელი აბიტურიენტებისათვის;
    - კოლეჯში ”გადასვლითი (გარდამავალი, ტრანსფერული)” ტიპის პროგრამა;
    - ჩაბარება საზღვარგარეთის უნივერსიტეტის პირველ კურსზე საქართველოში 1 – 2 კურსის დასრულების შემდეგ (თუ უცხოური სასწავლებელი აღიარებს ამას შესაძლებლობას); - ზოგ სასწავლებლებთან - სტუდენტთა და მეცნიერთა ურთიერთგაცვლითი პროგრამა Erasmus Mundus (ევროპული სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცის მობილობისა და თანამშრომლობის საგრანტო დაფინანსების პროგრამა).
    ვარიანტი პირველი: ერთ-ერთი ყველაზე სანდო - ჩაბარება უმაღლეს სასწავლებელში უცხოეთში სკოლის გავლის მეშვეობით, ვინაიდან ღებულობთ იმავე ქვეყნის სასკოლო ატესტატს. გავრცელებული გზა - ბავშვის სკოლა-პანსიონში მოწყობა, საერთაშორისო პროგრამის International Baccalaureate არჩევით. ყველაზე ოპტიმალურია სკოლის უფროსი კლასების დამთავრება. ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ წინა წლებში გავლილ საგნებში შეფასებასაც აქცევენ დიდ ყურადღებას და ზოგი სკოლა ითხოვს ენობრივი ტესტის ჩაბარების მოწმობას, ზოგი კი კმაყოფილდება საკუთარი გამოცდით და გასაუბრებით.

    ვარიანტი მეორე: ჩაბარება მოსამზადებელი პროგრამის გავლით.
    საკმაოდ ეფექტური და პოპულარული გახდა მოსამზადებელი კურსების სისტემა უცხოელი აბიტურიენტებისათვის. ინგლისურენოვან ქვეყნებში მისი საერთო სახელწოდებაა Foundation, გერმანიაში - Studienkolleg და ა.შ.
    ამ სახის პროგრამებს, როგორც წესია, აყალიბებენ კოლეჯების ბაზაზე ან უნივერსიტეტებთან. ის წარმოადგენს კომპლექსური მომზადების ერთ წლიან კურსს, რომელიც მოიცავს საგანთა სამი ბლოკი: ინგლისური ენა, მაპროფილებელი დისციპლინები და აკადემიური უნარ-ჩვევები. გარდა ამისა პროგრამა, ასე ვთქვათ, ამზადებს სტუდენტობისათვის და პრეტენდენტს წარმოდგენას უქმნის უმაღლესში სწავლების თაობაზე.
    ვარიანტი მესამე: ჩაბარება კოლეჯის გავლით.
    რიგ ქვეყნებში უნივერსიტეტები დებენ ხელშეკრულებებს კოლეჯებთან უცხოელი აბიტურიენტებისათვის ორ წლიანი (გარდამავალი) პროგრამების განხორციელების თაობაზე. ტრანსფერული პროგრამის წარმატებულად გავლის შემთხვევაში მსმენელი გადაჰყავთ უნივერსიტეტის მეორე, ზოგ შემთხვევაში, მესამე კურსზე. გავლილი დისციპლინების ჩათვლა ხდება კრედიტების (პირობითი ჩათვლითი ერთეული) მეშვეობით. ამ ვარიანტის უპირატესობა გამოიხატება იმაში, რომ მათზე მოხვედრა არ არის გართულებული, დიდად არ განსხვავდება Foundation პროგრამისგან, იმავდროულად კოლეჯში სწავლა 30-50% ნაკლები ღირებულებისაა, ვიდრე უნივერსიტეტში. ამ ვარიანტის სუსტი მხარე კი იმაშია, რომ კოლეჯები ტრანსფერული ხელშეკრულებებით ხშირად დაკავშირებული არიან არა ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტებთან
    ვარიანტი მეოთხე: საზღვარგარეთის უმაღლესი სასწავლებლების პირველ კურსზე ჩარიცხვა საქართველოში გავლილი მეორე კურსიდან. ამ გზის სირთულე გამოიხატება იმაში, რომ ეს შეუძლებელია ყველა ქვეყანაში და ნებისმიერ უნივერსიტეტში. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში საჭიროა დაზუსტება და გადამოწმება უშუალოდ უმაღლეს სასწავლებელში.

    მიუხედავად იმისა თუ რომელ ვარიანტს აირჩევს საზღვარგარეთ სწავლის მსურველი, უნდა ახსოვდეს, რომ საბუთების მომზადების, ჩაბარების და ჩარიცხვის პროცედურა მოითხოვს საკმაოდ ხანგრძლივ დროს. ამიტომ უნივერსიტეტისა და პროგრამის შერჩევა უპრიანია დაიწყოთ დროულად ( არანაკლებ ერთი წლით ადრე).
    ყველა საკითხის გარკვევაში და მოწესრიგებაში დახმარების გაწევა შეუძლიათ სპეციალიზებულ სააგენტოებს.

    და კიდევ ერთი ფრიად მნიშვნელოვანი საკითხი - ხანგრძლივი სტუდენტური ვიზის მიღება.
    ყველა ქვეყნის საელჩოსა და საკონსულო სამსახურს ამ საკითხისადმი გააჩნია საკუთარი მიდგომა და წესები. ნებისმიერ შემთხვევაში საზღვარგარეთ სწავლის მსურველმა უნდა წარადგინოს უნივერსიტეტიდან მოსული ჩარიცხვის დამადასტურებელი წერილი, ცნობა სწავლის (როგორც წესია პირველი წლის მაინც) ღირებულების გადახდის თაობაზე, მისი , მისი ოჯახის ან სპონსორის ფინანსური გადამხდელ უნარიანობის დოკუმენტები, ხოლო თუ მინიჭებული აქვს სტიპენდია - სტიპენდიის მინიჭების ცნობა. რა თქმა უნდა წარსადგენი საბუთების სტანდარტულ პაკეტში აგრეთვე იგულისხმება საკმარისი ვადის მქონე საზღვარგარეთ გამსვლელის პასპორტი, საჭირო რაოდენობის ფოტოსურათი, შევსებული ანკეტა, სამედიცინო დაზღვევა. საბუთების განხილვის შემდეგ შესაძლებელია, რომ მოგიწვიონ საელჩოში გასაუბრების გასავლელად.

    შემდეგ პუბლიკაციაში მოგაწვდით სასარგებლო ინფორმაციას უცხოეთში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩაბარების თავისებურების თაობაზე.  

    ავტორი :Adminstrator

    გაზიარება
       
     
    საკვანძო სიტყვები  
    მშობელი და ოჯახი განათლება საქართველოში და მსოფლიოში ბავშვის აღზრდა დასაქმება/კარიერა/ბიზნესი სხვა მეცნიერება/ტექნიკა კვალიფიკაციის ამაღლება ინტერესები/კონკურსები მომზადება/ტესტირება/ჩაბარება სიახლე განათლების სფეროში სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები მედიცინა და პროფილაქტიკა სარეკლამო მომსახურება სასარგებლო რჩევები რელიგია ბავშვის კვება და მოვლა ბუნება/ეკოლოგია ფიზიკური კულტურა და სპორტი სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები ადამიანთაშორის ურთიერთობა გამოცემები/პუბლიკაციები საგანმანათლებლო დაწესებულებები გართობა/თამაშები დასვენება/ტურიზმი საზოგადოებრივი ურთიერთობები შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა გაერთიანებები/სოციალური ქცელები სასწავლო დაწესებულების მართვა კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი პედაგოგიკა/ფსიქოლოგია
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024