მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     
    განათლება საფრანგეთში 19 დეკემბერი 2009

    საფრანგეთი ყველა კატეგორიების ჩამსვლელთათვის და მათ შორის ტურისტებისთვის მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა. ფრანგი ხალხი სამართლიანად ამაყობს თავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით, მსოფლიოში ცნობილი ქალაქებითა და კურორტებით, საყოველთაო აღიარების მქონე რესტორნებით, ღვინით, სხვა სასმელებით და სამზარეულოთი. საფრანგეთში ყოველწლიურად ტარდება მსოფლიო მნიშვნელობის უამრავი კულტურული, სპორტული და ტურისტული ღონისძიება.

    საფრანგეთის უმაღლეს განათლებას გააჩნია უძველესი, მდიდარი ტრადიციები. უნივერსიტეტების უმეტესობა ტრადიციულად განლაგებულია ქალაქების ცენტრალურ ნაწილებში, კულტურული ცხოვრების კერების - მსოფლიოში ცნობილი მუზეუმების, თეატრების, საკონცერტო დარბაზების და ბიბლიოთეკების მახლობლად. საფრანგეთი - იდეალური ადგილია ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ მიიღონ მაღალი დონის განათლება და იმავდროულად შეისწავლონ ევროპა. დასვენების დღეებში სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა იმოგზაურონ და ეზიარონ ევროპის კულტურულ სიმდიდრესა და ტრადიციებს - ლონდონი, ამსტერდამი, ბრიუსელი, მილანი ... - ყველაფერი ეს ახლო და ხელმისაწვდომია.

    რატომ არის მიმზიდველი ფრანგული ენის შესწავლა?
    მსოფლიოში 200 მილიონი ადამიანისთვის ფრანგული - ოფიციალური ენაა, ხუთ კონტინენტზე ის კარს გაგიღებთ 47 ქვეყანაში და გზას გაგიხსნით საფრანგეთში განათლების მისაღებად. საფრანგეთის მრავალი სასწავლო დაწესებულება და უნივერსიტეტი შემოგთავაზებენ ფრანგულის, როგორც უცხოური ენის, შესწავლას თქვენი მოთხოვნილების გათვალისწინებით. უმაღლესი განათლების მისაღებად საჭიროა იცოდეთ წერა, კითხვა, საუბარი, კონსპექტის შედგენა ფრანგულ ენაზე. ამის მისაღწევად ყველაზე კარგი მიდგომაა საფრანგეთში ჩასვლამდე საწყისი ეტაპისთვის მაინც საკმარის დონეზე დაეუფლოთ ფრანგულ ენას, რათა ჩასვლის შემდეგ შესძლოთ ენის ცოდნის დახვეწის კურსის გავლა.

    საფრანგეთის უმაღლესი განათლება
    ფრანგული უმაღლესი განათლება გამოირჩევა თავისი მოქნილობით, ის ხელს უწყობს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო მოთხოვნილების დაკმაყოფილებას: საფრანგეთის 80-მდე უნივერსიტეტი და 300-მდე უმაღლესი სასწავლებელი შემოგთავაზებენ ცოდნის შეძენას უამრავ სფეროში და საჭირო პროგრამების დიდ არჩევანს. განათლება საფრანგეთში შესდგება სამი ციკლისგან, პირველივე ციკლის დასრულების შემდეგ თქვენ შესძლებთ საკმაო საინტერესო სამსახურის მოძებნას. უცხოელ სტუდენტებს, რომლებსაც უკვე გავლილი აქვთ ბაკალავრიატი, შეუძლიათ განაგრძონ უმაღლესი განათლების ყველა შემდგომი საფეხური.

    უნივერსიტეტები (University)
    საფრანგეთის უნივერსიტეტებში სწავლობს 1,5 მილიონზე მეტი სტუდენტი, მათგან 10% უცხოელია. უნივერსიტეტები სთავაზობენ განსხვავებული სახის მრავალ ნაციონალურ დიპლომს, აკადემიური, ტექნიკური და პროფესიონალური პროგრამებით ხარისხის მიღებას მრავალ დისციპლინებში, სტუდენტების მომზადებას კარიერისათვის კვლევისა და პროფესიონალური პრაქტიკის მიმართულებებით.(დეტალურად გაეცანით ქვემოთ მითითებულ, ან უშუალოთ თვით ოთხმოცამდე უნივერსიტეტის საიტებზე)

    სპეციალიზირებული სასწავლებლები (Specialized schools)
    სპეციალიზირებული სასწავლებლების გარკვეული ნაწილი სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია. ამ ტიპის სასწავლებლები მიღებას სელექციური მიდგომით ახორციელებენ, ამიტომ უნივერსიტეტებთან შედარებით ნაკლები რაოდენობის სტუდენტები ჰყავთ. ამ სასწავლებლების ნაწილი მიზნობრივად მუშაობს მართვის მაღალი დონის სპეციალისტების და ინჟინრების მომზადებაზე. ისინი აქცენტს სწავლის პრაქტიკულ მხარეზე აკეთებენ და სტუდენტებს ამზადებენ პროექტირების, მართვის, ხელოვნების, არქიტექტურის და ა.შ. სფეროებში კარიერისათვის. მათი პროგრამები ითვალისწინებენ სხვა და სხვა წარმოების ინტერესებს და ამის გამო კურსდამთავრებულები სარგებლობენ დიდი მოთხოვნით. შეიძლება ითქვას, რომ ეს უნიკალური სასწავლო დაწესებულებებია, მათში მიღება მკაცრი კრიტერიუმებით ხდება, სწავლა კი პრესტიჟულია.

    მიღება
    საფრანგეთის ყველა უმაღლესი სასწავლებელი თვითონ ადგენს მიღების საკუთარ საკუთარ სტანდარტებს. როდესაც ჩაბარების მსურველი ჩამოყალიბდება იმის თაობაზე თუ რომელი პროგრამისადმი იჩენს ინტერესს, მან უნდა შეიტანოს განაცხადი მიღების თაობაზე. სასწავლო დაწესებულება გაეცნობა პრეტენდენტის აკადემიურ მომზადებას, რათა დარწმუნდეს, რომ ის შესძლებს ამ პროგრამაში წარმატების მიღწევას. აკადემიურ მომზადების შესატყვისობის აღიარების შემდეგ პრეტენდენტი ღებულობს დამადასტურებელ წერილს, რომელიც წარმოადგენს საფრანგეთის საკონსულოში სტუდენტური ვიზის მიღების საფუძველს.
    ვიზა
    უცხოელმა სტუდენტებმა იმ ქვეყნებიდან, რომლებიც არ შედიან ევროპის ეკონომიკურ ზონაში, საფრანგეთის საკონსულოში უნდა მიიღონ ხანგრძლივი სტუდენტური ვიზა. საფრანგეთში ჩასვლისთანავე უნდა დარეგისტრირდნენ სასწავლო დაწესებულებაში და ამის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამის ორგანოდან მიიღონ საჭირო ნებართვა (residence permit). სწავლის პირველი წლის დასრულების შემდეგ სათანადო დოკუმენტების წარდგენის შედეგად ვიზა გრძელდება ავტომატურად.

    აკადემიური (სასწავლო) წელი
    სასწავლო წელი საფრანგეთში იწყება სექტემბერ - ოქტომბერში და სრულდება მაის - ივნისში. თარიღები ზუსტდება პროგრამიდან გამომდინარე უშუალოდ სასწავლებლების მიერ. წლის განმავლობაში რამდენიმე ჯერ ცხადდება არდადეგები: საშობაო-საახალწლო 2 კვირა დეკემბერ-იანვარში, 2 კვირა თებერვალში, 2 კვირა მარტის ბოლოს - აპრილში. საზაფხულო არდადეგები ივლის - აგვისტოში, ზოგ სასწავლებელში აგრეთვე მოიცავენ ივნისის და სექტემბრის ნაწილს.

    სწავლა
    საფრანგეთში სწავლის ღირებულება არ არის ძვირი იმის გამო, რომ მის დიდ ნაწილს აფინანსებს სახელმწიფო. სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებებში სწავლის ღირებულება პროგრამის გათვალისწინებით აქამდე მერყეობდა 700 ევრომდე. კერძო სასწავლებლებში საფასური მეტია და პროგრამიდან გამომდინარე გასარკვევია უშუალოთ თვითოეულ სასწავლო დაწესებულებაში. კონკურსის შედეგად სხვა და სხვა შერჩევითი პროგრამებით ჩარიცხული უცხოელი სტუდენტები სარგებლობენ იგივე პირობებით, რაც ფრანგი სტუდენტები.

    ცხოვრების ღირებულება
    საცხოვრებლის, კვების, ტრანსპორტის ხარჯების დასაფარავად კრიზისამდე უმეტეს სტუდენტს ყოველთვიურად, სწავლის კურსისა და საცხოვრებლის მდებარეობის გათვალისწინებით, მინიმალურად ესაჭიროებოდა 600 – 800 ევრო. სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ საერთო საცხოვრებლით (კამპუსში 120 – 400 ევრო თვეში, გააჩნია ბინასა და ადგილს) და სტუდენტური სასადილოებით. როგორც სწავლის კურსის, აგრეთვე საცხოვრებელი და კვების პირობების სხვა არჩევნის შემთხვევაში ხარჯები საგრძნობლად იზრდება. კერძო დაქირავებული ბინის ღირებულება შეიძლება მერყეობდეს 450 ევროდან - 650 ევრომდე თვეში. (1 კვ. მეტრის ქირა პარიზში 15 ევრო, სხვა რეგიონებში შესაძლებელია - 7 ევრო თვეში). გარდა ამისა მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს გათვლისა და გათვალისწინებისათვის: ჩვეულებრივი სადილი რესტორანში შეიძლება დაგიჯდეთ 17 ევრო, უალკოჰოლო სასმელი კაფეში - 3,5 ევრო, ბილეთი კინოთეატრში საშუალოდ - 9 ევრო.

    მუშაობის შესაძლებლობა
    სოციალური უზრუნველმყოფის სისტემის დაწესებულებაში რეგისტრაციის შედეგად უცხოელ სტუდენტებს სწავლის პირველივე წლიდან უფლება აქვთ იმუშაონ ნახევარ განაკვეთზე. შრომის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება საფრანგეთში შეადგენს 8,27 ევროს (ბრუტო) ანუ კანონით დადგენილი (მ.შ. სოციალური) გადასახადების გარეშე (20%)
    სასწავლო დაწესებულებების, პროგრამებისა და სხვა საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ მისამართებზე:
    www.diplomatie.gouv.fr/en
    Ministry of Foreign Affairs
    www.edufrance.fr/en/index.htm
    CampusFrance


    საფრანგეთის უნივერსიტეტების კატალოგი:
    Aix - Marseille 1 http://www.up.univ-mrs.fr
    Aix - Marseille 2 http://www.mediterranee.univ-mrs.fr
    Aix - Marseille 3 http://www.u-3mrs.fr
    Amiens – Picardie http://www.u-picardie.fr
    Angers http://www.univ-angers.fr
    Antilles – Guyane http://www.univ-ag.fr
    Arras – Artois http://www.univ-artois.fr
    Avignon http://www.univ-avignon.fr
    Belfort - Montbeliard – UTBM http://www.utbm.fr
    Besancon - Franche-Comte http://www.univ-fcomte.fr
    Bordeaux 1 http://www.cribx1.u-bordeaux.fr
    Bordeaux 2 http://www.u-bordeaux2.fr
    Bordeaux 3 http://www.montaigne.u-bordeaux.fr
    Bordeaux 4 Montesquieu http://www.montesquieu.u-bordeaux.fr
    Brest http://www.univ-brest.fr
    Caen http://www.unicaen.fr
    Cergy – Pontoise http://www.u-cergy.fr
    Chambery – Savoie http://www.univ-savoie.fr
    Clermont 1 http://www.u-clermont1.fr
    Clermont 2 http://www.univ-bpclermont.fr
    Compiegne - UTC http://www.utc.fr
    Dijon - Bourgogne http://www.u-bourgogne.fr
    Dunkerque – Littoral http://www.univ-littoral.fr
    Evry http://www.univ-evry.fr
    Grenoble 1 http://www.ujf-grenoble.fr
    Grenoble 2 http://www.upmf-grenoble.fr
    Grenoble 3 http://www.u-grenoble3.fr/stendhal/
    La Reunion http://www.univ-reunion.fr
    La Rochelle http://www.univ-lr.fr
    Le Havre http://www.univ-lehavre.fr
    Le Mans – Maine http://www.univ-lemans.fr
    Lille 1 http://www.univ-lille1.fr
    Lille 2 http://www.univ-lille2.fr
    Lille 3 http://www.univ-lille3.fr
    Limoges http://www.unilim.fr
    Lyon 1 http://www.univ-lyon1.fr
    Lyon 2 http://www.univ-lyon2.fr
    Lyon 3 http://www.univ-lyon3.fr
    Marne La Vallee http://www.univ-mlv.fr
    Metz http://www.univ-metz.fr
    Montpellier 1 http://www.univ-montp1.fr
    Montpellier 2 http://www.univ-montp2.fr
    Montpellier 3 http://www.univ-montp3.fr
    Mulhouse Haute Alsace http://www.univ-mulhouse.fr
    Nancy 1 http://www.uhp.u-nancy.fr
    Nancy 2 http://www.univ-nancy2.fr
    Nantes http://www.univ-nantes.fr
    Nice http://www.unice.fr
    Pacifique – UFP http://nouville.ufp.nc
    Orleans http://www.univ-orleans.fr
    Paris 1 http://panoramix.univ-paris1.fr
    Paris 2 http://www.u-paris2.fr
    Paris 3 http://www.univ-paris3.fr
    Paris 4 http://www.paris4.sorbonne.fr
    Paris 5 http://www.univ-paris5.fr
    Paris 6 http://www.jussieu.fr
    Paris 7 http://www.sigu7.jussieu.fr
    Paris 8 http://www.univ-paris8.fr
    Paris 9 http://www.dauphine.fr
    Paris 10 http://www.u-paris10.fr
    Paris 11 http://www.u-psud.fr
    Paris 12 http://www.univ-paris12.fr
    Paris 13 Villetaneuse http://www.univ-paris13.fr
    Sciences Po Paris http://www.sciences-po.fr/
    Pau et Pays de L'Adour http://www.univ-pau.fr
    Perpignan http://www.univ-perp.fr
    Poitiers http://www.univ-poitiers.fr
    Reims Champagne-Ardennes http://www.univ-reims.fr
    Rennes 1 http://www.univ-rennes1.fr
    Rennes 2 http://www.uhb.fr
    Rouen http://www.univ-rouen.fr
    Saint-Etienne Jean Monnet http://www.univ-st-etienne.fr
    Strasbourg 1 Louis Pasteur http://www-ulp.u-strasbg.fr
    Strasbourg 2 Marc Bloch http://umb.u-strasbg.fr/
    Strasbourg 3 Robert Schuman http://www-urs.u-strasbg.fr
    Toulon http://www.univ-tln.fr
    Toulouse 1 http://www.univ-tlse1.fr
    Toulouse 2 Le Mirail http://www.univ-tlse2.fr
    Toulouse 3 Paul Sabatier http://www.ups-tlse.fr
    Tours Franзois Rabelais http://www.univ-tours.fr
    Troyes – UTT http://www.univ-troyes.fr
    Valenciennes http://www.univ-valenciennes.fr
    Vannes Bretagne Sud http://www.univ-ubs.fr
    Versailles St Quentin http://www.uvsq.fr

    ავტორი :Adminstrator

    გაზიარება
       
     
    საკვანძო სიტყვები  
    ფიზკულტურა და სპორტი საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია საერთაშორისო ურთიერთობები არქიტექტურა მეცნიერება და ტექნიკა სოფლის მეურნეობა მეწარმეობა მეტალურგია პროგრამირება სოციოლოგია სხვა ფიზიკა საბირჟო საქმე სექსოლოგია მშობლიური ენა და ლიტერატურა ჟურნალისტიკა და PR ფსიქოლოგია მუსიკა ავიაცია მიფოლოგია გეოლოგია მედიცინა, ჯანმთელობა მასმედია მენეჯმენტი კულინარია მართვა ფინანსები და კრედიტი მათემატიკა კულტუროლოგია ზოოლოგია პოლიტოლოგია ეკოლოგია გადასახადები კულტურა და ხელონება ინფორმატიკა ქიმია ჟურნალისტიკა ვეტერინარია ტრანსპრტი გეოპოლიტიკა მრეწველობა, წარმოება გეოგრაფია რელიგია ისტორია ფილოსოფია ინვესტიციები ბუღალტერია და აუდიტი სახელმწიფო მოწყობა და მართვა ლოგისტიკა ტექნოლოგია სამართალი გეოდეზია დაზღვევა კრიმინალისტიკა საბანკო საქმე უცხოური ლიტერატურა ელექტრონიკა პედაგოგიკა ასტრონომია ბიოლოგია ტურიზმი ლოგიკა სტატისტიკა საბაჟო სისტემა უცხო ენები მარკეტინგი და რეკლამა ეკონომიკა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024