გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas
...
გერმანია - მდიდარი ისტორიის, კულტურის, საგანმანათლებლო ტრადიციებისა და
წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, რომელიც განლაგებულია ევროპის
შუაგულში. იგი ყოველთვის იყო მსოფლიოში ტექნიკური პროგრესის, მეცნიერების
განვითარების, უახლესი, ინოვაციური გამოგონებებისა და აღმოჩენების
ავანგარდში. თუ გაინტერესებთ ან უკვე გადაწყვიტეთ მიიღოთ განათლება
გერმანიაში, თქვენ ეზიარებით მრავალსაუკუნოვან გამოცდილებაზე
დაფუძნებულ, მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს განათლების სისტემას. სწავლა და
ცხოვრება ლამაზი ბუნების, მრავალი ისტორიული ძეგლის, უმდიდრესი
მუზეუმების, მრავალფეროვანი კულტურული და მოვლენებით აღსავსე სტუდენტური
ცხოვრების გარემოში სამუდამოდ დაგრჩებათ დაუვიწყარ პერიოდად. თქვენ
მოგეცემათ შესაძლებლობა ერთმანეთს შეუთავსოთ მეცნიერების უახლესი
მიღწევების შესწავლა, მაღალი თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული
უნარ-ჩვევების მიღება - სრულფასოვან სტუდენტურ ცხოვრებას, სპორტს,
ხელოვნებას, მოგზაურობას გერმანიაში და ევროპის ქვეყნებში.
დღეისათვის გერმანიაში ირიცხება ორ მილიონზე მეტი მოსწავლე, მათგან 250000 უცხოელი სტუდენტია. გერმანიის 102 უნივერსიტეტის კარი ღიაა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სტუდენტებისთვის. უმაღლესი განათლების მრავალსახოვნობა მათ უქმნის საუკეთესო არჩევნის გაკეთების შესაძლებლობას. გერმანიის უმაღლესი სასწავლებლების მნიშვნელოვან ნაწილს სრული უნივერსიტეტები წარმოადგენენ, ისინი სწავლის მსურველებს სთავაზობენ პროგრამების ფართო ჩამონათვალს, სამართლის, კულტუროლოგიის, ბუნებრივი მეცნიერების, ეკონომიკისა და ფინანსების, ბიზნსისა და მართვის, პედაგოგიკის და, გარკვეული მოთხოვნებით, მედიცინის შესწავლას. არჩევანის გაკეთების დროს პირველ რიგში უნდა გაარკვიოთ რა პროგრამებს სთავაზობს კონკრეტული უნივერსიტეტი, ვფიქრობთ, რომ უკეთესი იქნება პროგრამებიდან გამომდინარე შეარჩიოთ სასწავლო დაწესებულება. გერმანიის უმაღლესი განათლების სასწავლო დაწესებულებების სახეობები:
გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტები. (Universities of Applied Sciences) ამ ტიპის უნივერსიტეტები სთავაზობენ მიზანდასახული, პრაქტიკულად აქტუალური პროგრამებით აკადემიურ მომზადებას ტექნოლოგიების, ბიზნესის, მართვის, სოციალური კვლევების, მედიისა და დიზაინის განხრით. თუ გიზიდავთ გამოყენებითი დარგების სფერო თქვენთვის საინტერესო იქნება ამ კატეგორიის უნივერსიტეტში სწავლა.
ხელოვნების, კინო და მუსიკის კოლეჯები. (Colleges of Art, Film and Music) თუ გსურთ თქვენი შემოქმედებითი ნიჭი პროფესიად აქციოთ ამ კოლეჯებში დაგხვდებათ პროგრამების ფართო სპექტრი - ფერწერა, დიზაინი, არქიტექტურა, მუსიკა, დრამატული ხელოვნება. როგორც ჩაბარების მოთხოვნები ასევე სწავლის შედეგებისადმი მოთხოვნები საკმაოდ მაღალია. ამ სახის კოლეჯებში სწავლება წარმოებს ინდივიდუალური ან მცირე ჯგუფების წესით.
ეკლესიის მხარდაჭერის მქონე კოლეჯები (Church-maintained Colleges) ეს კოლეჯები სთავაზობენ განათლებას ადამიანებს, რომლებიც იჩენენ ინტერესს კარიერისადმი სოციალურ სფეროში, განათლებაში, სამედიცინო მომსახურებაში ან აინტერესებთ საეკლესიო მუსიკა.
კერძო უნივერსიტეტები (Private Universities) მიუხედავად გერმანიისთვის მაღალი გადასახადისა (სემესტრში 1800- დან - 4700 ევრომდე) კერძო უნივერსიტეტებში სწავლა გახდა საკმაოდ პოპულარული, ვინაიდან ბოლო დროს მათ დაიმსახურეს მაღალი რეპუტაცია. ისინი სთავაზობენ სტუდენტებს პრაქტიკულ მიმართულებაზე ორიენტირებულ სწავლას მცირე ჯგუფებში, მჭიდრო კავშირები დამყარებული აქვთ მრეწველობასა და ბიზნესთან, მკაფიოდ გამოკვეთეს საერთაშორისო ორიენტაცია და დასაქმებაზე აქცენტი. მაგრამ ხელშეკრულების დადებამდე, შემდგომი დასაქმების პროცესში, რომ არ შეგექმნათ პრობლემები, აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ, რომ სასწავლებელი და აკადემიური ხარისხი, რომელსაც მასში მოგანიჭებენ, აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.
კოოპერატიული განათლების უნივერსიტეტები(Universities
of Cooperative Education)
Berufsakademien, ანუ პროფესიული აკადემიები, არ
ითვლებიან უმაღლეს სასწავლებლებად. ამის მიუხედავად მათ დიპლომებსა და მინიჭებულ
ხარისხებს ნაწილობრივ აღიარებენ უმაღლესი პროფესიული სასწავლებლების
(Fachhochschulen) კვალიფიკაციის ექვივალენტად. ეს სასწავლო დაწესებულებები
სთავაზობენ აკადემიურ სწავლებას (ფოკუსირება - ბიზნესი, ტექნოლოგიები, სოციალური
კვლევები) პროფესიულ მომზადებასთან შერწყმით, ანუ კოოპერირების სახით: თეორიული
კურსი - აკადემიაში და პრაქტიკული სწავლება უშუალოდ სამუშაო ადგილზე, კომპანიაში.
ზოგ პროფესიულ აკადემიაში სწავლება მიმდინარეობს როგორც გერმანულ, აგრეთვე
ინგლისურ ენებზე.კომპანიები, მ.შ.
ისეთებიც რომლებსაც გააჩნიათ ფილიალები მთელ მსოფლიოში, იჩენენ დიდ ინტერესს
Berufsakademien კურსდამთავრებულთა მიმართ.
აკადემიური (ანუ სასწავლო) წელი
აკადემიური წელი შესდგება ზამთრის (1 ოქტომბრიდან -
31 მარტამდე) და ზაფხულის (1 აპრილიდან - 30 სექტემბრამდე) სემესტრებიდან.
სემესტრებში სწავლის დაწყების თარიღი ვარირებას ახდენენ თვით სასწავლო
დაწესებულებები და ფედერალური მიწები.
მიღება
უცხოელი სტუდენტების მიღების საკითხებს განაგებენ
სასწავლო დაწესებულებების საერთაშორისო ბიუროები. ბიუროდან ენის ცოდნის
დადასტურების თაობაზე შეტყობინების მიღების შემდეგ პრეტენდენტს შეუძლია
დარეგისტრირდეს შესაბამისი სასწავლებლის სტუდენტად. ზამთრის სემესტრისთვის უცხოელი
სტუდენტების მიღება სრულდება 15 ივლის, ხოლო ზაფხულის - 15 იანვარს.
სწავლების
ენა
საერთაშორისო პროგრამებით სწავლის პირველ წელს (თუ
სრული კურსი არ არის ინგლისურ ენაზე), უმაღლესი განათლების და აკადემიური ხარისხის
მისაღებად, პარალელურად შეიძლება გერმანული ენის კურსების გავლა. გერმანული ენის
ცოდნის დასადასტურებლად (DSH) საჭირო იქნება
გამოცდის ჩაბარება.
საცხოვრებელი გაცვლითი პროგრამების სტუდენტები უზრუნველყოფილნი არიან დაბინავებით სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში. სტუდენტთა საქმეების გერმანიის ასოციაცია (Deutsches Studentenwerk) სთავაზობს სტუდენტებს 180000 ყველაზე ხელმისაწვდომ, ერთადგილიან ან ორადგილიან, კომუნალურად უზრუნველყოფილ საცხოვრებელ ადგილს განვითარებული ინფრასტრუქტურის მქონე სტუდენტურ დასახლებებში. აგრეთვე ინტერნეტის მეშვეობით შეიძლება იაფი საცხოვრებლის მოძებნა სტუმართა სახლებში ან სტუდენტურ სასტუმროებში (Guest houses/student hotels). ამ სახის ყველა საკითხის გარკვევაში უცხოელ სტუდენტებს დახმარებას უწევენ უნივერსიტეტების სპეციალური სამსახურები.
ცხოვრების ღირებულება. თუ პროგრამიდან გამომდინარე სასწავლებელი არ უზრუნველყოფს სტუდენტს საცხოვრებლით, ძირითადი მსხვილი გადასახადი უწევს საცხოვრებლის არენდის ღირებულების დაფარვას ( დაახლოებით 250 ევრო თვეში). ღირებულების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს საცხოვრებლის ტიპსა და ქალაქს. სავარაუდოთ სტუდენტის საერთო ხარჯებმა შეიძლება შეადგინონ 540 – 700 ევრო თვეში (მ.შ. გასათვალისწინებელია სავალდებულო სამედიცინო დაზღვევა, სასწავლებლის სოციალური შენატანები და ა.შ.) მსხვილ ქალაქებში დანახარჯები გაიზრდება. უცხოელი სტუდენტების მიერ ამ პრობლემების გადაწყვეტაში, გერმანიაში სწავლის დაწყებისა და ცხოვრების საკითხების მოგვარებაში საკმაოდ სერიოზულ დახმარებას სთავაზობს სტუდენტების საქმეთა ასოციაცია (Deutsches Studentenwerk)
მუშაობა სწავლის პერიოდში სწავლის პერიოდში მუშაობა ჩვეული მოვლენაა გერმანიაში. მაგრამ განსხვავებით ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩასული სტუდენტებისგან, სხვა ქვეყნების სტუდენტებისთვის მუშაობის დრო შეზღუდულია და დაშვებულია წელიწადში მხოლოდ 90 სრული ან 180 არასრული სამუშაო დღის განმავლობაში და ამისთვის არ არის საჭირო დასაქმების სააგენტოს ან ადგილობრივი ხელისუფლების თანხმობა. გამონაკლისებიც არსებობს, მაგრამ მათი დადგენა უმჯობესია უშუალოდ ადგილზე.
სასწავლო დაწესებულებების, პროგრამებისა და სხვა საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ მისამართებზე: www.internationale-studierende.de Deutsche Studentenwerk www.daad.de/deutschland Deutscher Akademischer Austausch Dienst